იუბილე

სიახლეები

NOTA BENE

სამედიცინო მენეჯმენტი

თარგმანი

კვლევა

სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

გაიდლაინი

დისკუსია

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

ნობელის პრემიის ლაურეატები - 2008, მედიცინისა და ფიზიოლოგიის სფერო. [5.00]

ღეროვანი უჯრედები - ახალი ერა მედიცინაში [5.00]

საოფისე სკამი ხერხემლის შესაბამისი სიმრუდეების მქონე საზურგით [5.00]

ახალი ხელოვნური გული პრეკლინიკურ გამოცდას გადის [5.00]


ღეროვანი უჯრედები - ახალი ერა მედიცინაში [15880]

გულმკერდში ტკივილის მენეჯმენტი [14152]

ვულგარული აკნეს (ACNE VULGARIS) მართვის გაიდლაინი [13637]

ჰოსპიტალური მენეჯმენტი: პრელუდია [7688]

შუა ყურის ქოლესტეატომური დაავადების მკურნალობა [6109]


თემების რაოდენობა: 16
კომენტარები: 3

შუა ყურის ქოლესტეატომური დაავადების მკურნალობა

ავტორი: მ. ხუჯაძე,1 მედიცინის დოქტორი, ნ. ვაშაკიძე,1 მედიცინის დოქტორი, გ. გოგნიაშვილი,1 ბ.ხელაშვილი 2
1თსსუ ს.ხეჩინაშვილის კლინიკის ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილება, 2თბილისის სამედიცინო აკადემია
M.Khujadze, MD,1 N.Vashakidze, MD,1 G. Gogniashvili,1 B. Khelashvili 2
1TSMU S.Khechinashvili Clinic ORL Department, 2TMA
The results of surgical treatment of middle ear cholesteatoma

>>  Middle ear cholesteatoma is an epithelial tumor formation. When because of different reasons the epithelium comes into contact with mucosa, inflammation reaction begins and causes the creation of cholesteatomal tissue. Middle ear cholesteatoma often causes vitally dangerous intracranial complications, in particular: meningitis, sinus thrombosis, facial nerve palsy, vestibulitis and differently localized abscess. The treatment is surgical and includes radical operations by using open and closed techniques.
Our research was counducted in oto-rhino-laryngological clinic of Tbilisi State Medical University in 2006-2008 years on 65 patients, 21 of whom were women (32%) and 44 were men (68%). Their average age was 29 year. 25 patients were operated by using open technique - CWD (23%) and 40 patients by using closed technique – CWU (77%). During our investigation after CWD operations recidives were noted only in 4 (16%) out of 25 patients (chart 2) and in CWU operations in 17 (42.3%) out of 40.
So, modified operation using CWU is the most appropriate and optimal surgical interference among all other operations for the treatment of chronic middle ear diseases.


შესავალი
შუა ყურის ქოლესტეატომა ეპითელური სიმსივნური წარმონაქმნია, რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო ლორწოვან გარსთან ხვდება კონტაქტში. პროფესორ პორტმანის მიხედვით ქოლესტეატომა „ცუდ ადგილას მოხვედრილ კანს“ წარმოადგენს.1,6
შუა ყურის ქოლესტეატომა თანდაყოლილი ან შეძენილი შეიძლება იყოს. პირველი ძალიან იშვიათია და ინტაქტური დაფის აპკის უკან, დაფის ღრუში ან საფეთქლის ძვლის პირამიდაში გვხვდება.2 შეძენილი ქოლესტეატომების უმრავლესობა შუა ყურის ქრონიკული ანთებისა და ევსტაქის მილის ვენტილაციური ფუნქციის დარღვევის შედეგია.4,5
შუა ყურის ქოლესტეატომური დაავადება ხშირად ინფექციით რთულდება (სველი ფორმა), თუმცა ასიმპტომურადაც შეიძლება მიმდინარეობდეს (მშრალი ფორმა). მშრალი ფორმის დროს ქოლესტეატომური მასის შუა ყურის სტრუქტურებზე კომპრესიამ ტკივილი და კონდუქტიური ტიპის სმენის დაქვეითება შეიძლება გამოიწვიოს. დაავადების სველი ფორმა გაცილებით ხშირია. ამ დროს გამონადენი სუნიანია, აღინიშნება სმენის დაქვეითება. მწვავე პერიოდში შესაძლოა ძლიერი ტკივილები იყოს გამოხატული. თუმცა ტკივილის სიმპტომი აუცილებელი არ არის. დაავადების პროგრესირებას მოჰყვება ისეთი მძიმე გართულებები, როგორიცაა მენინგიტი, სახის ნერვის პარეზი, ვესტიბულური აპარატის დისფუნქცია, რაც თავბრუსხვევასა და წონასწორობის დარღვევაში გამოიხატება, ლატერალური სინუსის თრომბოზი, ბეცოლდის აბსცესი და სხვა.9

სურათი 1. მასტოიდალური ძვლის დაშლა ქოლესტეატომური მასით

შუა ყურის ქოლესტეატომისათვის ძვლოვან და ლორწოვან სტრუქტურებში გარქოვანებული ბრტყელი ეპითელიუმის არსებობა და ოსტეოკლასტურ-ანთებითი პროცესით ძვლების დაშლა არის დამახასიათებელი. ხშირად ამას თან ახლავს ინფექციური გართულებები, რომლებიც უპირატესად გრამუარყოფითი და ანაერობული ბაქტერიებით არის გამოწვეული.

დიაგნოსტიკა
ოტოსკოპიით ეპიტიმპანურ, ან ხშირად, დაფის აპკის ზედა უკანა კვადრანტის არეში ხაჭოსებრ მასას (ქოლესტეატომას), მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმის დაგროვებას ვხედავთ, მხოლოდ ზოგჯერ შესაძლოა დაფის აპკის ახლოს გარეთა სასმენი მილის უკანა და ზედა კედლების დესტრუქციაც აღინიშნებოდეს.
როგორც წესი, აუდიომეტრია კონდუქტიური (გამტარებლობითი) ტიპის სმენის დაქვეითების სურათს გვაძლევს. თუმცა სმენის დაქვეითება შესაძლებელია მნიშვნელოვანი არ იყოს, რადგანაც თვითონ ქოლესტეატომური მასა ასრულებს ბგერის გამტარის ფუნქციას. ნეიროსენსორული ტიპის სმენის დაქვეითება კი პროცესის გაღრმავებისას გვხვდება. დაავადების პროგრესირების შემთხვევაში ზიანდება სახის ნერვის ფუნქციაც. ლაბირინთის ფისტულის ჩამოყალიბებას ფისტულის სიმპტომი ადასტურებს.
დაავადების შესახებ მნიშვნელოვან მონაცემებს რადიოლოგიური გამოკვლევები იძლევა.8 საქართველოში ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით უპირატესობა რენტგენოლოგიურ კვლევას ენიჭება. თუმცა საფეთქლის ძვლის კომპიუტერული ტომოგრაფიის (კტ) საშუალებით უფრო დამაჯერებელი დიაგნოზის დასმა, პათოლოგიური პროცესის გავრცელების ხარისხზე პრეოპერაციულად მსჯელობა, სახის ნერვის ტოპოგრაფიის, სიგმოიდური სინუსისა და ტვინის მაგარი გარსის მდებარეობის, აგრეთვე შიგნითა ყურის სტრუქტურების შეფასებაც არის შესაძლებელი.

პაციენტები და მკუნალობის მეთოდები
ქოლესტეატომური დაავადების მკურნალობა ყველა შემთხვევაში ოპერაციული იყო, და ღია ან დახურული ტექნიკის გამოყენებით განხორციელდა.6,7,8
ჩვენი კვლევა 2004-2008 წლებში თსსუ ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა კათედრაზე ჩატარდა. გამოსაკვლევ ჯგუფს 65 პაციენტი წარმოადგენდა. მათგან 21 (32%) ქალი იყო, 44 (68%) კი – მამაკაცი. პაციენტთა საშუალო ასაკი 29 წელი იყო. აქედან მინიმალური – 7, მაქსიმალური კი – 67 წელი.
პაციენტთა უმრავლესობას მორეციდივე სუნიანი ოტორეა, კონდუქტიური ტიპის ჰიპოაკუზია, ზოგიერთ შემთხვევაში – თავისა და ყურის ტკივილი (ცეფალეა, ოტალგია) აღენიშნებოდა. საავადმყოფოში მომართვის მიზეზიც ეს ჩივილები იყო.
დიაგნოზი ანამნეზური და ობიექტური მონაცემების საფუძველზე ისმებოდა. ყველა პაციენტს ოტოსკოპითა და ძირითადად ოტოლოგიური მიკროსკოპის საშუალებით ვიკვლევდით, რის შედეგადაც ვლინდებოდა დაფის აპკის, უმეტესწილად ეპიტიმპანალური პერფორაცია 30 პაციენტში, სუბტოტალური ან ტოტალური პერფორაცია 25 პაციენტში, რეტრაქციული ჯიბე 10 პაციენტში (ამაში შედის ეპიტიმპანალური პერფორაციებიც), რომლის უკან მოთეთრო ფერის ხაჭოსებრი წარმონაქმნი – ქოლესტეატომა ჩანდა. გარდა ოტოსკოპიისა, ყველა მათგანს აუდიოლოგიური და რენტგენოლოგიური კვლევა, შეძლებისდაგვარად – კომპიუტერული ტომოგრაფია უტარდებოდა.
აუდიომეტრიული კვლევით პაციენტთა უმრავლესობას ქონდა სმენის დაქვეითება, 20–60 %.
კტ კვლევით ქოლესტეატომური ძვლის დესტრუქცია აპიკალურ ნაწილში ქონდა 10 პაციენტს (6 – ქალი, 4 – მამაკაცი), მასტოიდის ძვლის ლიზისი ჩანდა 15 პაციენტში (11 – ქალი, 4 – მამაკაცი), დანარჩენ პაციენტებს კტ კვლევა არ ქონიათ.
რადიკალური ოპერაცია ღია ტექნიკის (CWD – Canal Wall Down – Mastoid-Epitympanectomie) გამოყენებით 25 პაციენტს (23%) ჩაუტარდა, ხოლო დახურული ტექნიკის გამოყენებით (CWU – Canal Wall Up – Mastoid-Epitympanectomie) – 40 პაციენტს (77%) (დიაგრამა1).

დიაგრამა 1. CWD (Canal Wall Down – Mastoid-Epitympanectomie) და CWU (Canal Wall Up – Mastoid-Epitympanectomie).

ყველა შემთხვევაში მიდგომა რეტროაურიკულარული იყო. ყველა შემთხვევაში ანტრომასტოიდექტომიასთან ერთად სრულდება უკანა ატიკოტომია, იშვიათად უკანა ტიმპანოტომია, რაც ქოლესტეატომური დაავადების სრული ელიმინაციის საშუალებას იძლევა.
დახურული ტექნიკის დროს გარეთა სასმენი მილის უკანა კედელს ვინარჩუნებდით, ხოლო დაფის აპკის რეკონსტრუქციისათვის შესაბამისად საფეთქლის ძვლის ფასციასა ან ყურის ნიჟარის ხრტილს ვიყენებდით. ღია ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში გარეთა სასმენი მილის უკანა კედელი მთლიანად იხსნებოდა, რის შედეგადაც მასტოიდს, დაფის ღრუსა და გარეთა სასმენი მილის სანათურს შორის ფართო კავშირი ანუ ე.წ. რადიკალური ღრუ ყალიბდებოდა.

შედეგები
ოპერაციის სახის მიხედვით, რეციდივების პროცენტული მაჩვენებლებიც განსხვავებულია. ჩვენი დაკვირვების დროს ღია ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში რეციდივი 25 პაციენტიდან მხოლოდ 4-ს (16%) აღენიშნა, ხოლო დახურული ტექნიკის გამოყენებისას –40 პაციენტიდან – 17-ს (42,5%).
ფუნქციური შედეგები კი – დაემთხვა ჩვენს მიერ ლიტერატურაში მოძიებულ მონაცემებს, რომელიც მიუთითებს დახურული ტექნიკის ფუნქციურ უპირატესობაზე.
ამასათან, სმენის ფუნქცია ღია ტექნიკით ოპერირებულ პაციენტებს მნიშვნელოვნად დაუქვეითდათ – 40-45 dBl. თუმცა, პაციენტების დისკომფორტი ამას არ გამოუწვევია, რადგან პრეოპერაციულად ღინნე ამ მაჩვენებლებისაგან ძალიან არ განსხვავდებოდა.
დახურული ტექნიკით ნაოპერაციებ პაციენტებში პოსტოპერციულად სმენის მაჩვენებელი უკეთესი იყო: 36 პაციენტს - 15-20 dBd (56,2%); 12 პაციენტს - 25 dBl (18.7%); 16 პაციენტს - 30 dBl (25%).
დახურული ტექნიკის უპირატესობაა ისიც, რომ ამ დროს, პაციენტი პოსტოპერაციულად მუდმივ მეთვალყურეობას ანუ ე.წ. „ტუალეტს“ აღარ საჭიროებს, როგორც ეს ღია ტექნიკის გამოყენების შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზეა აუცილებელი. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენი აზრით, დახურული ტექნიკის გამოყენებისას, ერთი წლის შემდეგ აუცილებელია სარევიზიო ოპერაციის ჩატარება, რაც საქართველოს პირობებში ძნელია დაარწმუნო პაციენტი მის საჭიროებაში.

დიაგრამა 2. CWD (Canal Wall Down – Mastoid-Epitympanectomie).

დიაგრამა 3. CWU (Canal Wall Up – Mastoid-Epitympanectomie).

დასკვნები და მსჯელობა
ამრიგად, დღესდღეობით ყველა ზემოთაღნიშნული უპირატესობის გათვალისწინებით ყურის მოდიფიცირებული ოპერაცია დახურული ტექნიკის გამოყენებით სმენის გამაუმჯობესებელი ოპერაციებიდან შუა ყურში მიმდინარე ქრონიკული პროცესების სამკურნალო ოპტიმალურ ქირურგიულ ჩარევად გადაიქცა.
ჩვენი შრომის მიზანი იყო გვეჩვენებინა ის, რომ ჩვენი შედეგები ემთხვევა მსოფლიო ლიტერატურის მონაცემებს და აზრს იმის შესახებ, რომ დახურული ტექნიკა ყურის ქოლესტეატომური დაავადების მკურნალობისათვის დღეს საქართველოშიც ღია ტექნიკის ბრწყინვალე ალტერნატივას წარმოადგენს.

ლიტერატურა

ნანახია: 6108 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268404


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.