იუბილე

არქივი

NOTA BENE

დისკუსია

სიახლეები

EBM კლასი

მიმოხილვა

MEDIA RELEASE

თარგმანი

გაიდლაინი

სამედიცინო ბიულეტენი

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი [5.00]

სპიგელის თიაქარი [0.00]

კონტარაცეფციის საკითხები სამეანო ფისტულის მენეჯმენტში [0.00]

დედათა სიკვდილობა და აბორტი: თავიდან აცილებადი, მაგრამ ჯერ კიდევ პრობლემატური საკითხი [0.00]


მწვავე ბრონქიტი [19551]

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი [16748]

თავისუფალი რადიკალები, ანტიოქსიდანტები, რეზვერატროლი, ღვინო, და ღვინო ქართული [14247]

ვისცერული ლეიშმანიოზი [10218]

სპიგელის თიაქარი [5180]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 0

ნაცნობი და უცნობი მტკიცებითი მედიცინა

ავტორი: კახაბერ ჭელიძე, მედიცინის დოქტორი, თსსუ შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი
მედეა ჯღარკავა, თსსუ ალ.ალადაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი
K. Chelidze, M.D.,Ph.D.TSMU Department of Internal Medicine. Assistant-professor
M. Jgarkava, TSMU Aladashvili University Clinic
Known and Unfamiliar Evidence Based Medicine

>>  The most common definition of EBM is taken from Dr. David Sackett. EBM is "the conscientious, explicit and judicious use of current best evidence in making decisions about the care of the individual patient. It means integrating individual clinical expertise with the best available external clinical evidence from systematic research." EBM always begins and ends with the patient. The first step in this process is to take the identified problem and construct a question that is relevant to the case and is phrased in such a way as to facilitate finding an answer. This is called "constructing a well built clinical question," that could be broken into the following four parts (PICO analysis): Patient or problem, Intervention, prognostic factor, or exposure, Comparison and Outcomes. Two additional elements of the well-built clinical question are the type of question and the type of study. This information can be helpful in focusing the question and determining the most appropriate type of evidence. The type of question is important and can help lead you to the best study design.


საკვანძო სიტყვები: • მტკიცებითი მედიცინა, • PICO ანალიზი,• მტკიცებულებათა პირამიდა

მტკიცებითი მედიცინა, როგორც საერთაშორისო სისტემა, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გეომეტრიული პროგრესიით ვითარდება: პრობლემისადმი მიძღვნილი კვლევითი ცენტრების, ფორუმებისა და მონოგრაფიების რაოდენობა ასტრონომიულ მაჩვენებლებს აღწევს.
მტკიცებულების პრინციპმა, თითქოსდა, სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი მედიცინაში; მაგრამ ჩვენი პროფესიული საქმიანობის ზერელე ანალიზითაც კი თვალშისაცემია, რომ ხშირად საქმე მხოლოდ ძირითადი თეორიული ცნებების დეკლარირებით შემოიფარგლება, რაც პრაქტიკოს ექიმთა საკმაო ნაწილს სკეპტიკურად განაწყობს მტკიცებითი მედიცინის მიმართ.
წინამდებარე სტატიის დანიშნულება სწორედ ამ სისტემის პრაქტიკული ღირებულებისა და ძირითადი არსის წარმოჩინება გახლავთ; სტატიის დასაწყისში კი მტკიცებითი მედიცინის კრიტიკოსთა ძირითად არგუმენტებს განვიხილავთ (ცხრ. 1):
1. ექიმები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ოდითგანვე იყენებდნენ სხვადასხვა სახის წყაროს; ამდენად, მტკიცებით მედიცინაში არაფერია ახალი, იგი კარგად დავიწყებული ძველია;
2. სისტემა ხასიათდება მტკიცებულების აბსოლუტური დომინირებით კლინიკურ გამოცდილებაზე ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, მტკიცებითი მედიცინა ერთგვარი „სამედიცინო კულინარული წიგნია, მზა რეცეპტებით“, რომელიც არად დაგიდევთ ექიმის მდიდარ კლინიკურ გამოცდილებას;
3. მტკიცებითი მედიცინის „ზეწოლით“ კლინიცისტი იძულებულია კონკრეტული პაციენტის პრობლემის გადაჭრისას გაუაზრებლად გამოიყენოს მასშტაბური, პოპულაციური კვლევების მონაცემები, მისი ინდივიდუალური თავისებურებების იგნორირებით;
4. და ბოლოს, მტკიცებითი მედიცინა არ არის უნივერსალური ინსტრუმენტი; ძალიან ხშირად მას არ აქვს პასუხი ამა თუ იმ კითხვაზე.2,5,9,19
ოპონენტთა მოსაზრებებზე კონტრარგუმენტების ძიება მტკიცებითი მედიცინის დეფინიციით დავიწყოთ. Dr. David Sackett-ის მიხედვით მტკიცებითი მედიცინა არის „კონკრეტულ პაციენტთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარი კლინიკური გამოცდილებისა და სისტემურ კვლევაზე დაფუძნებული გარეგანი კლინიკური მტკიცებულების წარმატებული ინტეგრაცია“.5
მტკიცებითი მედიცინა ერთგვარი დახურული, ინტეგრირებული ციკლია (დიაგრამა 1), რომლის ტრიგერულ და იმავდროულად, საბოლოო რგოლსაც წარმოადგენს პაციენტი და მასთან ასოცირებული კლინიკური პრობლემა. სწორედ მის საფუძველზე ყალიბდება ექიმის მიერ ადეკვატური კლინიკური კითხვა.2,3,5,7,9,12,14,15 ციკლის შემდგომი ეტაპი გულისხმობს შესაბამისი რესურსების მობილიზებას და მტკიცებულების მოპოვებას, რასაც მოსდევს კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში მოპოვებული მტკიცებულების ვარგისიანობისა და გამოყენებადობის შეფასება. ციკლის დასკვნით ეტაპზე სწორედ კლინიკური გამოცდილებისა და საუკეთესო მტკიცებულების ინტეგრაციის საფუძველზე ხდება გადაწყვეტილების მიღება.1,4,8,10,11
ინტეგრირებული ციკლის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი PICO ანალიზის საფუძველზე სწორი კლინიკური კითხვის ფორმულირებაა (დიაგრამა 2):
პირველი კომპონენტი კონკრეტული პაციენტის მახასიათებლების (პრობლემის) იდენტიფიცირებას და განზოგადებას გულისხმობს. შემდგომ ეტაპებზე ხდება სამოქმედო სტრატეგიის დაგეგმვა, დაგეგმილი ინტერვენციის ალტერნატივის განსაზღვრა და მასთან შედარება და ბოლოს, მოსალოდნელი შედეგების ჩამოყალიბება. საბოლოოდ PICO ანალიზი დიაგრამა 3-ზე გამოსახულ სახეს იღებს.
სწორი კლინიკური შეკითხვის ანატომია არ შემოიფარგლება მხოლოდ PICO ანალიზით; მას გააჩნია დამატებითი ორი კომპონენტი: კითხვის ტიპი და იმ კვლევათა ტიპები.6,13
გამოყოფენ კითხვის ოთხ: დაიგნოსტიკურ, თერაპიულ, პროგნოზულ და ეტიოლოგიურ ტიპებს (დიაგრამა 4).
რაც შეეხება კვლევის ტიპებს, ისინი დიაგრამა 5-ზე ე.წ. „მტკიცებულებათა პირამიდის სახითაა წარმოდგენილი. პირამიდაში კვლევები ფუძიდან მწვერვალისკენ მზარდი სანდოობის პრინციპითაა განლაგებული ანუ, რაც უფრო ახლოსაა კვლევის ტიპი, მით უფრო ღირებული და სანდოა მტკიცებულება.1,2
„მტკიცებულეაბათა პირამიდის“ პრინციპიდან გამომდინარე სანდოობის კრიტერიუმით კვლევის ყველა ტიპს აღემატება რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევითა და მისი მასშტაბური სახესხვაობებით (სისტემური მიმოხილვა, მეტა-ანალიზი) მოპოვებული მტკიცებულებები.3,6,9,10
არსებობს გარკვეული კანონზომიერი დამოკიდებულება კლინიკური კითხვის ტიპსა და კვლევის ტიპებს შორის, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საუკეთესო მტკიცებულების მოპოვების ალგორითმის შემუშავება (ცხრ. 2).
მაგალითად, თერაპიული ტიპის კითხვისთვის საუკეთესო მტკიცებულების ძირითადი წყარო რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევებია; თუკი ვერ ხერხდება კონკრეტული კითხვის შესაბამისი რანდომიზებული კვლევის მოძიება, მაშინ საუკეთესო მტკიცებულებად გამოდგება კოჰორული კვლევის შედეგები. ამ უკანასკნელის დეფიციტის შემთხვევაში აქტულაიზდება ქეის-კონტროლის ვარიანტი და ა.შ.
ამ მოკლე მიმოხილვის შემდეგ შეგვიძლია დავუბრუნდეთ მტკიცებითი მედიცინის კრიტიკოსთა არგუმენტებს და თითოეულ მათგანს დავუპირისპიროთ შესაბამისი კონტრარგუმენტი (ცხრ. 3).
1. მტკიცებითი მედიცინა მართლაც „კარგად დავიწყებული ძველია“, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით – ეს “ძველი” ისეა ფორმალიზებული, რომ ექიმის გადაწყვეტილება ეფუძნება არა „შემთხვევით“, არამედ „საუკეთესო და სანდო მტკიცებულებას“;
2. როგორც მიმოხილვის დასაწყისში ვნახეთ, ოპონენტთა არგუმენტაციის მიუხედავად, მტკიცებითი მედიცინა სრულიადაც არ წარმოადგენს „ტირანულ სისტემას“ და რომ მისი ძირითადი არსი მდგომარეობს არა ექიმის პირადი გამოცდილების უგულველყოფაში, არამედ ამ გამოცდილების, პაციენტის კლინიკური პრობლემისა და საუკეთესო მტკიცებულების ინტეგრაციაში;
3. მტკიცებითი მედიცინის ციკლის განხილვამ გვაჩვენა, რომ მისი ტრიგერული და საბოლოო რგოლი არის პაციენტი და მასთან ასოცირებული კლინიკური პრობლემა; ასევე ცხადია, რომ მიუხედავად მოპოვებული მტკიცებულების სანდოობისა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი გამოყენება ხდება გამოყენებადობისა და ვალიდობის შეფასების შემდეგ;
4. და ბოლოს, კლინიკური კითხვის ტიპისა და კვლევის ტიპების კორელაციით, ექიმს ყოველთვის შეუძლია მოიძიოს შესაბამისი დონის მტკიცებულება.

ლიტერატურა

ნანახია: 4375 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 11

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269689


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.