ხელახლა სიარულის საშუალების მქონე ეგზო-ჩონჩხი არის ებრაული კომპანია Argo Medical Technologies, Ltd-ს მიერ წარმოებული პროდუქტი, რომელიც საშუალებას აძლევს პარაპლეგიის მქონე ავადმყოფს ხელახლა გაიაროს. ეს არის ინვალიდის სავარძლის ინოვაციური ალტერნატივა, რომელიც პარალიზებულ ადამიანს საშუალებას აძლევს, შეასრულოს ის მოძრაობები, რაც აქამდე შეუძლებლა ითვლებოდა: სიარული, დგომა, კიბეზე ასვლა. შედგება სატარებლად საკმაოდ მსუბუქი ნაწილების: მოძრავი სახსრების, ხელახლა დატენვის უნარის მქონე აკუმულატორის, სენსორული მატრიცისა და კომპიუტერული კონტროლის მქონე სისტემისაგან. მომხმარებელი ატარებს მოწყობილობას ზურგზე და ფეხების მთელ სიგრძეზე და დისტანციური მართვის საშუალებით ირჩევს სასურველ მოძრაობას. გულმკერდზე განთავსებული სენსორი კი უზრუნველყოფს ტორსის და ფეხების წინა და უკანა მიმართულებით მოძრაობას და ბალანსის შენარჩუნებას სიარულისას. „ის საკმაოდ მსუბუქი, ძლიერი და კომპაქტური და ადამიანივით მოძრაობა შეუძლია” – განაცხადეს მისმა შემქმნელებმა. თუმცა ეგზო-ჩონჩხი ამჟამადაც გადის კლინიკურ კვლევებს და ვარაუდობენ, რომ 2009 წლისათვის ის კიდევ უფრო დახვეწილი ტექნოლოგია იქნება.
ნანახია: 2508 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით