მედიცინის ისტორია

NOTA BENE

MEDICAL IT

არქივი

მიმოხილვა

პრაქტიკოსის გვერდი

თარგმანი

კვლევა

იშვიათი სინდრომი

ადამიანი და გარემო

სამედიცინო ბიულეტენი

CASE REPORT


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ნანოტექნოლოგიები და ნანომედიცინა [5.00]

ტაკოცუბოს კარდიომიოპათია [5.00]

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ინფექციური გამწვავების მკურნალობის ასპექტები [5.00]

ფარისებრი ჯირკვლის კვანძები: კლინიკური მნიშვნელობა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა [5.00]

თირკმლის მწვავე ინფარქტი, როგორც წელის ტკივილის ერთ-ერთი მიზეზი [0.00]


ფარისებრი ჯირკვლის კვანძები: კლინიკური მნიშვნელობა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა [43098]

მედეადან მითრიდატემდე [8465]

ენდემიური ჩიყვი საქართველოში*) [8249]

ნანოტექნოლოგიები და ნანომედიცინა [7186]

ტაკოცუბოს კარდიომიოპათია [6561]


თემების რაოდენობა: 13
კომენტარები: 3

თიანეპტინის მოხმარების შედეგად განვითარებული აღკვეთის მდგომარეობის თავისებურებების ანალიზი

ავტორი: ა.გოხელაშვილი, ლ.რატიანი, დ. ვადაჩკორია, ლ. გაბუნია, ნ.ქურიძე, გ.მაშანეიშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
A. Gokhelashvili, L. Ratiani, D. Vadachkoria, L. Gabunia, N. Quridze, G. Mashneishvili
Chronic cough and Extraesophageal presentations of GERD

>>  Clinical observation was carried out on 24 patients, being consumers of Opiate in the past. Duration of Tianeptin’s consuming composed of about 5 months; The patients took Tianeptin together with antihistamine (Pipolphen, Suprastin); For the purpose of treatment they of their own free will applied to the Scientific Research Institute of Neurology. The research was carried out by using clinical, psychological and laboratory methods. If we compare removal syndromes caused by Opiate and Tianeptin, it should be noted that in case of Tianeptin removal syndrome develops with higher level of anxiety and depression; and in case of Opiate removal syndrome algesic events and vegetodysfunction more intensive, which is stipulated by intensive release of stimulating neuromediators from the adjacent nucleus of the CNS and nerve endings due to Serotonin’s synaptic concentration reduction.


უკანასკნელ წლებში გაჩნდა ინფორმაცია თიანეპტინზე დამოკიდებულების განვითარების შესახებ, როგორც ყოფილ ნარკომანებში, ასევე პირებში, რომლებიც წარსულში ნარკოტიკულ საშუალებებს არ იღებდნენ

კვლევის აქტუალობა
ანტიდეპრესანტულ პრეპარატებში განსაკუთრებული ადგილი უკავია თიანეპტინს, რომლის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია სეროტონინის ნეირონული უკუმიტაცების აქტივაციასთან, რაც შეიძლება ჩაითვალოს პარადოქსულად, ვინაიდან თანამედროვე შეხედულებით დეპრესიის ნეიროქიმიურ საფუძველს წარმოადგენს სეროტონინერგული დეფიციტი ცნს-ში. დადგენილია, რომ თიანეპტინის მოქმედების შედეგად სეროტონინის სინაფსური კონცენტრაციის შემცირების გამო კომპენსატორულად იზრდება 5-HT-2a პოსტსინაფსური და 5-HT-1 პრესინაფსური რეცეპტორების მგრძნობელობა, თუმცა სეროტონინის სინაფსური კონცენტრაციის შემცირება შესაბამისად ზრდის ცნს-ის მიმდებარე ბირთვიდან და ნერვული დაბოლოებებიდან ნორადერენალინის, დოფამინის გამონთავისუფლებას პრესინაფსური 5-HT-1 რეცეპტორების მომატებული მგრძნობელობის და შემცირებული აქტივაციის პირობებში (პრესინაფსური სეროტონინული რეცეპტორების აქტივაცია აქვეითებს ზემოთხსენებული ნეირომედიატორების გამონთავისუფლებას). თიანეპტინი გავლენას არ ახდენს დოფამინისა და ნორადრენალინის ნეირონალურ უკუმიტაცებაზე. ამჟამად იგი ფართოდ და წარმარტებით გამოიყენება სხვადასხვა ბუნების დეპრესიის ფარმაკოთერაპიაში.
უკანასკნელ წლებში გაჩნდა ინფორმაცია თიანეპტინზე დამოკიდებულების განვითარების შესახებ, როგორც ყოფილ ნარკომანებში [1], ასევე პირებში, რომლებიც წარსულში ნარკოტიკულ საშუალებებს არ იღებდნენ [2]. აღწერილია შემთხვევა, როცა კოაქსილის ინტრავენური მოხმარების დღიური დოზა იყო 3000 მგ (240 ტაბლეტი). დღესდღეობით საქართველოში მკვეთრად იმატა თიანეპტინის მოხმარებამ ნარკოტიული ეიფორიის მიღწევის მიზნით.
ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში სტაციონარულად იმკურნალა 24 პაციენტმა დიაგნოზით – თიანეპტინზე დამოკიდებულების სინდრომი (აღკვეთის მდგომარეობა). სამედიცინო სამეცნიერო ლიტერატურაში თიანეპტინის მოხმარების შედეგად განვითარებული აღკვეთის მდგომარეობა და მისი მკურნალობა ჯერჯერობით აღწერილი არ არის.

ცხრილი 1

ცხრილი 2

ცხრილი 3

30< შფოთვის დაბალი დონე
31-45 შფოთვის საშუალო დონე
46 და ზემოთ შფოთვის მაღალი დონე
50 < მდგომარეობა დეპრესიის გარეშე
50-59 სიტუაციური სუსტი დეპრესია
60-69 მასკირებული დეპრესია
70 და ზემოთ – ჭეშმარიტი დეპრესია

კვლევის მასალა და მეთოდები
კლინიკური დაკვირვება მიმდინრეობდა 24 პაციენტზე, რომლებიც წარსულში წარმოადგენდნენ ოპიატების მომხმარებლებს (ოპიუმის, ჰეროინის, სუბუტექსის). პაციენტები ძირითადად იყვნენ საშუალო ასაკის მამაკაცები (21-დან 33 წლამდე); თიანეპტინის მოხმარების ხანგრძლივობა შეადგენდა საშუალოდ 5 თვეს; გამოყენებული პრეპარატის საშულო დღიური დოზა იყო 40 ტაბლეტი (500 მგ., 3-6 ინტრავენური ინექციის სახით) მაქსიმალური დღიური დოზა იყო 3х150 მგ, ხოლო მინიმალური – 250 მგ.; პაციენტები თიანეპტინს იღებდნენ ანტიჰისტამინურ საშუალებებთან ერთად (პიპოლფენი, სუპრასტინი); მათ მკურნალობის მიზნით ნებაყოფლობით მიმართეს ნევროლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს. ყველა მათგანს ჩაუტარდა დეტოქსიკაციის კურსი (საშუალოდ 15 დღე); კვლევა წარმოებდა კლინიკოფსიქოპათოლოგიური და ლაბორატორიული მეთოდებით. პაციენტებს მძიმე ფსიქიკური, ნევროლოგიური და სომატური დარღვევები არ აღენიშნებოდათ. მათგან 10 პაციენტს დაუდგინდა ვირუსული „C“ ჰეპატიტი.
აღკვეთის მდგომარეობის სიმპტომატიკა ფასდებოდა 4 ბალიანი სისტემით: 0 ნიშნავს სიმპტომების არ არსებობას; 1 – სუსტად გამოხატული; 2 – სიმპტომები საშუალი ინტენსივობის, 3 – სიმპტომები ძლიერად არის გამოხატული. სიმპტომთა შეფასების აღნიშნული შკალა შემუშავებულია ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტში 1988 წელს და შემდგომში მოდიფიცირებულია ნევროლოგიის ს/კ ინსტიტუტში. შფოთვის და დეპრესიის შესაფასებლად გამოვიყენეთ ჩ. სპიკლბერგერის შფოთვისა და ტ. ბალაშოვას დეპრესიის შკალები.
პაციენტთა დეტოქსიკაცია წარმოებდა სტაციონარში: ანალგეზიური საშუალებებით, ანტიდეპრესანტებით, ნეიროლეფსიური საშუალებებით, კლონიდინით, ტრანკვილიზატორებით; პაციენტებს უკეთდებოდათ ჰემოტრანსფუზია და ვიტამინოთერაპია.
კვლევის შედეგები და მათი განხილვა:
პაციენტები თიანეპტინის მოხმარების შდეგად განვითარებულ ეიფორიულ მდგომარეობას ადარებენ ოპიატურ ეიფორიას; თუმცა თიანეპტინის შემთხვევაში იგი უფრო სუსტია და ხანმოკლე. თიანეპტინის ზემოქმედება გრძელდება 2 სთ და ძირითადად გამოიხატება მასტიმულირებელი მოქმედებებით. „თიანეპტინი გვამოძრავებს“ – აღნიშნავენ პაციენტები. თიანეპტინის ყველა მომხმარებელი აღნიშნავს ინტოქსიკაციის დროს ტემპერატურის მომატებას, ხოლო მისი მოხმარების შედეგად განვითარებულ აღკვეთის სინდრომს ადარებენ ოპიატების მიღების შეწყვეტის შედეგად განვითარებულ აღკვეთის მდგომარეობას. საინტერესოა ისიც, რომ ყველა პაციენტში, დიდი რაოდენობით თიანეპტინის მოხმარება, 3-4 სთ-ით ხსნის ოპიატურ აღკვეთის მდგომარეობას.
აღკვეთის მდგომარეობის დასახასიათებლად გამოვყავით ალგიური სიმპტომები (ტკივილები კუნთებში, სახსრებში, ძვლებში), ვეგეტოდისფუნქცია, (რინორეა, ცრემლდენა, შემცივნება, ოფლიანობა), შფოთვისა და დეპრესიის დონე, რაც მეტწილად განაპირობებს ლტოლვას ნარკოტიკული საშუალებების მიმართ.
მკურნალობის პროცესში ყველა პაციენტს აღენიშნებოდა ძილთან დაკავშირებული პრობლემები (ჩაძინების გაძნელება, წყვეტილი და ზედაპირული ძილი, ნაადრევი გამოღვიძება), ნარკოტიკული შინაარსის სიზმრები, ლტოლვა ნარკოტიკული (ძირითადად თიანეპტინის მიმართ) საშუალებების მიმართ. [3]
მიღებული შედეგები იწვევს გაოცებას და ძნელად ასახსნელია. რატომ აქვს თიანეპტინს სხვა ანტიდეპრესანტებთან შედარებით ადიქტიური პოტენციალი? რატომ ჰგავს მისი მოხმარებით გამოწვეული ეიფორია ოპიატურ ეიფორიას? რატომ ჰგავს ოპიატური აღკვეთის მდგომარეობა თიანეპტინით გამოწვეულ აღკვეთის მდგომარეობას? როგორ ხსნის თიანეპტინის დიდი რაოდენობით (20-30 ტაბლეტი) მიღება ოპიატურ აღკვეთის მდგომარეობას?
როგორც ცნობილია, თიანეპტინი, სხვა ანტიდეპრესანტებისგან განსხვავებით, ისევე როგორც ოპიატები მიმდებარე ბირთვში (n. Accumlens) ასტიმულირებს დოფამინის გამონთავისუფლებას, ხოლო მიმდებარე ბირთვი წარმოადგენს ცნს-ის „დამაჯილდოვებელი სისტემის“ ქვაკუთხედს. სწორედ ამით უნდა აიხსნას თიანეპტინის ადიქტიური პოტენციალი. რაც შეეხება შფოთვის მაღალ დონეს, აგზნებადობას, ვეგეტოდისფუნქციას სავარაუდოდ განპირობებულია NMDA (გლუტამატ რეცეპტორების) რეცეპტორული სისტემის აქტივაციით ლურჯ ლაქაში (Locus coeruleus) და ვეგეტაციურ განგლიებში.
თუ შევადარებთ ოპიატურ და კოაქსილით გამოწვეულ აღკვეთის მდგომარეობებს, უნდა ითქვას, რომ თიანეპტინის შემთხვევაში აღკვეთის მდგომარეობა მიმდინარეობს უფრო მაღალი შფოთვის დონით და დეპრესიით, ხოლო ოპიატური აღკვეთის მდგომარეობის დროს უფრო ინტენსიურია ალგიური მოვლენები და ვეგეტოდისფუნქცია [4].
ამგვარად, ჩვენი კვლევების შედეგად უფრო მეტი კითხვა დაისვა, ვიდრე მათ ვუპასუხეთ, თუმც, ეხლანდელი კვლევის მიზანს უფრო შეადგენდა სამედიცინო საზოგადოების და ნევროლოგების ინფორმირება იმ პოტენციურ საშიშროებებზე, რომელსაც შეიცავს თიანეპტინის არასამედიცინო მიზნით გამოყენება.

ლიტერატურა

ნანახია: 3519 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 9

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268401


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.