ტოშიბას წარმოების ფართომაშსტაბიანი რენტგენოლოგიური კვლევის სისტემა Infinix VF-i/BP.
ავტორი: www.medgadget.com
ფირმა ტოშიბამ გამოუშვა სისხლძარღვთა ფართომაშტაბიანი რენტგენოლოგიური კვლევის სისტემა Infinix VF-i/BP, რომელიც აღჭურვილია მცირე (12“x12“) და დიდი (12“x 16“) დეტექტორებით. მისი მეშვეობით შესაძლებელია მრავალმიზნობრივი დინამიური რენტგენოლოგიური კვლევების ჩატარება. პირველი ასეთი დანადგარით ატლანტის Piedmont Hospital აღიჭურვება.
სისტემის მეშვეობით შესაძლებელია ორი და სამგანზომილებიანი დინამიური რენტგენოლოგიური გამოსახულების მიღება როგორც ჩვეულებრივი ან კონტრასტული გამოკვლევისას, ასევე ქირურგიული ოპერაციებისა და მანიპულაციების ჩატარება რენტგენოლოგიური კონტროლით.
სისტემა უზრუნველყოფს პაციენტისადმი მიდგომას ნებისმიერ უბანზე, რაც აკმაყოფილებს ყველა პროფილის ექიმის მოთხოვნას.
Infinix VF-i/BP უზრუნველყოფს ერთდროულად სხვადასხვა კუთხით ხედვასაც, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია რთული ოპერაციების დროს სხვადასხვა სპეციალისტების მონაწილეობით (ქირურგები, ნეიროქირურგები, ანგიოლოგები, ანესთეზიოლოგები).
ნანახია: 4123 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით