აქტუალური თემა

ახალი პროექტები

კანონი და ჯანდაცვა

სიახლეები

გაიდლაინი

ადამიანი და გარემო

კვლევა

მიმოხილვა

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

CASE REPORT

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ძუძუს პირველადი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

ღირსეული დასტაქარი [5.00]

ალერგიული რინიტის იმუნოპათოგენეზი [5.00]

ორალურმა ინსულინმა კლინიკური ტესტირება წარმატებით გაიარა [5.00]


ძუძუს პირველადი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [17971]

ეკოლოგიური აგრესია და ჯანმრთელობა [16676]

ალერგიული რინიტის იმუნოპათოგენეზი [12619]

მენოპაუზის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გაიდლაინი [12155]

ანოდინ-დუალის თერაპიული ეფექტურობა მუხლის სახსარის ოსტეოართროზის დროს [11673]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 12

ურსობილის ეფექტურობა ქოლესტაზის სინდრომით მიმდინარე ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მკურნალობაში

ავტორი: ე. ვაშაკიძე, თ. გეგეშიძე, ი. მიქაძე, თ. ბოჭორიშვილი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა დეპატამენტი,
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი

>>  ქოლესტაზი არის ნაღვლის ფორმირების და/ან ნაღვლის გამოყოფის დარღვევა, რომელიც კლინიკურად გამოვლინდება სისუსტით, კანის ქავილით და მისი მანიფესტირებული კლინიკური სინდრომით – კანისა და სკლერების სიყვითლით.1 ასიმპტომურ პაციენტებში ქოლესტაზის ად­რეული ბიოქიმიური მარკერია შრატის ტუტე ფოსფატაზას (ტფ) და გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზას (გ-გტ) აქტივობის მომატება, რო­მე­ლიც წინ უსწრებს დაავადების მოგვიანებით სტადიაზე განვითარებულ კონუგირებულ ჰიპერბილირუბინემიას. თანამედროვე კლა­სი­ფი­კა­ციით არჩევენ ქოლესტაზის ინტრაჰეპატურ და ექსტრაჰეპატურ ფორმებს. ინტრაჰეპატური ქოლესტაზი ვითარდება ჰეპატოციტების სინუსოიდური და კანალიკულური მემბრანების ფუნქციის ალტერაციის ან ინტრაჰეპატური ბილიარული ტრაქტის პროქსიმალურ ნაწილის ობსტრუქციის შედეგად.2
ლიტერატურის მონაცემებით ინტრაჰეპატური ქოლესტაზი გავრცელებული პათოლოგიაა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებებით პაციენტთა 35%-ს აღენიშნება.3 ქოლესტაზის სინდრომით მიმდინარე ღვიძლის ქრონიკული დაავადებებისათვის დამახასიათებელია ავთვი­სე­ბიანი მიმდინარეობა, სარწმუნოდ მაღალია ავადობა და ლეტალობა; ხშირია ღვიძლის ციროზად პროგრესირება, ღვიძლის უკმარისობის განვითარება და ტრანსპლანტაციის აუცილებლობა. ღვიძლისათვის ქოლესტაზი ხდება დამატებითი დამაზიანებელი ფაქტორი: ითრგუნება ჰეპატოციტების რეგენერაცია,4 ადგილი აქვს ჰეპატოციტებზე HLA1 კლასის ანტიგენების კომპლექსის ექსპრესიის მოდულაციას, რაც ღვიძლს უფრო მგრძნობიარეს ხდის იმუნური ზემოქმედებისადმი.5,6 თავის მხრივ, ჰეპატოციტებში ბილირუბინის აკუმულირება აქვეითებს ჰეპატოციტების მიტოქონდრიების მიერ ჟანგბადის მოხმარებას, არღვევს ფოსფორირების პროცესს, რისი შედეგიც ღვიძლის უჯრედების დეგენერაციაა;7 საბოლოოდ, ცალკეული უჯრედების ნეკროზს მოჰყვება ფოკალური რეაქტიული ანთება და პორტული და პერიპორტული ფიბროზის განვითარება.8


ქოლესტაზის სინდრომით მიმდინარე ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მენეჯმენტი მოიცავს ქავილისა, ცხიმებისა და ცხიმში ხსნადი ვიტამინების მალაბსორბციის სიმპტომურ თერაპიას. ამასთან, ჰიდროფილური, არატოქსიკური, მესამეული ნაღვლის მჟავა ურსოდეოქსიქოლის მჟავა [უდქმ] – აღმოჩნდა მაღალეფექტური ქოლესტაზის სინდრომით მიმდინარე ღვიძლის მრავალი დაავადების სამკურნალოდ.8,9

ურსოდეოქსიქოლის მჟავას ღვიძ­ლის ფუნქ­ციაზე და­დე­ბითი ეფექტი შემდეგში გამოიხატება: უმრავლესი ჰიდროფო­ბუ­რი ტოქსი­კური ნაღვლის მჟავების ციტოტოქ­სი­კუ­რი მოქმე­დებისაგან ღვიძ­ლის დაცვა,10 ჰეპა­ტო­ბი­ლია­რუ­ლი სეკრეციის სტი­მულაცია,11 გლუტა­თიონის დონის აწევით ანტიოქსიდანტური აქტივ­ობის მომატება,12 ღვიძლის უჯრედების აპოპტოზის ინჰიბიცია.13

შრომის მიზანს წარმოადგენდა ურსოდეოქსიქოლის მჟავას – ურსობილის ეფექტურობის, უსა­ფრთხო­ობისა და ამტანობის დადგენა ქოლესტაზის სინდრომით მიმდინარე ღვიძლის ქრონიკული დაავადებებით პაციენტებში.
კლინიკური კვლევა ჩატარდა თსსუ-ის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ბაზაზე – ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ამბულატორულ პაციენტებზე. ძირითადი დაავადების დიაგნოზის დადგენასთან ერთად – სხვადასხვა ეტიოლოგიის ქრონიკული ჰეპატიტი და ღვიძლის ციროზი, ინტრაჰეპატური ქოლესტაზის დიაგნოზი დგინდებოდა ღვიძლის ქოლესტაზური დაავადებების ევროპის ჰეპატოლოგთა ასოციაციის (EASL) 2009 წლის გაიდლაინის მიხედვით: თუ პაციენტის სისხლში ტფ-ას დონე მომატებული იყო 1,5-ჯერ და მეტად, გ-გტ-ს აქტივობა კი 3-ჯერ და მეტად.1კვლევიდან გამორიცხვის კრიტერიუმები იყო: მწვავე ჰეპატიტი, ღვიძლის სიმსივნე, ბილიარული ობსტრუქცია, ფსიქოტროპული პრეპარატებით, მათ შორის ანტიდეპრესანტებით, სტეროიდებით, ანტივირუსული აგენტებით მკურნალობა, ალკოჰოლის მიღება დღეში >60გ და ორსულობა.
ქოლესტაზური სინდრომით მიმდინარე ღვიძლის ქრონიკული დაავადებით 24 პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობა ურსობილით 8 კვირის განმავლობაში. ურსობილი ინიშნებოდა 10-12მგ/კგ-ზე პერორალურად. ობიექტური და ბიოქიმიური კვლევა ტარდებოდა მკურნალობის დაწყებამდე, 4 და 8 კვირის შემდეგ.
მკურნალობის ეფექტურობის ინდიკატორები:
• ქავილისა და სისუსტის შემცირება ან ნიველირება;
• ღვიძლის ფუნქციების გაუმჯობესება;
• მკურნალობის ბოლოს კონიუგირებული ბილირუბინის და/ან საერთო ბილირუბინის ნორმალიზაცია ან 50%-ით შემცირება;
• ტფ-ას ნორმალიზაცია ან 30%-ით შემცირება.
საკონტროლო ჯგუფის პაციენტებს (20 ავადმყოფი) ჩაუტარდა მხოლოდ ბაზისური თერაპია.
პაციენტთა დემოგრაფული და ლაბორატორიული მონაცემები დამუშავებული იყო პროგრამული სისტემით Statistic for windows (ვერსია 6). სარწმუნოობის სტიუდენტის კრიტერიუმის (t), საშუალო არითმეტიკული მნიშვნელობისა (m) და ცდომილების (sd) გამოანგარიშებით (ცხრილი 1).

როგორც ცხრილიდან ჩანს პირველ და მეორე ჯგუფში პაციენტების დაახლოებით ერთნაირი რაოდენობა იყო, პაციენტები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდნენ დემოგრაფიული მონაცემებით და ღვიძლის დაავადების დიაგნოზებით (სხვადასხვა ეტიოლოგიის ქრონიკული ჰეპატიტი და ღვიძლის ციროზი, მედიკამენტური ჰეპატიტი), პაციენტთა მეორე ჯგუფში გამოხატული იყო მეტი სიმძიმე, სისუსტის, ასციტისა და სიყვითლის მხრივ, თუმცა განსხვავება არ იყო სტატისტიკურად სარწმუნო.
ურსობილის კლინიკური ეფექტურობა ღვიძლის ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე მოცემულია ცხრილში 2.

მკურნალობის კურსის ბოლოს ბაზისურ მაჩვენებლებთან შედარებით ქოლესტაზის მაჩვენებლების დაქვეითებამ შეადგინა სბ-თვის 35%, პბ-თვის 33%, ტფ-თვის 26%.
კურნალობის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ ბიოქიმიური გაუმჯობესება აღინიშნა 39%-ში, მკურნალობის ბოლოს კი 62%-ში.
ამასთან, ქავილის ინტენსივობა და სისუსტე შემცირდა შესაბამისად პაციენტთა 74% და 72%-ში. საკონტროლო ჯგუფის პაციენტებში ღვიძლის ბიოქიმიური მაჩვენებლები არ შეცვლილა, ქავილის ინტენსივობა შემცირდა უმნიშვნელოდ 25%-ში, სისუსტე კი მხოლოდ 20%-ში.
რაც შეეხება პრეპარატის უსაფრთხოებასა და ამტანობას, მისი გამოყენების დროს არ ყოფილა დაფიქსირებული მძიმე გვერდითი ეფექტის არც ერთი შემთხვევა. გვერდითი ეფექტი აღენიშნა 3 პაციენტს: 1-ს კანზე გამონაყრის სახით, 2-ს განუვითარდა მუცლის ტკივილი და გულისრევა, თუმცა ეს არ გამხდარა პრეპარატის მოხსნის მიზეზი.
ამრიგად, ჩვენს მიერ ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ურსობილი პერორალურად 10-12მგ/კგ დღეში ღვიძლშიდა ქოლესტაზით მიმდინარე ღვიძლის ქრონიკული დაავადებებით პაციენტთა სამკურნალო მაღალეფექტური პრეპარატია. მკურნალობის 8 კვირიანი კურსის შემდეგ ქავილის ინტენსივობა შემცირდა პაციენტთა 74%-ში, სისუსტე შემცირდა 72%-ში, ამასთან აღნიშნული იყო ქოლესტაზის ბიოქიმიური მაჩვენებლების 39%-ით გაუმჯობესება მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ, მკურნალობის ბოლოს ბიოქიმიური გაუმჯობესება აღინიშნა 62%-ში. პრეპარატი პაციენტების მიერ კარგად ასატანია, გვერდითი ეფექტები არაა მძიმე და ატარებს ტრანზიტორულ ხასიათს.

ლიტერატურა

ნანახია: 4348 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 6

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268396


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.