მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (მტი) თანამშრომლებმა უჩვეულო ფორმის ნემსი შექმნეს. მისი წყალობით პაციენტი ღრუებში ინექციასთან დაკავშირებული გართულებებისგან დაცული იქნება. ნემსს S-ის ფორმა აქვს და მის შუაგულში მთელს სიგრძეზე ელასტიური ფილამენტია მოთავსებული. მკვრივ ქსოვილებში ნემსის მოძრაობისას ფილამენტს ისეთი მდგომარეობა აქვს, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები. ღრუში მოხვედრისას ფილამენტი სწრაფად გაიშლება და ნემსის შემდგომი გადაადგილება შეიზღუდება, თანაც ღრუში ნემსის დგომა დადასტურდება. მტი-ის გამოგონებამ პირველადი ტესტირება წარმატებით გაიარა.
ნემსი სასარგებლო იქნება სისხლის ნიმუშების მისაღებად, ეპიდურული ინექციისათვის, გულმკერდის დრენაჟებისა და ტროაკარების ჩადგმის გასაიოლებლად. პროდუქტი ბაზარზე 3-5 წელიწადში გამოჩნდება.
ნანახია: 3990 | შეფასებულია: 3 | რეიტინგი: [4.33]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით