სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

ნობელის პრემია

NOTA BENE

MEDICAL IT

ყოფნა არყოფნის ზღვარზე

თარგმანი

პრევენცია

პრაქტიკოსის გვერდი

კლინიკური კვლევა

სამედიცინო ბიულეტენი

სიახლეები

ადამიანი და გარემო

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები [5.00]

ერთ კვირიანი სამმაგი თერაპია საკმარისია Helicobacter Pilori გამოწვეული კუჭის წყლულის სამკურნალოდ [5.00]

ევთანაზია [5.00]

შიდსის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვაქცინა უახლოეს მომავალში ნაპოვნი იქნება [5.00]

ქრონიკული ხველა და ექსტრაეზოფაგური რეფლუქსი [5.00]


მწვავე გარდამავალი პორფირია [8998]

ქრონიკული ხველა და ექსტრაეზოფაგური რეფლუქსი [7792]

რეპროდუქციული ტრაქტის ინფექციები და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები [7273]

ევთანაზია [6755]

ვაქცინაცია სიმსივნის წინააღმდეგ [6179]


თემების რაოდენობა: 22
კომენტარები: 7

მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ცვლილებები შიგელოზების დროს

ავტორი: გ. ფირცხალაიშვილი, მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკად. ალ. ალადაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა
G. Pirtskhalaishvili, Aladashvili Clinic of TSMU
Mucous membrane changes of large intestine during shigellosis

>>  The main diagnostic reason during shigellosis is negative estimation of excrements bacteriological analysis and incomplete evaluation of large intestine damage degree. In this point of view endoscopic estimation of mucous membrane changes of large intestine is especially interesting. Fibrocolonoscopy was carried out in 198 patients.
Bacteriologically and serologically the diagnosis was confirmed in 45,5% of patients (90 examined patients); in 54,55% of patients (108 examined patients) laboratory findings were non-informative.
In conclusion, in non-informative terms of bacteriological and serological analysis fibrocolonoscopy is of great importance for the verification of the diagnosis.
Depth and spread of mucous membrane changes of large intestine does not depend on clinical version of the disease and is defined in accordance with the severity of the disease.
Extensive erosive and erosive-ulcerous changes of mucous membrane of large intestine more often occur during Shigella flexneri 2a infection


სამეცნიერო კლასიფიკაცია
სამეფო: ბაქტერები
კლასი: გამა პროტობაქტერიები
რიგი: ენტერობაქტერიებისებრნი
ოჯახი: ენტერობაქტერიები
გვარი: შიგელა

სახეობები:
S. boydii (23 სეროტიპი)
S. dysenteriae (12 სეროტიპი)
S. flexneri (6 სეროტიპი)
S. sonnei (1 სეროტიპი)

Castellani და Chalmers 1919

მიკროფოტო 1. მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ინვაზია შიგელებით

შესავალი
შიგელოზით ავადობის მაჩვენებელის, დაავადების გართულებული და გახანგრძლივებელი ფორმების ზრდის ტენდენცია, პათოლოგიის გავრცელების არეალის გაფართოება და განსაკუთრებით მძიმე გართულებების რიცხვის მატება განაპირობებს შიგელოზის სადიაგნოსტიკო ალგორითმის სრულყოფის აუცილებლობას [2, 3].
კვლევის მიზანი
შიგელოზის დროს სადიაგნოსტიკო შეცდომის ძირითად მიზეზს განავლის ბაქტერიოლოგიური კვლევის უარყოფითი და მსხვილი ნაწლავის დაზიანების ხარისხის არასრულყოფილი შეფასება წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით მეტად საინტერესოა მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ცვლილებების ენდოსკოპური შეფასება.
კვლევის მასალა და მეთოდები
ფიბროკოლონოსკოპია ჩაუტარდა 198 ავადმყოფს, რომლებიც გადიოდნენ სტაციონარული მკურნალობის კურსს რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის π3 ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში. დიაგნოზი: მწვავე დიზენტერია. პაციენტთა ასაკი მერყეობდა 16-დან 84 წლამდე.
ბაქტერიოლოგიურად და სეროლოგიურად დიაგნოზი დადასტურდა პაციენტთა 45,45 %-ში (90 საკვლევი პირი); 54,55 %-ში (108 საკვლევი პირი) ლაბორატორიული მონაცემები არაინფორმატიული იყო.
შიგელოზის დიაგნოზი ეფუძნდებოდა არა მარტო ტიპიურ ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს, არამედ კოლიტის კლინიკურ გამოვლინებებსაც. ავადმყოფები უჩიოდნენ სპასტიური ხასიათის ტკივილებს ჰიპოგასტრიუმში; პალპაციისას აღენიშნებოდათ მტკივნეულობა და სიგმოიდური ნაწლავის სპაზმი; გამოხატული იყო მსხვილი ნაწლავის დისტალური ნაწილის დაზიანების სიმპტომები – ტენეზმები, ხშირი, მწირი, თხევადი განავალი ლორწოსა და სისხლის მინარევით, აგრეთვე ინტოქსიკაციის ნიშნები.
კვლევის შედეგები
დაავადების პირველ კვირაში დაუზუსტებელი დიაგნოზის მქონე 108 ავადმყოფს ჩაუტარდა მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპური კვლევა სტანდარტული მეთოდიკით. კოლონოსკოპიის დროს ინახა ლორწოვანი გარსის კატარული (ენდოფოტო №1) ცვლილებები 35, ეროზიული (ენდოფოტო №2) – 61 და ეროზიულ- წყლულოვანი (ენდოფოტო №3) 12 შემთხვევაში. ჩატარდა სპეციფიკური ეტიოტროპული თერაპია. მკურნალობა ეფექტური აღმოჩნდა (ენდოფოტო №4), რაც შიგელოზის დიაგნოზის დასტური იყო.
იმ ავადმყოფებში, რომელთა დიაგნოზი ვერიფიცირებული იყო ლაბორატორიულად, აღინიშნა დაავადების მიმდინარეობის შემდეგი კლინიკური ვარიანტები: კოლიტური – 68 და გასტროენტეროკოლიტური – 22 ავადმყოფი. დაავადების მიმდინარეობის მძიმე ფორმა დადგინდა 26, საშუალო – 42 და მსუბუქი – 22 შემთხვევაში.

ენდოფოტო №1. მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის კატარული ცვლილებები შიგელოზის დროს.

ენდოფოტო №2. მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეროზიული ცვლილებები შიგელოზის დროს.

ენდოფოტო №3. მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეროზიულ-წყლულოვანი ცვლილებები შიგელოზის დროს.

ენდოფოტო №4. მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეროზიულ-წყლულოვანი ცვლილებები შიგელოზის დროს.


კოლონოსკოპიური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის პათოლოგიური ცვლილებების სიღრმე და გავრცელება კოლიტური და გასტროენტეროკოლიტური ვარიანტების დროს, დაავადების შესაბამისი სიმძიმის შემთხვევაში, არსებითად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. დაავადების ორივე კლინიკური ვარიანტის პირობებში მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ცვლილებების ინტენსივობა პირდაპირ კავშირში იყო დაავადების მიმდინარეობის სიმძიმესთან. დაავადების მსუბუქი ფორმის დროს გამოხატული იყო ლორწოვანის კატარული ცვლილებები. საშუალო სიმძიმის და მძიმე ფორმებისას კი – ეროზიული და ეროზიულ-წყლულოვანი ცვლილებები. ამასთან, მძიმე ფორმების დროს უკანასნელი დამაჯერებლად ხშირად აღინიშნებოდა და შედარებით დიდ არეალს მოიცავდა.
კოლონოსკოპიით მიღებული მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ შიგელოზის დროს პათოლოგიური პროცესი ვითარდება უპირატესად მსხვილ ნაწლავში დაავადების კლინიკური ვარიანტების მიუხედავად.
Shigella flexneri 2a-თი ინფიცირებისას კატარული ცვლილებები გამოხატული იყო 13, ეროზიული – 37, ეროზიულ-წყლულოვანი – 14 შემთხვევაში. 15 შემთხვევაში ლორწოვანი გარსის ცვლილებები ეროზიული და ეროზიულ-წყლულოვანი მარცხენამხრივი კოლიტის სახით გამოვლინდა.
Shigella sonnei 2g-თი ინფიცირებისას კი კატარული ცვლილებები გამოხატული იყო 9, ეროზიული – 10 და ეროზიულ-წყლულოვანი – 3 შემთხვევაში. ეროზიული მარცხენამხრივი კოლიტი გამოვლინდა მხოლოდ 1 შემთხვევაში.
მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ცვლილებები, Shigella flexneri 2a და Shigela sonnei 2g-თი ინფიცირების შემთხვევებში, პირდაპირ კავშირშია მიკრობის თავისებურებებთან, პათოგენური ფაქტორების დამაზიანებელი მოქმედების მექანიზმებთან, გამომწვევისა და ადამიანის ორგანიზმის ურთიერთქმედების ეტაპებთან, მათ თან ერთვის ქსოვილებსა და ორგანოებში დამახასიათებელი მორფოლოგიური ცვლილებები [5, 6].
ამრიგად, ბაქტერიოლოგიური და სეროლოგიური

მიკროფოტო 2. Shigella flexneri

მიკროფოტო 3. Shigella sonnei


დასკვნები
გამოკვლევების არაინფორმატულობის პირობებში ფიბროკოლონოსკოპიას დიდი მნიშვნელობა აქვს დიაგნოზის ვერიფიცირებისათვის.
მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ცვლილებების სიღრმე და გავრცელება არ არის დამოკიდებული დაავადების კლინიკურ ვარიანტზე და განისაზღვრება დაავადების სიმძიმით.
მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის გავრცელებული ეროზიული და ეროზიულ-წყლულოვანი ცვლილებები უფრო ხშირად გვხვდება Shigella flexneri 2a-ით ინფიცირების დროს.

ლიტერატურა

ნანახია: 4062 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 2

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269104


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.