სიმენსმა ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსით გულის ფუნქციის სრული ავტომატიზებული ანალიზი შემოგვთავაზა
ავტორი: www.medgadget.com
სიმენსის ბოლო პრეს-რელიზში საუბარია კომპანიის მიერ შემოთავაზებულ ახალ პროგრამაზე, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია პარკუჭთა ფუნქციის მოცულობითი ანალიზის შესრულება. აღნიშნული პროგრამა სახელწოდებით „syngo Argus 4D Ventricular Function“, სიმენსის ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფების ხაზებისთვისაა შექმნილი. საინტერესო ის კი არ არის, რომ ბოლოსდაბოლოს ბმრ-ს ამგვარი თვისება დადგინდა, არამედ ის, რომ ეს აღმოჩენა წლების წინ არ გაკეთდა და დღესაც გულის ფუნქციის რუტინული კვლევა ექო-აპარატურით ხორციელდება.
ამჟამად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამ მეთოდით გულის ფუნქციური კვლევა სიმენსის მიერ მოწოდებული – Inline VF-ით (Ventrivular Function) – პირველი სრულიად ავტომატიზებული პროგრამული მოდულით ხორციელდება. გამოკვლევის დროს, მომხმარებლის ინტერფერენციის გარეშე გულის გამოსახულების დაუყოვნებელი ანალიზი ხორციელდება. მონაცემები კომპიუტერს ეგზავნება.
ახლახანს შექმნილი Argus 4D VF კი გულის ფუნქციის ოთხ-განზომილებიანი ვიზუალიზაციას უზრუნველყოფს. გულის ფუნქციის მოშლის ვიზუალიზება და ანალიზი გულის მუშაობის პროცესშივე ხორციელდება. ამგვარი მოქნილი ხელსაწყოს საშუალებით გულის ფუნქციის გამოთვლა მოკლე- და გრძელღერძოვანი გამოსახულებების ნებისმიერი კომბინაციითაა შესაძლებელი. Argus 4D VF-ისთვის მისაწვდომია მიტრალური სარქველიც. ასე, რომ აღნიშნული ახალი ტექნოლოგია, სხვებთან შედარებით გაცილებით მეტი სიზუსტით გამოირჩევა.
ნანახია: 4180 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით