მსოფლიოს ჯანდაცვა

სიახლეები

მიმოხილვა

თარგმანი

მოლეკულური მედიცინა

ახალი მეთოდები

გაიდლაინი

ადამიანი და გარემო

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

კანქვეშა ვენური პორტის იმპლანტაცია, მარტივი გამოსავალი გამოუვალი მდგომარეობიდან [4.50]

ფონ ვილებრანდის დაავადება - სისხლის შედედების პათოლოგია [4.00]

ბოტულიზმით განმეორებით დაავადების შემთხვევა [0.00]

დაბალსიხშირული ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედება ცალკეული ნეირონის ფუნქციონირებაზე [0.00]


ჰიპერბილირუბინემიის მართვა ახალშობილ ბავშვებში, რომელთა გესტაციური ასაკი 35 და მეტი კვირაა [20862]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
WORLD HEALTH ORGANIZATION [9980]

ჰიპოკალცემიის დიაგნოსტიკა და მართვა [9725]

ინტელექტი და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები [9627]

ყვავილები ელჯერნონისათვის [9202]


თემების რაოდენობა: 18
კომენტარები: 5

ინტელექტი და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები

ავტორი: ნ. გაფრინდაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
N.Gaprindashvili,Tbilisi State Medical University
Intellect and its determining factors

>>  It is quite difficult to define what intellect is. It has approximately the following definition: “This is the force of memory and mind to think logically and acquire knowledge. Although, expert-psychologists do not agree with this definition. Intellect can be divided into very many subcategories, such as: discussion, problem solution, memory and etc. There are discussed genetic principles of intellect and issues of their correlation with the environment in the article.


საკმაოდ რთულია, განმარტო, რა არის ინტელექტი. მას დაახლოებით ასეთი განსაზღვრება აქვს: „ეს არის მეხსიერებისა და გონების ძალა, იფიქროს ლოგიკურად და შეიძინოს ცოდნა“. თუმცა ამ განმარტებას ექსპერტ-ფსიქოლოგები არ ეთანხმებიან. ინტელექტი შესაძლოა დაიყოს ძალიან ბევრ სუბკატეგორიად, როგორებიცაა: მსჯელობა, პრობლემის გადაწყვეტა, მეხსიერება და ა.შ.
ძალიან ბევრი მკვლევარი, რომელიც ინტელექტის თემაზე მუშაობს, იყენებს მის ფსიქომეტრულ განმარტებას, რომელსაც უწოდეს „ზოგადი გონებრივი უნარიანობა“ ან ე.წ. „g-ფაქტორი“. ეს კონცეფცია ლონდონის ფსიქოლოგიური სკოლის პროფესორებს სერ ფრენსის გალტონს და ჩარლზ სპეარმენს ეკუთვნის და დღესდღეობით მას ძალიან ბევრი ფსიქოლოგი იზიარებს.
გენეტიკური კვლევების უმრავლესობაში მეცნიერებმა ერთად მოუყარეს თავი განსხვავებულ სუბკატეგორიებს ინტელექტის კოეფიციენტში (IQ). ეს არის ერთიანი სკალა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ და განვსაზღვროთ ინტელექტი. კონცეფცია IQ-ს შესახებ პირველად ფრანგმა ფსიქოლოგმა და ადვოკატმა ალფრედ ბინეტმა ჩამოაყალიბა 1905 წელს, 1914 წელს კი გერმანელმა ფსიქოლოგმა სტერნმა შექმნა IQ გაზომვის სკალა, რომელიც გულისხმობს ადამიანის გონებრივი სიმწიფის გაყოფას მის ქრონოლოგიურ ასაკთან. მოგვიანებით, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ტერმანმა ფორმულიდან ამოაგდო ათწილადები მისი 100-ზე გამრავლების საშუალებით. ასევე არსებობს ვესშლერის მიერ შექმნილი ვესშლერის სკალა – მოზრდილთა ინტელექტის განსასაზღვრად.
იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, ინტელექტის კოეფიციენტის დათვლისას მიღებული ქულები გარემოს ზემოქმედებითაა ჩამოყალიბებული, თუ გენეტიკური წარმოშობისაა, საჭიროა მეცნიერული მტკიცებულება. არტურ ჯენსენი g-ფაქტორის უტყუარობის სტატისტიკურ და ბიოლოგიურ მაჩვენებლებზე მიუთითებს. ის, რომ g-ფაქტორი კორელაციურ კავშირშია თავის ტვინის მთლიან ზომასთან, მასში გლუკოზის მეტაბოლიზმის ხარისხთან პრობლემის გადაჭრის დროს, თავის ტვინში წარმოქმნილი ტალღების სიჩქარესა და კომპლექსურობასთან, მეტყველებს გენეტიკური ფაქტორების მონაწილეობაზე ინტელექტის ფორმირების პროცესში.
ინტელექტის გენეტიკის შესწავლისას მოწმდება თუ როგორ, რამდენად და რა სახით მოქმედებს სხვადასხვა გენეტიკური ფაქტორი გონებრივ შესაძლებლობებზე. გამომდინარე იქედან, რომ ასეთი ფაქტორი უამრავია, როგორც გარემოს, ასევე გენეტიკური, კვლევა საკმაოდ კომპლექსურია. როგორც ასეთი, ჩვენ ბევრი არაფერი არ ვიცით იმ გენების ოდენობასა და ხასიათზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მენტალურ შესაძლებლობებზე. კიდევ უფრო ცოტაა ინფორმაცია იმ ფაქტორების შესახებ, რომელიც ამ გენების ექსპრესიას უწყობს ხელს. თუმცა ცნობილია, რომ ძირითადი განმსაზღვრელი როლი, ინტელექტის გენეტიკაზე საუბრისას, X ქრომოსომას ენიჭება და ინტელექტის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორებიც ამ ქრომოსომასთანაა შეჭიდული და წლების წინ, დევიდ უეშლერის მიერ გამოთქმული აზრი, რომ „ქალი არა მარტო მაცდური და მომაკვდინებელი, არამედ საკმაოდ ჭკვიანი არსებაცაა“, საუკუნეების შემდეგ მეცნიერულადაც დადასტურდა.
ადამიანის გენეტიკის მკვლევარებისათვის ინტელექტი დღემდე ინტერესის მთავარ საგნად რჩება. ექსპერიმენტული კვლევის პირველი მეთოდოლოგიური მიმართულება უკავშირდება გალტონის შრომებს (1865 წელი), რომელიც ერთი წლით ადრე დაიწყო მენდელის სტატიის გამოქვეყნებამდე მემკვიდრეობის თეორიის შესახებ. გალტონმა ციფრობრივად გამოსახა ზოგიერთი გენეტიკური შტრიხისა და თვისების გადაცემა თაობიდან თაობებს შორის სტატისტიკური მეთოდების დახმარებით. მან დაასკვნა, რომ ზოგიერთი შტრიხი, მათ შორის გონებრივი შესაძლებლობებიც გენეტიკურად გადაეცემა და ვრცელდება პოპულაციაში ჩვეულებრივად. მაგრამ გალტონმა ვერ გააანალიზა ჩვეული გარემოს როლი, თუნდაც ოჯახის ფარგლებში, რადგანაც მისი დასკვნები ძირითადად გენეტიკისკენ იხრებოდა.
პირველი კვლევები ინტელექტზე ნაშვილებ და ტყუპ ბავშვებზე ჩატარდა 1920 წელს, უფრო მოგვიანებით – თაგვებზე, რამაც აშკარად დაადასტურა გენეტიკის როლი დასწავლისა და მეხსიერების მიმართულებით.
1960 წლისათვის ინტელექტის მიმდინარე გენეტიკური კვლევების დროს შეინიშნებოდა შემცირებული ინტერესი იმ საკითხისადმი, თუ როგორ მოქმედებდა გარემო ფაქტორები ინტელექტზე. მოგვიანებით, 1969 წელს, ჰარვარდში იენსენის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, თუ როგორ უწყობდა ხელს კულტურა და მისი სხვადასხვა ფაქტორი და განაპირობებდა 15 პუნქტიან სხვაობას საშუალო ინტელექტის შემთხვევაში თეთრ და შავკანიან ამერიკელებში. თუმცა მანაც დაასკვნა, რომ არ შეიძლება გენების როლის გამორიცხვა. ამ განცხადებამ იენსენი სტუდენტების პროტესტის, ვანდალური ქმედებების სამიზნედ აქცია, გაჩნდა ტერმინი „იენსენიზმი“. მონო- და დიზიგოტურ ტყუპებზე ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ კორელაციის საშუალო რიცხვი მონოზიგოტურ ტყუპებში არის 86, ხოლო დიზიგოტურში – მხოლოდ 60. ოცდახუთი წლის მერე ბელ ქარვიმ, ჰერნშტეინმა და მურეიმ დაასკვნეს, რომ ინტელექტი საკმაოდ მჭიდროდაა დაკავშირებული მემკვიდრეობასთან და თეთრკანიან ადამიანებში .60+.2-ის ტოლია. მათ ეს შედეგები მოზარდებზე ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული გრძელვადიანი დაკვირვებისა და კვლევების მონაცემების საფუძველზე მიიღეს. ეს კვლევები მეოცე საუკუნის 80-იან წლებში მიმდინარეობდა და მათში 10 000 მოზარდი იყო ჩართული. მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ სოციალური ფაქტორი მინიმალურ გავლენას ახდენს ადამიანის ინტელექტზე. მკვლევარებისა და მეცნიერების დიდმა ნაწილმა ეს განცხადება რასიზმის გამოვლინებად მიიჩნია.
„g-ფაქტორს“ პოპულაციაში გადანაწილების ნორმალური მაჩვენებელი ახასიათებს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ g არის ზოგიერთი გენისა და გარემოს ურთიერთქმედების შედეგი. „g- ფაქტორი“ ასევე კორელაციაშია მშობლების გენეტიკასთან და შიდასახეობრივი ფაქტორები უფრო მეტად მოქმედებს მასზე, ვიდრე სახეობათაშორისი. მაგ., ზოგიერთ აზიურ პოპულაციაში COMT Met158 ალელის სიხშირე არის 0.60, მაშინ როდესაც ევროპეიდულ რასაში მისი სიხშირე 0.42-ია.
ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ „g-ფაქტორის“ საშუალო ზრდა განვითარებად ქვეყნებში განპირობებულია კვების ხარისხის, ჯანდაცვის სისტემის და განათლების ხარისხის გაუმჯობესებით. გარემოს ფაქტორები, როგორიცაა, მაგალითად, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინტელექტზე. ვოლშტენმა თავის კვლევებით ცხადყო ამ მოსაზრების დამაჯერებლობა. ის სწავლობდა დაბალი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის მქონე ოჯახებში დაბადებულ ბავშვებს, რომლებიც ჩაასახლა მაღალი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ოჯახებში. ამ ბავშვების ინტელექტის ტესტის მაჩვენებელი გაიზარდა საშუალოდ 16 ქულით.
კორელაცია დნმ-ის მოლეკულის თანამიმდევრობასა და ინტელექტს შორის ნამდვილად სარწმუნოა და დნმ-ის სხვადასხვა ვარიაციებმა შესაძლოა ინტელექტის სხვადასხვა ვარიაცია გამოიწვიოს, თუმცა აღნიშნული ფაქტის პირიქით მოქმედებას ადგილი არ აქვს.
თუ გენომები უზრუნველყოფენ იმ ინფორმაციას, რომელი ცილები უნდა იყოს უჯრედში პოტენციურად, მხოლოდ ფუნქციურ გენომებს შეუძლიათ განსაზღვრონ ის, თუ ამ გენებიდან ფაქტობრივად რომელი იქნება უჯრედში. პროტეინები ასევე განიცდის ისეთი ტიპის მოდიფიკაციებსა და ურთიერთქმედებებს, რომელიც წინასწარ ვერანაირად ვერ განისაზღვრება მხოლოდ გენომების მიერ. ფუნქციური გენომების მოქმედება შეისწავლება სამი მთავარი კატეგორიის მიხედვით: გენ-მანიპულატორები, გენ ექსპრესორები, პროტეომიკები. გენ-მანიპულატორებით შესწავლისას ცხოველის მოდელზე შესაძლებელია გენის თანმიმდევრობის გარკვეული მონაკვეთის „წაშლა“, ანუ ე.წ. გენის „ნოქ აუთი“. სწორედ ამ მეთოდით მოხდა ინტელექტთან დაკავშირებული კვლევების ჩატარება, რის შედეგადაც, გაზოვსკიმ და ემ ქეი გაუფმა აღნიშნეს CRE შემბოჭველი გენის მნიშვნელობა მეხსიერების ფორმაციაში. აღმოჩნდა, რომ გენის „ნოქ აუთის“ ან „ნოქ დაუნის“ დროს, მან შესაძლოა გავლენა იქონიოს ქცევის თავისებურებებზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ეს გენი განსაზღვრავს ამ ქცევის თავისებურებას და არც ის შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არსებობს ასპროცენტიანი პარალელი გენების „ნოქ აუთს“, „ნოქ დაუნსა“ და ქცევის ბუნებას შორის.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულწილად სახეზეა მეცნიერულად დაზუსტებული ინფორმაციის სიმწირე. ასევე გაურკვეველი რჩება გარემო ფაქტორების ზუსტი როლი ინტელექტის ფორმირებასთან კავშირში და ის კვლავაც გენეტიკოსებისა და გარემოს შემსწავლელებს შორის კამათის საგნად რჩება და დაახლოებით 50/50-ზე მაინც ნაწილდება და კონტროლირდება ე.წ. QTL (quantitative trait loci, ინგლ.) გენების მიერ.

ინტელექტის გენეტიკაზე საუბრისას ძირითადი განმსაზღვრელი როლი X ქრომოსომას ენიჭება და ინტელექტის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორებიც ამ ქრომოსომასთანაა შეჭიდული და წლების წინ, დევიდ უეშლერის მიერ გამოთქმული აზრი, რომ „ქალი არა მარტო მაცდური და მომაკვდინებელი, არამედ საკმაოდ ჭკვიანი არსებაცაა“, საუკუნეების შემდეგ მეცნიერულადაც დადასტურდა.

ნანახია: 9626 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268404


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.