არსებობს მოსაზრება, რომ ოსტეოპოროზის განვითარების რისკ–ფაქტორი ადამიანის სქესი და ასაკია, და რომ ეს დაავადება ქალებში უფრო ხშირად გვხვდება. გამოკვლვებით დადგინდა, რომ დაავადება არა მარტო ასაკოვან ქალებში გვხვდება, რომელთაც ესტროგენის გამომუშავება დაქვეითებული აქვთ, არამედ მამაკაცებშიც, ტესტოსტერონის გამომუშავების დაქვეითებით. დაავადება ხასიათდება ძვლის ქსოვილის სიმკვრივის დაქვეითებით, რაც მცირე ტრავმების დროსაც კი, შესაძლოა მოტეხილობის მიზეზი გახდეს.
დადებითი შედეგი იქნა მიღებული 60 წელს გადაცილებული მამაკაცების ტესტოსტერონით მკურნალობისას. თუმცა ტესტოსტერონის ხანგრძლივი მიღება შესაძლოა პროსტატის კიბოს და ერითროციტების რაოდენობის მომატების მიზეზიც გახდეს. ამ ტიპის მკურნალობის შესაძლო უარყოფითი შედეგები ჯერ–ჯერობით
არასაკმარისადაა შესწავლილი.
დღეისათვის აშშ–ში ოსტეოპოროზი დადგენილი აქვს ორ მილიონ მამაკაცს და კიდევ სამი მილიონი – რისკის ჯგუფშია. ამის გამო, (Department of Internal Medicine, University of Texas Medical Branch, Galveston, TX, USA) ოსტეოპოროზის ტესტოსტერონით მკურნალობის ინტენსიური კლინიკური კვლევა მიმდინარეობს.
მეცნიერები თვლიან, რომ ეს გამოკვლევები დიდ წვლილს შეიტანს ოსტეოპოროზის განვითარების მიზეზების დადგენასა და მისი მკურნალობის მეთოდების შემუშავებაში.
ნანახია: 4156 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით