მედიცინის ისტორია

NOTA BENE

MEDICAL IT

არქივი

მიმოხილვა

პრაქტიკოსის გვერდი

თარგმანი

კვლევა

იშვიათი სინდრომი

ადამიანი და გარემო

სამედიცინო ბიულეტენი

CASE REPORT


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ნანოტექნოლოგიები და ნანომედიცინა [5.00]

ტაკოცუბოს კარდიომიოპათია [5.00]

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ინფექციური გამწვავების მკურნალობის ასპექტები [5.00]

ფარისებრი ჯირკვლის კვანძები: კლინიკური მნიშვნელობა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა [5.00]

თირკმლის მწვავე ინფარქტი, როგორც წელის ტკივილის ერთ-ერთი მიზეზი [0.00]


ფარისებრი ჯირკვლის კვანძები: კლინიკური მნიშვნელობა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა [43098]

მედეადან მითრიდატემდე [8465]

ენდემიური ჩიყვი საქართველოში*) [8249]

ნანოტექნოლოგიები და ნანომედიცინა [7186]

ტაკოცუბოს კარდიომიოპათია [6561]


თემების რაოდენობა: 13
კომენტარები: 3

სხვადასხვა ასაკის ადამიანების ერითროციტებში იონთა გადანაწილება და მათი ზემოქმედება ერითროციტების დიამეტრის ცვლილებაზე

ავტორი: მ. არაბული, რ. ხეცურიანი, თ. სანიკიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
Arabuli M., Khecuriani R., Sanikidze T. Tbilisi State Medical University
Distribution of Ions in Erithrocytes and their Influence on Changes of Diameter of Erithrocytes in Different Age Groups of People

>>  Objective of the research was to study age-related changes in Na+ and K+ ions of erythrocytes and their influence on changes in erytrocytes diameter. Studies have been done on three age groups: newborns (umbilical cord blood), adults (22-30 years old) and elderly people (75-89 years old). Base on the results, we can assume that content of K+ is less in the erythrocytes of newborns, then in elderly people. This causes erythrocytes hydration, an increase in size, and diameter of the erythrocytes of newborn becomes greater. Among elderly group, diameter of the erythrocytes remains almost unchanged, but content of K+ in the erythrocytes increases and signifies their high power resources. The content of Na+ ions remains unchanged among newborns, while increase among the elderly people in comparison with adults. This is caused by the inhibition of Na+ pump as a result of the accumulation of axess inter-cell Ca2+ ions.


სურათი 1. ერითროციტების 3D გამოსახულება

მექანიზმები, რომლებიც სიცოცხლის ხანგრძლივობას და ასაკდამოკიდებულ ფენოტიპურ ცვლილებებს აკონტროლებენ, კვლავ კვლევის საგნად რჩება

პრობლემის აქტუალობა
ერითროციტები მრავალფუნქციური უჯრედებია. ისინი აირთა გადატანის გარდა მონაწილეობენ სისხლის რეოლოგიური თვისებების რეგულაციაში, სამკურნალწამლო, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისა და იმუნური კომპლექსების ტრანსპორტში. ერითროციტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სისხლის მიმოქცევაში, მონაწილეობენ სისხლძარღვთა ტონუსის, სისხლის არტერიული და ვენური წნევის რეგულაციაში, ზეგავლენას ახდენენ თრომბოციტების ფუნქციაზე. ერითროციტები ურთიერთქმედებენ ენდოთელიუმთან. მათ აქვთ აქტივირებულ T უჯრედებში სპეციფიკური იმუნური პასუხის და აპოპტოზის რეგულაციის უნარი, თრგუნავენ ნეიტროფილების აპოპტოზს.
ორგანიზმის დაბერების პროცესში ქსოვილთა უმრავლესობა მნიშვნელოვან მორფო-ფუნქციურ ცვლილებებს განიცდის. მექანიზმები, რომლებიც სიცოცხლის ხანგრძლივობას და ასაკდამოკიდებულ ფენოტიპურ ცვლილებებს აკონტროლებენ, კვლავ კვლევის საგნად რჩება. მრავალუჯრედიანი ორგანიზმის დაბერების პროცესი შეიძლება განვიხილოთ როგორც ცალკეულ უჯრედებში მიმდინარე პროცესების ერთობლიობა და ამავე დროს, ერთეული უჯრედის სიკვდილის მექანიზმი შეიძლება განვაზოგადოთ მთელი ორგანიზმის დონეზე. ცალკეულ უჯრედებში მეტაბოლიზმის ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების შესწავლისათვის საუკეთესოა ერითროციტი. ეს განპირობებულია ამ უჯრედების ხანმოკლე სიცოცხლის ხანგრძლივობით და რეპროდუქციის უუნარობით.
ერითროციტების რეოლოგიური თვისებები დამოკიდებულია მათ ფიზიკურ-ქიმიური თვისებებზე: დეფორმაბელობაზე [1,2], აგრეგატულობაზე [1], კოაგულაციის უნარზე [4], აზოტის ჟანგის პროდუქციის ინტენსივობაზე [3] და სხვა.
კვლევის მიზანი
კვლევის მიზანია ერითროციტებში ორგანიზმის ასაკდამოკიდებული მორფო-ფუნქციური პარამეტრების ცვლილებების შესწავლა.
კონკრეტულად, ერითროციტებში კათიონების (Na+ და K+) შემცველობის ასაკობრივი ცვლილებები და მათი ზემოქმედება ერითროციტების დიამეტრზე.
კვლევის მასალა და მეთოდები:
გამოკვლეული იყო ადამიანთა სამი ასაკობრივი ჯგუფის ერითროციტები (60 ადამიანი) :
1. ახალშობილები (15);
2. ზრდასრულები (22-30 წლის 30);
3. მოხუცები (75-89 წლის 15);
საკონტროლო ჯგუფად მივიღეთ ზრდასრულები.
მორფოლოგიური კვლევისათვის ვამზადებდით ნაცხს, ვღებავდით სუდან შავით მაკ-მანუსის მეთოდით.
ერითროციტების დიამეტრს ვზომავდით ოკულარმიკრომეტრით.
Na+ და K+ შემცველობას ვსაზღვრავდით ალიანი ფოტომეტრის საშუალებით.
კვლევის შედეგები და მათი განხილვა.
კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ახალშობილთა ერითროციტების დიამეტრი 6,9±0,3 მკმ-ის ტოლია, რაც 18% მეტია ზრდასრული ადამიანების ერითროციტების დიამეტრთან შედარებით (საკონტროლო ჯგუფი), სადაც ერითროციტების დიამეტრი 5,8±0,5 მკმ-ია. მოხუცებში კი ერითროციტების დიამეტრი 6,3±0,3 მკმ-ის შეადგენს, რაც ზრდასრული ადამიანების ერითროციტების დიამეტრთან შედარებით (საკონტროლო ჯგუფი) 9%-ით მეტია (ცხრილი 1).

ცხრილი 1. ერითროციტების დიამეტრის ცვლილებები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში

რაც შეეხება კალიუმისა და ნატრიუმის იონების შემცველობას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუგში, კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ახალშობილებში K+ იონების შემცველობა 103,2±2,5, ე.ი. 27%-ით ნაკლებია ზრდასრულების ერითროციტებთან შედარებით (საკონტროლო ჯგუფი), რომელთა K+-ის შემცველობა შეადგენდა 140,6±0,8. ხოლო მოხუცებში K+-ის შემცველობაა 156,0±3,5 ანუ 11%-ით მეტია ზრდასრულებზე. რაც შეეხება Na+ იონების შემცველობას, ახალშობილებში 22,8±0,5 ტოლია, ხოლო ზრდასრულებში 25,3±0,8 ტოლია, ე.ი. ისინი დაახლოებით ერთნაირია, ხოლო მოხუცების ერითროციტებში Na+ იონების შემცველობა 32,8±0,8 ტოლია, ანუ 29,6%-ით მეტია საკონტროლო ჯგუფთან შედარებით (ცხრილი 2).

ცხრილი 2. ერითროციტებში K+ და Na+ იონების შემცველობის ცვლილებები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში

მიღებული შედეგების განსჯა
როგორც ცნობილია, უჯრედის მთლიანობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს Na-ის ტუმბო, რომელიც ინჰიბირდება შიგაუჯრედოვანი ჭარბი კალციუმის იონების მიერ [5], რომლებსაც მაღალი აფინობა გააჩნია მემბრანაშეკავშირებული ალკილური კათიონური არხების მიმართ. ამ იონებთან ურთიერთქმედების შედეგად მცირდება არხების განვლადობა [6] და Na+ გროვდება ერითროციტის შიგნით (რაც გამოვლინდა მოხუცებული ასაკის ინდივიდების ერითროციტებში).
ალკილურ კათიონურ არხების ოკუპაცია კალციუმის იონების მიერ იწვევს, ძირითადად, Ca-დამოკიდებული K-ის არხების გახსნას (გარდოს არხები) [7]. ამ არხების აქტივაცია იწვევს ერითროციტებიდან კალიუმის იონების ინტენსიურ გასვლას, რასაც თან ახლავს უჯრედში Cl-ის და წყლის დაგროვება მისი ელექტრონული წონასწორობის შენარჩუნების მიზნით. უკანასკნელი მორფოლოგიურად ვლინდება ახალშობილთა ერით- როციტებში ზომების (დიამეტრი) მომატებით (ჩვენი მონაცემები დიამეტრის მომატების შესახებ ახალშობილებში). ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ახალშობილთა სისხლში ჭარბობს ახალგაზრდა ერითროციტების პოპულაცია.
აღსანიშნავია, რომ ერითროციტებში შიგაუჯრედული კალციუმის იონების დაგროვება იწვევს კალიუმის ნაკადის ცვლილებებს [8]. K-გასვლა უჯრედიდან იმყოფება მეტაბოლური კონტროლის ქვეშ და რეგულირდება ADP/ATP-ის შეფარდებით (პარამეტრი, რომელიც იზრდება უჯრედის ასაკთან ერთად) ანუ, უჯრედში ATP-ის ნორმალური დონის შენარჩუნების პირობებში Ca-დამოკიდებული K-ის არხების აფინობა კალციუმის იონების მიმართ ძალიან დაბალია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ მოხუცებულ პირებში მაღალი ენერგეტიკული რესურსების მქონე ახალგაზრდა ერითროციტების პოპულაციის სიჭარბე შიგაერითროციტული Na+-ის დაგროვების პირობებში K+-ის ნაკადის სტაბილობას უზრუნველყოფს. ახალშობილების ერით- როციტებში, როგორც ჩანს ადგილი აქვს ენერგეტიკული რესურსების უკმარისობას, შესაბამისი ფერმენტული სისტემის განუვითარებლობის და პოსტნატალური პერიოდისათვის დამახასიათებელი ჰიპოქსიის გამო. უკანასკნელი განაპირობებს უჯრედებში Ca2+-იონების დაგროვებას (Ca-ტუმბოს ენერგეტიკული უზრუნველყოფის უკმარისობის გამო), K-ის არხების მაღალ აფინობას Ca2+-იონების მიმართ, უჯრედიდან K-ის ექსპორტის გაძლიერებას, და ახალშობილთა ერით- როციტების ჰიდრატაციას.
სხვადასხვა ასაკის პირების ერითროციტებში იონთა გადანაწილების და დიამეტრის ცვლილებების საფუძველზე შეგვიძლია, გავაკეთოთ დასკვნა, რომ ახალშობილთა და მოხუცებულ პირთა სისხლში ჭარბობს ახალგაზრდა ერითროციტების პოპულაცია, რაც ამ ასაკობრივ ჯგუფებში ერითროციტების შედარებით მოკლე სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მიუთითებს.
მოხუცებული პირების ერითროციტებში შიგაერითროციტული Na-ის დაგროვების პირობებში K-ის ნაკადის სტაბილურობა ერითროციტების მაღალი ენერგეტიკული რესურსების შესახებ მეტყველებს. ახალშობილთა ერითროციტულ მასაში K-ის ექსპორტის ინტენსიფიკაცია ენერგეტიკული რესურსების უკმარისობაზე მიუთითებს.
ამრიგად, ჩვენი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ერითროციტების დიამეტრი იცვლება სხვადასხვა ასაკის ადამიანებში და ეს ცვლილება გარ-კვეულწილად დამოკიდებულია ერითროციტებში კალიუმისა და ნატრიუმის იონების შემცველობა-ზე, რაც თავისმხრივ ცვალებადია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში.

ლიტერატურა

ნანახია: 3044 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 9

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268402


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.