ნანოშემადგენლები დაავადების ადრეული დიაგნოსტირებისთვის
ავტორი: www.medgadget.com
ლოდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა მოლი სტივენსის ხელმძღვანელობით შეიმუშავეს აიდსისა და ზოგიერთი ტიპის ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული დიაგნოსტირების ფერმენტული ტესტი, რომელშიც გამოიყენება პეპტიდურ ჯგუფებთან მიერთებული ნანოშემადგენელი. ავტორთა ინფორმაციით, ამ მეთოდით შესაძლებელია დაავადების მარკერად მიჩნეული ერთადერთი ფერმენტის პოვნაც კი.
მაგ., რადიკალური პროსტატექტომიის შემდგომ პაციენტებში PSA-ს გამოსავლენად მეცნიერებმა გამოიყენეს ოქროს 10 მილიმიკრონის დიამეტრის „მარცვლები“, მასთან მიერთებული სპეციფიური პოლიპეპტიდური ჯაჭვებით. ასეთი ნანოსისტემა ლურჯი შეფერილობისაა. PSA-ს არსებობის შემთხვევაში იგი უერთდება სისტემას, რაც პეპტიდურ ჯაჭვში დადებით მუხტს წარმოშობს, ეს კი იწვევს ოქროს გამოთავისუფლებას და სისტემის ფერი ლურჯიდან წითელში გადადის. ამგვარად, დაავადების მარკერის აღმოჩენა შესაძლებელია საკვლევი მასალის უმცირეს რაოდენობაშიც.
უკვე შექმნილია აიდსისა და PSA-ს სადიაგნოსტიკო სისტემები. ამჟამად კვლევები მიმართულია სხვადასხვა ტიპის ონკოლოგიურ დაავადებათა მარკერების გამოსავლენი ნანოსისტემების შესაქმნელად.
ნანახია: 4059 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით