საქართველოს ჯანდაცვა

ჯანდაცვა და სოციოლოგია

სიახლეები

გაიდლაინი

NOTA BENE

თარგმანი

CASE REPORT

კლინიკური რეკომენდაციები

კვლევა

პრეს–რელიზი

ჩვენი თანამედროვე

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



გულისნაცვალი [5.00]

კლიმატის ცვლილებები [5.00]

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [5.00]

ბალანსი ოჯახსა და კარიერას შორის საქართველოში სამედიცინო სფეროს წარმომადგენელ მეცნიერ ქალებში [5.00]

ერთიანი ევროპული სივრცისაკენ საქართველოში უწყვეტი პროფესიული განვითარება/განათლების პერსპექტივები [5.00]


ჰერპეს ზოსტერი [38432]

სარკოიდოზისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს ერთდროულად არსებობა [20960]

კლიმატის ცვლილებები [11744]

პერინატალური ინფექციები [10627]

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [9745]


თემების რაოდენობა: 23
კომენტარები: 5

რეგულარული ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა პროფილაქტიკასა და თერაპიაში

ავტორი: დ. ლეიკი
სარედაქტორო წერილი სტატიებისთვის: „მოძრაობის მნიშვნელობა ინსულტის პროფილაქტიკისთვის“ რაიმერი და სხვ. და „ფიზიკური აქტივობა კოლორექტული კარცინომის პრევენციასა და თერაპიაში“ ჰალე და სხვ.
კიოლნის უმაღლესი გერმანული სპორტული სკოლის, კიოლნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კობლენცის სანიტარული სამსახურის ცენტრალური ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფი, კობლენცის სამედიცინო თავდაცვითი ერგონომიისა და ფუნქციური ფიზიოლოგიისა IV ლაბორატორიული განყოფილება – პროფ., სპორტული მეცნიერების დოქტორი ლეიკი.


ძველად, რომ არ დამშეულიყო, ადამიანი მოძრაობდა – დასდევდა მამონტს, მიწიდან მოიპოვებდა ფესვებს. დღეს ის ოლიმპიური სიმშვიდით მიკროტალღოვანი ღუმელისკენ მიემართება. ჩვენ ორი მესამედით იმაზე ნაკლებს ვმოძრაობთ, ვიდრე 100 წლის წინ. დაახლოებით 150 წელია, რაც სკამმა ორი არაბუნებრივი მართი კუთხით მოგვხარა. სკამი უმოქმედოდ ტოვებს ჩონჩხსა და კუნთებს, ამცირებს სუნთქვას, ართმევს ფეხებს მიწასთან მყარი კონტაქტის უნარს, ძვლებისა და ზურგის კუნთებს ფუნქციას უკარგავს, მენჯს – სტაბილურობას, ხერხემალს – ელასტიკურობას, სასახსრე იოგებს კი საკვები ნივთიერებების გარეშე ტოვებს. კუნთები ძაბუნდება, ამიტომ იძულებულები ვართ, კვლავ ჩვენი „ყავარჯენი“ – სკამი მოვიშველიოთ და დავჯდეთ. ჯდომამ მიჩვევა იცის. შედეგად კი ვიღებთ ბუასილს, ხერხემლის სკოლიოზს, თავის ტკივილს და დისკოზს. ამერიკელმა მკვლევარებმა ასტრონვატებზე დაკვირვების შედეგად დაადგინეს: კოსმოსში გატარებულმა 12 თვემ ახალგაზრდა, ღონიერი ასტრონავტის ძვლები 70 წლის ოსტეოპოროზით დაავადებულ ქალის ძვლებს დაამსგავსა, რადგან უწონობის მდგომარეობაში ასტრონავტი არ ტვირთავს თავის ძვლოვან სისტემას. იგივე ხდება კუნთების, სახსრების, ტვინის, იმუნური სისტემის, ფილტვების, გულისა და სისხლძარღვების შემთხვევაში. კიოლნის სისხლის მიმქცევის კვლევისა და სპორტული მედიცინის ინსტიტუტში გამოცდის მიზნით 9 დღის მანძილზე საწოლს მიაჯაჭვეს სპორტული მედიცინის ჯანმრთელი ექიმი. შედეგი ასეთი იყო: ორგანოების შრომის უნარი დაეცა 21 პროცენტით, გული შეიჭმუხნა 10 პროცენტით და ეს მოხდა სულ რაღაც 9 დღეში! ადამიანის ორგანიზმის საოცრება ის არის, რომ იგი ერგება იმ მდგომარეობას, რომელსაც წინასწარ ვუქმნით. უმოქმედობისას ძვლები ავადდება, მუშაობის შემთხვევაში კი ჯანმრთელობას ინარჩუნებს და ღრმა მოხუცებულობამდე გვემსახურება.
აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ რეგულარული აქტივობა ამცირებს ნაწლავებისა და მკერდის კიბოს, ინსულტის, მაღალი არტერიული წნევის რისკს. ეს რომ მართლაც ასეა, ამას მეცნიერულად ქვემოთ მოყვანილი სტატიაც ადასტურებს, რომელიც, ვფიქრობ, ერთობ საგულისხმო ინფორმაციას მიაწვდის ჟურნალის მკითხველს.

მთარგმნელისაგან

ეპიდემიოლოგიურმა გამოკვლევებმა და მომავლისთვის განკუთვნილმა კოჰორტათა კვლევებმა სარწმუნოდ დაადასტურა, რომ რეგულარულ ვარჯიშს ანუ ფიზიკურ აქტივობას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს სრულიად განსხვავებული დაავადებების პროფილაქტიკისა და თერაპიისთვის. ამ დროს გასაკვირია, რომ „უდავო მტკიცებულების“ მიუხედავად, „სასწაულმოქმედი საშუალება – მოძრაობა“, კლინიკებში, მოხუცებულთა სახლებსა თუ სხვა დაწესებულებებში პროფესიონალურად ჯერ კიდევ იშვიათად გამოიყენება. ამასთან, მისი პოტენციური ეფექტი შეიძლება უკეთესი იყოს: ხანგრძლივად ჯდომა სამუშაო ადგილზე, ავტომანქანაში და თავისუფალ დროს, პერსონალურ კომპიუტერისა და ტელეეკრანების წინ მილიონობით ადამიანის ყოველდღიურობაა. მოზრდილთა უმეტესობა „საკუთარი ფეხებითI“ დღეში 30 წთ-ზე ნაკლებს მოძრაობს. ბევრი ახალგაზრდისთვის კი დღეს თითქმის დაუჯერებელიცაა, რომ ათასწლეულებიდან მოყოლებული ადამიანთა სიცოცხლე ყოველდღიური, საათობით მოძრაობაში გამოიბრძმედა.
გერმანულმა ჟურნალმა ექიმთათვის („დოიჩე ერცთებლათ“) თემა „რეგულარული ფიზიკური აქტივობა პროფილაქტიკასა და თერაპიაში“ თავისი ნომრის მთავარ მიმართულებად აირჩია. ეჭვგარეშეა, რომ ინსულტისა2 და სიმსივნის რისკის3 გამომწვევი ურიცხვი ფაქტორი არსებობს. მათ შორისაა კვება, მოწევა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და გენეტიკური განწყობა. ამას გარდა, დაავადების არსებობის შემთხვევაში მოძრაობითი და სპორტული თერაპია არამც და არმც არ არის ერთადერთი და ყოველთვის შესაძლებელი თერაპიული საშუალება. მიუხედავად ამისა, ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა დაავადებებისგან თავდაცვისა და თერაპიისთვის საკამარისად დიდად დაფასებული არ არის.

კუნთები უფრო მეტია, ვიდრე შემკუმშავი მანქანები
უწინ კუნთების მნიშვნელობა ხშირად შემკუმშავ ელემენტამდე, ალფა-მოტონეირონამდე, კუნთის შემჭმუხნავ და გოლჯის-ნერვ-მყესოვან თითისტარის ფუნქციამდე იყო დაკნინებული. კუნთის ნერვების ბოჭკოვანი შედგენილობა გვიჩვენებს, რომ კუნთი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე „შემკუმშავი მანქანა“.
მოტორულ ფუნქციას კუნთის ნერვის ყველა ნერვული ბოჭკოს მხოლოოდენ მეექვსედი ასრულებს. უმეტესი ნაწილი შედგება 40%-ზე მეტი სენსორული ნერვული ბოჭკოსგან.4 ამრიგად, კუნთი შეიძლება აგრეთვე ორგანიზმის უდიდეს სენსორად მივიჩნიოთ, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს) თავისი კომპლექსური გაერთინებული ქსელის მეშვეობით ყველა მნიშვნელოვან ორგანო-/მარეგულირებელ სისტემაზე ზემოქმედებს. იმ ჰორმონული და ვეგეტატიური გარდაქმნების შედეგად, რასაც კუნთური მუშაობა იწვევს, აიხსნება მაგ., ბევრი საყურადღებო ეფექტი ფსიქიკასა და იმუნურ სისტემაზე.
ვაზომოტორული ნერვული ბოჭკოების (დაახლოებით 40%-მდე) ასეთივე დიდი წილი მოწმობს, რომ კუნთების სისხლმომარაგების ფუნქციონირებასა და რეგულირებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს გულისა და სისხლის მიმოქცევის სისტემაში. პერიფერიული სისხლმომარაგების რეგულირების თვალასაზრისით, პირდაპირ მომაჯადოებელია ის „მყისიერი ეფექტი“, რომლის გამოწვევაც კუნთს უკვე მხოლოდ ერთადერთი შეკუმშვით შეუძლია. მაგ.: უმცირესი წინააღმდეგობის საპასუხოდ, ტერ­ფის მოხრის შემდეგ, ფეხის სისხლმომარაგება მკვეთ­რად იმატებს და მხოლოდ 15–20წმ-ის შემდეგ უბრუნდება მოსვენების მდგომარეობას.5 აქედან გამომდინარე, პერიფერიული არტერიების დახშობის გამომწვევი დაავადების (PAVK) მქონე პაციენტებისთვის შეიძლებოდა სარგებლობა მოეტანა ინტერვალების შემცველ მოძრაობით თერაპიას – მუშაობის მოკლე ფაზებითა და უმნიშვნელო ინტენსივობის დატვირთვით – შედეგად კი სისხლმომარაგების გაუმჯობესებით. სავარაუდოდ, „პერიფერიული უკუკავშირის მექნიზმის“ მეშვეობით კუნთს შეუძლია, სისხლძარღვების ენდოთელიუმზე, სისხლძარღვების კუნთებსა და რეოლოგიურ ცვლილებებზე მექანიკური ზემოქმედებით ლოკალური სისხლმომარაგება6 მაშინვე გაზარდოს.
ამგვარ ლოკალურ ეფექტთან ერთად ცნობილია ვარჯიშისა და სპორტის დადებითი გავლენა ვასკულურ რისკ-ფაქტორებზეც. რაიმერის და სხვ.2 მეტაანალიზის შედეგად აშკარა გახდა ფიზიკური აქტივობის უზარმაზარი პრევენციული პოტენციალი ინსულტის დროს: იგი ცერებროვასკულური მოვლენების რისკს 40%-მდე ამცირებს. ამისთვის სულაც არ არის საჭირო ინტენსიური და დიდი დატვირთვა; აშკარად საკმარისია კარდიოვასკულური ვარჯიში ზომიერი ინტენსივობის აქტიურობით; მაგ.: სწრაფი სიარული ან ველოსიპედის ტარება. ამას ემატება ისიც, რომ ფიზიკური ვარჯიშის დიდი ეფექტურობა ხანდაზმულობაშიც თვალსაჩინოა და უკვე შედარებით ნაკლებ დროში მიიღწევა. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული 50 წელს გადაბიჯებულ მამაკაცთა გრძელვადიანი კვლევის7 მიხედვით სპორტულად აქტიურ პირთა სავარაუდო სიცოცხლის ხანგრძლივობა 3,8 წლით აღემატებოდა დანარჩენებისას. თუმცა არანავარჯიშებმა პირებმაც, რომლებიც სპორტით 50 წლის შემდგომ დაკავდნენ, შეძლეს 10 წლის განმავლობაში თავისი სიკვდილიანობის რისკის განახევრება, ამავე ასაკის არასპორტულებთან შედარებით.
ამავდროულად, რეგულარული ვარჯიში, როგორც ჩანს, საგრძნობლად ამცირებს სიმსივნით დაავადების რისკს. ამ დროს გარანტირებულად ითვლება, რომ სიმსივნის წარმოქმნასთან დაკავშირებული მრავალი ფაქტორის არსებობის მიუხედავად, ფიზიკური ინერტულობა უმნიშვნელოვანესი რისკ-ფაქტორია. ჰალესა და სხვ.3 სტატიაში, გერმანიაში ყველაზე გავრცელებული ნეოპლაზიის, კოლორექტული კარცინომის, პირველადი და მესამეული პრევენცია უშუალოდ „ფიზიკურ აქტივობას“ უკავშირდება. მისი გავლენა სიმსივნის წარმომქმნა/პროგრესირებაზე პირდაპირია და მსხვილი ნაწლავის კარცინომის შემთხვევაშიც კი რისკის შედარებით 40%-მდე შემცირებას იწვევს, დასავლურ სამრეწველო ერებში 100 000 შემთხვევიდან 20-დან 60 დიაგნოზამდე. ამავდროულად, ბიოლოგიურად დამაჯერებელი ახსნა-განმარტებითი მოდელები ენდოკრინულ მმართველ სისტემაზე მიუთითებენ, როგორც ეფექტის ხელშემწყობზე.8 მაგრამ პირველადი პრევენციული ღონისძიების ნაცვლად ექიმები უმეტესად სამკურნალოს იშველიებენ, რომლის დროსაც სიმსივნით დაავადებულთა სიცოცხლის ხარისხისთვის მნიშვნელოვან სახელმძღვანელო პრინციპს სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების აღმოჩენა წარმოადგენს. ფაქტები აქაც შთამბეჭდავია, ფიზიკური ვარჯიში სხვათა შორის ამცირებს გამოფიტვა/გადაღლის შემთხვევებს,9 უნარჩუნებს და ამაღლებს ფიზიკურ შრომისუნარიანობას8 და დადებითად მოქმედებს ორგანოთა ცენტრალურ სისტემაზე10.
სიმსივნით დაავდებული პაციენტების შემთხვევაში მოძრაობითი თერაპიის საწინააღმდეგოდ ხშირად გამოთქმული შენიშვნები სხვადასხვა პუბლიკაციებით ბათილდება. მაგ.: დიმეო და სხვ.11 მიუთითებენ, რომ ონკოთერაპიის ეფექტი არ მცირდება, შმითცი და სხვ.12 უარყოფენ ვარაუდს ლიმფური შეშუპების წარმოქმნის ალბათობის მატებასთან დაკავშირებით, ხოლო მაკ ტირნანის10 მონაცემები შესაძლებელია ონკოლოგიურ პაციენტებში ხშირად გამოვლენილი ნივთიერებათა ცლის არასასურველი ცვლილებების შემცირება.

მოგება სარგებლის წინააღმდეგ?
რეგულარული ფიზიკური აქტივობა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უდანარხარჯო საშუალებაა უამრავი დაავადების პროფილაქტიკასა და თერაპიაში. ისმის კრიტიკული უკუშეკითხვა, რატომ გამოიყენება ეს საშუალება შედარებით იშვიათად? შეიძლება არასაკმარისია ეკონომიკური ინტერესი/სტიმული თანამიმდევრული და ყოვლისმომცველი „მოძრაობის თერაპიისთვის“? მედიით მუდმივად მოწოდებული მოთხოვნა „ჯანსაღ კვებასა“ და მრავალფეროვან ფარმპროდუქტებზე გვიჩვენებს, რომ ფულის შოვნა აქ აშკარად უკეთესად შეიძლება.

გერმანულიდან თარგმნა ნ.ტვილდიანმა

ლიტერატურა

ნანახია: 3301 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 526

ამჟამად საიტზეა: 6

თქვენ ხართ სტუმარი No: 1248046


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.