ასეთ ინფორმაციას აქვეყნებენ ისრაელის წამყვანი სპეციალისტები, რომლებმაც განიხილეს იშვიათი ნეიროკუნთოვანი დაავადების მქონე 9 წლის ებრაელი ბიჭუნას ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის შედეგები.
ვინაიდან ამ დაავადების რადიკალური მკურნალობა ამჟამად არ არსებობს, ბავშვის მშობლებმა დახმარებისთვის მიმართეს მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკას, რომლის შესახებაც პრესის საშუალებით შეიტყვეს, რომ კლინიკაში დანერგილი იყო ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა.
უცნობია თუ რა მოლაპარაკება ჰქონდათ ბავშვის მშობლებსა და ექიმებს, ან რას ჰპირდებოდნენ ექიმები, მაგრამ ფაქტია, რომ მკურნალობიდან სამი წლის შემდეგ ბავშვი ძლიერი თავის ტკივილების გამო გამოკვლეული იქნა ისრაელში და დაუდგინდა თავისა და ზურგის ტვინის მრავლობითი ავთვისებიანი სიმსივნეები, ზუსტად იმ უბნებში, სადაც შეჰყავდათ ემბრიონალური ღეროვანი უჯრედები. ბიოფსიური მასალის შესწავლით დადგინდა, რომ ავთვისებიანი სიმსივნეები სწორედ ღეროვანი უჯრედებიდან განვითარდა, ამასთან დადგინდა ისიც, რომ დონორები 2 ან მეტი იყო.
ამგვარად მოსკოველი ექიმების მიერ ჩატარებულმა მკურნალობამ კატასტროფული შედეგები გამოიღო.
აქვე პუბლიკაციის ავტორები აღნიშნავენ, რომ ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის შესაძლებლობას მთელს მსოფლიოში შეისწავლიან და ამ მეთოდს შესანიშნავი პერსპექტივები აქვს, მაგრამ კლინიკური გამოცდები ჯერ მხოლოდ ცხოველებზე ექსპერიმენტებით შემოიფარგლება, და იმიტომ კი არა, რომ მსოფლიოს მეცნიერები ჩამორჩნენ რუს კოლეგებს, უბრალოდ ისინი მკაცრად იცავენ კანონმდებლობას და საექიმო ეთიკისა და მორალის ნორმებს.
ერთი სიტყვით, დღევანდელ დღეს ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა თითქმის ყველა ქვეყანაში კანონით დაშვებული არ არის და რუსი ექიმების მცდელობა, წარმოაჩინონ თავი ამ დარგის ლიდერებად, მითუმეტეს, აწარმოონ ამგვარი ექსპერიმენტები ადამიანებზე, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც სამედიცინო და ვერც ჩვეულებრივი ადამიანური მორალის თვალსაზრისით
ნანახია: 4917 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით