ფირმა HOLOGIC-ის წარმოების საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სისტემა ThinPrep-მა ევროკავშირში დადებითი შეფასება მიიღო
ავტორი: www.medicinform.net
ფირმა HOLOGIC-ის (მასაჩუსეტი, ბედფორდი) მესვეურებმა განაცხადეს, რომ მათი წარმოების ინტეგრირებულ აპარატს ThinPrep მიღებული აქვს ევროპული CE ნიშანი, რაც კონტინენტის ფარგლებში ამ მოწყობილობის გაყიდვის და კლინიკური გამოყენების საშუალებას იძლევა.
ერთ აპარატში კომბინირებული გადაღებისა და სლაიდების განხილვის გზით ThinPrep აწარმოებს საშვილოსნოს ყელის კიბოს ციტოლოგიურ სკრინინგს. ამასთანავე, მოწყობილობაში ჩამონტაჟებული გადამღები აპარატის გამოყენება მიკროსკოპადაც შეიძლება.
აპატარატი 90 წამში აანალიზებს ThinPrep Pap ტესტის მასალას. შერჩეულ 22 უბანზე ხორციელდება ყველა საეჭვო უჯრედის ან უჯრედთა ჯგუფის ამოცნობა, ხოლო პასუხი უნდა წარედგინოს გასაშიფრად ციტოტექნოლოგს. თუ ციტოტექნოლოგმა ვერ აღმოაჩინა ვერანაირი პათოლოგია, პასუხი შესაძლოა შეფასდეს უარყოფითად ან შემდგომი გამოკვლევა გაგრძელდეს ლაბორატორიის ხარისხის კონტროლის სისტემის მიერ. თუ 22 უბანზე მხედველობის არეში ერთი საეჭვო უჯრედი მაინც აღმოჩნდა, საჭირო ხდება ნიმუშის სრულყოფილი გამოკვლევა.
ეს ორმაგი განხილვის პროცესი აერთიანებს ადამიანის კვალიფიციურ გაშიფრვის უნარსა და კომპიუტერული ფოტოტექნოლოგიების შესაძლებლობებს.
ნანახია: 3695 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით