აქტუალური თემა

ახალი პროექტები

კანონი და ჯანდაცვა

სიახლეები

გაიდლაინი

ადამიანი და გარემო

კვლევა

მიმოხილვა

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

CASE REPORT

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ძუძუს პირველადი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

ღირსეული დასტაქარი [5.00]

ალერგიული რინიტის იმუნოპათოგენეზი [5.00]

ორალურმა ინსულინმა კლინიკური ტესტირება წარმატებით გაიარა [5.00]


ძუძუს პირველადი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [18047]

ეკოლოგიური აგრესია და ჯანმრთელობა [16706]

ალერგიული რინიტის იმუნოპათოგენეზი [12642]

მენოპაუზის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გაიდლაინი [12176]

ანოდინ-დუალის თერაპიული ეფექტურობა მუხლის სახსარის ოსტეოართროზის დროს [11699]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 12

ეკოლოგიური აგრესია და ჯანმრთელობა

ავტორი: თ. გიგაური, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
T. Gigauri, Doctor of Medical Science Ecological Aggression and Health

>>  სადღეისოდ კლინიკური ეკოლოგია წარმოადგენს ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მედიცინაში.
გარემოს დაბინძურება განაპირობებს ადამიანის ორგანიზმსა და მის გარემოში – ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ცხოველურ და მცენარეულ სამყაროში ტოქსიური ნივთიერებების დასაშვებ ნორმაზე მეტად მომატებას, რასაც მოჰყვება სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მკვეთრი ზრდა.
ორგანიზმის ლატენტური დაზიანება გარემოს დამაბინძურებელთა ხარჯზე, ფარულად მიმდინარე ქრონიკული ინტოქსიკაციები, წარმოადგენს სადღეისოდ ძალზედ აქტიურ ეკო-ჰიგიენურ და კლინიკურ პრობლემას. მით უმეტეს, რომ მძიმე მეტალების ტოქსიური ზემოქმედება შეიძლება გაიზარდოს პოპულაციურ დონეზე მოსახლეობის შემდეგ თაობებშიც.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული ქმნის თვალით უხილავ ეკოლოგიურ კატასტროფას, რომლის ინდიკატორსაც წარმოადგენს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვთა ავადობა.
ეკოლოგიური აგრესიის პირველი ნიშნებია ბავშვთა მოსახლეობაში ზემო და ქვემო სასუნთქი გზების და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული მორეციდივე დაზიანებები, რომლებიც კლინიკურად გამოვლინდება ქრონიკული ინფექციური კერების გაჩენაში, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ბიოლოგიური ფლორის დარღვევაში, ალერგიული პათოლოგიების (კანის და სასუნთქი სისტემის) ტიპიური და ატიპიური ფორმების გახშირებაში და ამასთანავე აღნიშნული პათოლოგიების სტამდარტული სქემით მკურნალობის არაეფექტურობაში.
ზემოთ აღნიშნული პრობლემები საერთოა როგორც მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნებისათვის, ასევე საქართველოსთვისაც.
აქედან გამომდინარე, არახელსაყრელი ეკოლოგიური ფაქტორების გავლენის შედეგად განვითარებულ დაავადებათა რეტროსპექტული და პროსპექტული ანალიზი, გარემოს მავნე ფაქტორების შესწავლასთან ერთად , წარმოადგენს აუცილებელ პირობას სწორი პრევენციული და პროფილაქტიკური ღონისძიებების შესამუშავებლად და არის ერთადერთი და ძირითადი ინსტრუმენტი ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად.
Nowadays the development of clinical ecology occupies an important place among prioritis of medical-practical activity of the world leading countries.
An environmental pollution means an increase in excess of standard toxically substances in human organism and around - in air, water, ground, animal and vegetable kingdom which causes the progressive increase of various chronic diseases.
The latent damage of the organism as a result of an increase of environmental pollution and hidden running cnronic intoxications is a very tipical eco-hygienic and clinical problem, especially that the toxic effect of heavy metals may appear on the population level in the further generations too.
All above-mentioned demonstrates an invisible ecological catastrophe and an indicator of this is the sickness rate of population, especially among children.
The first indicators of ecological agression are: the chronic-recurrentive damages of upper and lower respiratory tracts and gastro-intestinal mucus in children population. That is appeared clinically in the formation of nidus of chronic infections, in the violation of normal biological flora of gastro-intestinal tract, in increase of the frequense of tipical and non-typical forms of allergic pathologies as well as in the effectivity of the treatment of mentioned pathologies by standard scheme.
Above mentioned Problems are common for developing countries and for Georgia too.
On this basis the retrospective and prospective analysis of the diseases developed as a result of adverse ecological effect, along with a study of environmental noxious factors is a necessary condition for elaboration of proper preventive and prophylactic measures and is a unique and main instrument for the resolution of ecological problem.


მესამე ათასწლეული მთელ მსოფლიოში ხასიათდება მატერიალურ–ტექნიკური პროგრესის მასშტაბური მიღწევებით, რაც კაცობრიობის უდავოდ დიდი წარმატების მაჩვენებელია. პროგრესული ნაბიჯები ერთის მხრივ ყოფაცხოვრებას აადვილებს, მეორეს მხრივ კი ეკოლოგიური სიტუაციების გაუარესებას და აქედან გამომდინარე ჯანმრთელობისათვის ახალი პრობლემების მომრავლებას იწვევს.
დღეს ადამიანი მუშაობს და ცხოვრობს იქ, სადაც რადიაცია, დაბინძურება ორჯერ, სამჯერ, ათასჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას და მან არც კი იცის არაფერი ამის შესახებ. მან შეიძლება მიიღოს სიცოცხლისათვის საშიში ნიტრატების და მძიმე მეტალების შემცველი საკვები და არ იცოდეს ეს. ეს არის ეკოლოგიური რისკი.
ეკოლოგიური რისკი – ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი პრობლემის სოციალურ-სამედიცინო დახასიათება. ჯანდაცვის სისტემის წინ დგას ამოცანა: შეისწავლოს გამონაბოლქვების, საწარმოო პროდუქტების, პესტიციდების, ქიმიური ნივთიერებების გავლენა მცენარეულ და ცხოველურ სამყაროზე, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, შეისწავლოს ეკოლოგიურად „დაბინძურებული სამუშაო ადგილები“, სადაც ჰაერი დაბინძურებულია მძიმე მეტალების მტვერით: ტყვია, სპილენძი, თუთია, ქლორი, გოგირდი და ა.შ. ეკოლოგიის და ადამიანის ჯანმრთელობის ურ­თიერთკავშირის შესახებ ინფორმაციის არქო­ნის პირობებში რთულია შრომითი საქმიანობის რეგულირება.
სამედიცინო–სანიტარული სამსახურის აუცილებელი ამოცანაა დაამონტაჟოს აერო და წყლის ანალიზატორები, მოიძიოს დაბინძურების წყაროები და უზრუნველყოს მათი სწრაფი ლიკვიდაცია.
გარემოს მავნე ფაქტორების შესწავლის ანალიზმა როგორც მთელს მსოფლიოში, ისე რუსეთში და მსხვილ ინდუსტრიულ ქვეყნებში, აჩვენა, რომ ეკოლოგიური დესტაბილიზაციის ძირითადი ტენდენციები გრძელდება და იზრდება. ნაციონალური, რეგიონული პროგრამები, ეკოლოგიური კონვენციები და კანონები მოწოდებულია, რათა დაინერგოს შედარებით ეფექტური რესურსი და ენერგიადამზოგველი ტექნოლოგიები. მრავალმილიონიანი გამწმენდი მოწყობილობები და სხვა მცდელობები ვერ ცვლის ამ ტენდენციას და ვერც ამცირებს ზრდის ტემპს. ეს ნიშნავს, რომ იზრდება ადამიანის სიცოცხლისათვის, მისი ჯანმრთელობისა და არსებობის რისკი. ამიტომაც ამ პრობლე­მის აქტუალობა დღითიდღე იზრდება.

ატმოსფეროს დაბინძურების მყარი და საშიში წყაროებია საწარმოო, სატრანსპორტო და საყოფაცხოვრებო გამონაბოლქვები. ატმოსფეროს დამაბინძურებელი ნივთიერებები განაწილებულია არათანაბრად, ზოგან კი მათი რაოდენობა ძალზე მაღალია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ნივთიერების მეტად უმნიშვნელო კონცენტრაციაც კი განსაკუთრებით საშიშია.

გარემოს დამაბინძურებელ წამყვან, ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად ყველა ქვეყანაში ითვლება ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი და წარმოების ნარჩენი პროდუქტები.
ძნელი წარმოსადგენია, თანამედროვე ცივილიზაცია ნავთობპროდუქტების გარეშე. ნავთობის გამო მიმდინარეობს ომები, ხდება სახელმწიფო გადატრიელებები, ცხადდება ეკონომიკური ბლოკადები. კაცობრიობას ნავთობის მოპოვება-მოხ­მარება მეტად ძვირი უჯდება, შემთხვევით არ უწოდებენ მას „შავ ოქროს“. XXI საუკუნეში მისი ფასი კაცობრიობისათვის დამღუპველი შეიძლება გახდეს. საქმე ეხება მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ნავთობი და მისი პროდუქტების გადამუშავების საფასური შეიძლება გახდეს დამანგრეველი მიწისძვრების შედეგების ტოლფასი.
საიდუმლო არ არის, რომ ნავთობისა და მისი გადამუშავების პროდუქტები წარმოადგენს გარემოს ძლიერი დაბინძურების წყაროს. შედეგად ნადგურდება მიკროორგანიზმები, თევზები, მცენარეები. საწვავის არასრული წვისას ატმოაფეროში გადმოისროლება დიდი რაოდენობით ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ნივთიერებები, რომლებიც როგორც მრავალი სომატური, ასევე სიმსივნური დაავადების გამომწვევია.
გარემოს დაბინძურება ნიშნავს ადამიანის ორგანიზმსა და მის გარემოში – ჰაერში, წყალში, ნია­დაგში, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროში ტოქ­სიური ნივთიერებების დასაშვებ ნორმაზე მეტად მომატებას. მათგან ადამიანის ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიშია მავნე აირები: SO2, CO2, CO, NO, NO2, H2SO4, NO და მძიმე მეტალები: Pb, Cd, Cu, Ni, Cr, Mn, Fe და სხვ., რადგან ისინი ტოქსიურად მოქმედებენ ადამიანის ცხო­ველ­მყოფელობისათვის აუცილებელ გარემოზე, მიკ­როორგანიზმებზე, თევზებზე, ცხოველებზე, მცენარეებსა და თვით ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ტოქსიური ნივთიერებების ნორმაზე მეტად მომატება გარემოსა და ადამიანის ორგანიზმში იწვევს ისეთი ქრონიკული დაავადებების პროგრესულ მატებას, როგორიცაა სასუნთქი და გულ–სისხლ­ძარღვთა სისტემების დაავადებები, გენეტიკური და თანდაყოლილი მანკები, ქრონიკული მოწამვლები, ავთვისებიანი სიმსივნეები, ალერგიები, სისხლის დაავადებები, ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, ნევროზები და ვეგეტატიური დარღვევები, ღრძილების ატროფია, მხედველობისა და სმენის დაქვეითება და სხვ.
ფარულად მიმდინარე ქრონიკული ინტოქსიკაციები, ორგანიზმის ლატენტური დაზიანება გარემოს და­ბინძურების მომატების ხარჯზე, დღევან­დე­ლობის ძალზედ აქტუალური ეკო–ჰიგიენური და კლინიკური პრობლემაა. მით უმეტეს, რომ მძიმე მეტალების ტოქსიური ზემოქმედება შეიძლება გამოჩნდეს პოპულაციურ დონეზე მოსახლეობის შემდეგ თაობებშიც.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული ქმნის თვალით ხილულ ეკოლოგიურ კატასტროფას, რომლის ინდიკატორსაც წარმოადგენს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვთა ავადობა.
ეკოლოგიური აგრესიის პირველი ნიშნებია ბავშვთა პოპულაციაში ზემო და ქვემო სასუნთქი გზებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული მო­რე­ციდივე დაზიანებები, რომლებიც კლინიკურად გამოვლინდება ქრონიკული ინფექციური კერების გაჩენით, კუჭ–ნაწლავის ნორმალური ბიოლოგიური ფლორის დარღვევით, ალერგიული დაავადებების (კანის და სასუნთქი სისტემის) ტიპიური და ატიპიური ფორმების გახშირებით და ამასთან, აღნიშნული პათოლოგიების სტანდარტული სქემით მკურნალობის არაეფექტურობით.
გარემოს დამაბინძურებლებს, როგორიცაა გოგირდის ორჟანგი, ოზონი და აზოტის ჟანგეულები, იმ კონცენტრაციით, რაც შეიძლება შეგვხვდეს ძლიერ დაბინძურებულ ქალაქებში, შეუძლიათ ბრონქოსპაზმის პროვოცირება, ბრონქების რეაქტიულობის გარდამავალი მომატება და სხვადასხვა სახის ალერგიული რეაქციების გაძლიერება (GINA2004 ).
ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლის მონაცემებმა ქალაქის შუაგულში აჩვენა, რომ ცენტრში ცხოვრება საზიანოა ჯანმრთელობისათვის. ყველგან – ნიადაგში, ფოთლებში, ბალახის გაზონებში. ქვიშაში – პირველი კლასის მძიმე მეტალების შემცველობა – თუთია, ტყვია, კადმიუმი, სპილენძი, ნიკელი, ქრომი, ძალიან მაღალია. ამ ელემენტების დაგროვება კი იწვევს მთელი რიგი სრიოზული დაავადებების განვითარებას.
აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ ზემოთ აღნიშნული პრობლემები საერთოა როგორც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებისთვის, ასევე საქართველოსთვისაც და განსაკუთრებით საქართველოსთვის, რისთვისაც საკმარისია დასახელდეს კონკრეტულად საქართველოს დღევანდელობისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნები:
• საქართველოს მდებარეობა – მოქცეულია მთებს შორის;
•ბუნებრივი გოგირდოვანი წყლების არსებობა;
•ტექნიკურად გაუმართავი დიდი რაოდენობის მანქანების აქტიური გამოყენება;
•საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, მათ შორის იაფფასიანი გაუმართავი გამათბობელი საშუალებების აქტიური გამოყენება;
•ბუნებრივი საწვავის პროდუქტების მოპოვების ადგილების და მათი ტრანსპორტირების უკონტროლობა;
•მოსახლეობის ინფორმირების უკმარისობა უსაფრთხოების წესებისა და პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ;
•პერმანენტული სტრესული მდგომარეობა და სხვ.
ამგვარად, დღევანდელ სიტუაციაში შესაძლოა ჩაითვალოს, რომ არსებული პრობლემების ფონზე საქართველო, განსაკუთრებით კი მისი დედაქალაქი თბილისი და ზოგიერთი რეგიონი წარმოადგენს ერთგვარ ექსპერიმენტულ ლაბორატორიას, ეკოლოგიური დაავადებების განვითარებისათვის, რომელთა ქრონიზაციის ხელშეწყობამ პრევენციული ღონისძიებების გატარების დაგვიანების გამო შესაძლოა თავი იჩინოს მომავალი პოპულაციის დონეზე – მოსახლეობის შემდგომ თაობებში სერიოზული გენეტიკური დარღვევების სახით. ჩვენ ვკარგავთ შეუქცევადს – ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობას და ჩვენს გენოფონდს.
აქედან გამომდნარე, არახელსაყრელი ეკოლოგიური ფატორების გავლენის შედეგად განვითარებულ დაავადებათა რეტროსპექტული და პროპექტული ანალიზი, გარემოს მავნე ფაქტორების შესწავლასთან ერთად, წარმოადგენს აუცილებელ პირობას სწორი პრევენციული და პროფილაქტიკური ღონისძიებების შესამუშავებლად და არის ერთადეთი და ძირითადი ინსტრუმენტი ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად.

ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ჯანმრთელად და ნაყოფიერად გარემოსთან ჰარმონიაში.

ლიტერატურა

ნანახია: 16705 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1270734


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.