ქირურგებმა ჭია ნაწლავის რეზექციის უჩვეულო მეთოდს მიმართეს
ავტორი: www.mednews.com
აშშ-ში ჭიანაწლავზე უჩვეულო ოპერაცია ჩატარდა. ქირურგებმა მისი რეზექცია არც მეტი, არც ნაკლები პირის ღრუდან მოახდინეს.
ოპერაცია კალიფორნიის მცხოვრებ, 42 წლის ვინმე ჯეფ შოლცს სან დიეგოს სამედიცინო ცენტრში პროფესორმა სანტიაგო ჰორგანმა (ცენტრის დირექტორი) და თალამინმა (აშშ გასტროინტესტინური და ენდოსკოპიური ქირურგიის საზოგადოების მომავალმა პრეზიდენტმა) გაუკეთა. სან დიეგოს სამედიცინო ცენტრი პირველი ამერიკული საავადმყოფოა, სადაც ამ ტიპის ოპერაცია შესრულდა.
ბუნებრივი შესავლით ტრანსლუმენური ენდოსკოპიური ქირურგია (ასეთი სახელწოდებით მოიხსენიება სან დიეგოს სამედიცინო ცენტრში ჩატარებული ზემოთთქმული ოპერაცია) ქირურგიული ინსტრუმენტების და მცირე ზომის კამერის სასურველ ორგანოში ბუნებრივი შესავლით (მაგ პირის ღრუ) განთავსებას გულისხმობს.
„ლაპარასკოპიული ჩარევისაგან განსხვავებით, რომელიც სამ განაკვეთს მოითხოვს, ჩვენს მიერ ჩატარებული ოპერაციისთვის მხოლოდ ერთი განაკვეთია საჭირო, რათა ჭიპის არეში მცირე ზომის კამერა მოთავსდეს. ოპერაციიდან 20 საათის შემდეგ პაციენტის გაწერა შესაძლებელია, შემცირებულია პოსტოპერაციული თიაქრების განვითარების რისკი და, რაც მთავარია, ამ ტიპის ოპერაცია მინიმალური ტკივილით ხასიათდება“ – განაცხადა პროფესორმა ჰორგანმა. ოპერაციის ტექნიკა: • ელასტიური, 1,2 სმ დიამეტრის მილით მინიატურული ზომის ინსტრუმენტები და კამერები კუჭში თავსდება. • კუჭის კედელზე გაკეთებული განაკვეთი ქირურგებს ჭია ნაწლავზე მიდგომის საშუალებას აძლევს. • დაავადებული აპენდიქსი ნაწლავიდან იკვეთება. • სპეციალურ ტოპრაკში მოთავსებული აპენდიქსი ჯერ კუჭში, ხოლო შემდეგ პირის გავლით გარეთ გამოიტანება.
ნანახია: 5047 | შეფასებულია: 3 | რეიტინგი: [4.33]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით