თანამშრომლობა

მედიცინის ისტორია

სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

სიახლეები

მიმოხილვა

სამედიცინო მენეჯმენტი

თარგმანი

NOTA BENE

გაიდლაინი

დისკუსია

სამედიცინო ბიულეტენი

ჩვენი თანამედროვე

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ეპშტეინ-ბარის ვირუსით ინფექცია - ინფექციური მონონუკლეოზი [5.00]

ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

უეცარი კარდიული სიკვდილი [5.00]

შაქრიანი დიაბეტის მართვის გაიდლაინი: გლიკემიის მართვა [4.00]

სანგრისეული ტერფი [0.00]


ეპშტეინ-ბარის ვირუსით ინფექცია - ინფექციური მონონუკლეოზი [48633]

შაქრიანი დიაბეტის მართვის გაიდლაინი: გლიკემიის მართვა [10489]

გულის დიასტოლური უკმარისობა: ეპიდემიოლოგია, ეტიოლოგია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა [9196]

მასტოპათია და კიბო [7697]

მშობიარობის შემდგომი კონტრაცეპცია და ძუძუთი კვება [6253]


თემების რაოდენობა: 21
კომენტარები: 1

სამეცნიერო ჟურნალის იმპაქტ ფაქტორი და მისი მნიშვნელობა

ავტორი: თ. ასათიანი; დ. ჩიტაიშვილი; თსსუ, რეპროდუქციული ჯანმრთელობის დეპარტამენტი
T. Asatiani; D. Chitaishvili; Department of Reproductive Health, Tbilisi State Medical University, Georgia
The Impact Factor of Science Journals and Its Importance

>>  იმპაქტ ფაქტორი (იფ) სამეცნიერო და სოციალურ მეცნიერებათა ჟურნალების ციტირებათა საზომია. ის ხშირად გამოიყენება, ამა თუ იმ დარგის ჟურნალების „სამეცნიერო ღირებულების“ შესაფასებლად. პირველად იმპაქტ ფაქტორის ცნება ი. შერმა და ი. გარფილდმა მოგვაწოდეს, რომელიც ეფუძნება ციტირებათა რაოდენობის გამოთვლას დროის მოცემულ მონაკვეთში და ჟურნალის სამეცნიერო საზომის უპირობო ინდიკატორად იქცა. ის ჟურნალის სამეცნიერო და აკადემიური ხარისხის სინონიმად აღიქმება.
The impact factor (IF) is a measure of the citations to science and social science journals. It is frequently used as a proxy for the importance of a journal to its field. The Impact factor was devised by E.Garfield and I. Sherr and is based on a calculation of citation count over a certain period of time. Impact factor has become an indisputable indicator of the scientific merit of a journal, and synonymous with the journal’s scientific or academic quality.


ყველა მეცნიერისათვის მეტად მნიშვნელოვანია მისი კვლევის შედეგების გამოქვეყნება ავტორიტეტულ ჟურნალში. ჟურნალის ხარისხის ერთ-ერთ განმსაზღვრელ კომპონენტს იმპაქტ ფაქტორი წარმოადგენს, რაც დაფუძნებულია იმ მოსაზრებაზე, რომ სტატიის მნიშვნელობა განისაზღვრება იმით თუ რამდენჯერ იქნა ის ციტირებული დროის მოცემულ მონაკვეთში. იმის აუცილებლობა, რომ კვლევის გამოსავალი შეფასებულიყო იმით, თუ რამდენადაა ისინი ღირებული სხვა მკვლევრებისთვის, პირველად მოწოდებული იყო XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც პირველად წარმოიშვა იმპაქტ ფაქტორის ცნება.1,2 XX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ირვინგ ჰ. შერმა და იუჯინ გარფილდმა შექმნეს ჟურნალის იმპაქტ ფაქტორი, როგორც მეთოდი, რომელიც გვეხმარება ჟურნალების შერჩევაში მეცნიერული ციტირების ინდექსისათვის.3,4 მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალის მეცნიერული ღირებულების შეფასება რაოდენობრივად ძალიან რთულია, იმპაქტ ფაქტორი იქცა ჟურნალის ხარისხის ამსახველად, რაც ციფრებით გამოიხატება.
ყოველწლიურად ხდება 9000-მდე ინდექსირებული ჟურნალის იმპაქტ ფაქტორების გამოთვლა და რეიტინგის გამოქვეყნება .6
ჟურნალის წლიური იმპაქტ ფაქტორის დაანგარიშება ხდება შემდეგნაირად: მიმდინარე წელს ინდექსირებული ჟურნალების მიერ ამ ჟურნალის სტატიების ციტირებათა რიცხვის გაყოფით ამავე ჟურნალში ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობაზე.
ამრიგად, ჟურნალის მიმდინარე წლის იმპაქტ ფაქტორის გამოქვეყნება, მხოლოდ მომდევნო წელს არის შესაძლებელი, როდესაც წინა წლის ყველა პუბლიკაცია იქნება სახეზე.5, 6
მაგალითისთვის განვიხილოთ ჟურნალ „Nature“-ს “ 1988 წლის იმპაქტ ფაქტორის გამოთვლა: 1986 წელს ჟურნალში „Nature“ დაიბეჭდა 1 165 სტატია; 1987 წელს – 1 210; სულ ორი წლის მანძილზე დაიბეჭდა 2 375 სტატია.
1988 წელს ჟურნალ „Nature“-ს წინა ორი წლის (1986-1987) სტატიების ციტირება მოხდა 37 425-ჯერ (1986 წლის სტატიების – 18 462-ჯერ, 1987 წლის სტატიების – 18 953-ჯერ). თუ ციტირებათა ჯამს (37 425) გავყოფთ 1986-1987 წლის სტატიების რაოდენობაზე (2 375) მივიღებთ იმპაქტ ფაქტორს – 15,578, ანუ ამ ჟურნალის ერთი სტატიის ციტირებათა საშულო რიცხვს.
მონაცემები, რომლებიც გამოიყენება ჟურნალის იმპაქტ ფაქტორის მასალად, არის ყველა ორიგინალური სტატია, ტექნიკური მითითებები და მიმოხილვები, მაგრამ არ მოიცავს წერილებსა და რეზიუმეებს. ციტირებების მოძიება ხდება გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებული ლიტერატურიდან.
ხშირად მიმოხილვითი სტატიების შემცველი ჟურნალები სიის სათავეში ექცევიან იმპაქტ ფაქტორის მიხედვით.7 მაგალითად ჟურნალ „Annual Review of Biochemistry“ იმპაქტ ფაქტორი 1992 წელს 35,5-ის ტოლი იყო. სიას ჩვეულებრივ ლიდერობენ ციტოლოგიის, ბიოქიმიის, მოლეკულური ბიოლოგიის და მედიცინის ზოგიერთი დარგი. მაგ.: მენობა-გინეკოლოგიის დარგში, 2003 წლის მონაცემებით. ყველაზე მაღალი იმპაქტ ფაქტორები ჰქონდათ – Am. J. Obstet. Gynecol. – 2,14; Hum. Reprod. – 2.09; Hum. Reprod. Update –2.66;
ასე, რომ ჟურნალი რომლის იპაქტ ფაქტორი 2-ის ტოლია ისეთი შთამბეჭდავი არ არის მიკრობიოლოგიაში, როგორც მაგალითად ონკოლოგიაში ან გინეკოლოგიაში.
ამიტომაც, იმპაქტ ფაქტორის მიხედვით ჟურნალების რანჟირებისას ყურადღება უნდა მიექცეს მეცნიერების სხვადასხვა დარგებს, რადგან ისინი არათანაბარ მდგომარეობაში არიან. აქედან გამომდინარე უფრო კორექტულია მათი შედარება იმპაქტ ფაქტორის მიხედვით ცალკეულ დისციპლინებში.
გარდა იმისა, რომ ჟურნალის იმპაქტ ფაქტორი განიხილება, როგორც ჟურნალის ხარისხის ობიექტური საზომი, ამით ფასდება მასში გამოქვეყნებული სტატიაც და მეცნიერიც. ეს მიდგომა დაფუძნებულია იმ ფარულ წინაპირობაზე, რომ ჟურნალის იმპაქტ ფაქტორი შემადგენელი სტატიების და შესაბაბისად ავტორთა სახეს წარმოადგენს. ხშირად სწორედ იმპაქტ ფაქტორი ხდება აკადემიური ინსტიტუტების ადმინისტრაციის მიერ კანდიდატთა აპლიკაციების დაწინაურების, მეცნიერებისთვის ფინანსური მხარდაჭერისა და სამსახურში მიღების განმსაზღვრელი. მაგ.: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ 2008 წელს გამოვლინდა 7 თანამშრომელი, რომელთა ნაშრომები გამოქვეყნდა იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალში და ისინი წახალისდნენ ფულადი პრემიებით.
მსოფლიოს წამყვანი ბიბლიოთეკები ჟურნალების შერჩევისას სწორედ იმპაქტ ფაქტორს ითვალისწინებენ, ჟურნალში რეკლამის განთავსებაც გარკვეულწილად ამ ფაქტორზეა დამოკიდებული.
თუმცა იმპაქტ ფაქტორის გარშემო დებატებია, თვით ფილადელფიის სამეცნიერო ინფორმაციის ინსტიტუტიც არ ეყრდნობა მხოლოდ იმპაქტ ფაქტორს ჟურნალის ხარისხის განსაზღვრისას და მოგვიწოდებს მისი გონივრული გამოყენებისკენ.
კერძოდ, ყველაზე დიდ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ შეიძლება ციტირებებით მანიპულირება ანუ ხელოვნურად ციტირებათა რიცხვის გაზრდა. მაგ.: იმ ჟურნალის რედაქტორისგან, სადაც გსურთ სტატიის გამოქვეყნება, შესაძლოა მიიღოთ წერილი რეკომენდაციით გამოიყენოთ ჟურნალში გამქვეყნებული კონკრეტული სტატია. ანუ ხდება ჟურნალის მიერ ამავე ჟურნალში გამოყენებული სტატიის ციტირება, რასაც ჟურნალის თვითციტირებას ეძახიან, ამის გარდა არსებობს ავტორთა თვითციტირების პრობლემაც ანუ ავტორები ახდენენ საკუთარი სტატიების ციტირებას, რასაც ბევრი მიზეზი აქვს. ერთ-ერთია მაგალითად ის, რომ ზოგიერთი ჟურნალის ფორმატი ითხოვს ავტორისგან საკუთარი ნაშრომის ციტირებას კვლევის მეთოდების აღწერისას. ზოგჯერ კი თავად ავტორები თვითციტირების გზით ცდილობენ საკუთარი ნაშრომების წინ წამოწევას და თავისი სამეცნიერო ავტორიტეტის გაზრდას. სამეცნიერო ინფორმაციის ინსტიტუტმა გამოთვალა, რომ თვითციტირებაზე მოდის 10-20%. და, რომ მეცნიერები უფრო ხშირად ახდენენ თავისი შრომების ციტირებას, ვიდრე სხვებისას. ტომსონის ინსტიტუტმა შეადარა ჟურნალების იმპაქტ ფაქტორზე დაფუძნებული რეიტინგი, ჟურნალების რეიტინგს, სადაც არ იყო ჩათვლილი თვითციტირებები, მაგრამ ჟურნალების რანჟირებაში უმნიშვნელო ცვლილება იყო, რადგან ყველა ჟურნალში თვითციტირებაზე ერთნაირი რაოდენობა მოდის.3, 7, 8, 9-11
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა კვლევა, რომლის დროს კითხვარები რანდომიზებული წესით შერჩეულ, ამერიკის სამედიცინო ასოციაციის (American Medical Association's AMA's ) ლიცენზირებულ ექიმებს გაეგზავნათ – პრაქტიკოსებსა და მკვლევარებს, სულ 416-ს. მათ სთხოვეს 1-დან 10-ქულამდე მიენიჭებიათ სამედიცინო ჟურნალებისთვის და ორ კითხვაზე გაეცათ პასუხი გამოწერილი ჰქონდათ თუ არა ჟურნალი და კითხულობდნენ თუ არა ჟურნალს რეგულარულად. შედეგებმა აჩვენა მნიშვნელოვანი კორელაცია ექიმების მიერ მინიჭებულ რეიტინგსა და ჟურნალის იმპაქტ ფაქტორს შორის, ეს კავშირი უფრო აშკარად მკვლევარ ექიმებში წარმოჩინდა.11
ამრიგად, იმპაქტ ფაქტორი მეტად მოსახერხებელი საშუალებაა ჟურნალების კატეგორიებად დასაყოფად, რანჟირების, შედარებისა და შეფასებისათვის. დღეს საქართველოში ბევრი ცდილობს სტატიის დაბეჭდვას საერთაშორისო ჟურნალში, თუმცა ყველა საერთაშორისო ჟურნალს არა აქვს იმპაქტ ფაქტორი. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი სტატია მოხვდეს ავტორიტეტულ, „გავლენიან“ ჟურნალში, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ექიმები კითხულობენ, ამაში სწორედ ჟურნალის იმპაქტ ფაქტორზე დაყრდნობა დაგვეხმარება, ჩვენს სტატიას კი კარგი შანსი მიეცემა, ციტირებული იყოს სხვა მკვლევრების მიერ.

ლიტერატურა

ნანახია: 5881 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 11

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269689


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.