იუბილე

სიახლეები

NOTA BENE

სამედიცინო მენეჯმენტი

თარგმანი

კვლევა

სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

გაიდლაინი

დისკუსია

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

ნობელის პრემიის ლაურეატები - 2008, მედიცინისა და ფიზიოლოგიის სფერო. [5.00]

ღეროვანი უჯრედები - ახალი ერა მედიცინაში [5.00]

საოფისე სკამი ხერხემლის შესაბამისი სიმრუდეების მქონე საზურგით [5.00]

ახალი ხელოვნური გული პრეკლინიკურ გამოცდას გადის [5.00]


ღეროვანი უჯრედები - ახალი ერა მედიცინაში [15880]

გულმკერდში ტკივილის მენეჯმენტი [14152]

ვულგარული აკნეს (ACNE VULGARIS) მართვის გაიდლაინი [13637]

ჰოსპიტალური მენეჯმენტი: პრელუდია [7689]

შუა ყურის ქოლესტეატომური დაავადების მკურნალობა [6109]


თემების რაოდენობა: 16
კომენტარები: 3

ჰოსპიტალური მენეჯმენტი: პრელუდია

ავტორი: ა. იაბლუჩანსკაია, ს.ს. „ჯი-პი–სი“, მენეჯერი, მარკეტოლოგი

>>  ჰოსპიტალის ან განყოფილების შექმნისას გათვალისწინებული უნდა იყოს მრავალი ფაქტორი, მათ შორის კონკურენცია აღნიშნული მიმართულებით, კადრები, რომელთა მოძიებაც კლინიკას ძალუძს, მოსახლეობის გადახდისუნარიანობა და მრავალი სხვა


სამედიცინო ბიზნესი, ყველა სხვა ბიზნესის მსგავსად კონკურენციის პირობებში იმყოფება და ყოველდღიურად ამ კონკურენციის პირობები თანდათან მკაცრდება. ჰოსპიტალური რეფორმა, თუმცა დროებით დამუხრუჭებული, აუცილებლად, ადრე თუ გვიან, როგორღაც დასრულდება. ეს კი ნიშნავს, რომ მოხდება მრავალი ჰოსპიტლის პრივატიზება, შეწყდება სახელმწიფო პროგრამები, დაიწყება რესურსების გამკაცრებული კონტროლი, და ბრძოლა თითოეული პაციენტისათვის, როგორც კლინიკის სიცოცხლისუნარიანობის წყაროსათვის. და გასაგებია, რომ ის მენეჯერი რომელიც პირველი შეძლებს, შეცვალოს თავისი ხედვა და დაახარისხოს პრიორიტეტები გადარჩენის და განვითარების უფრო მეტ შანსს მიიღებს.
პოსტსაბჭოური სამედიცინო სკოლები ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატულია. ჯანდაცვის სფეროში მმართველთა მომზადება ძალზედ იგვიანებს, ამიტომაც სამედიცინო ბიზნესი დიდი სიძნელით გადადის კერძო სექტორში და ამას დიდი ფსიქოლოგიური მსხვრევა სდევს თან. პირველად საავადმყოფოს მენეჯერებმა უნდა იფიქრონ არა მარტო როგორც ექიმებმა, არამედ როგორც მარკეტოლოგებმა. ძალზედ მნიშვნელოვანია სტრატეგიული აზროვნების განვითარება და ვითარების მთლიანობაში წარმოდგენა.
რასაკვირველია, ჰოსპიტალის ან განყოფილების შექმნისას გათვალისწინებული უნდა იყოს მრავალი ფაქტორი, მათ შორის კონკურენცია აღნიშნული მიმართულებით, კადრები, რომელთა მოძიებაც კლინიკას ძალუძს, მოსახლეობის გადახდისუნარიანობა და მრავალი სხვა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კლინიკა ცოცხალი ორგანიზმია, რომელშიც ყველა რგოლი ურთიერთდაკავშირებულია ძალზედ ლოგიკური ჯაჭვით. მენეჯერისათის ძალზედ მნიშვნელოვანია ბიზნეს-პროცესის სრულად წარმოდგენა, რომელიც კლინიკაში ვითარდება მის კარებში პაციენტის შესვლიდან მის მიერ კლინიკის დატოვებამდე. „ვიწრო ადგილების“ თეორიის მიხედვით, „საცობის“ წარმოშობისას პროცესის ერთ-ერთ უბანზე იწყება ჯაჭვური რეაქცია, რომელიც ანელებს პროცესებს დანარჩენ ეტაპებზე. ყოველივე ეს კი სამედიცინო დახმარების გაუარესებას, რიგების გაჩენას და შედეგად პაციენტის უკმაყოფილებას იწვევს, იმ პაციენტისა, რომელიც თქვენს კლინიკას საკუთარი სახსრებით აძლევს ხმას.
კლინიკის სტრატეგია, შიდა პროცესები, გარე კომუნიკაციები, პერსონალის მომზადება, ფინანსური მენეჯმენტი, სამეცნიერო სიახლეები და მრავალი სხვა იმგვარად უნდა იყოს ფორმირებული, რომ ამ წრის ცენტრში პაციენტი აღმოჩნდეს. გახსოვდეთ, სწორედ კმაყოფილი პაციენტი ხდება თქვენი დაწესებულების ეფექტურობის გარანტი. და სწორედ ის მენეჯერი, რომელიც პირველი მიხვდება ამას, მოიპოვებს საუკეთესო პოზიციას ამ რთულ ბაზარზე.
ძვირფასო მკითხველო, ეს სტატია პატარა პრელუდიაა იმ საუბრისა, რომელიც ჰოსპიტალურ მენეჯმენტს შეეხება და რომელსაც მომავალში წარმოგიდგენთ ჟურნალი „თანამედროვე მედიცინა“.
გისურვებთ წარმატებებს, მომავალ შეხვედრამდე!

ნანახია: 7688 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 7

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268404


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.