მედიცინის ისტორია

NOTA BENE

MEDICAL IT

არქივი

მიმოხილვა

პრაქტიკოსის გვერდი

თარგმანი

კვლევა

იშვიათი სინდრომი

ადამიანი და გარემო

სამედიცინო ბიულეტენი

CASE REPORT


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ნანოტექნოლოგიები და ნანომედიცინა [5.00]

ტაკოცუბოს კარდიომიოპათია [5.00]

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ინფექციური გამწვავების მკურნალობის ასპექტები [5.00]

ფარისებრი ჯირკვლის კვანძები: კლინიკური მნიშვნელობა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა [5.00]

თირკმლის მწვავე ინფარქტი, როგორც წელის ტკივილის ერთ-ერთი მიზეზი [0.00]


ფარისებრი ჯირკვლის კვანძები: კლინიკური მნიშვნელობა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა [43098]

მედეადან მითრიდატემდე [8465]

ენდემიური ჩიყვი საქართველოში*) [8249]

ნანოტექნოლოგიები და ნანომედიცინა [7186]

ტაკოცუბოს კარდიომიოპათია [6561]


თემების რაოდენობა: 13
კომენტარები: 3

ჰემიართროპლასტიკა თუ შიდა ფიქსაცია, როგორც ბარძაყის ძვლის ყელის შიდაკაფსულური ფრაგმენტების შეცილებით მიმდინარე მოტეხილობის მკურნალობის ეფექტური მეთოდი: რანდომიზებული კვლევა

ავტორი: ფ. ფრიჰაგენი, კლინიკური მკველევრი, ოსლოს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, ნორვეგია
ლ. ნორდსლეტენი, ორთოპედიული ქირურგიის პროფესორი, ჯ.ე. მადსენი,ორთოპედიული ქირურგიის პროფესორი ულევალის საუნივერსიტეტიო ჰოსპიტალის ორთოპედიული ცენტრი, ოსლო, ნორვეგია
F. Frihagen, clinical research fellow, L. Nordsletten, professor of orthopaedic surgery,
J. E. Madsen, professor of orthopaedic surgery
Hemiarthroplasty or internal fixation for intracapsular displaced femoral neck fractures: randomised controlled trial

>> 

Objective To compare the functional results after displaced fractures of the femoral neck treated with internal fixation or hemiarthroplasty. Design Randomised trial with blinding of assessments of functional results. Setting University hospital. Participants 222 patients; 165 (74%) women, mean age 83 years. Inclusion criteria were age above 60, ability to walk before the fracture, and no major hip pathology, regardless of cognitive function. Interventions Closed reduction and two parallel screws (112 patients) and bipolar cemented hemiarthroplasty (110 patients). Follow-up at 4, 12, and 24 months. Main outcome measures Hip function (Harris hip score), health related quality of life (Eq-5d), activities of daily living (Barthel index). In all cases high scores indicate better function. Results Mean Harris hip score in the hemiarthroplasty group was 8.2 points higher (95% confidence interval 2.8 to 13.5 points, P=0.003) at four months and 6.7 points (1.5 to 11.9 points,P=0.01) higher at12months.MeanEq-5d index score at 24 months was 0.13 higher in the hemiarthroplasty group (0.01 to 0.25, P=0.03). The Eq-5d visual analogue scale was 8.7 points higher in the hemiarthroplasty group after 4 months (1.9 to 15.6, P=0.01). After 12 and 24 months the percentage scoring 95 or 100 on the Barthel index was higher in the hemiarthroplasty group (relative risk 0.67, 0.47 to 0.95, P=0.02. and 0.63, 0.42 to 0.94, P=0.02, respectively).Complications occurred in 56 (50%) patients in the internal fixation group and 16 (15%) in the hemiarthroplasty group (3.44, 2.11 to 5.60, P<0.001). In each group 39 patients (35%) died within 24 months (0.98, 0.69 to 1.40, P=0.92). Conclusions Hemiarthroplasty is associated with better functional outcome than internal fixation in treatment of displaced fractures of the femoral neck in elderly patients. Trial registration NCT00464230.


Orthopaedic Centre, Ulleval University Hospital, Oslo, Norway, and Faculty of Medicine, University of Oslo, Norway Correspondence to: F Frihagen j.f.frihagen@medisin.uio.no doi:10.1136/bmj.39399.456551.25

შესავალი
დადგენილია, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ბარძაყის ყელის მოტეხილობის 1.6 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება. 5 მილიონი ადა- მიანი იძულებულია შეიცვალოს ცხოვრების წესი ბარძაყის მოტეხილობის გამო,მათ შორის კი 2.35 მილიონი კარგავს სახსრის ფუნქციას და უნარშეზღუდული ხდება.1-2 ბარძაყის ძვლის მოტეხილობა ნებისმიერი პაციენტისთვის ცხოვრების წესის შეცვლას, ხოლო ბევრი მათგანისთვის უნარშეზღუდულ ადამიანად ჩამოყალიბების, გაზრდილი დამოკიდებულების, სიკვდილის რეალურ საფრთხეს ნიშნავს.3-4 ბარძაყის ძვლის მოტეხილობის შემთხვევათა დაახლოებით ნახევარი ბარძაყის ყელის შიდაკაფსულურ მოტეხილობაზე მოდის.5 მკურნალობის ყველაზე საიმედო მეთოდად მიჩნეული იყო შიდა ფიქსაცია (განსაკუთრებით ტროხანტერული და სუბტროხანტერული მოტეხილობისას). თუმცა ბოლო 50 წელია შეცილებითი ტიპის მოტეხილობების დროს ეს მოსაზრება საკამათო გახდა.6-7 მიზეზად მიჩნეულია შიდა ფიქსაციის შემდგომი გართულებებისა და განმეორებითი ოპერაციების საჭიროების გაცილებით მაღა- ლი მაჩვენებელი, ვიდრე ჰემიართროპლასტიკის შემდეგ. თუმცა ერთიანი აზრი იმის შესახებ, მკურნალობის რომელი მეთოდი გვაძლევს შედარებით უკეთეს ფუნქციურ შედეგს არ არსებობს. სამი მეტა-ანალიზის დასკვნის მიხედვით ართროპლასტიკის შემდეგ განმეორებითი ოპერაცია დასჭირდა პაციენტების 7%,8 11%9 და 11%-ს,9 ხოლო შიდა ფიქსციის შემთხვევაში – 40%, 35% და 33%-ს. აქედან ორი მეტა-ანალიზი მოიცავდა მონაცემებს პოსტოპერაციული ტკივილის, სახსრის ფუნქციონირების და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების შესახებ, თუმცა ჯგუფებს შორის არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავება მონაცემებს შორის.9-10
ბარძაყის ძვლის ყელის შიდაკაფსულური ფრაგმენტების შეცილებით მიმდინარე მოტეხილობის ჰემიართროპლასტიკის დროს გამოიყენებოდა ერთმანეთთან შედუღაბებული ორი პარალელური ხრახნი. მონიტორინგი ძირითადად მიმართული იყო ფუნქციური შედეგებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ.
მეთოდები
პაციენტები
პროგრამაში ჩართული იყო 60 წლის და მეტი ასაკის პაციენტები, რომელთაც ჰქონდათ ბარძაყის ძვლის ყელის შიდაკაფსულური ფრაგმენტების შეცილებით მიმდინარე მოტეხილობა და მკურნალობდნენ ამბულატორიულად. გამონაკლისს წარ- მოადგენდნენ პაციენტები, რომელთაც გაუკეთდა ართროპლასტიკა, მაგრამ ანესთეზიოლოგის მითითებით არ მოხდა მათი პროგრამაში ინტერვენცია, ანამნეზში აღენიშნებოდათ ბარძაყის ძვლის სხვა პათოლოგია (მაგ.: ართრიტი), პათოლოგიური მოტეხილობა, დაზიანებიდან მკურნალობის დაწყებამდე გასული იყო 96 სთ-ზე მეტი, ცხოვრობდნენ საავადმყოფოდან მოშორებით. პროგრამაში ჩასართავად სასურველი იყო ნათელი ცნობიერების პაციენტის თანხმობა, თუმცა ჩართული იყო ისეთი პაციენტებიც, რომელთაც კოგნიტური სფეროს დროებითი ან მუდმივი დათრ- გუნვა აღენიშნებოდათ, მაგრამ იყო ოჯახის წევრების და ნათესავების თანხმობა და პროგრამაში მონაწილეობას სასიცოცხლო ჩვენება გააჩნდა.
მონიტორინგი მიმდინარეობდა 24 თვის განმავლობაში; განრიგით გათვალისწინებული ვიზიტი წარმოებდა მე-4, მე-12 და 24-ე თვეებზე. ქირურგი-გამოძახებით ასრულებდა რანდომიზაციას (პაციენტების შემთხვევითად გადანაწილებას). გაუმ- ჭვირვალე კონვერტში ჩვენ მოვათავსეთ ქაღალდის 115 ნაჭერი წარწერით „ჰემი“, ხოლო 115 – წარწერით „ხრახნი“. კონვერტები დანომვრამდე დაილუქა, აირია და ინახებოდა საავადმყოფოს ადმინისტრაციის შენობაში. ისინი გაიხსნა პაციენტების გამოჯანმრთელების შემდეგ ქირურგის მიერ. პაციენტების გამოჯანმრთელების პროცესი მიმდინარეობდა 2002-2004 წლებში.
ინტერვენცია
პაციენტების მკურნალობა მიმდინარეობდა Charnley-Hastings ბიპოლარული ჩაცემენტებით მიმდინარე ჰემიართროპლასტიკის მეთოდით (De- Puy/Johnson and Johnson, United Kingdom) ან ორი პარალელური ხრახნით შიდა ფიქსაციის მეთოდით (Olmed, DePuy/Johnson and Johnson, Sweden).11 კვლევის გამო ქირურგებს ოპერაციის მსვლელობაში განსაკუთრებული ცვლილებები არ შეუტანიათ. ორივე ტიპის ოპერაციის დროს კეთდებოდა სპინალური ანესთეზია. პაციენტებს, რომლებსაც გაუკეთდა ჰემიართროპლასტიკა, ოპერაციის წინ ეძლეოდათ ცეფალოტინი 2 გ, ი/ვ და სამი დოზა ოპერაციიდან 24 საათის განმავლობაში. ორივე ჯგუფის პაციენტებს ასევე უკეთდებოდა 5000 ერთეული დაბალმოლეკულური ჰეპარინი კანქვეშ დღიურად, მოძრაობის აქტივობის გაუმჯობესებამდე. ავადმყოფის წონის გათვალისწინებით ხდებოდა ადრეული მობილურო- ბის ხელშეწყობა. ჰემიართროპლასტიკის ჯგუფის პაციენტებს მიეცათ მითითება, თავი აერიდე- ბინათ მოძრაობებისთვის, რაც გაზრდიდა ნაოპერაციები სახსრის დისლოკაციის რისკს.
აღსანიშნავია, რომ ინტერვენციამდე ბარძაყის ძვლის ყელის შიდაკაფსულური ფრაგმენტების შეცილებით მიმდინარე მოტეხილობის სამკურნალოდ ორივე ტიპის ოპერაცია იყო სტანდარტული.
მიზნები და შედეგები
ბარძაყის ფუნქცია ფასდებოდა ჰარისის (Harris) შკალით.14-16 მაქსიმალური ნიშნული 100 ქულაა (როცა სახსარს შეზღუდვა არ აქვს), ზედაპირული ტკივილის (0-44 ქულა), სახსრის ფუნქცია (0-47 ქულა), სახსრის მოძრაობის ხარისხი და დეფორმაციის არ ქონა (0-9 ქულა). ჩვენი პირველი შედეგების დათვლა მოხდა მე-12 თვეზე. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სიცოცხლის ხარისხი განისაზღვრა Eq-5d (Euroqol) კოეფიციენტის მიხედვით.17 ეს არის საყოველთაოდ მიღებული კოეფიციენტი, რომლის მიხედვითაც პაციენტებს სთხოვენ შეაფასონ თავიანთი ჯანმრთელო- ბის მიმდინარე მდგომარეობა ხუთი კრიტერიუმით (მოძრაობის უნარი, პირადი ჰიგიენა, ჩვეული აქტივობები, ტკივილი/დისკომფორტი, შფოთვები/დეპრესია), თითოეულზე პასუხით სამი სავარაუდო ვარიანტიდან (უპრობლემო, მცირედ პრობლემური, საკმარისად პრობლემური). ჩვენ ასევე გამოვიყენეთ Eq-5d ინდექსის ვიზუალური ანალოგიის სკალა,18 რანჟირებით 0-დან (უკიდურესად ცუდი ჯანმრთელობის მდგომარეობა) 100-მდე (ჯანმრთელობის საუკეთესო მდგომარეობა). ბარტლის ინდექსი გამოვიყენეთ ყოველდღიური ჩვეული აქტივობების შესაფასებ- ლად.19-20 ეს არის 10 პუნქტიანი სკალა, რომელშიც თითოეულ პუნქტს მინიჭებული აქვს 5-დან 10-მდე ქულა, ჯამში 0-დან (სრული დამოკიდებულებისას) 100-მდე (სრული დამოუკიდებლობისას) ქულას. ასევე აღნიშნული და გათვალისწი- ნებულია გართულებები და რეოპერაციები.
ქირურგმა, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული პაციენტების გამოჯანმრთელების პროცესში, აღნიშნა ჰარისის ქულა ბარძაყის ძვლის მოტეხვამდე, მონიტორინგისას ჰარისის ქულას ანგარიშობ- და ფიზიოთერაპევტი, ხოლო კვლევის ასისტენტი – Eq-5d კოეფიციენტს, ბარტლის ინდექსს და 12 პუნქტიან ცნობიერების მინი შემოწმებას.21 სამედიცინო პერსონალი ბრმად იყო ჩართული კვლევაში. საჭიროების შემთხვევაში ჰარისის ბარძაყის ქულის და ბარტლის ინდექსის დასაანგარიშებლად ინფორმაციას იღებდნენ ექთნების და ოჯახის წევრებისგან.
სტატისტიკური მეთოდები
ჩვენ ვივარაუდეთ, რომ განსხვავება ჰარისის შკალის 5-10 ნიშნულში მისაღები იყო და სტანდარტულ საწყის ნიშნულად ავიღეთ 7.5, სტანდარ- ტულ გადახრად კი ავიღეთ 15. მონაცემების 90%-იანი (P<0.05) სარწმუნოებისათვის საჭირო იყო მინიმუმ 170 პაციენტი. ასაკობრივი ჯგუფის და მაღალი სიკვდილიანობის გათვალისწინებით, კვლევაში ჩავრთეთ 220 პაციენტი. ვიყენებდით პირსონის X2 განაწილებას და t კრიტერიუმს ჰარისის და Eq-5d ინდექსებით მიღებული შედეგების შესაფასებლად და ვაწარმოებდით უწყვეტი ვარიაბელობის კვლევას. სტატისტიკური ანალიზისთვის გამოიყენებოდა SPSS მე-14 ვერსია (SPSS Inc, Chicago, IL).
შედეგები
მონიტორინგი
ბარძაყის ძვლის მოტეხილობით წარმოდგენილი იყო 445 პაციენტი, აქედან 260 შესაფერისი იყო კვლევაში ჩასართავად, ხოლო ჩვენ ამოვირჩიეთ 222 (სქემა 1) ერთი პაციენტი (ჰემიართროპლასტიკის ჯგუფიდან) ჩამოშორდა კვლევას, ხოლო ერთი (შიდა ფიქსაციის ჯგუფიდან) მხოლოდ ტელეფონით გვეკონტაქტებოდა. პაციენტებს, რომლებსაც კლინიკაში ვიზიტი არ შეეძლოთ, ან სურვილი არ ჰქონდათ, ოჯახში სტუმრობდა მედდა, ან ანამნეზის შეგროვება წარმოებდა ტელეფონით. Eq-5d კოეფიციენტის და 12 პუნქტიანი ცნობიერების მინი შემოწმება ტელეფონის საშუალებით არ წარმოებდა. ერთი პაციენტი კვლევაში ჩართული იყო ორივე ბარძაყის ძვლით 34 დღიანი ინტერვალით სხვადასხვა სამკურნალო ჯგუფში. ჩვენ გამოვრიცხეთ მისი შედეგები ფუნქციური შეფასების სკალიდან.
დემოგრაფიული და პერიოპერაციული შედეგები
ძირითადი მახასიათებლებით ორივე ჯგუფი ერთმანეთს გავდა (ცხრილი 1), ოპერირებას ახდენდა 28 ქირურგი; თითოეული საშუალოდ 5 ოპერაციას ატარებდა. შიდა ფიქსაციის ჯგუფის 20 (18%) პაციენტს აღენიშნა გართულებები ოპერაციის დროს; 9 გადანაწილდა ჰემიართროპლასტიკის ჯგუფში ჩაუსწორებელი მატეხილობის (8) და ხრახნების არარსებობის (1) გამო. ჰემიართროპლასტიკის ჯგუფში ოპერაციის დროს 15 (14%) შემთხვევაში დაფიქსირდა გართულებები. ოპერაციის ხანგრძლივობა, სისხლის დანაკარგი, ტრანსფუზიის აუცილებლობა უფრო მაღალი იყო ჰემიართროპლასტიკის ჯგუფში (ცხრილი 2). კავშირი ქირურგის გამოცდილებას, ოპერაციის ხანგრძლივობას და გართულებებს შორის არ დაფიქსირებულა.
ფუნქციური შედეგები
ფუნქციური შედეგები სამივე სკალის – ჰარისის ბარძაყის სკალის, Eq-5d კოეფიციენტის და ბარტლის ინდექსის მიხედვით უკეთესი იყო ჰემიართროპლასტიკის ჯგუფში, თუმცა ეს სკალები ყველა პუნქტში არ დაფიქსირებულა (ცხრილი 3). ჰემიართროპლასტიკის ჯგუფში ჰარისის ბარძაყის ქულა მნიშვნელოვნად მაღალი იყო მე-4 და მე-12 თვეზე; Eq-5d კოეფიციენტი შედარებით მაღალი იყო 24-ე თვეზე, ხოლო ვიზუალური ანალოგია აშკარად მაღალი იყო მე-4 თვეზე. პასუხების რაოდენობა დაბალი იყო Eq-5d კოეფიციენტზე, განსაკუთრებით ვიზუალური ანალოგიის სკალაში, რადგან როგორც წესი აღარ ხდებოდა მენტალური ტესტის რვაზე ნაკლები შედეგის მქონე პაციენტების გამოკითხვა. ბარტლის ინდექსიც უფრო მაღალი იყო ჰემიართროპლასტიკის ჯგუფში, განსაკუთრებით მე-12 და 24-ე თვეებზე.
ასევე შეადარდა პაციენტები შიდა ფიქსაციის ჯგუფიდან, რომლებსაც არ ჰქონიათ არანაირი გართულება (n=53) მკურნალობის სრული კურსის დროს, შემთხვევითად შერჩეულ პაციენტებს ჰემიართროპლასტიკის ჯგუფიდან. შედეგები მეტყველებს ჰემიართროპლასტიკის ჯგუფის სასარ- გებლოდ მე-12 და 24-ე თვეებზე (ცხრილი 4). ასევე მოხდა შიდა ფიქსაციის ჯგუფის პაციენტების, რომლებსაც განმეორებითი ჩაუტარდათ ჰემიართროპლასტიკა (n=39), შედარება ჰემიარ- თროპლასტიკის მთლიან ჯგუფთან. შედარება გვიჩვენებს, რომ შედეგები უკეთესია ჰემიართროპლასტიკის ჯგუფში მე-4 თვეზე (ცხრილი 5).
გართულებები და განმეორებითი ოპერაციები
გართულებების და განმეორებითი ოპერაციების რისკი 3.4-4.2-ჯერ მეტი იყო შიდა ფიქსაციის ჯგუფში (ცხრილი 6, 7). ამ ჯგუფში გართულებების საშუალო ვადა იყო 137.5-ე დღე (8-730 დღე) და მე-18 დღე ჰემიართროპლასტიკის ჯგუფში (6-730 დღე) (P=0.01). 16 პაციენტს დასჭირდა ერთზე მეტი ოპერაცია (ორიდან ექვსამდე); 14 მათგანი იყო შიდა ფიქსაციის ჯგუფში (მიახლოებითი რისკი 6.88, 95% სარწმუნოების ინტერვალი 1.60-დან 29.55-მდე, P =0.002).
განსჯა
შიდაკაფსულური ფრაგმენტების შეცილებით მიმდინარე ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობის მკურნალობაში მენჯ-ბარძაყის სახსრის ფუნქციონირების, ჯანმრთელობასთან ასოცირებული სიცოცხლის ხარისხის და დამოუკიდებლად გადაად- გილების მხრივ უკეთესი შედეგები აჩვენა ჰემიართროპლასტიკის მეთოდმა შიდა ფიქსაციის მეთოდთან შედარებით. პირველადი შედეგების მიხედვით ჰარისის ბარძაყის ქულა საშუალოდ 6.7 მაჩვენებლით (95% სარწმუნობის ინტერვალი 1.5-დან 11.9-მდე) მეტი იყო ჰემიართროპლასტიკის ჯგუფში.
კვლევის ძლიერი და სუსტი მხარეები
პირველად უნდა აღინიშნოს, რომ კვლევისას ჩვენ ერთმანეთს შევადარეთ რამდენიმე მახასიათებელი, რაც ზრდის ცრუ დადებითი შედეგების რისკს. მეორეს მხრივ, ჩვენ აღმოვაჩინეთ შესამჩნევი განსხვავებები, სარწმუნობის კრიტერიუმები არის საკმაოდ ფართო და ზოგ შემთხვევაში ნულს უახლოვდება. ეს მეტყველებს ჰემიართროპლასტიკის მეთოდის სასარგებლოდ, როგორც შიდაკაფსულური ფრაგმენტების შეცილებით მიმდინა- რე ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობის მკურნალობის უკეთეს მეთოდზე. Eq-5d კოეფიციენტის ვიზუალური ანალოგი 24-ე თვისთვის ერთადერთი მახასიათებელი იყო, როდესაც უკეთესი შედეგები შიდა ფიქსაციის მეთოდს აღმოაჩნდა.
ინტერვენციის ორივე ტიპი ქირურგებისთვის ნაცნობი იყო კვლევის დაწყებამდე, ორივე მეთოდი საკმაოდ თანამედროვე და კარგად გამოცდილია. ჩვენ გვქონდა პროცესის საკმაოდ აქტიური მონიტორინგი და შედეგები მიღებულია ბრმა მეთოდით. ჰარისის ბარძაყის ქულა საკმაოდ ფართოდ გამოყენებადი ფუნქციური კვლევის მეთოდია, რომელიც დამტკიცებულია ოსტეოართრიტით დაავადებული პაციენტების შესაფასებლად.15, 16, 22-24 Eq-5d კოეფიციენტი და ბარტლის ინდექსი რეკომენდებულია პაციენტებისთვის ბარძაყის ძვლის მოტეხილობით და ასევე მისაღები აღმოჩნდა ავადმყოფებისთვის მენტალური პრობლემებით, რასაც ვერ ვიტყვით Eq-5d კოეფიციენტის ვიზუალურ ანალოგზე.20, 25-32 კვლევის სისუსტედ შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ კვლევაში ჩართული იყო ქირურგების საკმაო რაოდენობა განსხვავებული გამოცდილებით, მაღალი იყო გართულებების და განმეორებითი ოპერაციების რიცხვი.8-10, 30, 33, 34
განსხვავებების ნაკლებობა
სხვა კვლევებს არაორაზროვანი შედეგები არ ჰქონია. ჩვენ შემთხვევაში კი პირიქით მოხდა. საკმაოდ გასაკვირი იყო ის ფაქტი, რომ პირველადად მკურნალობის ამ ორ განსხვავებულ მეთოდს შორის სხვაობა საკმაოდ ნაკლები იყო. ზოგიერთი კვლევა ჰემიართროპლასტიკის მეთოდს უფრო ნაკლებ მისაღებად თვლის შედარებით აქტიური პაციენტების მკურნალობისთვის,8, 24, 33, 35 ხოლო ზოგიერთ კვლევას უკეთესი შედეგები აქვს ადრეულ ეტაპზე ართროპლასტიკის მეთოდით მკურნალობისას, გვიან ეტაპზე კი ეს მაჩვენებელი იკლებს ან თანაბრდება შიდა ფიქსაციის მეთოდთან.23, 29, 30, 34, 36 ეს ფაქტი შესაძლოა დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ რეაბილიტაციის პროცესი უფრო დაჩქარებულია ჰემიართროპლასტიკის შემთხვევაში, მაგრამ საბოლოოდ ფუნქციური შედეგები უთანაბრდება იმ პაციენტებისას, რომლებიც მკურნალობენ შიდა ფიქსაციის მეთოდით. დროის ფაქტორი ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის, მაგრამ მკურნალობის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს სხვა დაავადების თანდართვის გამოც.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შედეგები სარწმუნო ჩანს, მეტა-ანალიზიდან გამომდინარეობს,9, 10 რომ შიდა ფიქსაციას და ჰემიართროპლასტიკას მსგავსი ფუნქციური შედეგები აქვთ, ხოლო ზოგ შემთხვევაში პირიქით.
ანალიზები ქვეჯგუფში
ჩვენი კვლევებიდან გამომდინარე, შიდა ფიქსაციის ჯგუფში არსებულ პაციენტებს ნაკლები ფუნქციური შედეგები ჰქონდათ მე-12 და 24-ე თვეებზე ჰემიართროპლასტიკის ჯგუფთან შედარებით.37 ასევე ნაკლები იყო ფუნქციური შედეგები იმ პაციენტებისა, რომლებმაც ჯერ შიდა ფიქ- საციის, ხოლო შემდეგ ჰემიართროპლასტიკის მეთოდით იმკურნალეს.38
სიკვდილიანობა
ერთადერთი არგუმენტი, რომელიც მეტყველებს შიდა ფიქსაციის მეთოდის სასარგებლოდ, არის სიკვდილიანობა. ჰემიართროპლასტიკა საკმაოდ მძიმედ გადასატანი ოპერაციაა იმ პაციენტებისთვის, რომლებიც დაავადების მწვავე სტადიაში იმყოფებიან. სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი აღინიშნა შიდა ფიქსაციის ჯგუფში როგორც ჩვენ შემთხვევაში, ასევე მეტა-ანალიზებშიც,8-10 39 თუმცა ეს მაჩვენებელი ყურადსაღები არ ყოფილა. მხოლოდ ჩვენი კვლევების დროს დაფიქსირდა სიკვდილიანობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ჰემიართროპლასტიკის ჯგუფში.22 თუ ადრეული სიკვდილიანობის 3-4%-მდე გაზრდილი მაჩვენებელი სინამდვილეს შეესაბამება, მაშინ ეს იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩენა.
თუმცა ნათელია, რომ შიდაკაფსულური ფრაგმენტების შეცილებით მიმდინარე ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობის მკურნალობის ეფექტური მეთოდი ართროპლასტიკაა, ხოლო რა ტიპის ართროპლასტიკა უნდა გამოიყენებოდეს, ეს უკვე სხვა კვლევის საკითხია.40 41

Kenneth Nilsen, Wender Figved, Evind Kaare Osnes, Bjorn Robstad, Marte T Magnusson, Willimijn Vervaat, Asa Axelsson, Vibeke Lambert-Grave, and Helene Soberg participated in the collection of data.
Contributors: The protocol waswritten by all the authors. FF analysed the data and drafted the manuscript, which was revised by LN and JEM. All authors approved the final version. FF is guarantor.
Funding: Norwegian Foundation for Health and Rehabilitation through the Norwegian Osteoporosis Society and the Norwegian Research Council, Nycomed, Smith and Nephew, and OrtoMedic.
Competing interests: FF has received lecture fees from OrtoMedic, who market orthopaedic implants; LN has received consulting and lecture fees from DePuy, Biomet, OrtoMedic, and SCP, who all manufacture andmarket orthopaedic implants.
Ethical approval: Regional ethics committee.
Provenance and peer review: Not commissioned; externally peer reviewed.

ინგლისურიდან თარგმნა
ნ. გაფრინდაშვილმა

თარგმანი შესრულებულია BMJ-ის რედაქციის ნებართვით.
ლიცენზიის No 1861870263497.
BMJ 2007;335;1251-1254; originally published online 4 Dec 2007;
doi:10.1136/bmj.39399.456551.25

ლიტერატურა

ნანახია: 4232 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 9

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268401


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.