პალიატიური მედიცინა

სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

NOTA BENE

კვლევა

გაიდლაინი

პრეს–რელიზი

სიახლეები

ახალი მეთოდები

მიმოხილვა

CASE REPORT

კლინიკური კვლევა

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



მორფინი [5.00]

საზარდულის თიაქრების ღია პროთეზირებადი პლასტიკის ალტერნატივა – დესარდას მეთოდი [5.00]

მემკვიდრული თრომბოფილიის მოლეკულურ-გენეტიკური ასპექტები და მისი როლი თრომბოზის პათოგენეზში [5.00]

E ვიტამინის შემცველი კონტაქტური ლინზები გლაუკომის სამკურნალო [5.00]

მილდრონატი®-ს ეფექტურობა სტენოკარდიის მკურნალობის დროს სტანდარტულ თერაპიასთან კომბინაციაში [5.00]


პრაქტიკული რჩევები პალიატიური მედიცინით დაკავებულ ექიმებს [14519]

მოზრდილთა წელის ტკივილი [14484]

პერინატალური ინფექციები [12995]

ეთიკა ონკოლოგიაში [11063]

მემკვიდრული თრომბოფილიის მოლეკულურ-გენეტიკური ასპექტები და მისი როლი თრომბოზის პათოგენეზში [9944]


თემების რაოდენობა: 24
კომენტარები: 1

მწვანე ჩაისა და წითელი ღვინის ლექისაგან მიღებული ბიოკომპოზიტის სიმსივნის საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ანტიტოქსიკური მოქმედება

ავტორი: ს. ზალეტოკი,1 ლ. გულუა,2 ა. ორლოვსკი,1 ს. გოგოლი,1 ე. სამოილენკო,1 ო. კლენოვი,1 ვ. ჩეხუნი,1 ნ. მჭედლიშვილი,2 ნ. ომიაძე,2 მ. აბუთიძე 2
1 უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის კავეცკის სახელობის ექსპერიმენტული პათოლოგიის, ონკოლოგიისა და რადიობიოლოგიის ინსტიტუტი; 2 ს. დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი
Zaletok S.1, Gulua L.2, Orlovsky A.1, Gogol S.1, Samoylenko E.1, Klenov O.1, Chekhun V.1, Mchedlishvili N.2, Omiadze N.2, Abutidze M.2
1 R. E. Kavetsky Institute of Experimental Pathology, Oncology and Radiobiology NAS Ukraine. 2 Durmishidze Institute of Biochemistry and Biotechnology
Antioxidant, Antitumor and Antitoxic Activities of Biocomposite from Green Tea and Red Wine Lees

>>  მწვანე ჩაისა და წითელი ღვინის ლექისაგან მიღებულია მაღალი ანტიოქსიდანტური აქტივობის მრავალფუნქციური სამკურნალო-პროფილაქტიკური ბიოკომპოზიტი (საქართველოს პატენტი P4610). დადგენილია, რომ როგორც მწვანე ჩაის ექსტრაქტი, ისე ბიოკომპოზიტი მთლიანად თრგუნავს გერენის კარცინომის (Guerin’s carcinoma) ზრდას ექსპერიმენტულ ვირთაგვებში. სიმსივნური უჯრედების ზრდას თან ახლავს NF-xB ტრანსკრიფციის ფაქტორის დათრგუნვა ბირთვებში და პოლიამინების, ODC ცილების (პოლიამინების სინთეზის მთავარი ფერმენტი) და NF xB-დამოკიდებული ონკოგენების ცილების (bcl-XL, c-myc, inos, cox-2) დონის შემცირება.
მწვანე ჩაისა და წითელი ღვინის ლექის ბიოკომპოზიტი მნიშვნელოვნად აძლიერებს პრეპარატ ცისპლატინის თერაპევტულ ეფექტს გერენის კარცინომისა და W-256 კარცინოსარკომის მიმართ. ნაჩვენებია, რომ ბიოკომპოზიტის გამოყენება პრეპარატ ცისპლატინთან ერთად, მკვეთრად ამცირებს ამ უკანასკნელის ნეფროტოქსიკურ ეფექტს.
ნავარაუდევია, რომ პოლიამინები და NF-xB-დამოკიდებული სასიგნალო გზები წარმოადგენს მწვანე ჩაის ექსტრაქტის ანტისიმსივნური ეფექტის მედიატორს.
მიღებული შედეგებიდან გამიმდინარე ცხადია, რომ როგორც მწვანე ჩაის ექსტრაქტი, ისე მისი წითელი ღვინის ლექთან ბიოკომპოზიტი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, ისე მათი თავიდან აცილების მიზნით.
Multifunctional prophylactic biocomposite with high antioxidant activity was produced from green tea (GT) and red wine lees (Georgian Paten # P4610). Extract of green tea (EGT) and composite of GT and red wine lees substantially inhibited the growth of Guerin’s carcinoma up to complete suppression in experimental rats. Tumour growth suppression was accompanied by the inhibition of the NF-xB-transcription factor nuclear expression and the reduction of the levels of polyamines and ODC (the key enzyme of polyamines bio-synthesis) and proteins of NF-xB-dependent oncogenes (bcl-XL, c-myc, inos, cox-2).
Use of GT and biocomposite of GT and red wine lees significantly strengthened therapeutic effect of cisplatin against Guerin’s carcinoma and Walker carcinosarcoma (W-256), at the same time use of the biocomposite in combination with cisplatin significantly reduced toxic effect of the latter in treatment of inoculated tumor in rats.
Thus, these data showed that antitumor effect of EGT may be mediated by polyamines and NF-xB-dependent signal pathways and indicated that EGT and biocomposite of GT and red wine lees may be used in the treatment and/or prevention of oncologic diseases, though some additional researches are needed to identify dozes and exact methodic of the treatment.


შესავალი
მცენარეული მეორადი მეტაბოლიტური ნაერთები – პოლიფენოლები წარმოადგენს სისხლძარღვების, სიმსივნური და სხვ. დაავადებების საწინააღმდეგო თვისებებისა და მაღალი ანტიოქსიდანტური აქტივობის მქონე ნაერთებს (Feng et al., 2007). კომერციული გამოყენების თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღსანიშნავია მწვანე ჩაისა და წითელ ღვინოში არსებული პოლიფენოლები და მათი სიმსივნის საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები (Leung et al., 2001, Kader et al., 2005).
საქართველო მდიდარია როგორც ჩაის, ასევე ღვინის ნედლეულით და ამ თვალსაზრისით იგი ევროპის რეგიონში ერთ-ერთ უნიკალურ ქვეყანას წარმოადგენს თურქეთთან ერთად.
სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა ჩაიდან და ღვინის ლექისაგან მრავალფუნქციური სამკურნალო-პროფილაქტიკური პრეპარატის მიღება და მისი ანტიოქსიდანტური, სიმსივნის საწინააღმდეგო და ანტიტოქსიკური აქტივობის გამოკვლევა.

სამუშაოს მეთოდები
ბიოკომპოზიტის მიღება ხდებოდა მეთოდით, რომელიც ითვალისწინებს მწვანე ჩაის ექსტრაქციას წითელი ღვინის („საფერავი“) ლექის მეშვეობით 60-80°C ტემპერატურაზე, მიღებული ექსტრაქტის ვაკუუმ ამაორთქლებელში ან სხვა შესაბამის დანადგარში კონცენტრირებას მშრალი ნივთიერებების 25-40 % შემცველობამდე, კონცენტრირებული ექსტრაქტის გაშრობას გამფრქვევ საშრობში ან ლიოფილურად და ბიოკომპოზიტის მიღებას მშრალი ფხვნილის სახით (გულუა და სხვ. საქართველოს პატენტი P 4610).
ბიოკომპოზიტის სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები გამოკვლეული იყო ექსპერიმენტულ ვირთაგვებში, რომელთაც გადანერგილი ჰქონდათ Walker-ის (W-256) კარცინოსარკომა და გერენის კარცინომა. ბიოკონცენტრატს ვხსნიდით სასმელ წყალში 1-2მგ/მლ კონცენტრაციით და ვაძლევდით ვირთაგვებს.
სამუშაოში გამოყენებული იყო ექსპერიმენტული ონკოლოგიის, გელ-ელექტროფორეზის, Western-blotting და Surface Plasmon Resonance (SPR)-ის მეთოდები.
ჯამური პოლიფენოლების განსაზღვრა ხდებოდა ლევენტალის მეთოდით, რომელიც ეფუძნება საკვლევი ნიმუშის ტიტრაციას კალიუმის პერმანგანატით (KMnO4) სპექტროფომეტრულად ფერადი რეაქციის საფუძველზე (ჯინჯოლია რ., გულუა კ., ჩიქოვანი ნ., 1983).
პექტინებს ვსაზღვრავდით სპექტროფოტომეტრულად. განსაზღვრის მეთოდი დამყარებულია გალაქტურონის მჟავას კარბაზოლთან რეაქციაზე გოგირდმჟავას არეში, რის შედეგადაც წარმოიქმნება სპეციფიკური მოცისფრო შეფერვა. პექტინის რაოდენობის გადაანგარიშება ხდებოდა გალაქტურონის მჟავაზე (Демеченко Е.И., Лось Т.И., Василенко Э.В., 1981).
ამინომჟავებს ვსაზღვრავდით მეთოდით, რომლის პრინციპი ემყარება ამინომჟავების რეაქციას ნინჰიდრინთან, რომლის შედეგად წარმოიქმნება შეღებილი ნივთიერებები. ამინომჟავების საერთო შემცველობა გადაანგარიშებოდა გლუტამინმჟავაზე (Burkina et al., 2000).
ტენშემცველობა ნიმუშში ისაზღვრებოდა, როგორც მასის დანაკარგი 103°C-ზე. ექსტრაქტის მინერალიზაცია ხდებოდა 525°C-ზე მუფელის ღუმელში. შაქრების შემცველობა ისაზღვრებოდა სომოჯო-ნელსონის მეთოდით (Somogyi M., 1952).
ანტიოქსიდანტური აქტივობის განსაზღვრა ხდებოდა ე.წ. FRAP (Ferric Reducing Antioxidant Power) მეთოდით. ეს მეთოდი ეფუძნება სამვალენტიანი რკინის იონების ორვალენტიან იონებად აღდგენის რეაქციას ფერიკ-ტრიპირიდილტრიაზინის კომპლექსში ანტიოქსიდანტის თანაობისას (Benzie and Strain, 1996). ანტიოქსიდანტური აქტივობა გამოისახებოდა როგორც [Fe2+], mmol-1 1გრამ ნიმუშზე გადაანგარიშებით

მიღებული შედეგები
ცხრ. 1–ში მოცემულია მწვანე ჩაისა და წითელი ღვინის ლექისაგან მიღებული ბიოკომპოზიტის ქიმიური შედგენილობა.
როგორც ცხრილი 1–დან ჩანს, ბიოკომპოზიტი შეიცავს დიდი რაოდენობით პოლიფენოლურ ნაერთებს, რაც მის მაღალ ანტიოქსიდანტურ აქტივობას განაპირობებს (ცხრ. 2).
როგორც ცხრილი 2-დან ჩანს, ბიოკომპოზიტის ანტიოქსიდანტური აქტივობა მხოლოდ 2-ჯერ ნაკლებია C ვიტამინის ანტიოქსიდანტური აქტივობაზე.
ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ მწვანე ჩაისა და წითელი ღვინის ლექის ბიოკომპოზიტი მნიშვნელოვნად აჩერებს კარცინომის განვითარებას (ცხრ. 3).
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მწვანე ჩაისა და წითელი ღვინის ლექის ბიოკომპოზიტი ორჯერ ამცირებს კარცინოსარკომის გამოსავლიანობას (მაგრამ, არა ზრდის სიჩქარეს) და აჩერებს კარცინომის განვითარებას. ამასთანავე, ბიოკომპოზიტი 1მგ/მლ და 2მგ/მლ კონცენტრაციით გამოყენებისას პრეპარატ ცისპლატინთან ერთად აძლიერებს აღნიშნული პრეპარატის ეფექტს დაახლოებით 1.7-ჯერ და 4-ჯერ, შესაბამისად (ცხრ. 4).
აღსანიშნავია, რომ ბიოკომპოზიტი მნიშვნელოვნად ამცირებს ცისპლატინის ნეფროტოქსიკურობას (სისხლში კრეატინინის მაჩვენებლების მიხედვით).
აღმოჩნდა, რომ მწვანე ჩაის ექსტრაქტი მთლიანად თრგუნავს კარცინოსარკომა W-256–ის ზრდას (დათრგუნვის ინდექსი გადანერგილი სიმსივნური უჯრედების რიცხვის ლოგარითმის პირდაპირპროპორციული იყო). ამასთან, სიმსივნური უჯრედების ზრდას თან ახლავს NF-x ტრანსკრიფციის ფაქტორის დათრგუნვა ბირთვებში და პოლიამინების, ODC ცილების (პოლიამინების სინთეზის მთავარი ფერმენტი) და NF xB-დამოკიდებული ონკოგენების ცილების (bcl-XL, c-myc, inos, cox-2) დონის შემცირება.

დასკვნა
კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ მწვანე ჩაისა და წითელი ღვინის ლექის ბიოკომპოზიტი თრგუნავს გერენის კარცინომის განვითარებას. ამასთანავე, ეს ბიოკომპოზიტი მნიშვნელოვნად აძლიერებს პრეპარატ ცისპლატინის თერაპიულ ეფექტს გერენის კარცინომის და W-256 კარცინოსარკომის მიმართ. ნავარაუდევია, რომ მწვანე ჩაის ექსტრაქტის ანტისიმსივნური ეფექტის მედიატორს წარმოადგენს პოლიამინები და NF-xB-დამოკიდებული სასიგნალო გზები.
ამრიგად, როგორც მწვანე ჩაის ექსტრაქტი, ისე მისი წითელი ღვინის ლექთან ბიოკომპოზიტი შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, ისე მათი თავიდან აცილების მიზნით. თუმცა საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება დოზებისა და მეთოდოლოგიის დასაზუსტებლად.

ლიტერატურა

ნანახია: 6139 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1286567


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.