ცნობილია, რომ ფუტკრის შხამის კომპონენტი — მელიტინი — კლავს სიმსივნურ უჯრედებს, მაგრამ მისი თერაპიული მიზნით გამოყენების იდეა ჩიხში მოექცა, ვინაიდან მელიტინი ჯანსაღ უჯრედებსაც იგივე წარმატებით ანადგურებდა.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს ნანოტექნოლოგია, რომელსაც „nanobees“ (ნანოფუტკარი) უწოდეს და რომლის საშუალებითაც ხდება მელიტინის მიზნობრივი არჩევითი ტრანსპორტირება სიმსივნურ უჯრედებში.
პირველივე გამოკვლევებმა უჩვენა, რომ კომბინაცია მყარია და ლიპიდის ზედაპირზე განთავსებული მელიტინი ორგანიზმში ცირკულირებისას არ აზიანებს ჯანსაღ უჯრედებს.
მეორე პრობლემა იყო, თუ როგორ გამოენთავისუფლებინათ მელიტინი „ადრესატამდე“ მიტანის შემდეგ. ეს პრობლემა მესამე კომპონენტის — ლიგანდის — გამოყენებით გადაიჭრა. მელიტინის დაფიქსირება ლიპიდურ ზედაპირზე ლიგანდის საშუალებით ხდება. საჭირო გარემოში მოხვედრისას ლიგანდი იშლება და მელიტინი გამოთავისუფლდება.
შექმნილი პრეპარატი რძისმაგვარი ნივთიერებაა. მისი გამოცდა 2007 წელს დაიწყეს თაგვებზე, რომლებიც ხელოვნურად დაასნეულეს ადამიანის კანის კიბოს, სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედებით და პაპილომავირუსით, რომელიც საშვილოსნოს კიბოს განვითარების ძირითად მიზეზად გვევლინება.
სამივე შემთხვევაში, მკურნალობის ორკვირიანი კურსის შემდეგ, მიღებულია უაღრესად დამაიმედებელი შედეგები.
ნანახია: 4383 | შეფასებულია: 4 | რეიტინგი: [4.75]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით