ჰემოგლობინის იოლი მონიტორინგი ნემსების და კათეტერების გარეშე
ავტორი: www.medgadget.com
„Masimo Corporation“ – კომპანია, რომელმაც CVP (central venous pressure) კათეტერებს ომი გამოუცხადა, მის მიერ შექმნილი პულსოქსიმეტრის ტესტირების შედეგებს აქვეყნებს. კომპანიის ახალი მოდელი აღჭურვილია ჰემოგლობინის არაინვაზიური მონიტორინგის სისტემით, რაც კლინიცისტს სისხლდენის რისკის მქონე პაციენტის მუდმივი კონტროლის შესაძლებლობას აძლევს.
კომპანიის განაცხადიდან: ჰემოგლობინის არაინვაზიურ, უწყვეტ და დაუყოვნებლივ განსაზღვრას მედიცინის ნებისმიერ დარგში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. „Masimo SpHb“ ის ხელსაწყოა, რომელმაც ჯერ კიდევ გამოცდის პერიოდში, მსოფლიოს მასშტაბით უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა.
გარდა ჰემოგლობინისა, „Masimo Corporation“-ის პროდუქტით სატურაციის, კარბოქსიჰემოგლობინის, მეტჰემოგლობინის, ოქსიჰემოგლობინის, პულსის და პერფუზიის ინდექსის განსაზღვრაა შესაძლებელი.
ნანახია: 3887 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით