სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

ნობელის პრემია

NOTA BENE

MEDICAL IT

ყოფნა არყოფნის ზღვარზე

თარგმანი

პრევენცია

პრაქტიკოსის გვერდი

კლინიკური კვლევა

სამედიცინო ბიულეტენი

სიახლეები

ადამიანი და გარემო

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები [5.00]

ერთ კვირიანი სამმაგი თერაპია საკმარისია Helicobacter Pilori გამოწვეული კუჭის წყლულის სამკურნალოდ [5.00]

ევთანაზია [5.00]

შიდსის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვაქცინა უახლოეს მომავალში ნაპოვნი იქნება [5.00]

ქრონიკული ხველა და ექსტრაეზოფაგური რეფლუქსი [5.00]


მწვავე გარდამავალი პორფირია [8998]

ქრონიკული ხველა და ექსტრაეზოფაგური რეფლუქსი [7792]

რეპროდუქციული ტრაქტის ინფექციები და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები [7273]

ევთანაზია [6755]

ვაქცინაცია სიმსივნის წინააღმდეგ [6179]


თემების რაოდენობა: 22
კომენტარები: 7

პოლიფარმაცია (როდესაც ნაკლები მეტია)

ავტორი: დ. არჩვაძე, აშშ, ნიუ–იორკის შტატი, ჯეიმსთაუნის შინაგან სნეულებათა კლინიკა


შესავალი
დღესდღეობით შესამჩნევია ექიმების მიერ წამლების არა მარტო არასწორი, არამედ ზედმეტად გამოყენების ტენდენცია. პაციენტები ხშირად ბევრ წამალს იღებენ ისე, რომ მათი დანიშნულება არ იციან; ან იღებენ არადანიშნულებისამებრ; ხშირად დანიშნული წამლების ნაწილს დილით სვამენ ნაწილს საღამოს და არა ისე, როგორც დანიშნულებაშია მითითებული. თან ბევრ სხვა ვიტამინს და ურეცეპტო წამალსაც აყოლებენ ექიმის ნებართვის გარეშე. წესით ყოველი რეცეპტი არა მარტო წამლის დასახელებას, დოზას მიღების წესსა და სიხშირეს უნდა მიუთითებდეს, არამედ გამოწერილი წამლის დანიშვნის მიზეზს, მაგ.: გულის შეგუბებითი უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი და ა.შ.
რა არის პოლიფარმაცია?
იმაზე მეტი წამლების მიღება ვიდრე კლინიკურად ნაჩვენებია ავადმყოფის მდგომარეობისათვის.
პაციენტებს არ ესმით:
დანიაში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 348 მოხუცებულ პაციენტთაგან 22 %-მა არ იცოდა, რატომ გამოეწერა წამალი, 71 % არ იღებდა მას დანიშნულების მიხედვით, 66 %-მა არ იცოდა მედიკამენტის მიღების დრო, 24 % არ იღებდა დანიშნულ საშუალებებს. მხოლოდ 60%-მა იცოდა მედიკამენტის დანიშვნის მიზეზი, 21 %-მა იცოდა წამლის დოზის გამოტოვებით განპირობებული საფრთხის შესახებ. 6 %-ზე ნაკლებმა იცოდა გამოწერილი წამლების გვერდითი ეფექტები და მათი საზიანო ურთიერთქმედება.
ქვემოთჩამოთვლილი ფაქტორები მნიშვნელოვნად ზრდის იმის შანსს, რომ ავადმყოფმა არ შეასრულოს ექიმის დანიშნულება:
• ხშირი დოზირება (მაგ.: სამჯერ დღეში);
• რეცეპტების მიღება სამი და მეტი ექიმისაგან;
• მოხუცებულობასთან დაკავშირებული დემენციები (ანუ მეხსიერების დაქვეითება).
რა ზიანი და რა შედეგები მოაქვს?
• წამლების გვერდითი ეფექტები;
• სხვადასხვა სამკურნალწამლო საშუალებების ორგანიზმისათვის მავნე ურთიერთქმედება;
• ექიმის დანიშნულების არ შესრულება;
• არასასურველი ჰოსპიტალიზაცია გვერდითი ეფექტების გამო;
• დიდი ფინანსური დანახარჯები.
წამლების გვერდითი ეფექტების შესახებ:

აშშ-ში 39 კვლევის შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ გვერდითი ეფექტები რიგით მეოთხე და მეექვსეა ავადმყოფთა ჰოსპიტალიზაციის წამყვან მიზეზთა შორის. მოხუცებში, რომლებიც ხუთ ან მეტ სამკურნალწამლო საშუალებას იღებენ, გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი 35 %-ია. გვერდითი ეფექტების სიხშირე ცხოვრების მესამე ათწლეულში ასიათას მოსახლეზე ათს უტოლდება; სიცოცხლის მერვე ათწლეულში კი, ანუ ოთხმოც წელს მიღწეულ პირებში, ყოველ ათიათას მოსახლეზე სამოცზე მეტია. მედიკამენტების გვერდითი ეფექტების 36 % სწორედ ხანდაზმულ პირებში გამოვლინდა. ჰოსპიტალიზა– ციების 28 % სამკურნალწამლო საშუალებების არასწორი გამოყენების გამო ხდება (17 % გვერდითი ეფექტების და 11 % პაციენტთა დაუმორჩილებლობის გამო); ყოველწლიურად აშშ-ში მედი– კამენტების არასწორი გამოყენების შედეგად, რაც ზრდის პაციენტთა წაქცევის რისკს, ფიქსირდება ბარძაყის ძვლის 32000 მოტეხილობა.
ქსოვილებში ბიოლოგიური შეღწევადობა ასაკის მიუხედავად არ იცვლება. სისხლში პრეპარატის კონცენტრაციამ შეიძლება დაიკლოს ან შეწოვა დაყოვნდეს გარკვეულ პირობებში, იმ მედიკამენტების გარდა, რომელთა კონცენტრირება ძირითადად ღვიძლის ქსოვილებში ხდება. ამ შემთხვევაში ასაკოვანი, დაპატარავებული ღვიძლი პრეპარატის ნაკლები რაოდენობის კუმულაციას ახდენს და შესაბამისად სისხლში მისი კონცენტრაცია იზრდება.
წამლის შეწოვაზე ზეგავლენას ახდენს:
მიღების გზა, სხვადასხვა დაავადებები, მინერალური მარილების გამოყენება(მაგ.: კალციუმი, რკინა, მაგნიუმი), მომატებული მჟავიანობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვეული კუმშვადობა, ხელოვნური კვება.
ორგანიზმში პრეპარატის განაწილებაზე ზეგავლენას სხვა ფაქტორებიც ახდენს. მედიკამენტები პირობითად ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ: ცხიმში და წყალში ხსნადი. ხანდაზმული ადამიანის ქსოვილები წყლით ნაკლებ და ცხიმით შედარებით მეტად მდიდარია; ამდენად ცხიმში ხსნადი პრეპარატები უფრო მეტად ნაწილდება ხანდაზმულთა ქსოვილებში, ვიდრე წყალში ხსნადი.
მრავალი პრეპარატი შეწოვისთანავე სისხლში არსებულ ცილას უკავშირდება და სასურველ ეფექტს მხოლოდ თავისუფლად მოცირკულირე ნაწილი განახორციელებს. მოხუცებულებში კვების შესუსტების, ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებისა თუ სხვა მიზეზების გამო სისხლში ცილის რაოდენობა იკლებს; ამის გამო წამლების ეფექტური კონცენტრაცია მნიშვნელოვნად მატულობს (მაგ.: ანტიეპილეპტიური პრეპარატი – ფენითოინი). წამლის კონცენტრაციასა და შეწოვაზე მოქმედ სხვა მიზეზთა შორის შეიძლება მოვიხსენიოთ გულის შეგუბებითი უკმარისობა, ნაწლავების შეშუპება, სქესი, თამბაქოს მოხმარება. ასაკთან ერთად თირკმელების ზომა და მუშა ერთეულების რაოდენობა მცირდება, რაც სისხლიდან მედიკამენტების გამოყოფის დაქვეითებას იწვევს. როგორც ზემოდ მოგახსენეთ ხანდაზმულ ასაკში ღვიძლის ფუნქციური უკმარისობის მატება განაპირობებს სამკურნალწამლო პრეპარატების სისხლში ცირკულაციის დროის გახანგრძლივებას.
რა ჯგუფის პრეპარატების გამოყენებას უნდა მოვერიდოთ ხანდაზმულებში:
• I და II თაობის ანტიფსიქოზური პრეპარატები (ექსტრაპირამიდული და ანტიქოლინერგული თვისებები, მოძრაობის დარღვევები);
• ბარბიტურატები (სუნთქვის დათრგუნვა, ტრავმები, უმეტესობა ბარძაყის ძვლის მოტეხილობები);
• ბენზოდიაზეპინები (ცნს-ის დათრგუნვა და შედეგად განვითარებული ტრავმები);
• მეფერიდინი (ცნს-ის დათრგუნვა);
• პირველი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები – მაგ.: ბენადრილი (ცნს-ის დათრგუნვა, ტრავმის რისკი), დიპირიდამოლი (წნევის ც ვალებადობა სხეულის პოზიციის შეცვლისას, დაცემის რისკი);
• ხანგრძლივი მოქმედების ანტიდიაბეტური პრეპარატები (ჰიპოგლიკემიის რისკი).
• სამკურნალწამლო საშუალების შეფუთვაზე მითითებულ უნდა იქნას გამოყენების წესი;
• ექიმმა გულდასმით შეკრიბოს ყველა სამკურნალწამლო პრეპარატის და ასევე ნებისმიერი სხვა არატრადიციული ნივთიერების გამოყენების ანამნეზი, რომლებსაც პაციენტი შეიძლება იღებდეს ექიმთან ვიზიტის პერიოდში;
როგორ ავიცილოდ პოლიფარმაცია:
• ავადმყოფს უნდა ჰქონდეს მისაღები მედიკამენტების სია და პერიოდულად უნდა აახლებდეს მას ექიმის ზედამხედველობით;
• ექიმი უნდა ატარებდეს პერიოდულ გადამოწმებას (ავადმყოფის, მისი ოჯახის წევრების გამოკითხვა, კონტროლი აფთიაქის საშუალებით);
• ექიმის მოვალეობაა, არა მარტო შეამციროს პრეპარატის დოზა იმ მინიმუმამდე, რომელიც სასურველ ეფექტს გამოიღებს და მოხსნას არასასურველი წამლები, არამედ გამოიყენოს მკურნალობის არაფარმაკოლოგიური მეთოდები, ვარჯიშები, ფიზიოთერაპია, რეაბილიტაცია.
რჩევა კოლეგებს:
ყოველი წამალი ექსპერიმენტია, რეაქცია უცნობია. ყოველთვის გაარკვიეთ თუ რატომ დაინიშნა წამალი, ჩაიწერეთ ავადმყოფის ისტორიაში, დაასაბუთეთ ამ წამლის გაგრძელების აუცილებლობა, გაარკვიეთ გაძლევთ თუ არა სასურველ ეფექტს, ურთიერთქმედებს თუ არა იგი სხვა წამლებთან, იწვევს თუ არა გვერდით ეფექტებს და ა.შ;
თუ თვლით, რომ ავადმყოფი ერთდროულად უამრავ პრეპარატს იღებს, მოხსენით პირველად ყველაზე უმნიშვნელო და დააკვირდით შედეგს. ყოველთვის ეცადეთ რომ არ დანიშნოთ და არ მოხსნათ ერთდროულად ორი წამალი, კრიტიკული სიტუაციების გარდა;
მნიშვნელოვანია, ავადმყოფს ურჩიოთ არაფარმაკოლოგიური მეთოდების გამოყენებაც (ვარჯიშები, ფიზიოთერაპია), ჯანმრთელობისათვის მავნე ქცევებისა და ჩვევებისაგან თავის დაღწევა (ალკოჰოლი, თამბქო, არაგამართლებული სტრესი).
პოლიფარმაცია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების გარდა ადამიანებს და მთლიანად ჯანმრთელობის სისტემას მნიშვნელოვან ფინანსურ პრობლემებსაც უქმნის. წამლის გამოწერა არ უნდა იყოს ექიმის ვიზიტში გადახდილი ფულის საფასური; ზოგჯერ წამლის არ დანიშვნა ავადმყოფის ჯანმრთელობისათვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე არასაჭირო ან არასწორი დანიშნულება.

ნანახია: 2900 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 4

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269112


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.