იუბილე

სიახლეები

NOTA BENE

სამედიცინო მენეჯმენტი

თარგმანი

კვლევა

სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

გაიდლაინი

დისკუსია

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

ნობელის პრემიის ლაურეატები - 2008, მედიცინისა და ფიზიოლოგიის სფერო. [5.00]

ღეროვანი უჯრედები - ახალი ერა მედიცინაში [5.00]

საოფისე სკამი ხერხემლის შესაბამისი სიმრუდეების მქონე საზურგით [5.00]

ახალი ხელოვნური გული პრეკლინიკურ გამოცდას გადის [5.00]


ღეროვანი უჯრედები - ახალი ერა მედიცინაში [15880]

გულმკერდში ტკივილის მენეჯმენტი [14153]

ვულგარული აკნეს (ACNE VULGARIS) მართვის გაიდლაინი [13638]

ჰოსპიტალური მენეჯმენტი: პრელუდია [7689]

შუა ყურის ქოლესტეატომური დაავადების მკურნალობა [6109]


თემების რაოდენობა: 16
კომენტარები: 3

ნობელის პრემიის ლაურეატები - 2008, მედიცინისა და ფიზიოლოგიის სფერო.

ავტორი: ნ. გაფრინდაშვილი




ჰარალდ ცურ ჰაუსენი
დაიბადა გერმანიაში 1936 წელს, დიუსელდორფის უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. კიბოს კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი და სამეცნიერო დირექტორი, ჰაიდელბერგი, გერმანია.

HPV- ადამიანის პაპილლომა ვირუსი (სურათი 1).
წელს ნობელის პრემიის მფლობელები გახდნენ ადამიანის ორი უმწვავესი ვირუსული დაავადების გამომწვევთა აღმომჩენები. ჰარალდ ცურ ჰაუსენი, რომლის წვლილიც მდგომარეობს იმაში, რომ მან მიღებული დოგმის საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა და დაადასტურა, რომ ონკოგენური ხასიათის ადამიანის პაპილომავირუსი (HPV – Human Papilloma Virus) იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს, რომელიც სიხშირით მეორე ადგილზე დგას დღეს ქალებში. მან აღმოაჩინა, რომ HPV ვირუსი მიეკუთვნება ჰეტეროგენული ვირუსების ოჯახს და HPV-ს მხოლოდ ზოგიერთ ტიპს შეუძლია კიბოს გამოწვევა. სწორედ მისი აღმოჩენა დაედო საფუძვლად ვირუსის მოქმედების თავისებურების და მექანიზმის, კანცეროგენული ბუნების შესწავლას, HPV-ის საპროფილაქტიკო ვაქცინის შემუშავებას.
HPV-ის აღმოჩენის მნიშვნელობა ძალიან დიდია. მთელს მსოფლიოში კიბოს შემთხვევების 5%-ზე მეტი მოდის აღნიშნული ვირუსით გამოწვეულ პათოლოგიებზე. ადამიანის პაპილომავირუსი წარმოადგენს სქესობრივი გზით გადამდებ ყველაზე ხშირ აგენტს, რომელიც მოსახლეობის 50-80%-ს აინფიცირებს. HPV-ის 100-ზე მეტი ტიპია ცნობილი, დაახლოებით 40 ტიპი აზიანებს გენიტალიებს და მათგან 15 აყენებს ქალს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მაღალი რისკის ქვეშ. პაპილომა ვირუსის გამოვლინება ხდება ჰისტოლოგიურად დადასტურებული კიბოს შემთხვევების 99.7%-ში, ყოველწლიურად აავადებს 500 000 ქალს.

 

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (სურათი 2).
ფრანსუას ბარე-სინუსმა და ლუკ მონტანიემ აღმოაჩინეს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (HIV). ვირუსის გამოყოფა მოხდა პაციენტის ლიმფოციტებიდან, რომელსაც აღენიშნებოდა გადიდებული ლიმფური კვანძები დაავადების ადრეულ ეტაპზე და მეორე პაციენტის სისხლიდან დაავადების გვიან სტადიაზე. ეს რეტროვირუსი პირველად მათ დაახასიათეს როგორც ლენტივირუსების ჯგუფის ვირუსი მისი მორფოლოგიური, ბიოქიმიური და იმუნობიოლოგიური თვისებების მიხედვით. ეს აღმოჩენა ძალზედ დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო დაავადების ბიოლოგიური ბენების გასაგებად და მისი ანტირეტროვირუსული მკურნალობის მცდელობისათვის. ფრანსუას ბარე-სინუსის და ლუკ მონტანიეს აღმოჩენის მერე სწრაფად მოხდა HIV-1-ის გენომის კლონირება. ამან საშუალება მისცა მეცნიერებს შეესწავლათ ვირუსის მოქმედების დეტალები, რეპლიკაციის ციკლი და ურთიერთქმედება მასპინძლის ორგანიზმში. უფრო მეტიც, მოხერხდა დიაგნოსტიკის მეთოდების განვითარება, რამაც თავიდან აგვაცილა პანდემიის განვითარება.

ფრანსუას ბარე-სინუსი
დაიბადა საფრანგეთში 1947 წელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ვიროლოგიაში, პასტერის ინსტიტუტი, საფრანგეთი. რეტროვირალური ინფექციების რეგულაციის განყოფილების პროფესორი და დირექტორი.

ვირუსისა და მასპინძელი ორგანიზმის ურთიერთქმედების იდენტიფიცირებამ საშუალება მისცა მეცნიერებს შეესწავლათ HIV-ის ვირუსუს მოქმედება მასპინძლის იმუნურ სისტემაზე ლიმფოციტების ფუნქციის დარღვევით, მისი მუდმივად ცვალებადი და „დაფარული“ გენომის ხარჯზე. ეს აღმოჩენა და კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება ეფექტური სამკურნალო ვაქცინის შექმნა.

ლუკ მონტანიე
დაიბადა 1932 წელს საფრანგეთში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ვიროლოგიაში, პასტერის ინსტიტუტი, საფრანგეთი. შიდსის კვლევისა და პრევენციის მსოფლიო საზოგადოების დამაარსებელი და დირექტორი.

HIV-ის ვირუსმა, ფაქტობრივად, ახალი პანდემია დაიწყო მსოფლიოში, თუმცა აქამდე მეცნიერება არასოდეს ყოფილა ისეთი სწრაფი დაავადების გამომწვევი ვირუსის აღმოჩენაში, გამოყოფაში და მკურნალობის მეთოდების შემუშავების მცდელობაში, როგორც ეს HIV-ის ვირუსის შემთხვევაში მოხდა.

ნანახია: 3767 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 6

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268404


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.