ნიუ-იორკის პრესბიტერიანული საავადმყოფოს/კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმებმა Satiety, Inc.-ის მიერ შემოთავაზებული აპარატ TOGA-ს პირველი კლინიკური გამოცდა დაიწყეს. აღნიშნული ხელსაწყო, ენდოსკოპიური მეთოდით, კუჭის ტრანსორალური პლასტიკისთვისა არის შექმნილი.
ოპერაციის არსი ქირურგის მიერ პირის ღრუს გავლით კუჭში სტეპლერის მოთავსებასა და რესტრიქციული ჩანთის შექმნაში მდგომარეობს. ამგვარად, მცირედი საკვების მიღების შემდეგაც კი პაციენტი თავს დანაყრებულად გრძნობს.
„ენდოსკოპიური მეთოდის დადებით მხარეებს ნაკლები ინტენსივობის ტკივილი, რეაბილიტაციის მოკლე პერიოდი, ჰოსპიტალიზაციის მცირე ვადა, შედარებით ნაკლები გართულებები და მუცლის გარეთა კედელზე ნაწიბურის არარსებობა განეკუთვნება“ – აცხადებს ერთ-ერთი მკვლევარი ექიმი დეივისი.
2006-2007 წლებში, ბელგიისა და მექსიკის სამედიცინო ცენტრებში ჩატარებულმა პილოტურმა კვლევებმა აჩვენა, რომ TOGA-ს გამოყენებით ოპერაციიის შემდეგ პაციენტებს სხეულის ჭარბი წონის ერთ მესამედზე მეტით შემცირება აღენიშნათ. 12 თვეში, მათი სხეულის მასამ საშუალოდ 40%-ით დაიკლო.
მიმდინარე კვლევაში, სამი პაციენტიდან ორს TOGA-ს გამოყენებით, ხოლო ერთს საკონტროლო ოპერაცია ჩაუტარდა, რომლის დროსაც TOGA-საგან განსხვავებით რესტრიქციული ჩანთა არ იქმნება. კლინიკურ კვლევაში მონაწილე პაციენტები დაკვირვების ქვეშ მინიმუმ 12 თვის განმავლობაში იქნებიან და ამ ხნის მანძილზე კვლევასთან დაკავშირებული ყველა სამედიცინო მანიპულაცია და მედიკამენტი პაციენტისთვის უფასოა.
ნანახია: 4352 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით