მედიცინის ისტორია

თარგმანი

მოლეკულური მედიცინა

MEDICAL IT

სიახლეები

გაიდლაინი

კვლევა

დისკუსია

ადამიანი და გარემო

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



„იმელდა“ ციკლიდან „წერილები ახალგაზრდა ექიმს“ [5.00]

ჰოსპიტალური ინფექციის ანტიბიოტიკოპროფილაქტიკისა და ანტიბიოტიკოთერაპიის სტანდარტი [2.00]

„მეთერთმეტე თითის“ ატიპური ლოკალიზაციის შემთხვევა [0.00]

მობილური ტელეფონის ელექტრომაგნიტური ველის გავლენა ნეირონის პლასტიურობაზე [0.00]

კიდევ ერთხელ სისტემებზე და სისტემურ მიდგომაზე მედიცინაში, ანუ სჭირდება თუ არა ექიმს ტვინი [0.00]


მედიცინა და ქართული სამეფო კარის ტრადიციები [11523]

ძუძუთი კვება [9206]

აორტის დეგენერაციული სტენოზი [7978]

α თალასემია საქართველოში [6965]

„მეთერთმეტე თითის“ ატიპური ლოკალიზაციის შემთხვევა [6620]


თემების რაოდენობა: 18
კომენტარები: 0

სამედიცინო საინფორმაციო სისტემების პროექტირების თავისებურებები

ავტორი: ე. კლდიაშვილი, საქართველოს ტელემედიცინის კავშირი (ასოციაცია), თბილისი, საქართველო

>>  საინფორმაციო სისტემა მონაცემთა ბაზების და საინფორმაციო ტექნოლოგიების მოწესრიგებულ ერთობლიობას წარმოადგენს. მონაცემთა ბაზები მედიცინაში სხვადასხვა მიზნებით გამოიყენება. საინფორმაციო სისტემების შესაძლებლობების გამოყენება მედიცინაში ახლახანს დაიწყო. უმეტესწილად ისინი მონაცემთა ბაზების შექმნის და კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების ავტომატიზირებული მოქმედების ტექნოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს. თუმცა სამედიცინო საინფორმაციო სისტემები არა მხოლოდ მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბების ეფექტური და ხელმისაწვდომი შესაძლებლობაა, არამედ სამედიცინო მიზნებით საინფორმაციო და კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენების აქტუალურ და პერსპექტიულ საკითხს წარმოადგენს.


გასული ათწლეული საინფორმაციო და კომუნიკაციური ტექნოლოგიების ინტენსიური განვითარებით აღინიშნა. ინტერნეტმა სამეცნიერო ინფორმაციის მისაწვდომობა და მისი მოძიებისთვის აუცილებელი დროის შემცირება განაპირობა. გარემოება, რომელმაც მედიცინაში რევოლუციური ცვლილებების მთელი რიგი და პირველ ყოვლისა სამეცნიერო კვლევების და მათი პრაქტიკული დანერგვის დაჩქარება უზრუნველყო.
საინფორმაციო სისტემა მონაცემთა ბაზების და საინფორმაციო ტექნოლოგიების მოწესრიგებულ ერთობლიობას წარმოადგენს. XX საუკუნის დასასრულს და XXI საუკუნის დასაწყისში საინფორმაციო სისტემების დარგში უნიკალური გადაწყვეტილებების მთელი რიგი შეიქმნა და განვითარდა. მონაცემთა ბაზები მედიცინაში სხვადასხვა მიზნებით გამოიყენება. მაგალითად, პაციენტების მონაცემების (ტექსტური ჩანაწერები და გამოსახულებები) შენახვისთვის. ასეთი მონაცემთა ბაზები სამედიცინო დაწესებულების შიდა ქსელის ნებისმიერი კომპიუტერიდან არის მისაწვდომი. სამედიცინო საინფორმაციო სისტემა სამედიცინო დაწესებულების ავტომატიზებულ მუშაობას უზრუნველყოფს. პროგრამა მიზნად ისახავს კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში ერთიანი საინფორმაციო სივრცის ჩამოყალიბებას.
საინფორმაციო სისტემების შესაძლებლობების გამოყენება მედიცინაში ახლახანს დაიწყო. საკითხის დაკვირვებული შესწავლისას ვლინდება მნიშვნელოვანი პრობლემა – პროგრამული გადაწყვეტილებების არსებობის მიუხედავად პრაქტიკულად არ არსებობს სამედიცინო დაწესებულებაში ინფორმაციის შენახვის და დამუშავების ციფრულ ფორმატზე გადასვლის გამოცდილება. არსებობს რამოდენიმე სერიოზული წინააღმდეგობა, რომლებიც რამოდენიმე ჯგუფად შეიძლება გაერთიანდეს. I – არსებული საკანონმდებლო ბაზა ვერ უზრუნველყოფს სამედიცინო სფეროს იმ თანამშრომელთა სათანადო იურიდიულ დაცვას, რომლებიც ყოველდღიურ პრაქტიკაში იყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს. II – სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობისთვის სამედიცინო საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკის საკმარისი ოდენობა და პროგრამული უზრუნველყოფა მიუწვდომელია. III – არ არსებობს სამედიცინო საინფორმაციო სისტემების სპეციალისტების მოსამზადებელი სკოლა; დარგი მედიცინისა და გამოყენებითი მათემატიკის ცოდნას საჭიროებს.
ზემოჩამოთვლილის გარდა საყურადღებო და მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური სირთულეები. სამედიცინო საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბება უმეტესწილად ე.წ. „ავტომატიზებული სამუშაო ადგილების“ მიდგომით წარმოებს. ტერმინი „ავტომატიზირებული სამუშაო ადგილი“ პროგრამული უზრუნველყოფის გადაწყვეტილებას განმარტავს, თუმცა საწყისად მას უფრო ფართო მნიშვნელობა ჰქონდა. ავტომატიზირებული სამუშაო ადგილის ჩამოყალიბება ჩვეულებრივ შემდეგნაირად წარმოებს: ამოირჩევა ზოგადი ამოცანა (მაგ.: კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებისათვის ციფრული სამედიცინო ისტორიის შექმნა), იგეგმება მონაცემთა ბაზა, იქმნება გადაწყვეტილება მასთან სამუშაოდ. როგორც წესი, გადაწყვეტილება რამოდენიმე ვერსიის სახით იქმნება – მთავარი ექიმის, რეგისტრატორის, ლაბორანტის და ა.შ. ავტომატიზებული სამუშაო ადგილი. სამუშაოს ყველაზე შრომატევადი და საპასუხისმგებლო ნაწილი მონაცემების ერთიანობის უზრუნველმყოფელი მექანიზმების, უსაფრთხოების ქვესისტემის და სამედიცინო საინფორმაციო სისტემის ადმინისტრირების, პერიფერიულ სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირების და ა.შ. მექანიზმების შექმნას გულისხმობს.
სამედიცინო საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბების მეორე მნიშვნელოვან საკითხს ფუნქციური დანიშნულების მიხედვით სამედიცინო საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზის პროექტირებაზე უარის თქმა წარმოადგენს. მიზანშეწონილი არ არის ცალკეული ამოცანისთვის (მაგ.: ლაბორატორიის, ფუნქციური დიაგნოსტიკის, საკონსულტაციო და ა.შ. ქვესისტემა) საკუთარი მონაცემთა ბაზის შექმნა. სასურველია სამედიცინო საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზის ისეთნაირად პროექტირება, რომ ინფორმაცია პაციენტის ჩანაწერთან შესაბამისად ერთ მონაცემთა ბაზაში გროვდებოდეს. თუმცა ასეთნაირად ორგანიზებული მონაცემთა ბაზების რაოდენობა სამედიცინო საინფორმაციო სისტემაში ცვალებადია და მომხმარებელთა ფუნქციური ჯგუფების რაოდენობით განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ მონაცემთა ბაზაში მხოლოდ აქტუალური ინფორმაცია ინახება. გამოუყენებელი მონაცემები არქივის მონაცემთა ბაზაში განთავსდება. კონკრეტული ამოცანის გადაჭრისთვის შეიძლება მიღებული იყოს ან ობიექტურ-ორიენტირებულ ბირთვთან დაკავშირებული რელაციური მონაცემთა ბაზა, ან რეგისტრების სახელწოდებით ცნობილი სპეციალური წესით აგებული წარმოდგენები.
მონაცემთა ბაზის სტრუქტურა უნდა უზრუნველყოფდეს სამედიცინო საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზის სტაბილურად მცირე მოცულობას მისი მოხმარებისას, რაც სამედიცინო საინფორმაციო სისტემის მაქსიმალურად შესაძლებელი წარმადობის პრაქტიკულ და რეალურ წინაპირობას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო სისტემის პროგრამული გადაწყვეტილება სისტემის ბირთვში ერთიან ლოგიკურ სტრუქტურად გაერთიანებული ფიზიკური მონაცემთა ბაზების ნებისმიერ რაოდენობას უნდა უზრუნველყოფდეს. მნიშვნელოვანია სამედიცინო საინფორმაციო სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის ალგორითმების ერთი ან რამოდენიმე ნაწილისგან შემდგარი მიმდინარე დოკუმენტების ბაზასთან კორექტული მუშაობა, რაც სამედიცინო საინფორმაციო სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის ტექსტში მონაცემთა ბაზებთან პირდაპირი მიმართვის გამორიცხვის გზით მიიღწევა.
სამედიცინო საინფორმაციო სისტემები არა მხოლოდ მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბების ეფექტური და ხელმისაწვდომი შესაძლებლობაა, არამედ სამედიცინო მიზნებით საინფორმაციო და კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენების აქტუალურ და პერსპექტიულ საკითხს წარმოადგენს.
მონაცემთა ბაზაში მხოლოდ აქტუალური ინფორმაცია ინახება. გამოუყენებელი მონაცემები არქივის მონაცემთა ბაზაში განთავსდება. კონკრეტული ამოცანის გადაჭრისთვის შეიძლება მიღებული იყოს ან ობიექტურ-ორიენტირებულ ბირთვთან დაკავშირებული რელაციური მონაცემთა ბაზა, ან რეგისტრების სახელწოდებით ცნობილი სპეციალური წესით აგებული წარმოდგენები.

ნანახია: 2657 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 6

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269108


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.