მედიცინის ისტორია

NOTA BENE

MEDICAL IT

არქივი

მიმოხილვა

პრაქტიკოსის გვერდი

თარგმანი

კვლევა

იშვიათი სინდრომი

ადამიანი და გარემო

სამედიცინო ბიულეტენი

CASE REPORT


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ნანოტექნოლოგიები და ნანომედიცინა [5.00]

ტაკოცუბოს კარდიომიოპათია [5.00]

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ინფექციური გამწვავების მკურნალობის ასპექტები [5.00]

ფარისებრი ჯირკვლის კვანძები: კლინიკური მნიშვნელობა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა [5.00]

თირკმლის მწვავე ინფარქტი, როგორც წელის ტკივილის ერთ-ერთი მიზეზი [0.00]


ფარისებრი ჯირკვლის კვანძები: კლინიკური მნიშვნელობა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა [43187]

მედეადან მითრიდატემდე [8484]

ენდემიური ჩიყვი საქართველოში*) [8298]

ნანოტექნოლოგიები და ნანომედიცინა [7202]

ტაკოცუბოს კარდიომიოპათია [6582]


თემების რაოდენობა: 13
კომენტარები: 3

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ინფექციური გამწვავების მკურნალობის ასპექტები

ავტორი: კ. ჭელიძე, მედიცინის დოქტორი, თსსუ შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ასისტენტ–პროფესორი
მ. ჯღარკავა, თსსუ აკად. ალ. ალადაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა, ექიმი
K. Chelidze M.D., Ph.D. TSMU. Department of Internal Medicine. Assistant-professor
M. Jgarkava, TSMU Aladashvili No1 Clinic
Therapy of Acute Exacerbation of COPD

>>  Chronic obstructive pulmonary disease (COPD) is a devastating disorder that causes a huge degree of human suffering.
COPD is defined as a disease state characterized by the presence of airflow obstruction due to chronic bronchitis or emphisema. The airflow obstructiongenerally is progressive, may be accompanied by airway hyperreactivity. Chronic bronchitis is defined clinically as the presence of a chronic productive cough for 3 months during each of 2consecutive years (other causes of cough being excluded). Emphisema is defined as an abnormal, permanent enlargement of the air spaces distal to the terminal brochiolies, accompanied by destruction of their walls and without obvious fibrosis. Chronic bronchitis is defined in clinical terms and emphisema in terms of anatomic pathology.
In patients with COPD, chronic infection or colonization of the lower airways is common from Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae, and Moraxella catarrhalis.
Empiric antimicrobial therapy mast be comprehenive and should cover all likely pathogens in the context of the clinical setting.The goal of antibiotic therapy in COPD is not to eliminate organisms but to treat acute exacerbations. Exacerbations are indicated by increased sputum purulence and volume and the development of dyspnea along with other features, including fever, leukocytosis, or infiltrate on a chest radiograph.
The optimal treatment chois include protected penicillins (i.e. amoxicillin/clavulanate), macrolides, respiratory ftuorqinolones and 2nd or 3rd generation cephalosporins.


ტ.ჩარტრანი. ლაენეკი ნეკერის ჰოსპიტალში უსმენს პაციენტის გულმკერდს. Oil. 14.6x10.2 cm. National Library of Medicine Bethesda, Md.

საკვანძო სიტყვები:
•ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
•ინფექციური გამწვავება.
•ქრონიკული ბრონქიტი.
•ემფიზემა.
•რეზისტენტობა.
•ანტიბიოტიკოთერაპია.

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ) სასუნთქი გზების პროგრესირებადი ობსტრუქციით მიმდინარე ქრონიკული დაავადებაა. მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვავოთ დაავადების კლინიკური და მორფოლოგიური კომპონენტები. კლინიკურად იგი იდენტიფიცირდება, როგორც ქრონიკული ბრონქიტი, რომელიც ხასიათდება პროდუქტიული ხველით მინიმუმ სამი თვის განმავლობაში, ზედიზედ ორი წლის მანძილზე. ხოლო პათომორფოლოგიურად დაავადება ვლინდება ემფიზემით, რომელსაც ახასიათებს ტერმინალური ბრონქიოლების დისტალურად ალვეოლების პერმანენტული დილატაცია კედლების დესტრუქიით, ფიბროზის გარეშე (სქემა 1).
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების პათოფიზიოლოგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დამაზიანებელი ფაქტორების (ძირითადად თამბაქოს მწეველობა) მიერ აქტივირებულ მაკროფაგებსა და პოლიმორფონუ- კლეარულ ლეიკოციტებს, რომელთა მიერ ხდება ელასტაზების ექსპრესია. გამოთავისუფლებული პროტეინაზა 3, მაკროფაგული მატრიქს-პროტეინაზა, ცისტეინ-პროტეინაზა და პლაზმინოგენის აქტივატორი იწვევს სასუნთქი გზების პერმანენტულ დაზიანებას პროგრესირებადი ობსტრუქციით. პათოგენეზში მნიშვნელოვანი როლი აკის- რია ანტიპროტეინაზების ინჰიბიციასა და თავისუფალი რადიკალებით განპირობებულ ოქსიდაციურ სტრესს (სქემა 2).
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ინფექციური გამწვავება ბრონქების ლორწოვანი გარსის ზეზღურბლოვანი ბაქტერიული დატვირთვით განპირობებული რესპირაციული სტატუსის დეკომპენსაციაა, რაც ვლინდება სიმპტომატიკისა და ბრონქოობსტრუქციის გაძლიერებითა და ცხოვრების ხარისხის გაუარესებით. აქვე უნდა ითქვას, რომ ფილტვების ქრონიკული ოქბსტრუქციული დაავადების გამწვავება ძირითადად ინფექციური ბუნების გახლავთ და მხოლოდ 20% ატარებს არაინფექციურ ხასიათს [1] (დიაგრამა 1).
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ინფექციური გამწვავების სამ ძირითად ტიპს გამოჰყოფენ (ცხრილი 1): პირველი ტიპი ხასიათდება კლინიკური სიმპტომების შემდეგი ტრიადით: ქოშინის გაძლიერებით, ნახველის ჰიპერპროდუქციითა და ნახველის პურულენტურობის მატებით; მეორე ტიპი ხასიათდება ზემოთხსენებული სიმპტომებიდან რომელიმე ორის არსებობით; ხოლო მესამე ტიპისთვის დამახასიათებელია ერთ-ერთი სიმპტომის არსებობა ქვემოთ ჩამოთვლილ სულ მცირე ერთ ნიშანთან კომბინაციაში: ზედა სასუნთქი გზების ინფექცია უკანასკნელი 5 დღის განმავლობაში; ცხელება, რომელიც არ არის განპირობებული რომელიმე სხვა მიზეზით; მშრალი, მსტვენავი ხიხინის გაძლიერება; სტაბილურ მდგომარეობასთან შედარებით სუნთქვის სიხშირის მატება 20%-ით; სტაბილურ მდგომარეობასთან შედარებით გულისცემის სიხშირსი მატება 20%-ით [3].
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ინფექციური ბუნების ვერიფიკაცია თავად გამწვავების მართვის ალგორითმის საწყისი და მნიშვნელოვანი რგოლია (სქემა 3). შემდგომ ეტაპს წარმოადგენს ანტიბიოტიკოთერაპიის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და ოპტიმალური ანტიბიოტიკის შერჩევა; ბოლოს კი – მკურნალობის ადრეული და გვიანი ეფექტების შეფასება.
ფქოდ-ის ინფექციურ გამწვავების ექფექტური ანტიბიოტიკოთერაპიის რეჟიმის შერჩევა კლინიცისტისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საკმაოდ რთული ამოცანაა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძალიან ხშირად გამწვავებისას ანტიბიოტიკოთერაპია იწყება გამომწვევის იდენტიფიკაციის გარეშე, მაშინ გასაგებია იმ ორიენტირების მნიშვნელობა, რომელიც პრაქტიკოს ექიმს დაეხმარება ემპირიული, მაგრამ ეფექტური გადაწყვეტილების მიღებაში. ეს ორიენტირები კი შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ [4]:
• სავარაუდო მიკრობები და შერჩეული ანტიბიოტიკის ანტიმიკრობული სპექტრი;
• ფქოდ-ის გამწვავების სიმძიმე და მსათან ასოცირებული პათოგენები;
• შერჩეული ანტიბიოტიკის ფარმაკოკინეტიკა და დინამიკა;
• მიკროორგანიზმების რეგიონული რეზისტენტობის ფაქტორი;
• შერჩეული ანტიბიოტიკის სარწმუნო ეფექტურობა მტკიცებითი მედიცინის პრინციპებიდან გამომდინარე;
ფქოდ-ის ინფექციური გამწვავების სავარაუდო მიკრობული სპექტრი შეიძლება დავყოთ ძირითად და იშვიათ პათოგენებად (ცხრილი 2). პირველს განეკუთვნება პნევმოკოკი, ინფლუენცა და Moraxella catarrhalis, ხოლო მეორეს კი – ოქროსფერი სტაფილოკოკი და Enterobacteriacea-ს ოჯახის მიკრობები [1].
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ინფექციური გამწვავების სიმძიმისა და მასთან ასოცირებული პათოგენების განსაზღვრისთვის გამოიყენება მარტივი და კომპლექსური სტრატიფიკაცია. მარტივი კლასიფიკაციის მიხედვით (ცხრილი 3) მსუბუქად მიმდინარე გამწვავება შეიძლება განპირობებულ იყოს არატიპირებადი, არაკაფსულირებადი ინფლუენცათი, პნევმოკოკით ან/და მორაქსელათი; ხოლო მძიმე მიმდინარეობა, როგორც წესი, ასოცირებულია β ლაქტამაზმაპროდუცირებელ ინფლუენცასთან და გრამუარყოფით ფლორასთან [1].
კომპლექსური სტრატიფიკაცია (ცხრილი 4) კი ეფუძნება პირველ წამში ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობის FEV1 მაჩვენებლის, გამწვავებების სიხშირის, თანმხლები დაავადებებისა და სავარაუდო გამომწვევების ურთიერთკავშირს. ეს სტრატიფიკაცია იძლევა ემპირიული მკურნალობის სავარაუდო სტრატეგიასაც [1] .
ოპტიმალური ანტიბიოტიკის არჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნას შემდეგი ფარმაკოკინეტიკური თავისებურებები:
• მაღალი ბიოშეღწევადობა პერორალური მიღებისას;
• ბრონქების ლორწოვანში მაღალი კონცენტრაცია;
• ხანგრძლივი ნახევარდაშლის პერიოდი;
• მინიმალური ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან;
ამ და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით ფქოდ-ის ინფექციური გამწვავების ოპტიმალური ანტიბიოტიკოთერაპიის იერარქია შემდეგნაირად გამოიყურება: დაცული პენიცილინები, მაკროლიდები და სასუნთქი ფთორქინოლონები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაბალი ბიოშეღწევადობის გამო ამპიცილინი არ გამოიყენება ფქოდ-ის გამწვავების დროს [2]
ადექვატური ანტიბიოტიკოთერაპიის შერჩევისას მნიშვნელოვანია რეგიონული რეზისტენტობის პრობლემის გათვალისწინება, მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში მეტად აქტუალურია Str. pneumoniae-ს ჯვარედინი რეზისტენტობა პენიცილინებისა და მაკროლიდების მიმართ, ასევე β ლაქტამაზმაპროდუცირებელი H. influenzae-სა და M. catarrhalis შტამების გახშირება.
გადაწყვეტილების მიღებისას ასევე გასათვალისწინებელია რეზისტენტობის ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა:
• ხანდაზმული პაციენტები;
• წინამორბედი ანტიბიოტიკოთერაპია (სხვადასხვა მიზეზის გამო);
• მძიმე თანმხლები პათოლოგია [2].
არასწორად შერჩეული ანტიბიოტიკი თავისთავად ქმნის სელექციური რეზისტენტობისა და ინფექციის პერსისიტირების პრობლემას არასრული ერადიკაციის ან ერადიკაციის საერთოდ არარსებობის გამო (სქემა 4).
ადექვატური ანტიბიოტიკოთერაპიის შემთხვევაში პათოგენების სრული ერადიკაციის შედეგად მიიღწევა რემისია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ რემისიის დადგომა არ არის მკურნალობის საბოლოო მიზანი (მით უმეტეს, რომ რემისია შეიძლება სპონტანურადაც მოხდეს); გაცილებით მნიშვნელოვანია მიღწეული რემისიის სრულფასოვნება და ხანგრძლივობა. ამიტომ მკურნალობის ეფექტურობის შეფასებისას აუცილებელია შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინება:
• დრო მომდევნო გამწვავებების დადგომამდე და გამწვავებების სიხშირე
• მომდევნო გამწვავების სიმძიმე
• ანტიბაქტერიული საშუალებების დანიშვნის საჭიროება რემისიის პერიოდში
• პაციენტის ცხოვრების ხარისხი გამწვავების კუპირების შემდეგ.

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ინფექციური გამწვავების მკურნალობისთვის რეკომენდებული ანტიბიოტიკები (ცხრილი 5)

ლიტერატურა

ნანახია: 4178 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 7

თქვენ ხართ სტუმარი No: 1270733


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.