მედიცინის ისტორია

NOTA BENE

კლინიკური რეკომენდაციები

გაიდლაინი

CASE REPORT

სიახლეები

კვლევა

მიმოხილვა

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



II ტიპის დიაბეტის მკურნალობა ინსულინით [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

ახალი სახის ქირურგიული წებო Lifebond – ქსოვილთა სწრაფი და სიმედო შეერთება [5.00]

მეცნიერება მეცნიერებისათვის არ არსებობს… [5.00]

ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიის გლივეკით მკურნალობის თანამედროვე პრინციპები [5.00]


რკინადეფიციტური ანემია [29083]

ხალები: როგორ მოვექცეთ მათ? [24615]

II ტიპის დიაბეტის მკურნალობა ინსულინით [15355]

ძუძუს რეციდიული და მეტასტაზური კიბო - დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მეთვალყურეობის რეკომენდაციები (ESMO) [10914]

სათესლე ჯირკვლის სემინომა - დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი მეთვალყურეობის კლინიკური რეკომენდაციები (ESMO) [9690]


თემების რაოდენობა: 18
კომენტარები: 7

ძუძუს რეციდიული და მეტასტაზური კიბო - დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მეთვალყურეობის რეკომენდაციები (ESMO)

ავტორი: ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოების (ESMO) რეკომენდაციები პუბლიკაციისთვის მოამზადეს:
გ. ნემსაძე — საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის პროფ. კ. მადიჩის სახელობის მამოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი;
ი. კოხრეიძე — მრავალპროფილიანი ონკოლოგიური კლინიკა „ქირონის“ დირექტორი, მედიცინის დოქტორი.

>>  დიაგნოზის დადგენის მომენტისათვის ძუძუს კიბო, შემთხვევათა დაახლოებით 6%-ში, პირველადად მეტასტაზური დაავადებაა. ამ კონტიგენტში 5 წლიანი გამოჯანმრთელების მაჩვენებელი დაბალია და საშუალოდ 21% შეადგენს. pN0 სტატუსის მქონე 30%-მდე და pN(+) სტატუსის — 70%-მდე შემთხვევაში, ძუძუს პირველადი კიბო პროგრესირებს პირველი 5 წლის განმავლობაში.


დიაგნოზი
კლინიკურად დაავადების მეტასტაზურ ბუნებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, აუცილებელია რადიოლოგიური და/ან სცინტიგრაფიული გამოკვლევების და სისხლის კლინიკური ტესტების ჩატარება;
იზოლირებული მეტასტაზური დაზიანების შემთხვევაში შეძლებისდაგვარად, აუცილებელია დაზიანების პათომორფოლოგიური ვერიფიცირება — სტეროიდულ რეცეპტორთა და Her2neu სტატუსის განსაზღვრით;

სტადირება და რისკის შეფასება
უნდა შეფასდეს:
• სრული ანამნეზი, მათ შორის მენოპაუზური სტატუსი;
•  თანმხლები დაავადებები;
•  მოძიებულ იქნას ინფორმაცია პირველადი სიმსივნის და ჩატარებული მკურნალობის შესახებ;
•  ინფორმაცია — პირველადი მკურნალობის შემდგომი მეთვალყურეობის შესახებ;
• ფიზიკური აქტივობის განმსაზღვრავი სტატუსი (ECOG);
• სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევები:
••  სისხლის კლინიკური ანალიზი;
••  ღვიძლის და თირკმლის ფუნქციური ტესტები;
••  ტუტე ფოსფატაზის, კალციუმის, ონკომარკერის (CA15-3) კონცენტრაცია სისხლში.
ვისცერული მეტასტაზების გამოვლენის მიზნით ავადმყოფს უნდა ჩაუტარდეს:
•• გულმკერდის ღრუს ორგანოთა რენტგენოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია;
•• მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა ან კომპიუტერული ტომოგრაფია;
• ძვლოვანი ჩონჩხის სცინტიგრაფია (სკენირება), რენტგენოგრაფიული, ან კომპიუტერულ ტომოგრაფიული, ან მაგნეიტურ-რეზონანსული გამოკვლევების კორელაციით;
• სიმპტომატიკის გათვალისწინებით — ცნს კომპიუტერული ტომოგრაფია და/ან მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.
• რეციდივის ლოკალიზაციის გამოსავლენად — PET/PET-CT ჩატარება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტრადიციული გამოკვლევის მეთოდებით მიღებული შედეგები ურთიერთგამომრიცხავია.
• ER/PR და Her2/neu სტატუსი — განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ პირველადი მკურნალობის პროცესში აღნიშნული პროგნოზული და პრედიქტიული ფაქტორები არ განსაზღვრულა.

მკურნალობა
• იზოლირებული, ლოკო-რეგიონული რეციდივის მკურნალობა წარმოებს პირველადი მკურნალობის მსგავსად ე.წ. „მეორადი ადიუვანტური მკურნალობის სქემების“ გამოყენებით (II, B)*;
• ძუძუს მეტასტაზური კიბოს მკურნალობაში მონაწილეობას იღებს სპეციალისტების მულტიდისციპლინური ჯგუფი — სამედიცინო ონკოლოგების, სხივური რადიოლოგების, ონკოქირურგების და პალიატიური ჯგუფის სპეციალისტების მონაწილეობით;
• აუცილებელია მკურნალობის ინდივიდუალიზაცია;
• ძუძუს მეტასტაზური კიბოს მკურნალობის სქემები არ გამოირჩევა სიმრავლით, რის გამოც თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია მაღალი დიზაინის, დამოუკიდებელი, პროსპექტული რანდომიზებული კვლევების შედეგებით გამყარებული ტაქტიკის გამოყენება;
• ძუძუს მეტასტაზური კიბო — ინკურაბელური პათოლოგიაა, რის გამოც მკურნალობის მთავარ მიზანს წარმოადგენს პალიაცია, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებით;
• დასაწყისშივე, მკურნალობის მიზნები და პერსპექტივები, დეტალურად უნდა იქნას განხილული პაციენტთან და მისი ოჯახის წევრებთან ერთად. საკუთრივ პაციენტი აქტიურად უნდა მონაწილეობდეს ყველა გადაწყვეტილების მიღებაში. პაციენტის სურვილი ყოველთვის უნდა იქნას გათვალისწინებული;
• ძუძუს მეტასტაზური კიბოს მკურნალობის მეთოდებია ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, ტარგეტული თერაპია ჩვენების მიხედვით, ისეთი ბიოლოგიური აგენტების ჩართვით, როგორებიცაა ტრანსტუზუმაბი და ლაპატინიბი (I, A);
• პალიატიური მკურნალობის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს შესაძლოა წარმოადგენდეს სხივური თერაპია;
• იზოლირებული მეტასტაზური კერის (ლოკალიზაციის, სიდიდის, ინვაზიის ხარისხის და სხვა ფაქტორთა გათვალისწინებით) არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მისი ქირურგიული ოპერაციის გზით ამოკვეთა;
• ჰიპერკალცემიის და მასთან ასოცირებული სიმპტომების პალიაციის, აგრეთვე მოსალოდნელი ძვლოვანი გართულებების პრევენციისათვის გამოიყენება ბისფოსფონატები (I, A).

ძუძუს ლუმინალური ტიპის კიბო (ჰორმონ-რეცეპტორ დადებითი ძუძუს კიბო)
• ენდოკრინული თერაპია, როგორც მკურნალობის ერთადერთი გზა, წარმოადგენს არჩევის მეთოდს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მეტასტაზის ლოკალიზაციის, ზომის და რაოდენობის გათვალისწინებით არ არსებობს დაუყოვნებლად, მყისიერი ეფექტის მიღწევის აბსოლუტური ჩვენება (ენდოკრინული მოქმედების პრეპარატების ჩამონათვალი იხ. ცხრილი 2);
• ენდოკრინული პრეპარატის არჩევისას გასათვალისწინებელია პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, თანმხლები დაავადებები და სიმსივნის თავისებურებები. აგრეთვე, უკვე ჩატარებული მკურნალობა, მისი სახე, ეფექტი;
• მეტასტაზური ძუძუს კიბოს გამო ქიმიოთერაპიის შემდეგ, ჰორმონოთერაპიის გაგრძელების ეფექტურობა ჯერ არ დადგენილა, თუმცა აღნიშნული ტაქტიკა, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა არჩევის მეთოდს წარმოადგენდეს;
• მეტასტაზური ძუძუს კიბოს დროს ქიმიოთერაპიისა და ჰორმონოთერაპიის კომბინირება (ერთდროული გამოყენება) რეკომენდებული არ არის.

პაციენტები პრემენოპაუზაში:
თუ ტამოქსიფენით მკურნალობა არ ჩატარებულა, ან აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა გრძელდებოდა არა უმეტეს 1 წლის განმავლობაში,
რეკომენდებულია:
• ოვარიული აბლაცია (LHGH ანალოგებით ან ოპერაციით) — ტამოქსიფენით მკურნალობის გაგრძელებით (I, B);
• ფერმენტ არომატაზას III თაობის ინჰიბიტორების გამოყენება ოვარიული აბლაციის შემდეგ ან LHGH ანალოგებით მკურნალობის პროცესში.
პაციენტები პოსტმენოპაუზაში:
• მეორე ხაზის ჰორმონოთერაპიის პრეპარატებია: ტამოქსიფენი, ანასტრაზოლი, ლეტროზოლი, ეკზემესტანი, ფულვესტრანტი, მეგესტროლ აცეტატი და ანდროგენები.
• თუ, ადიუვანტური რეჟიმში არომატაზას ინჰიბიტორებით (ანასტრაზოლი, ლეტროზოლი, ეკზემესტანი) მკურნალობა არ ჩატარებულა, მათი გამოყენება წარმოადგენს ადეკვატურ არჩევანს ძუძუს მეტასტაზური ლუმინალური ტიპის კიბოს დროს პოსტმენოპაუზაში;
• ტამოქსიფენით ჰორმონოთერაპია კვლავაც წარმოადგენს მისაღებ არჩევანს;
• მესამე თაობის არომატაზას ინჰიბიტორთა გამოყენების შემდეგ, დაავადების პროგრესირების შემთხვევაში, ჰორმონოთერაპიის სახე და მოცულობა დღეისათვის დადგენილი არ არის;

ძუძუს ბაზალური ტიპის კიბო (ჰორმონ-რეცეპტორ უარყოფითი ძუძუს კიბო)
• ძუძუს ჰორმონნეგატიური კიბოს შემთხვევაში მკურნალობისთვის გამოიყენება ციტოტოქსიური ქიმიოთერაპია.
• ანტრაციკლინების შემცველი სქემებით მკურნალობის შემდეგ დაავადების პროგრესირების შემთხვევაში, სტანდარტული ქიმიოთერაპიული მკურნალობა მოიცავს ტაქსანების გამოყენებას (I,A); აუცილებელია პრეპარატის სახის, დოზის, მკურნალობის ხანგრძლივობის ინდივიდუალიზაცია ცხრილი 3-ში ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით;

• მკურნალობის შორეული შედეგების ანალიზი ცხადყოფს, რომ ძუძუს მეტასტაზური კიბოს დროს მონოქიმიოთერაპიის და კომბინირებული ქიმიოთერაპიის შედეგები მსგავსია, თუმცა მონოქიმიოთერაპიის ჯგუფში ნაკლებია გვერდითი მოვლენები და მაღალია სიცოცხლის ხარისხი. ამრიგად, იმ შემთხვევაში თუ არ არის აუცილებელი სიმპტომთა მყისიერი კონტროლი, შესაძლებელია მკურნალობა ჩატარდეს მონოქიმიოთერაპიულ რეჟიმში. თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი, ჩამოყალიბეპული პოზიცია კვლავაც არ არის;
• ძუძუს მეტასტაზური კიბოს დროს II-III ხაზის ქიმიოთერაპიის სტანდარტული (უპირატესი თავისი ეფექტურობით) სქემა დადგენილი არ არის;
• ძუძუს მეტასტაზური კიბოს დროს მკურნალობის ხანგრძლივობა და კურსების რაოდენობა ინდივიდუალურია თითოეული პაციენტისათვის. III ხაზის ქიმოთერაპია ნაჩვენებია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნა ეფექტი ადრე ჩატარებულ მკურნალობაზე და თუ პაციენტი კარგ ფიზიკური მდგომარეობაშია;
• ძუძუს მეტასტაზური კიბოს დროს მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის ჩატარება არ არის რეკომენდირებული.

ძუძუს Her2neu დადებითი კიბო
• მკურნალობა ტარდება ტრანსტუზუმაბით — ქიმიოთერაპიასთან ერთად ან მის გარეშე (II,B);
• ძუძუს Her2neu დადებითი კიბოს დროს, ტრანსტუზუმაბით მკურნალობა უნდა იქნეს შეთავაზებული ყველა პაციენტისათვის.
• ტრანსტუზუმაბით მკურნალობის ინიცირებამდე და მკურნალობის დასრულების შემდეგ, აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის მონიტორინგი;
• ენდოკრინულ თერაპიასთან ერთად ტრანსტუზუმაბით თარგეტული თერაპიის ეფექტურობა შესწავლის ფაზაშია. EGF 3008 კვლევის მიზანია შესწავლილ იქნეს ლეტროზოლის ლაპატინიბთან კომბინაცია ძუძუს მეტასტაზური Her2neu დადებითი კიბოს დროს.
• არსებული კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ ტრანსტუზუმაბით მკურნალობის ფონზე დაავადების პროგრესირებისას, მკურნალობის გაგრძელება ტრასტუზუმაბით და განსხვავებული ქიმიოთერაპიული სქემით უპირატესია, ვიდრე მკურნალობის შეწყვეტა; ლაპატინიბი წარმოადგენს არჩევანს ტრასტუზუმაბით მკურნალობის შემდგომ ძუძუს მეტასტაზური კიბოს პროგრესირების დროს, თუმცა დღეისათვის, აღნიშნული საკითხი (ტრასტუზუმაბით მკურნალობის გაგრძელება, ლაპატინიბით მკურნალობის გაგრძელება) კვლავაც ღიად რჩება;
• დაავადების პროგრესირებამდე დროის მაჩვენებლის გახანგრძლივებით ძუძუს მეტასტაზური კიბოს დროს ტრასტუზუმაბით მკურნალობის შემდგომი დაავადების პროგრესირების შემთხვევაში, ლაპატინიბმა კაპეციტაბინთან კომბინაციაში გამოავლინა მაღალი ეფექტურობა.
• სხვა ანტი-Her2 ან პან-ანტი-Her აგენტები — პერტუზუმაბი და HKI-272, მიმდინარე რანდომიზებული კვლევების შესწავლის ობიექტებს წარმოადგენენ, ისევ როგორც ტრანსტუზუმაბის კომბინაციები სხვა ბიოლოგიურ აგენტებთან ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში ან მის გარეშე.

სხვა ბიოლოგიური აგენტები
• ბევაციზუმაბი + პაკლიტაქსელი FDA და EMEA მიერ დამტკიცებულია, როგორც თერაპიის I ხაზის კომბინაცია ძუძუს მეტასტაზური კიბოს დროს;
• სუნიტინიბი — როგორც თარგეტული მოქმედების პრეპერატი Her2neu უარყოფითი და Her2neu დადებითი ძუძუს კიბოს დროს, წარმოადგენს მიმდინარე რანდომიზებული კვლევის III ფაზის შესწავლის ობიექტს,.

ეფექტის შეფასება
• მკურნალობის ეფექტის შეფასება რეკომენდირებულია ჰორმონოთერაპიის ჩატარებიდან 3 თვის შემდეგ;
• მკურნალობის ეფექტის შეფასება რეკომენდირებულია ქიმიოთერაპიის 3 კურსის ჩატარებიდან 2 თვის შემდეგ;
აუცილებელია:
• სუბიექტურად სიმპტომთა შეფასება,
• სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევები,
• რადიოლოგიური გამოკვლევების გამეორება.
• სისხლის შრატში სიმსივნური მარკერების (CA15-3) მაჩვენებლები გამოიყენება მკურნალობის შედეგების მონიტორინგისათვის და არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც მიმდინარე, ან სამომავლო ტაქტიკის განსაზღვის ერთადერთი დეტერმინანტი;
• PET/PET-CT როლი მკურნალობის ეფექტის შეფასებისათვის ჯერ კიდევ შესწავლის ფაზაშია, ამდენად აღნიშნული კვლევის მეთოდი არ უნდა გამოვიყენოთ ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში.

კონტროლი
• ლოკო-რეგიონული რეციდივის მკურნალობის შემდეგ პაციენტზე დაკვირვება წარმოებს იმავე გეგმით, როგორც ძუძუს პირველადი კიბოს დროს.
• ძუძუს მეტასტაზური კიბოს შემთხვევაში პაციენტები, უნდა იქნენ გამოკვლეული იმდენად ხშირად რამდენადაც ამას სიმპტომთა პალიაცია მოითხოვს: ჰორმონოთერაპიის ჩატარებიდან 3 თვის შემდეგ და ქიმიოთერაპიის 3 კურსის ჩატარებიდან 2 თვის შემდეგ.

შენიშვნა* — სტატიაში მოყვანილი დამაჯერებლობის დონეები და რეკომენდაციების გრადაციები შესაბამისობაშია ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების (ASCO) სახელმძღვანელოებში მოყვანილ დამაჯერებლობის დონეებისა და რეკომენდაციების გრადაციებთან.

ლიტერატურა

ნანახია: 10913 | შეფასებულია: 2 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 7

თქვენ ხართ სტუმარი No: 1270734


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.