მეცნიერებმა ხელოვნურად შექმნეს ცხოველუნარიანი სპერმატოზოიდები
ავტორი: www.medicinform.net
ВВС-ს ინფორმაციით, ბრიტანელმა მეცნიერებმა ლაბორატორიულ პირობებში შექმნეს ცხოველუნარიანი სპერმატოზოიდები.
ექსპერიმენტში მკვლევარებმა გამოიყენეს ემბრიონის ღეროვანი უჯრედები. ღეროვანი უჯრედები ჯერ თხევად აზოტში მოათავსეს, ხოლო შემდეგ მათი გაზრდა ოთახის ტემპერატურის პირობებში მოხდა.
მომწიფების შემდეგ უჯრედებში დაიწყო რედუქციული გაყოფის პროცესი, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ზრდასრული სპერმატოზოიდები ქრომოსომთა ნახევარი ნაკრებით. ხელოვნური სპერმის შექმნას სულ 4-6 კვირა დასჭირდა. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ Stem Cells and Development-ში.
სპაციალისტთა აზრით, მათ მოახერხეს ზრდასრული ცხოველუნარიანი მოძრავი სპერმატოზოიდების შექმნა. პროფესორ Karim Nayernia-ს აზრით, კვლევა ხელს შეუწყობს არა მარტო მამაკაცთა უშვილობის მკურნალობას, არამედ ნათელს მოჰფენს რეპროდუქციული სისტემის უჯრედებში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებს. მკვლევართა აზრით, 5 წელი მაინც არის საჭირო ტექნოლოგიების დასახვეწად, სანამ კვლევის შედეგები კლინიკურ აპრობაციას გაივლის.
ნანახია: 4171 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით