სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

ნობელის პრემია

NOTA BENE

MEDICAL IT

ყოფნა არყოფნის ზღვარზე

თარგმანი

პრევენცია

პრაქტიკოსის გვერდი

კლინიკური კვლევა

სამედიცინო ბიულეტენი

სიახლეები

ადამიანი და გარემო

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები [5.00]

ერთ კვირიანი სამმაგი თერაპია საკმარისია Helicobacter Pilori გამოწვეული კუჭის წყლულის სამკურნალოდ [5.00]

ევთანაზია [5.00]

შიდსის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვაქცინა უახლოეს მომავალში ნაპოვნი იქნება [5.00]

ქრონიკული ხველა და ექსტრაეზოფაგური რეფლუქსი [5.00]


მწვავე გარდამავალი პორფირია [8998]

ქრონიკული ხველა და ექსტრაეზოფაგური რეფლუქსი [7792]

რეპროდუქციული ტრაქტის ინფექციები და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები [7273]

ევთანაზია [6755]

ვაქცინაცია სიმსივნის წინააღმდეგ [6179]


თემების რაოდენობა: 22
კომენტარები: 7

გახანგრძლივებული და ექსკლუზიური ძუძუთი კვების გავ­ლენა ალერგიისა და ასთმის განვითარების შე­საძ­ლებ­ლობაზე: ჯგუფური რანდომიზებული კვლევა

ავტორი: მაიკლ კრამერი, ჯეიმს მაკგილი, პროფესორი, სამეცნიერო დირექტორი1, ლიდია მატუში, დირექტორი2, ირინა ვანილოვიჩი, უფროსი მეცნიერი3, რობერტ პლატი, ასოციერებული პროფესორი, ასოცირებული დირექტორი4, ნატალია ბოგდანოვიჩი, უფროსი მეცნიერი3, ზინაიდა სევკოვსკაია, უფროსი მეცნიერი3, ირინა მიკოვიჩი, უფროსი მეცნიერი3, გიორგი შიშკო, დირექტორი3, ბრიუს მაზერი, ასოცირებული პროფესორი და განყოფილების გამგე5, ძუძუთი კვების პრომოციის ინტერვენციული კვლევის სამეცნიერო ჯგუფი.
Michael S Kramer, James McGill professor; and scientific director,1 Lidia Matush, chief ,2 Irina Vanilovich, senior scientist ,3 Robert Platt, associate professor; and investigator and associate director,4 Natalia Bogdanovich, senior scientist,3 Zinaida Sevkovskaya, senior scientist,3 Irina Dzikovich, senior scientist, 3 Gyorgy Shishko, director ,3 Bruce Mazer, associate professor; and head,5 for the Promotion of Breastfeeding Intervention Trial (PROBIT) Study Group.
Effect of prolonged and exclusive breast feeding on risk of allergy and asthma: cluster randomised trial.

>>  Objective To assess whether exclusive and prolonged breast feeding reduces the risk of childhood asthma and allergy by age 6.5 years. Design Cluster randomised trial. Setting 31 Belarussian maternity hospitals and their affiliated polyclinics. Participants A total of 17 046 mother-infant pairs were enrolled, of whom 13 889 (81.5%) were followed up at age 6.5 years. Intervention Breastfeeding promotion intervention modelled on the WHO/UNICEF baby friendly hospital initiative. Main outcome measures International study of asthma and allergies in childhood (ISAAC) questionnaire and skin prick tests of five inhalant antigens. Results The experimental intervention led to a large increase in exclusive breast feeding at 3 months (44.3% v 6.4%; P<0.001) and a significantly higher prevalence of any breast feeding at all ages up to and including 12 months. The experimental group had no reduction in risks of allergic symptoms and diagnoses or positive skinprick tests. In fact, after exclusion of six sites (three experimental and three control) with suspiciously high rates of positive skin prick tests, risks were significantly increased in the experimental group for four of the five antigens. Conclusions These results do not support a protective effect of prolonged and exclusive breast feeding on asthma or allergy. Trial registration Current Controlled Trials ISRCTN37687716.


1Departments of Pediatrics and of Epidemiology and Biostatistics, McGill University Faculty of Medicine; and Institute of Human Development and Child and Youth Health, Canadian Institutes of Health Research (CIHR), Montreal, Canada
2Maternal and Child Health Department, Belarussi an Ministry of Health
3Bel arussian Maternal and Child Health Research Institute
4Departments of Pedi atrics and of Epidemiology and Biostatistics, McGill University; and IS/IT, McGill Universi ty Health Centre Research Institute, Montreal
5Department of Pedi atri cs, McGill Universi ty; and Di visi on of Pedi atric Allergy and Clinical Immunology, Montreal Children’s Hospital, McGill University Health Centre
Correspondence to: M S Kramer, Montreal Children’s Hospital, 2300 Tupper Street (Les Tourelles), Montreal, Quebec H3H 1P3 michael.kramer@mcgill.ca doi:10.1136/bmj.39304.464016.AE

შესავალი
ის ფაქტი, თითქოს ძუძუთი კვება იცავს ალერგიისა და ასთმისაგან ბავშვს, ძალიან ხშირად იყო შესწავლილი და 70 წელზე დიდხანს წარმოადგენდა ცხარე დებატების საგანს.1-8 კვლევების შედეგები მიუთითებდა, რომ ეფექტს უფრო დადებითი გავლენა ჰქონდა ატოპიური ეგზემისათვის ჩვილობის ასაკში, მაგრამ სიცხადე ასთმისა და სხვა ატოპიურ შედეგებზე (თივის ცხელება, ალერგია საკვებზე, კანის დადებითი ტესტების ჩათვლით) არ დადასტურდა. ზოგიერთი კვლევა გახანგრძლივებული და ექსკლუზიური ძუძუთი კვების დამცველობითი ეფექტის უფრო მაღალ ხარისხს მიუთითებდა,9-12 ზოგიერთი კი ეფექტს იმ ბავშვებში, რომლებსაც გააჩნდათ ატოპიური ალერგიისადმი მიდრეკილება.4-5 ზოგიერთი გამოკვლევა კი წარმოაჩენდა არათუ შემცირებას, არამედ რისკის გაზრდას ძუძუთი კვების შემთხვევაში.13-20
მრავალფეროვან მეთოდოლოგიურ პრობლემებს შესაძლებელია გავლენა მოეხდინა ბავშვთა კვებისა და ალერგიული დაავადებების შესახებ ფაქტების დადგენაზე. ყველა მათგანი დაფუძნებულია დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემებზე. პაციენტთა კონტროლის მეთოდი ზოგადად მიმართულია, რომ უკან დახიოს შედეგების მრუდი, რაც შეიძლება იყოს სისტემატური ხასიათის, თუ ხალხი, რომელიც მონაწილეობს კვლევაში, კვების ასეთ ტიპზე დაკვირვებას მიიჩნევს წინააღმდეგობრივად. კოჰორტულ კვლევას, მეორეს მხრივ შეუძლია ანულირება გაუკეთოს შედეგებს, თუ იგი მიღებული არ არის "ბრმა მეთოდის" მეშვეობით. ასევე შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია ატოპიურ ეგზემას, თივის ცხელებას და ასთმას. მითუმეტეს, რომ მათი საბოლოო დიფერენციული დიაგნოზისათვის არ არსებობს ლაბორატორიული კვლევის '"ოქროს სტანდარტი". ბავშვთა კვების არაკლასიფიცირებული ისტორიები , მითუმეტეს თუ არ ითვალისწინებს ძუძუთი კვების ხარისხსა და ხანგრძლივობას, ყოველთვის წარმოადგენს პრობლემას: შეუძლებელია განისაზღვროს, რა გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე ძუძუთი კვება, მაგრამ გაცილებით უფრო პრობლემატურია ატოპიური დაავადებების გამოკვლევებში. ეს ხდება იმიტომ, რომ ზოგადად ჰიპერმგრძნობელობითმა რეაქციებმა სპეციფიკურ და ატოპიურ დაავადებებზე შეიძლება არ წარმოაჩინოს დოზის საპასუხო შედეგი, რომელსაც, როგორც წესი, ვიღებთ ხოლმე კვების ტიპის გავლენის შესწავლისას სხვა შედეგებზე, რომლებზეც გავლენის მოხდენა შეუძლია არა მარტო კვების რაოდენობას, არამედ მის სიხშირესა და განრიგს. ერთერთმა უახლესმა გამოკვლევამ მოგვაწოდა საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც ატოპიური დაავადების ადრეული ნიშნები წინ უძღოდა ექსკლუზიური ძუძუთი კვების შედარებით ადრე შეწყვეტას.21 საბოლოო ჯამში, გამოქვეყნებულ მრუდებს შესაძლებელია გავლენა მოეხდინა ფაქტებზე, გამოკვლევებზე და შედეგებზე დადებითი კუთხით, რომელიც გვიჩვენებს, რომ ძუძუთი კვებას გააჩნია დამცველობითი ეფექტი.
ამ მეთოდოლოგიური პრობლემის გადაჭრის გზა კი არის რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევა. თუმცა ასეთი ტიპით ჯანმრთელი დედებისა და ბავშვების რანდომიზება: ძუძუთი კვება ე.წ. "ხელოვნური ფორმულის" წინააღმდეგ, გამოუსადეგარია და ალბათ არაეთიკურიც, ხოლო ჩარევა იმ მხრივ, რომელიც ხელს შეუწყობს ბუნებრივ კვებას ალბათ ეთიკურიცაა და ვარგისიც. ერთი პოტენციური სტრატეგია იქნებოდა თუ ჩავერეოდით პრენატალურ პერიოდში, რათა გაგვეზარდა დედების რიცხვი, რომლებიც აირჩევდნენ თავიდანვე ბუნებრივ კვებას, მაგრამ ასეთი სახის მიდგომა გარკვეულწილად გავლენას ახდენს დედაზე, როგორც ფეხმძიმობის დროს, ასევე მის შემდეგაც. ალტერნატიული და უფრო პრაქტიკული სტრატეგიაა, ხელი შევუწყოთ ძუძუთი კვების ექსკლუზიურობასა და ხანგრძლივობას იმ დედებში, რომლებმაც უკვე გააკეთეს არჩევანი ბუნებრივ კვებაზე. ეს არის სტრატეგია, რომელიც ჩვენ დავსახეთ და განვახორციელეთ ძუძუთი კვების ხელშეწყობის ინტერვენციული კვლევის ხელშეწყობით (PROBIT). ჯგუფური რანდომიზებული კვლევა ჩატარდა ბელორუსიაში.22 წინამდებარე ნაშრომში ჩვენ აღვწერეთ მეთოდები და ალერგიული სიმპტომების განსაზღვრის შედეგები და დიაგნოზები, ასევე კანის ჩხვლეტის ტესტი 6.5 წლიანი დაკვირვებების შემდეგ ბელორუსიელ ბავშვებში, რომლებიც ჩართულები იყვნენ PROBIT პროგრამაში.
მეთოდები
PROBIT-ის პირველი წლის დაკვირვებების დეტალიზირებული მეთოდები და შედეგები წინასწარ იქნა გაცხადებული.22 შემთხვევითი განაწილების ჯგუფები იყო სამშობიაროები და მასთან არსებული პოლიკლინიკები (ამბულატორიული კლინიკა, სადაც წარმოებს ბავშვებზე დაკვირვება და დაავადებებზე ზედამხედველობა), თითო ყოველ საავადმყოფოზე, ორმაგი რანდომიზაციის საფუძველზე. ექსპერიმენტულ ინტერვენციას ახორციელებდა "ბავშვისადმი კეთილგანწყობილი საავადმყოფოს ინიციატივა", ასევე ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), რათა ხელი შეეწყოთ და მხარი დაეჭირათ ძუძუთი კვებისათვის, განსაკუთრებით იმ დედებისთვის, რომლებმაც აირჩიეს ბუნებრივი გზით კვება.23 პარალელურად გრძელდებოდა კონტროლი სამშობიროებსა და პოლიკლინიკებში რანდომიზაციის დროს. კვლევის შედეგები ეფუძნება 17 046 ჯანმრთელ, ძუძუთი გამოკვებილ ბავშვს 31 სამშობიაროსა და პოლიკლინიკიდან; ყველა მათგანი დაბადებულია 1996-97 წლებში, წონა არანაკლებ 2500გ და კვლევაში ჩართულები იყვნენ უშუალოდ დაბადებიდან.22 PROBIT არის ყველაზე ფართო რანდომიზებული კვლევა, რომელიც ადამიანებზე ჩატარებულა. ის ეფუძნება CONSORT-ის რეკომენდაციებს კვლევის დაგეგმვის და ანალიზის დროს და გვაწვდის ჯგუფური რანდომიზებული კვლევის შედეგებს.24
როგორც პირველადად იყო მოწოდებული,22 ორი შემთხვევითად გადანაწილებული ჯგუფი ერთნაირი იყო ძირითადი სოციოდემოგრაფიული და კლინიკური მახასიათებლებით, დედის ასაკის, განათლების, ოჯახში ბავშვების რაოდენობის, წინა ბავშვზე მინიმუმ სამი თვის განმავლობაში ბუნებრივი კვების გამოყენებით, ატოპიურობის ოჯახური ისტორის, საკეისროთი მშობიარობის, დედის მწეველობის ფეხმძიმობის განმავლობაში, დაბადების წონის, გესტაციური ასაკის და აპგარის შკალის მეხუთე წუთის მაჩვენებლების მიხედვითაც კი. ექსპერიმენტული ინტერვენცია წინ უძღოდა მატერიალურ შედეგებს. განსხვავება კვების ხანგრძლივობაში იყო პირველი წლის მონაცემების მიხედვით: 72.7% 60.0%-ის წინააღმდეგ სამი თვის ასაკში, 49.8% 36.1%-ის 6 თვის ასაკში, 36.1% 24.4%-ის 9 თვის ასაკში, 19.7% 11.4%-ის წინააღმდეგ 12 თვის ასაკში ექსპერიმენტულ და კონტროლირებად ჯგუფებში. დამატებით, ძუძუთი კვების სიჭარბე შვიდჯერ უფრო მეტი იყო ექსპერიმენტულ ჯგუფში სამი თვის ასაკში (43.3% v 6.4%; P<0.001) და დაბალი იყო ორივე ჯგუფში ექვსი თვის ასაკში (7.9% v 0.6%; P=0.01).2231-დან 24 პოლიკლინიკის თითო პედიატრი თვალყურს ადევნებდა პაციენტების გასაუბრებას და შემოწმებას 6.5 წლამდე 2002 წლის დეკემბრიდან 2005 წლის აპრილამდე. დანარჩენ შვიდ, დიდი მოცულობის კლინიკაში მეთვალყურეობას აწარმოებდა ორი პედიატრი. ალერგიული სიმპტომები და დიაგნოზები დგინდებოდა ბავშვებში ასთმისა და ალერგიის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ISAAC) კითხვა- რების საშუალებით.25 გარდა ამისა, პედიატრები აკეთებდნენ კანის ჩხვლეტის ტესტს ხუთ ანტიგენზე: სახლის მტვრის ტკიპაზე, კატაზე, არყის ხის ყვავილის მტვერზე, ჩრდილოური ბალახების ნარევზე და Alternaria-ზე. NaCl-ის წყალხსნარი (0.9%) ჩართული იყო როგორც ნეგატიური, ხოლო ჰისტამინი (1მგ/მლ) როგორც დადებითი კონტროლის საშუალება. პოზიტიური შედეგის კრიტერიუმად მიღებული იყო საშუალოდ შეშუპების არე ≥3მმ ან სიწითლე ≥10მმ. გამოთვლილია, როგორც საშუალო ყველაზე გრძელი და მართკუთხა დიამეტრისა, გამოკლებით იმ საშუალო მაჩვენებლისა, რომელიც მიღებულია NaCl-ის წყალხსნარით (0.9%) კონტროლის შედეგად. ტესტის ნეგატიურმა შედეგებმა მოითხოვა პოზიტიური ჰისტამინის ტესტი: ჰისტამინის მიერ გამოწვეულ საშუალო დიამეტრს გამოკლებული მარილის მიერ გამოწვეული საშუალო დიამეტრი ≥3მმ-ზე შეშუპებისთვის და ≥5მმ-ზე სიწითლისათვის. მარკერის საშუალებით გავლებულ იქნა ხაზი ყველა სიწითლისა და შეშუპების გარშემო და გადატანილი იქნა ქაღალდის ლენტზე, რომელსაც დაუმაგრდა მონაცემთა ფორმა და გადაიგზავნა PROBIT-ის მონაცემთა ბაზაში მინსკში.
რადგანაც ბრმა მეთოდის გამოყენება პედიატრების მიმართ არ იყო სარგებლის მომტანი, ამიტომ ჩვენ შემთხვევითად ავირჩიეთ ხუთი ბავშვი თითო პედიატრზე (n=38) ანგარიშის შესამოწმებლად, საერთო ჯამში შემოწმებულ იქნა 190 ბავშვი. იმისათვის, რომ დავრწმუნებულიყავით, რომ ყველა ბავშვი, რომელიც მიჰყვებოდა PROBIT II–ის პროგრამას, იყო შემოწმებული, ჩვენ შემოწმებებს ვანხორციელებდით მომდევნო ვიზიტისას, საშუალოდ 17.7 (არეალი 5.3-32.6) თვის შემდეგ პოლიკლინიკაში პირველადი ვიზიტიდან. მინსკში დაფუძნებულმა ერთერთმა პედიატრიულმა საზოგადოებამ (LM, ZS, ID, ან GS) გააკეთა ანგარიში; მათ არ იცოდნენ ISAAC-ის კითხვარი და კანის ჩხვლეტის ტესტის შედეგები, რომლებიც მიღებული იქნა კლინიკაში პირველადი ვიზიტისას. ჩვენ ვიყენებდით k კოეფიციენტს (და მის 95% სარწმუნობის კრიტერიუმს), რათა შეგვეფასებინა შიდა დამკვირვებლის თანხმობა. შემდგომი მონაცემების ხარისხის კონტროლის აღსანიშნად ჩვენ თავიდან გავზომეთ შეშუპებისა და სიწითლის შედეგები, რომელიც ჩაწერილი იყო ქაღალდის ლენტზე შემთხვევითად შერჩეული ბავშვების 1%-სა (n=119), რომლებსაც ჰქონდათ ტესტის დადებითი შედეგები. ჩვენ გამოვიყენეთ კლასებს შიგა კორელაციის კოეფიციენტი (და მისი 95% სარწმუნობის კრიტერიუმისა), რათა განგვესაზღვრა, რამდენად ახლოს იდგა ორივე გაზომვის შედეგები.
ჩვენ დავაფუძნეთ ყველა სტატისტიკური ანალიზი მკურნალობის დაგეგმვას. გამოვიყენეთ GLIMMIX პროცედურა SAS-ში (ვერსია 8.2), რათა გაგვეტარებინა ანალიზი კონტროლირებადი და ექსპერიმენტული ჯგუფების შედეგებს შორის. ეს არის მრავალსაფეხუროვანი სტატისტიკური მოდელირების პროცედურა, რომელიც იყენებს გენერალიზებულ, ხაზოვან, შერეულ მოდელებს და ანგარიშებს ჯგუფურ რანდომიზაციაში.26 პროცედურა აფასებს პროპორციულ თანაფარდობას და 95%-ით სანდო ინტერვალებს დიქოტომიური შედეგებისათვის, რითაც მოიცავს როგორც ინდივიდუალურ ბავშვს, ასევე ჯგუფს ბავშვებისას (სამშობიაროებს და პოლიკლინიკებს). რეგულირებადი ჯგუფები, რომლებიც წარმოდგენილია ტექსტში და ცხრილებში, მსგავსია იმისა, რაც მიღებულია მულტივარიანტული მოდელიდან, გამოყოფილი მრავალფეროვანი ფენებიდან (გეოგრაფიული არეალი (დასავლეთი v აღმოსავლეთი) და ქალაქი v სოფელი), ასევე ინდივიდუალური მახასიათებლების მხრივ: მიღწეული ასაკი, სქესი, დაბადების წონა, ოჯახური ისტორია ატოპიურ დაავადებებზე, შინაური ცხოველების ყოლა, კონტაქტი ფერმის ცხოველებთან და პრობიოტიკების ნაადრევი გამოყენება. ჩვენ არ ჩაგვითვლია ის მონაცემები (ბავშვები), რომლებიც კვლევისას გამოგვაკლდა. საბოლოოდ, რადგანაც ზოგიერთი ჩვენამდე არსებული კვლევა გვარწმუნებდა, რომ ძუძუთი კვება არის უფრო დამცველი იმ ბავშვებში, რომლებსაც გააჩნიათ პირველი ხარისხის ოჯახური წინასწარგანწყობა ატოპიური დაავადებისადმი (დაავადებულია მშობელი, და ან ძმა),45 ჩვენ აგრეთვე გავაანალიზეთ შერეული მოდელები, რომლებიც მოიცავდა გარკვეულ პერიოდებს ოჯახური ისტორიის და ასევე მკურნალობას.
შედეგები
ჯამში PROBIT II-ის პროგრამაში ბოლომდე შესწავლილ იქნა 13 889 ბავშვი, რომელიც წარმოადგენდა 81.5%-ს თავდაპირველად რანდომიზებული 17 046 ბავშვიდან. დანარჩენი 3157 ბავშვიც იყო რანდომიზებული, თუმცა ბოლომდე არ მიჰყვა პროგრამას; 88 მოკვდა, 2938 მათგანი ამოვარდა პროგრამიდან, 131 ვერ შეძლო ან სურვილი აღარ გამოთქვა პროგრამაში მონაწილეობაზე. საბოლოო შედეგები მსგავსი იყო ექსპერიმენტულ (80.2%) და საკონტროლო (82.9%) პოლიკლინიკებში, მაგრამ მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მინსკის ერთერთი პოლიკლინიკის შედეგი (56.1%) კლიმოვიჩის სოფლის კლინიკასთან შედარებით (94.6%). საშუალო ასაკი მათ შემთხვევაში იყო 6.6 წელი (SD 0.3). როგორც ცხრილი 1 –დან ჩანს, საკონტროლო და ექსპერიმენტულ ჯგუფებში ჩართული ბავშვები მსგავსნი იყვნენ ძირითადი მახასიათებლებით, მცირედი განსხვავებებით.22
ცხრილი 2 წარმოადგენს ანგარიშის შედეგებს. მონაცემები გვიჩვენებს k კოეფიციენტებს (და მათ 95% სარწმუნობის კრიტერიუმს) შორის სხვაობას კლინიკაში პირველად და ანგარიშის შემდგომ გაკეთებულ შედეგებს შორის. k მნიშვნელობა მაღალია იმ ბავშვებში, რომელთაც აქვთ თივის ცხელების და ქოშინის განვითარების მაღალი რისკი და გარკვეულწილად ჩრდილავს პირველად მონაცემებს ასთმის დიაგნოზის და ატოპიური დაავადების სიმპტომებისა და დიაგნოზის შესახებ. თანხვედრა ძალიან მაღალი იყო კანის ჩხვლეტის ტესტზე, მაგრამ 194 ბავშვიდან მხოლოდ 54 (28%) ბავშვმა (ან მისმა მშობელმა) განაცხადა თანხმობა კანის ჩხვლეტის განმეორებით ტესტზე. რანდომიზებულმა კანის ჩხვლეტის ტესტის შედეგებმა შეშუპების გაზომვებისას აჩვენა განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი ორივე უგრძესი და ორთოგონალური დიამეტრის შემთხვევაში ხუთივე ანტიგენზე (ცხრილი 3).
ცხრილი 4-ში მოცემულია კვლევის შედეგები ISAAC კითხვარის მიხედვით; რაოდენობა და პროპორციები მათი, ვისაც ჰქონდა დადებითი რეაქცია ექსპერიმენტულ და საკონტროლო ჯგუფებში, კლასებს შიგა კორელაციის კოეფიციენტები, რომელიც გვიჩვენებს პოლიკლინიკის ჯგუფების და მათი დაჯგუფების პროპორციულ თანაფარდობას და 95%-ით სანდო ინტერვალებს. შედეგებმა აჩვენა, რომ სიმპტომების და დიაგნოზების უმეტესობა ექსპერიმენტულ ჯგუფში მცირედ პრევალირებული იყო საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, თუმცა თანაფარდობა ექსპერიმენტული ჯგუფისა საკონტროლო ჯგუფთან სიმპტომებისა და დიაგნოზების მხრივ იყო თითქმის თანაბარი.
ცხრილი 5 გვიჩვენებს კანის ჩხვლეტის ტესტის შედეგებს. 13 889 ბავშვიდან 11 772 (85%) დასთანხმდა კანის ჩხვლეტის ტესტს, რომელთაგან 11 146 (95%) ჰქონდა სწორი შედეგები, ისეთი როგორიც მიღებულია ჰისტამინის დადებითი ტესტის შემთხვევაში (იხილეთ მეთოდები). დადებითი კანის ტესტის შედეგები მცირედ, მაგრამ მუდმივად სჭარბობდა ექსპერიმენტულ ჯგუფში ხუთივე ანტიგენზე, სხვა განსხვავებები საყურადღებო არ ყოფილა. ჩვენ ასევე გავაანალიზეთ კომბინაცია ერთი ან მეტი დადებითი კანის ჩხვლეტის ტესტს პლუს ალერგიული სიმპტომი და დიაგნოზი ISAAC კითხვარის მიხედვით. პროპორციული თანაფარდობა ძალიან ახლო იყო 1.0 ყველა შემთხვევაში.
კანის ჩხვლეტის ტესტის შედეგები იყო ძალიან ცვალებადი 31 პოლიკლინიკის დიდ ჯგუფებში და ვარირებდა 4%-დან 85%-მდე ერთი ან მეტი დადებითი შედეგის მიხედვით. ექვს პოლიკლინიკას ჰქონდა დადებითი შედეგი ≥10% ხუთივე ანტიგენზე ჩატარებული ტესტის შედეგად, რომელიც იყო მნიშვნელოვნად მაღალი დანარჩენ 25 სამშობიაროში მიღებულ შედეგთან შედარებით. პედიატრებს არ აღმოუჩენიათ არც ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები, არც ვიზიტის შემდგომი მონიტორინგის მონაცემთა ბაზის შექმნასთასთან ასოცირებული რაიმე პრობლემა.
ჩვენ ჩავატარეთ ანალიზები მგრძნობელობაზე (n=9006) იმ ექვს პოლიკლინიკაში, სადაც იყო მნიშვნელოვნად მაღალი დადებითი მაჩვენებელი კანის ჩხვლეტის ტესტზე (ამ პოლიკლინიკიდან სამი იყო ექსპერიმენტული და სამი საკონტროლო ჯგუფი). ცხრილი 6 გვიჩვენებს ანალიზის შედეგებს მგრძნობელობაზე. შიდაკლინიკური ჯგუფების ტესტის შედეგები აშკარად შემცირებული აღმოჩნდა. დადებითი ტესტის შედეგების თანაფარდობა ორივე ჯგუფში, ექსპერიმენტულშიც და საკონტროლოშიც, მნიშვნელოვნად დაბალი იყო, გარდა ერთ ანტიგენზე (ჩრდილოური ბალახების ნარევი).
სტატისტიკურმა მოდელებმა ვერ აჩვენა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ინტერვენციის საერთო შედეგები ალერგიულ სიმპტომებზე და დიაგნოზებზე მოდიფიცირებული იყო ატოპიური დაავადების ოჯახური ისტორიით, გარდა შეშუპებისა (P=0.005). კანის ჩხვლეტის ტესტის შემთხვევაში ჩვენ აღმოვაჩინეთ შესამჩნევი ურთიერთქმედება იგივე მიმართულებით (რისკის შესამჩნევი ზრდა შეინიშნა იმ ბავშვებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ დადებითი ოჯახური ისტორია) მხოლოდ ჩრდილოური ბალახების ნარევის შემთხვევაში (P=0.02).
საბოლოოდ ჩვენ აგრეთვე შევამოწმეთ ასოციაციები ხანგრძლივობასა და ექსკლუზიურობას შორის ძუძუთი კვების დროს და ალერგიული სიმპტომების სიჭარბე, დიაგნოზები და კანის ჩხვლეტის ტესტები. ალერგიული სიმპტომებისა და დიაგნოზების შემთხვევაში ჩვენ აღმოვაჩინეთ მნიშვნელოვანი შემცირება მათ შორის, ვისაც ეგზემის ოჯახური ისტორია ჰქონდა, ეს ეხებოდა როგორც გახანგრძლივებულ, ასევე უფრო მეტად ექსკლუზიურ ძუძუთი კვებას (P=0.08 ორივე შემთხვევაში X2 ტენდენციებზე დაყრდნობით). სამაგიეროდ საწინააღმდეგო შედეგები მივიღეთ კანის ჩხვლეტის ტესტის მიხედვით ანტიგენებზე, აღინიშნა კანის ტესტის დადებითი შედეგების მნიშვნელოვნად მაღალი ზრდა ექსკლუზიური ძუძუთი კვების შემთხვევაში 3-დან <6 თვემდე სახლის მტვრის ტკიპაზე, კატაზე, არყის ხის ყვავილის მტვერზე, ჩრდილოური ბალახების ნარევზე და Alternaria-ზე. (P<0.001 ხუთივე ანტიგენის სემთხვევაში X2 ტენდენციებზე დაყრდნობით).
განსჯა
ამ ფართო, ჯგუფური რანდომიზებული კვლევის შედეგებმა გვაჩვენა, რომ ექსპერიმენტული ჩარევა არ ამცირებს არც ასთმის, თივის ცხელების ან ეგზემის რისკს 6.5 წლის ასაკში, რომც გავზარდოთ ძუძუთი კვების ხანგრძლივობა და ექსკლუზიურობა და არც კანის ჩხვლეტის ტესტის დადებით შედეგებს. იმ ექვსი პოლიკლინიკის გამოკლებით, რომელთან ჰქონდათ საეჭვოდ მაღალი მაჩვენებელი კანის ჩხვლეტის ტესტის, ზოგადად ფარდობითი სხვაობა კანის დადებით ტესტზე იყო ორმაგად და სამმაგად მაღალი ექსპერიმენტულ ჯგუფში საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.
ეს შედეგები წინააღმდეგობაში მოდის იმ კვლევებთან, რომლებიც წინათ ჩატარდა და ამტკიცებდნენ ასთმის, ალერგიული და ატოპიური დაავადებების რისკის შემცირებას გახანგრძლივებული და ექსკლუზიური ძუძუთი კვების მეშვეობით.4-6 9-12 27 მეორეს მხრივ, როგორც შესავალში ითქვა, ეს მტკიცებულება შორსაა ზოგადად გავრცელებული მოსაზრებისაგანაც და ასევე იმ ზოგიერთი შედეგისგანაც, რომელი კვლევის დასკვნებმაც აჩვენა სრულიად საპირისპირო, თითქოს ძუძუთი კვება (მითუმეტეს გახანგრძლივებული და ექსკლუზიური) ასოცირებულია რისკის ფაქტორების გაზრდასთან.15-20 ზოგიერთმა მკვლევარმა აღმოაჩინა ძუძუთი კვების მტკიცე დამცველობითი ეფექტი იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი ჰქონდა ატოპიური დაავადების პოზიტიურ ოჯახურ ისტორიას,45 მაგრამ ჩვენ ეს ვერ დავადასტურეთ. PROBIT-ის პროგრამაში ჩართულ ბავშვებს შორის, რომლბიც ცხოვრობდნენ ჩრდილოეთში, ყველა ალერგიული სიმპტომის და დიაგნოზის შემთხვევა იყო სხვებთან შედარებით დაბალი, მაგრამ მსგავსი აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრები ბავშვებისა.28 ეს მახასიათებელიც მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რათა გაგვერკვია, სად უფრო ხშირად ჰქონდა ადგილი ატოპიურ დაავადებებს.
ჩვენს მიერ დადგენილი ფაქტი, რომ დამცველობითი ეფექტი არ გააჩნია ეგზემის მიმართ პროლონგირებულ ძუძუთი კვებას, ასევე წინააღმდეგობაში მოდის აქამდე არსებულ კვლევებთან.22
დადებითი კანის ჩხვლეტის ტესტის მოულოდნელად მაღალი შედეგი ექვს პოლიკლინიკაში (სამ ექსპერიმენტულ და სამ საკონტროლო ჯგუფში) არც თუ ისე ადვილი ასახსნელია. ამ ექვსიდან, არც ერთ მათგანს არ ჰქონია აშკარა კავშირი ერთმანეთთან. ისინი იყვნენ განცალკევებულები გეოგრაფიულად; ორი იყო ვიტებსკის რეგიონში (ჩრდილოეთი), მესამე გროდნოს რეგიონში (ჩრდილო-დასავლეთში), მეოთხე გომელის რეგიონში (სამხრეთით), მეხუთე მოგილევის რეგიონში (აღმოსავლეთში) და მეექვსე მინსკში (ცენტრი). ორი მათგანი არის ქალაქი (რეტჩიტსა და მოგილევი), ხოლო დანარჩენი ოთხი - სოფლის ტიპის. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ არც ერთი ამ რეგიონთაგანი არ გამოირჩევა ალერგიული სიმპტომების სიჭარბით (ISAAC კითხვარის მიხედვით) დანარჩენ 25 პოლიკლინიკასთან შედარებით, რომლებსაც ჰქონდათ უფრო დაბალი დადებითი მაჩვენებელი ალერგენებზე. ზოგადად, ტესტირებაზე გავლენა შეიძლება მოახდინოს ტესტერის ტექნიკურმა მოწყობილობამ, რომელიც გამოიყენა ადმინისტრაციამ, ექსტრაქტის სიძლიერემ, ანტიგენების შეყვანებს შორის ინტერვალებმა, მკლავის მდებარეობამ და დღის მონაკვეთმაც კი.29-30 ყველა ტესტერი შემოწმებულ იქნა მკვლევართა მიერ (BM), ყველა ცენტრი აღჭურვილი იყო ერთი და იგივე ტესტერ-მოწყობილობით და ექსტრაქტი დამზადებული იყო ერთი და იგივე წილიდან ყველა მონაწილისათვის. სხვა შესაძლო ახსნა შეიძლება მოიცავდეს შემდეგ მიზეზებს; ტესტირებისთვის გამოსაყენებელი ნემსის არ შემშრალებას ჰისტამინის ან ანტიგენის შემთხვევაში, ჰისტამინის დამატებითი პორციის კონტამინაციას, ტრავმას სკარიფიკატორით, ანტიგენების ერთმანეთთან ზედმეტად ახლო კონტამინაციას. ბავშვების მცირე რაოდენობას (n=54) ჩაუტარდა განმეორებითი ტესტი.
ის ფაქტი, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ დადებითი კანის ჩხვლეტის ტესტის შესამჩნევად გაზრდილი რისკი ექსპერიმენტულ ჯგუფში, ექვსი საეჭვო პოლიკლინიკის გამორიცხვის შემდეგ, ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ კონფიდენციალურები იმ ფაქტთან დაკავშირებით, ექსპერიმენტულმა ჩარევამ ნამდვილად გამოიწვია თუ არა რისკის გაზრდა. ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ ის, რომ რისკს არ ამცირებს. მივიღეთ რა ესეთი შედეგები ფართო, რანდომიზებულ კვლევაზე დაყრდნობით და საწინააღმდეგო ფაქტები წინა კვლებებთან შედარებით, არ მიგვაჩნია მართებულად ძუძუთი კვების გახანგრძლივება და ექსკლუზირება იმ მიმართებით, თითქოს ის ამცირებს ატოპიური დაავადებების რისკს. ის ფაქტი, რომ ატოპიური დაავადებების უმეტესობა გაიზარდა ბოლო რამდენიმე დეკადაში,31 ძუძუთი კვების თანადროულად აშკარად ზრდის მიუხედავად, ამტკიცებს, რომ ძუძუთი კვებას არ გააჩნია დამცველობითი ეფექტი ამ საკითხთან მიმართებაში.
ამგვარად, ჩვენი შედეგები ხაზს უსვამს იმის საჭიროებას, რომ აუცილებელია მოვუძებნოთ სხვა ახსნა ალერგიისა და ასთმის ხშირ ეპიდემიას და ვეძიოთ სხვა შესაძლო მიზეზ-ფაქტორები, რათა განვავითაროთ და გამოვცადოთ ახალი პრევენტული ინტერვენციები.

ინგლისურიდან თარგმნა ნ.გაფრინდაშვილმა

Contributors: MSK, RP, and BM contributed to obtaining funding for this project and to the design, analysis, interpretation, writing, and revision of the manuscript. LM, IV, NB, ZS, ID, and GS contributed both to the design of the study and to the planning, implementation, and monitoring of the field work in Belarus. MSK is the guarantor.
Funding: Grant (MOP No 53155) from the Canadian Institutes of Health Research. The funder had no role in study design, data collection, data analysis, data interpretation, or writing of this manuscript.
Competing interests: None declared.
Ethical approval: The research ethics board of the Montreal Children’s Hospital of the McGill University Health Centre approved this project (including the 6.5 year follow-up). Provenance and peer review: Non-commissioned; externally peer reviewed.

თარგმანი შესრულებულია BGJ-ის რედაქციის ნებართვით.
ლიცენზიის π 1815950054916, 31 ოქტომბერი 2007 წ.
BMJ 2007;335;815-; originally published online 11 Sep 2007;
doi:10.1136/bmj.39304.464016.AE

ლიტერატურა

ნანახია: 2470 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 4

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269112


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.