ევროპის ბაზარზე პროსტატის სამკუთხა სტენტი ჩნდება
ავტორი: www.medgadget.com
Israel’s Allium Ltd.-მ პროსტატის სამკუთხა სტენტზე ევროპის CE ნიშანი მიიღო. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული სტენტი მოწოდებულია პაციენტებისთვის, რომელთაც პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ან პროსტატის კიბოს მოგვიანებითი სტადია აღენიშნებათ.
Allium-ის სტენტს მსხვილი კალიბრი და განივკვეთზე სამკუთხედის ფორმა აქვს, ამიტომაც იგი პროსტატის ურეთრული ლუმენის ანატომიურ კონტურებს ზუსტად შეესაბამება. სტენტის სიმტკიცე კორპუსის სხვდასხვა ნაწილში განსხვავებულია (მაგ.: შუა ნაწილში მტკიცეა, ხოლო გარეთა სფინქტერთან ახლოს ნაკლებად მტკიცე), რაც სფინქტერის ნორმალურად ფუნქციონირების საშუალებას იძლევა. ამ თვისებების გამო, იგი დღემდე არსებულ სტენტებზე უკეთესია.
ნანახია: 4427 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით