იუბილე

არქივი

NOTA BENE

დისკუსია

სიახლეები

EBM კლასი

მიმოხილვა

MEDIA RELEASE

თარგმანი

გაიდლაინი

სამედიცინო ბიულეტენი

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი [5.00]

სპიგელის თიაქარი [0.00]

კონტარაცეფციის საკითხები სამეანო ფისტულის მენეჯმენტში [0.00]

დედათა სიკვდილობა და აბორტი: თავიდან აცილებადი, მაგრამ ჯერ კიდევ პრობლემატური საკითხი [0.00]


მწვავე ბრონქიტი [19551]

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი [16748]

თავისუფალი რადიკალები, ანტიოქსიდანტები, რეზვერატროლი, ღვინო, და ღვინო ქართული [14247]

ვისცერული ლეიშმანიოზი [10218]

სპიგელის თიაქარი [5180]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 0

სად და როგორ გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე?

ავტორი: კარლ ციმმერი
ჟურნალი „Science” – 125 კითხვა: რა არ ვიცით ჩვენ?


პალეონტოლოგების მიერ აღმოჩენილ იქნა ბაქტერიული ქანები, რომელთა ასაკიც სულ მცირე 3,4 მილიარდ წელს შეადგენს. უძველესი კლდეების ქიმიური ანალიზი ადასტურებს, რომ მაფოტოსინთეზებელი ორგანიზმები დედამიწაზე 3,7 მილიარდი წლის წინათაც არსებობდნენ. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ის უძველესი ორგანიზმები, რომლებმაც დედამიწაზე ამგვარი კვალი დატოვეს, შედგებოდნენ დღესდღეობით არსებული ცოცხალ არსებათა ძირითადი მახასიათებლისგან. ყველა ცოცხალი ორგანიზმის გენეტიკური ინფორმაცია დნმ-შია კოდირებული და მათი ქიმიური რეაქციების კატალიზირება ცილების მეშვეობით ხორციელდება. გამომდინარე იქედან, რომ დნმ და ცილები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, ძნელი წარმოსადგენია, რომელი მათგანი გაჩნდა პირველად დედამიწაზე. მათი ერთდროულად აღმოცენება პრებიოტური სამყაროდან დაუჯერებელია.
ახლანდელი ექსპერიმენტების თანახმად, სიცოცხლის ადრინდელი ფორმები შესაძლოა თანამედროვე ორგანიზმებშიც არსებულ მესამე სახის მოლეკულაზე – რნმ-ზე იყო დაფუძნებული. მხოლოდ უჯრედულ გადამტანად მიჩნეული რნმ გასაოცრად მრავალფუნქციური აღმოჩნდა. იგი არამარტო გენეტიკური ინფორმაციის მაკოდირებელია, არამედ ცილის ფუნქციასაც ასრულებს. მაგალითად, ზოგიერთი რნმ მოლეკულა გენის ჩამრთველ-გამომრთველია, მაშინ როცა სხვები ცილებსა და ამა თუ იმ ნაერთს უკავშირდება. ლაბორატორიული კვლევები ადასტურებენ, რომ რნმ-ს თვითრეპლიკაციის უნარი გააჩნია და პრიმიტიული უჯრედების სიცოცხლისათვის საჭირო სხვა ფუნქციებსაც ასრულებს.
მრავალი მეცნიერი იზიარებს იმ აზრს, რომ სიცოცხლემ მართლაც გაიარა „რნმ სამყარო“. თანამედროვე ცილები, მაგ. კატალიზატორები, რნმ-თან შედარებით ათასჯერ სასარგებლოა და ამგვარად, მათი გამოჩენა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბუნებრივი სელექციის გზით ისინი დღემდე შემონახულიყო. მსგავსად, დნმ-დან გენეტიკური ინფორმაციის რეპლიკაციას გაცილებით ნაკლები შეცდომა ახლავს თან, ვიდრე რნმ-დან.
მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი ფოკუსირებულია იმ ფაქტზე, თუ როგორ მისცა დასაბამი პრებიოტური დედამიწის ქიმიურმა ელემენტებმა რნმ სამყაროს. 1953 წელს, ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა სტენლი მილერმა და ჰაროლდ ურიმ აჩვენეს, რომ ექსპერიმენტს შეუძლია ნათელი მოჰფინოს ამ საიდუმლოს. მათ გაატარეს ელექტრული ძაბვა ამიაკის, მეთანის და სხვა აირების ნარევში (მიაჩნდათ, რომ ადრეულ დედამიწაზე სწორედ ეს გაზები იყო) და მიიღეს ამინომჟავები და ცოცხალი სამყაროს შემადგენელი სხვა ნაერთები.

დღესდღეობით ბევრი მეცნიერი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ადრეული დედამიწის ატმოსფეროში სხვა აირებთან შედარებით ნახშირორჟანგი დომინირებდა, მაგრამ უახლესმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ სიცოცხლის შემადგენელი კომპონენტების ფორმირება ასეთ პირობებშიც შესაძლებელია. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, რომ ორგანული ნაერთები კოსმოსიდან დედამიწაზე კომეტებისა და მეტეორიტების საშუალებით მოხვდა.
დედამიწის თუ რომელ ნაწილში მოხდა აღნიშნული ორგანული კომპონენტების ერთ პრიმიტიულ ცოცხალ ორგანიზმად შეერთება დღესდღეობით განსჯის საგანია. XX საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ სიცოცხლეს დასაბამი ზღვის ღრმა ნაწილებიდან გამომდინარე მინერალებით მდიდარ, ცხელ წყალში მიეცა. ამ ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ დღესდღეობით არსებულ უმარტივეს მიკრობთა მრავალი სახეობა ცხელი წყლის პირობებში წარმატებით ცხოველმყოფელობს. თუმცა ეს „ცხელი“ ჰიპოთეზა ცოტათი მას შემდეგ გაცივდა, რაც უძველეს ქანებში მსგავსი მიკრობები არ აღმოჩნდა. სავარაუდოდ ეს მიკრობები იმ პერიოდში არსებული სიცხისაგან თავდაცვის მიზნით სხვა მიკრობებისგან წარმოიქმნა. ზოგიერთი სკეპტიკოსი ინტერესით შეჰყურებს იმ ფაქტს, თუ როგორ შეინარჩუნა არსებობა ნაზმა რნმ მოლეკულებმა ამგვარ მდუღარე წყალში. ცხელ წყალში სიცოცხლის აღმოცენების ჰიპოთეზა არ არის ერთადერთი.
ახლანდელმა კვლევებმა შესაძლოა ამ საკითხთან დაკავშირებულ ბევრ საიდუმლოს მოჰფინოს ნათელი. მეცნიერები ატარებენ მრავალ ექსპერიმენტს რნმ უჯრედების თვითრეალიზაციასა და რეპროდუქციაზე. NASA და ევროპის კოსმოსური სააგენტო კომეტებიდან მიღებული სინჯების ანალიზს ახდენენ.
ყველაზე ამაღელვებელი მარსზე სიცოცხლის ნიშნების აღმოჩენის შესაძლებლობაა. უკანასკნელი კვლევებით, მარსიდან მიღებული მყარი მონაცემები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ წითელ პლანეტაზე თხევადი წყლის აღმოჩენა მასზე ერთ დროს სიცოცხლის არსებობის მანიშნებელია. მარსზე მომავალი კვლევები მიწისქვეშა თუ ქანებში ჩამალული გადარჩენილი სიცოცხლის ნიშნების გამოსავლენად წარიმართება. იმ შემთხვევაში, თუკი წითელ პლანეტაზე სიცოცხლე აღმოჩნდა ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ სიცოცხლე მთელი სამყაროსთვის ერთია იგი დამოუკიდებლად აღმოცენდა სხვადასხვა პლანეტაზე, თუ ერთიდან მეორეზე გავრცელდა. შესაძლოა ჩვენი „სტერილური“ პლანეტა სწორედ მარსელმა მიკრობებმა მეტეორების საშუალებით 4 მილიარდი წლის წინათ დააინფიცირეს.

ნანახია: 4096 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 11

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269689


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.