შესაძლებელია თმის გამოყენება ძუძუს კიბოს აღმოსაჩენად?
ავტორი: www.medgadget.com
Fermiscan-ის თმის რენტგენი ბოჭკოს დიფრაქციულ მოდელში არსებულ ბეჭედს გვიჩვენებს.
ავსტრალიური კომპანია Fermiscan-ი მუშაობს კვლევის მეთოდზე, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტის იდენტიფიცირება თმის 20-მდე ღერის გამოყენებით. ტესტის არსი მდგომარეობს რენტგენის სხივებით თმის ნიმუშების ბომბარდირებასა და დიფრაქციული მოდელის ფორმირებაში. ძუძუს კიბოს მქონე პაციენტთა თმა უმეტესწილად ჯანმრთელი ინდივიდების თმისაგან სრულიად განსხვავებულ დიფრაქციულ მოდელს ქმნის. კომპანია იმედოვნებს, რომ მათ მიერ მოწოდებული გამოკვლევის ეს მეთოდი შეავსებს მამოგრაფიისა და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ამჟამინდელ ოქროს სტანდარტებს. იმ შემთხვევაში, თუკი ტესტი საკმარისად სენსიტიური (მგრძნობიარე) იქნება, ის არასაჭირო ბიოფსიების თავიდან აცილებაშიც დაგვეხმარება.
ნანახია: 3424 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით