კონტრაცეფცია წარმოადგენს საკვერცხის კიბოს განვითარებისაგან საიმედო დაცვას?!
ავტორი: Lancet 2008;371:303-14
45 ობსერვაციული კვლევის შედეგი აჩვენებს (23 000 საკვერცხის კიბოთი დაავადებული და 87 000 კონტროლზე აყვანილი ქალი), რომ ორალური კონტრაცეფციისას გამოყენებული აბები საკვერცხის კიბოს პრევენციას ახორციელებენ (0.73, 95% CI 0.70 - 0.76). ასევე გაირკვა რამოდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, პრევენცია საკვერცხის კიბოს მიმართ გრძელდება კონტრაცეპტივების მიღებიდან დაახლოებით 30 წლის მანძილზეც. პროტექცია იზრდება კონტრაცეპტივების გამოყენების ხანგრძლივობასთან ერთად და კიბოს განვითარების რისკი თითქმის აღარ არსებობს იმ ქალებში, რომლებიც კონტრაცეპტივებს 15 წლის განმავლობაში იყენებდნენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კონტრაცეფცია ხორციელდება საკვერცხის კიბოს ყველა ჰისტოლოგიური ტიპის მიმართ, გარდა მუცინური ტიპისა, ქალების ეთნიკური წარმოშობის, მკერდის კიბოს ოჯახური ისტორიის, სხეულის მასის ინდექსის და ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის გამოყენების მიუხედავად.
კვლევის ავტორები ირწმუნებიან, რომ ნებისმიერი ტიპის კონტრაცეფციულმა აბებმა ლეგალიზაციიდან და ლიცენზირებიდან 50 წლის განმავლობაში დაახლოებით 200 000 კიბოს და 100 000 სიმსივნესთან ასოცირებული დაავადების პრევენცია მოახდინა. მაღალშემოსავლიან ქვეყნებში საკვერცხის კიბოს შემთხვევების 13% პრევენცირებულია 75 წელს ქვემოთ ასაკის ქალებში.
ნანახია: 3896 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით