ფილტვის „თერაპიული ფლეიტა“ – ხველის საწინააღმდეგო მოწყობილობა
ავტორი: www.medgadget.com
ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის (ბრონქოექტაზიური დაავადება, ქრონიკული ბრონქიტი და სხვ.) ხველა და ნახველის გამოყოფა ერთერთ ყველაზე შემაწუხებელ პრობლემას წარმოადგენს.
ბუფალოს უნივერსიტეტისა და დასავლეთ ნიუ იორკის სამედიცინო ცენტრის მიერ შექმნილია მოწყობილობა, რომელიც ათხელებს ნახველს და აადვილებს მის გამოყოფას.
ხელსაწყოში ჩაბერვა იწვევს მასში მოთავსებული მაილარის ფირფიტის ვიბრაციას და წარმოიქმნება დაბალი სიხშირის ხმები, რომელსაც რეზონანსში მოჰყავს ნახველი, რის შედეგადაც იგი თხელდება და ადვილდება მისი გამოყოფა.
წარმატებულმა კლინიკურმა გამოცდებმა ცხადყო ხელსაწყოს ეფექტურობა. ამასთან იგი ძალზედ მარტივია, იაფი და სრულიად უსაფრთხოა პაციენტებისთვის.
ნანახია: 4180 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [4.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით