სამედიცინო მენეჯმენტი

მიმოხილვა

გაიდლაინი

კვლევა

CASE REPORT

სიახლეები

თარგმანი

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



სამედიცინო დაწესებულების მართვის ისტორიული ასპექტები [5.00]

მარათონთან დაკავშირებული სიკვდილის მიზეზი ტვინის ღეროს ჰერნიაციაა, რაც რეჰიდრატაციასთან ასოცირებული ჰიპონატრემიის შედეგია [5.00]

მწვავე რევმატიული ცხელების ეტიოლოგია და იმუნოპათოგენეზი [5.00]

პროფესია – ექიმი, მოწოდება – მკურნალი [5.00]

მძიმე საყოფაცხოვრებო პნევმონიის ­­­­­მკურნალობა მოქსიფლოქსაცინით [5.00]


ფსორიაზისა და ფსორიაზული ართრიტის მართვა ნაწილი I. ფსორიაზი და ბიოლოგიური აგენტებით მისი მკურნალობის გაიდლაინი [9685]

არადემონსტრირებული გიგანტური ცისტადენომის შემთხვევა პუბერტული ასაკის პაციენტში [8598]

დერმატოლოგიური მანიფესტაციების კლინიკური რეკომენდაცია [8413]

მწვავე რევმატიული ცხელების ეტიოლოგია და იმუნოპათოგენეზი [8340]

სამედიცინო დაწესებულების მართვის ისტორიული ასპექტები [7734]


თემების რაოდენობა: 16
კომენტარები: 3

დერმატოლოგიური მანიფესტაციების კლინიკური რეკომენდაცია

ავტორი: ამერიკის დერმატოლოგთა ასოციაცია

>>  2006 წლის 20 იანვარს, ამერიკაში, FDA (Food and Drug Administration) გამოაქვეყნა ორი ადგილობრივი გამოყენების ეგზემის სამკურნალო მედიკამენტის – პიმეკროლიმუსისა და ტაკროლიმუსის იარლიყების განახლებული ვერსია. ეს იყო პაციენტებისათვის განკუთვნილი ხაზგასმული ინფორმაცია, რომელიც იუწყებოდა ამ პრეპარატების მიერ კიბოს შესაძლო განვითარების რისკის შესახებ. ახალი წარწერა ასევე იტყობინებოდა, რომ ეს მედიკამენტები იყო მეორე რიგის, რაც იმას ნიშნავდა, რომ არჩევანი უნდა გაკეთებულიყო რეცეპტში გამოწერილ სხვა, პირველი რიგის მედიკამენტებზე. ამ პრეპარატების გამოყენება დაუშვებელი იყო 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.


რეკომენდაციები
ძირითადი რეკომენდაცია
პირველადი ჯანდაცვის რგოლის კლინიცისტმა აუცილებლად უნდა გადასცეს აივ-ინფექციით დაავადებული ბავშვი დერმატოლოგს, როდესაც მას თავად არ შეუძლია განსაზღვროს კლინიკური გამოვლინების მქონე კანის დაზიანების ეტიოლოგია.

ბაქტერიული ინფექცია (ცხრ. 1)


დიაგნოსტირება
კლინიცისტი უნდა ეცადოს ბაქტერიული პათოგენის გამოყოფას ჩირქოვანი კულტურის საფუძველზე.
ცელულიტის მქონე პაციენტებში კლინიცისტმა უნდა გააკეთოს ანალიზი სისხლის კულტურაზე.
მკურნალობა
ცელულიტის, იმპეტიგოს და აბსცესის მქონე პაციენტებში სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპია (მაგ. პირველი თაობის ცეფალოსპორინებით, ანტისტაფილოკოკური პენიცილინებით, კლინდამიცინით), რომელიც მოიცავს Staphylococcus aureus და ბეტა-ჰემოლიზურ სტრეპტოკოკს. ანტიბიოტიკების შერჩევა უნდა მოხდეს კულტურის შედეგების მიხედვით.
იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში მსუბუქი ხარისხის ადგილობრივი იმპეტიგოს მკურნალობა უნდა მოხდეს ადგილობრივი გამოყენების იმ ანტიბიოტიკებით, რომელიც ეფექტურია როგორც სტაფილოკოკების, ისე სტრეპტოკოკების მიმართ. ბავშვი, რომელსაც აქვს შედარებით მძიმე ხარისხის იმპეტიგო ან მეტად იმუნოკომპეტენტურია, საჭიროებს სისტემურ მკურნალობას.

სოკოვანი ინფექციები
კანდიდოზი (ცხრ. 2)


დიაგნოსტირება
კანდიდოზის დიაგნოსტირებაში წამყვანი ადგილი უჭირავს კლინიკური ნიშნების მანიფესტაციას და დაზიანებების თავისებურებას.
მკურნალობა
ორალური კანდიდოზის მკურნალობა ხდება ფლუკონაზოლით (3-6 მგ/კგ/დღე) ან მიკოსტატინით (ტაბლეტირებული ან ორალური სუსპენზიის საშუალებით).
კლინიცისტმა პაციენტის მეთვალყურეს უნდა მისცეს რეკომენდაცია პირის ღრუს, ბოთლების, საწოვარებისა და სატყუარების სისუფთავესთან დაკავშირებით, რათა თავიდან ავი­ცი­ლოთ კანდიდოზის რეციდივი.
მიკოსტატინისა და იმიდაზოლის მალამოები გამოიყენება კანის კანდიდოზის შემთხვევაში.
დერმატოფიტური ინფექცია (ცხრ. 3)


დიაგნოსტირება
დერმატოფიტური ინფექციების დიაგნოზი უნდა ემყარებოდეს კლინიკურ ნიშნებს და უნდა დადასტურდეს სოკოვანი ორგანიზმების აღმოჩენით კალიუმის ჰიდროქსიდის ან კულტურის დახმარებით.
მკრნალობა
Tinea corporis-ის მურნალობა უნდა ხდებოდეს იმიდაზოლის მალამოს საშუალებით, დღეში ორჯერადად. ადგილობრივად გამოსაყენებელი ციკლოპიროქსი და ტერბინაფინი ალტერნატიულ საშუალებებს წარმოადგენენ.
Tinea capitis-ის მურნალობა უნდა წარმოებდეს პერორალური გრიზეოფულვინის 4-6 კვირიანი კურსით (15-20მგ/კგ/დღე). შესაძლო ალტერნატივაა – ფლუკონაზოლი (3-6მგ/კგ/დღე) და იტრაკონაზოლი (5მგ/კგ/დღე).
Tinea versicoloris-ის მურნალობა ხდება სელენის სულფიდის შამპუნების, ადგილობრივი იმიდაზოლის გელის და ლოსიონების და იტრაკონაზოლის ერთჯერადი დოზების საშუალებით. ალტერნატულ საშუალებებს წარმოადგენს ადგილობრივად სახმარი ციკლოპიროქსი და ტერბინაფინი და პერორალური იტრაკონაზოლი და ფლუკონაზოლი.

ვირუსული ინფექცია
მარტივი ჰერპესი (ცხრ. 4)

დიაგნოსტირება
კლინიცისტმა აუცილებლად უნდა ჩაატაროს კულტურის დათესვა ან ტესტი იმუნოფლუორესცენტულ ანტისხეულებზე პირის ღრუს ან კანის ქრონიკული წყლულოვანი ჰერპესვირუსული ინფექციის დროს.
მკურნალობა
ბავშვებში მსუბუქი ხარისხის ჰერპესვირუსული ინფექციის დროს თუ ადგილი არ აქვს იმუნოდეფიციტს, გამოიყენება პერორალური აციკლოვირი.
ბავშვებში მძიმე ხარისხის კანისა და ლორწოვანის ჰერპესვირუსული ინფექციისას, რომელსაც თან ახლავს იმუნოდეფიციტი, ინიშნება აციკლოვირი ინტრავენურად.
ჰერპეს ზოსტერი (Varicelle-Zoster Virus) (ცხრ. 5)

დიაგნოსტირება
ჰერპეს ზოსტერის ან ჩუტყვავილას დიაგნოზი ეფუძნება კლინიკური ნიშნების მანიფესტაციას, რაც მოიცავს კლასიკური გამონაყარის აღმოჩენას ფიზიკალური გამოკვლევისას. თუ ამის შემდეგ დიაგნოზში ეჭვი გვეპარება, მაშინ აუცილებელია კულტურის გაკეთება ან ფლუორესცენტული ანტისხეულების დადგენა.
მკურნალობა
ნებისმიერი ფორმის Varicella zoster-ის მკურნალობა უნდა ეფუძ­ნებოდეს დაავადების გამოვლინებსა და სიმწვავეზე, ასევე იმუნოდეფიციტის მდგომარეობას. აივ-ინფექციის მქონე ბავშვების უმეტესობა, რომლებიც დაავადებულნი არიან ჩუტყვავილათი, როგორც წესი, არ საჭიროებენ მკურნალობას.
მსუბუქი ხარისხის იმუნოდეფიციტის დროს ბავშვებს მკურნალობენ პერორალური აციკლოვირით, ხოლო მძიმე ხარისხის იმუნოდეფიციტისას – ი/ვ აციკლოვირით.
აივ-ინფიცირებული ბავშვების მკურნალობა უნდა მოხდეს პერორალური ან ი/ვ აციკლოვირით, რომლის დოზირებაც განისაზღვრება დაავადების სიმწვავითა და დაზიანებების ხარისხით. კანისმხრივი მრავლობითი მოვლენებისა ან რეციდივის შემთხვევაში მკურნალობა უნდა მოხდეს ი/ვ აციკლოვირით.
ქრონიკული ვარიცელა მძიმე იმუნოდეფიციტის გამოვლინებაა და მკურნალობის კურსი მოიცავს ი/ვ აციკლოვირს.
კონტაგიოზური მოლუსკი (ცხრ. 6)

დიაგნოსტირება
დიაგნოსტირება დამყარებულია კლინიკური ნიშნების მანიფესტაციაზე.
მკურნალობა
მკურნალობა წარმოებს ანტირეტროვირუსული პრეპარატებით.
ადამიანის პაპილომავირუსული ინფექცია (ცხრ. 7)

დიაგნოსტირება
დიაგნოზი ემყარება კლინიკურ ნიშნებს და ლორწოვან გარსზე ძმარმჟავას დაწვეთებით ლორწოვანის გათეთრებას.
მკურნალობა
ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩვეულებრივი მეჭეჭების არსებობის შემთხვევაში მკურნალობა მიმართული უნდა იყოს სალიცილმჟავას გამოყენებისკენ ან კრიოთერაპიისაკენ.
Small condylomata acuminata მკურნალობა ხდება 20%-იანი პოდოფილუმის ფისით, რომლის ჩამობანაც უნდა მოხდეს 2 საათის შემდეგ.
მრავალდისციპლინიანი გუნდის ჩართვა, რომელიც მოიცავს გინეკოლოგის კონსულტაციას, ზედმიწევნითი ყურადღებით უნდა მოხდეს მდედრობითი სქესის პაციენტების მკურნალობა.

პარაზიტული ინფექციები
მუნი (ცხრ. 8)

დიაგნოსტირება
დიაგნოზი ემყარება ანაფხეკიდან აღებულ მასალაში ტკიპების აღმოჩენას.
მკურნალობა
ბავშვებში მკურნალობა წარმოებს 5%-იანი პერმეტრინის მალამოთი, ასევე აუცილებელია თავის მიდამოს მკურნალობაც.
მკურნალობის პერიოდში მუდმივად უნდა ხდებოდეს ტანსაცმლისა და თეთრეულის ცვლა.
აუცილებელია კლინიცისტის მიერ წარმოებდეს ოჯახის წევრების პროფილაქტიკური მკურნალობა.

ანთებადი დერმატოზები
სებორეული დერმატიტები (ცხრ. 9)

დიაგნოსტირება
სებორეული დერმატიტის დიაგნოსტირება ხდება კლინიკური ნიშნების მანიფესტაციის საფუძველზე.
მკურნალობა
სებორეული დერმატიტის მკურნალობა წარმოებს 1% ან 2.5%-იანი ჰიდროკორტიზონის მალამოთი და/ან კეტოკონაზოლის მალამოთი და შამპუნით.
ატოპიური დერმატიტი (ცხრ. 10)

დიაგნოსტირება
ატოპიური დერმატიტის დიაგნოსტირება ხდება კლინიკური ნიშნების მანიფესტაციის საფუძველზე.
კლინიცისტის მიერ უნდა მოხდეს ოჯახური ანამნეზის შესწავლა ატოპიურ დაავადებებზე (მაგ. ასთმა, ურტიკარია, თივის ცხელება).
მკურნალობა
მკურნალობა წარმოებს ემოლიენტებით, ანტიჰისტამინური პრეპარატებით, სტეროიდული მალამოებით, ადგილობრივი გამოყენების იმოდულაციური საშუალებებით (ტაკროლიმუსი და პიმეცროლიმუსი).
კლინიცისტმა უნდა მიუთითოს ისეთ ალერგენებთან კონტაქტისაგან თავის არიდებისაკენ, როგორიცაა გარკვეული ტიპის საპნები და სადეზინფექციო საშუალებები, შალის მასალა და ბავშვის ზედმიწევნით ხშირი დაბანა.
მძიმე შემთხვევებში აუცილებელია დერმატოლოგის კონსულტაცია.

კანისმხრივი გამოვლინებები წამალზე რეაქციისას (ცხრ. 11)

დიაგნოსტირება
ამა თუ იმ მკურნალობის ფონზე განვითარებული გამონაყარის გაჩენისას ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ მედიკამენტოზური ალერგიული რეაქცია. პირველ ეტაპზე ამ რანგში უნდა განვიხილოთ ანტიბიოტიკები.
მკურნალობა
მკურნალობის კურსის შეწყვეტა ინდივიდუალურად წყდება ყველა პაციენტის შემთხვევაში და აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული მდგომარეობის სიმძიმე, გამონაყარის ხასიათი და მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების არსებობა.
აბაკავირის შეწყვეტის შემდეგ დაუშვებელია მისი განმეორებითი ჩართვა მკურნალობაში.

ინგლისურიდან თარგმნა ნ.გაფრინდაშვილმა

ნანახია: 8412 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 526

ამჟამად საიტზეა: 2

თქვენ ხართ სტუმარი No: 1248039


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.