საკეისრო კვეთის შედეგად ახალშობილის დნმ ცვლილებებს განიცდის
ავტორი: www.medicinform.net
შვედმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთის შემდგომ ახალშობილთა თეთრი სხეულაკების დნმ-ს მასა განსხვავდება, რაც შესაძლოა მომავალში საკეისრო კვეთით გაჩენილ ბავშვებში ასთმის, დიაბეტისა თუ ონკოლოგიური დაავადებების სერიოზული რისკ-ფაქტორი გახდეს. მკვლევართა აზრით, ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ახალშობილი განიცდის დინამიკაში ზომიერად მზარდ სტრესს, რაც მისი ორგანიზმის დამცავი ფუნქციების სრულ აქტივირებას იწვევს.
შეისწავლეს ახალშობილთა ჭიპლარის სისხლის თეთრი სხეულაკების დნმ საკეისრო კვეთის შემდგომ. დაბადებიდან 2 დღის განმავლობაში მათ დნმ-ში მკვეთრი ცვლილებები აღინიშნებოდა.
ექსპერტთა აზრით, ეს გამოწვეულია იმ უეცარი ძლიერი სტრესით, რომელსაც ახალშობილის ორგანიზმი განიცდის საკეისრო კვეთის დროს, თუმცა, მათივე განმარტებით, სტრესი ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ნორმალური მოვლენაა და დადებით გავლენასაც კი ახდენს ახალშობილის ორგანიზმზე.
საკეისრო კვეთის დროს კი სტრესი იმდენად ძლიერი და უეცარია, რომ ეს დროთა განმავლობაში ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე.
ნანახია: 6846 | შეფასებულია: 6 | რეიტინგი: [4.67]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
ავტორი: angellbeby
თარიღი: 2012-13-01 | 23:39
diax seriozul zegavlenas axdens
sakeisro axakshobilze,mis nervul sistemaze da ara marto axalshobilze dedazec did zegavlenas axdens sakeisroti namshobiarebi deda mshobiarobis shemdgom depresiashi chavardnis albatoba ufro magalia ufro nerviuli da agresiuli xdeba
ავტორი: qeqe
თარიღი: 2010-19-03 | 21:47
რა ცუდიააა :( ნეტა ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს? რა შეიძლება გამოიწვიოს? არადა თითქოს გარშემო ვინც საკეისრო კვეთითაა დაბადებული, არაფერი განსაკუთრებული არ ჭირთ..