აქტუალური თემა

სამედიცინო მენეჯმენტი

NOTA BENE

გაიდლაინი

კლინიკური შემთხვევა

ლექტორიუმი

სიახლეები

სიტუაციური ანალიზი

კვლევა

მიმოხილვა

დისკუსია

CASE REPORT

ჩვენი თანამედროვე

ახალი პროექტები

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



გრიპი A (H1N1) – „ღორის გრიპი“ [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

გულის ჭრილობის წარმატებული გაკერვა [5.00]

შეუღლებული არააკომოდაციური სიელმის მკურნალობის თავისებურებანი [5.00]

პარკუჭოვანი არითმიის აბლაცია ვალსალვას სინუსიდან [5.00]


ჯანმრთელი დროული ახალშობილის მოვლა სამშობიარო სახლში [21345]

ვენური უკმარისობისა და წყლულების მედიკამენტური მკურნალობა [12503]

გრიპი A (H1N1) – „ღორის გრიპი“ [7593]

ტკივილის მენეჯმენტი [7366]

საქართველოში მცხოვრებ აივ ინფიცირებულებსა და შიდსით დაავადებულებში სტიგმა დისკრიმინაციის სიტუაციური ანალიზი [6922]


თემების რაოდენობა: 22
კომენტარები: 4

პარკუჭოვანი არითმიის აბლაცია ვალსალვას სინუსიდან

ავტორი: გ. იმნაძე, ნ. ლომიძე, ლ. სულაქველიძე, გ. ამირანაშვილი, თ. ჩიქოვანი, კ. გიგილაშვილი, კ. ბესელია, კ. ნურალიძე
ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
Imnadze G, Lomidze N., Sulakvelidze L., Amiranashvili G., Chikovani T., Gigilashvili K., Beselia K., Nuralidze K.
Z. Tskhakaia National Center of Interventional Medicine of West Georgia
Ablation of ventricular arrhythmia from coronary sinus of valsalva

>>  Frequent ventricular ectopic beats is the common arrhythmia in the clinical practice,1 but localization of this ectopic foci in the coronary sinuses of valsalva is rare2-5 and ablation in this zone is more dangerous.6
In this article we are discussing the first successful case (that was published) of coronary sinus ablation in Georgia.
40 year, Male patient with monomorphyc ventricular bigeminy (pic. 4), with unsuccessful treatment with antiarhythmics (AA).
During the EP study the early point was discovered in left coronary sinus of valsalva (-35 ms), with perfect pacemap in this zone (pic. 5,6). On the X-ray ablation catheter was more than 7mm far from left coronary artery ostium (pic. 7). During ablation simultaneous coronary angiography was performed. Ablation temperature and Power was 40ºC 35W accordingly. Four applications were performed with common time 3 min, with excellent clinical result (pic. 8). After 3 month follow up patient without AA’s and no premature beats on 24 hr Holter monitoring.


პარკუჭოვანი არითმიები, კერძოდ მონომორფული ექსტრასისტოლია, ბიგემინიისა და ტრიგემინიის სახით, ხშირად გვხვდება კლინიკურ პრაქტიკაში. ცნობილია, რომ ამ არითმიების დიდი ნაწილის ლოკალიზაცია მარჯვენა პარკუჭის გამომავალი ტრაქტია და მისი რადიოსიხშირული აბლაცია საკმაოდ უსაფრთხო და ეფექტურია.1 ასეთი პროცედურები ჩვენს ელექტროფიზიოლოგიის ლაბორატორიაში წარმატებით ტარდება.

პარკუჭოვანი ექტოპია შესაძლებელია აორტის ბოლქვის მარცხენა და მარჯვენა კორონარული სინუსიდანაც აღმოცენდეს.2-5 ასეთი შემთხვევები საკმაოდ იშვიათია და მისი უსაფრთხოების შესახებ მონაცემები შეზღუდულია.6 ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში ჯერ არ ყოფილა ასეთი არით­მიის შედეგიანი აბლაციის დოკუმენტირებული ცნობა.
ამ ნოზოლოგიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კარგად გასაგებად საჭიროა ამ უბნის ანატომიის შესწავლა.

ანატომია:
აორტის ბოლქვი სათავეს იღებს აორტალური სარქვლიდან და სინოტუბულარული რგოლის შემდეგ გადადის აორტის აღმავალ ნაწილში. აორტის ბოლქვი შედგება სამი ვალსალვას სინუსისაგან (მარჯვენა და მარცხენა კორონარული და არაკორონარული სინუსი) (სურ. 1.ა). მარჯვენა და მარცხენა კორონარული არტერიები სწორედ თანამოსახელე სინუსებიდან იღებენ სათავეს, სინოტუბულარული რგოლის ოდნავ ქვემოთ.9 კორონარული არტერიების შესართავის არსებობა განაპირობებს ამ ზონაში რადიოსიხშირული აბლაციის პოტენციურად მაღალ რისკს და ოპერატორისაგან მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს (სურ. 1.ბ).
თუ დავაკვირდებით გულის ანატომიას, დავინახავთ, რომ ფილტვის არტერია და მარჯვენა პარკუჭის გამომავალი ტრაქტი აორტის ბოლქვს უშუალოდ ეხება და მის წინ და ზევით მდებარეობს. მარჯვენა პარკუჭის გამომავალი ტრაქტის უკანა სეპტალური ნაწილი კონტაქტშია მარჯვენა კორონარულ სინუსთან, ხოლო წინა სეპტალური ნაწილი მარცხენა კორონარულ სინუსთან და ამ ორ სინუსს შორის არსებულ კომისურასთან.10 მარჯვენა პარკუჭის გამომავალი ტრაქტის სწორედ ეს რეგიონი ან/და თვით მარცხენა პარკუჭის გამომავალი ნაწილის მიოკარდი არის რადიოსიხშირული აბლაციის სამიზნე ზემოაღნიშნული არითმიის დროს. (სურ. 2).

QRS კომპლექსის მორფოლოგია:
მარჯვენა კორონარული სინუსი: QS ან Qr კომპლექსი V1 განხრაში და პრეკორდიალური გადასვლა (R>S) ≥ V3;
მარცხენა კორონარული სინუსი: „M“ ან „W“ ფორმის კომპლექსი V1 განხრაში და პრეკორდიალური გადასვლა (R>S) ≤ V2.
კლინიკური შემთხვევა:
პაციენტი გ.გ., მამაკაცი, 40 წლის, ხშირი მონომორფული პარკუჭოვანი ეკტოპიით, უპირატესად ბიგემინიის ტიპის, საერთო რაოდენობით 11 000 დღე-ღამის განმავლობაში, ხშირი კუპლეტების ეპიზოდი. პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ეპიზოდი ეკგ-ზე და ჰოლტერის 24 საათიან მონიტორირებისას არ დაფიქსირდა. აღნიშნული არითმია აწუხებს ბოლო ერთი წელია და ბოლო ორი თვის განმავლობაში აღნიშნავს საგრძნობ გახშირებას. ანამნეზში უშედეგო (არასაკმარისი) ანტიარითმული მედიკამენტური მკურნალობა (IC, II, III კლასი).
საოპერაციოში პაციენტი შემოვიდა პარკუჭოვანი ბიგემინიით (სურ. 3). აღსანიშნავია, რომ პრეკორდიალური გადასვლა (R>S) ≤ V2, ხოლო QRS მორფოლოგია V1 განხრაში მეტად მარჯვენა კორონარული სინუსის მორფოლოგიას წააგავს, თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით, შევამჩნევთ პატარა r კბილს.
ადგილობრივი ანესთეზიით (ლიდოკაინი 2%), გაკეთდა მარცხენა ბარძაყის ვენის პუნქცია. ჩაიდგა 6F ინტრადუსერი. გატარდა ათპოლუსიანი კათეტერი მარჯვენა პარკუჭის გამომავალ ტრაქტში, ექსტრასისტოლებზე კარტირებისას ადრეული წერტილი ვერ ინახა (ყველაზე ადრეული აქტივაცია ამ ზონაში შეადგენდა 15 მწმ (მილი­წა­მი) რეფერენტულ V1 განხრასთან მიმართებაში). პროგ­რამირებული სტიმულაციით პარკუჭოვანი ტაქიკარდიის გამოწვევა ვერ მოხერხდა.
ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ (ლიდოკაინი 2%), გაკეთდა მარჯვენა ბარძაყის არტერიის პუნქცია და ჩაიდგა 7F ინტრადუსერი, რომელშიც გატარდა სააბლაციო კათეტერი (Celsius™Thermo Cool 7F Biosens Webster).
ექსტრასისტოლებზე კარტირებისას მარცხენა კორონარულ სინუსში ინახა ყველაზე ადრეული აქტივაციის წერტილი (35 მწმ რეფერენტულ V1 განხრასთან მიმართებაში (სურ. 4).
აქვე ჩატარებულმა სტიმულაციამ (PaceMap) ცხადყო, რომ ექსტრასისტოლების მორფოლოგია და სტიმულირებული კომპლექსების მორფოლოგია თითქმის იდენტურია (სურ. 5). სააბლაციო წერ­ტილის პოვნის შემდეგ, ადგილობრივი ანესთე­ზიით (ლიდოკაინი 2%), გაკეთდა მარცხენა ბარძაყის არტერიის პუნქცია და ჩაიდგა 5F ინტრადუსერი, რომელშიც გატარდა მარცხენა კორონარული კათეტერი (JL4 5F Cordis) და ჩატარდა მარცხენა კორონარული არტერიის ანგიოგრაფია. გაიზომა სააბლაციო წერტილსა და მარცხენა კორონარულ არტერიას შორის მანძილი, რომელიც >7 მმ (თუ ეს მანძილი ნაკლებია 5 მმ-ზე, პროცედურა უკუნაჩვენებია) (სურ. 6).
განუწყვეტელი ფლუროსკოპიული კონტროლით და მარცხენა კორონარული არტერიის პერმანენტული ანიოგრაფიის ფონზე, გაკეთდა რადიოსიხშირული აბლაცია. ოთხი აპლიკაციის შემდეგ (სამი მარცხენა კორონარულ სინუსში და ერთი მარჯვენა და მარცხენა კორონარულ სინუსებს შორის კომისურასთან). აბლაციის საერთო ხანგრ­ძლივობა 2-3 წუთი, აბლატორის (Stokert Bio-sensWebster) რეჟიმი ტემპერატურის კონტროლით: ტემპერატურა 40°C, სიმძლავრე 35ვტ. ექს­ტრასისტოლიის კუპირება სრულად მოხდა უკვე მეორე აბლაციისას და შემდეგი 30 წუთის განმავლობაში არც ერთი ექსტრასისტოლა არ აღმოცენებულა (სურ. 7). ოპე­რაციამ ჩაიარა გართულებების გარეშე, პაციენტი შემდეგ დილას თავისი ფეხით წავიდა სახლში. ერთი თვის და სამი თვის შემდეგ ჰოლტერის 24 საათიან ეკგ მონიტორირებისას ექსტრასისტოლია არ აღინიშნება (ანტიარითმული პრეპარატების გარეშე).

ლიტერატურა

ნანახია: 6098 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1270734


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.