აქტუალური თემა

მედიცინის ისტორია

სამედიცინო მენეჯმენტი

გაიდლაინი

მიმოხილვა

ლექტორიუმი

სიახლეები

ახალი მეთოდები

კვლევა

ექსპერიმენტული კვლევა

ადამიანი და გარემო

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

ჩვენი თანამედროვე

კლინიკური შემთხვევა

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



განვითარებად მსოფლიოს სჭირდება საკუთარი სამეცნიერო ჟურნალები [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

XXI საუკუნის დიდი მოაზროვნე [5.00]

რადონი და მისი დაშლის პროდუქტების გავლენა ადამიანზე [5.00]

თირკმლების ქრონიკული დაავადება [5.00]


თირკმლების ქრონიკული დაავადება [18690]

ჰემოსიდეროზით მიმდინარე დაავადებების მართვის თანამედროვე პრინციპები [8905]

საშვილოსნოს კედლის მთლიანობის აღდგენა ერთ­შრი­ანი განუწყვეტელი ნაკერით და პერიტონიზაცის ახალი მეთოდი [7585]

საქართველოში მოქმედი სამედიცინო საზოგადოებების როლი სამამულო ქირურგიის განვითარებაში [7287]

რადონი და მისი დაშლის პროდუქტების გავლენა ადამიანზე [5506]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 0

ჰემოსიდეროზით მიმდინარე დაავადებების მართვის თანამედროვე პრინციპები

ავტორი: ა. შენგელაია, პროფესორი, მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თ. ჯავახაძე, მედიცინის დოქტორი,მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, ამბულატორიული მიმართულების ხელმძღვანელი
A. Shengelaia, professor,1 T.Javakhadze, MD, PhD2 M. Iashvili Children’s Central Clinic, 1Chief of Onco-Hematologic Department, 2Chief of outpatient direction
Modern principals of management of diseases with hemosiderosis

>>  ორგანიზმის რკინით გადატვირთვის პრობლემა ერთ-ერთი აქტუალური საკითხია იმ ქრონიკული პაციენტების მკურნალობაში, რომლებიც სისტემატურად იტარებენ ჰემოტრანსფუზიებხ. ორგანიზმში რკინის სიჭარბე-ჰემოსიდეროზი, სიცოცხლესთან შეუთვვსებელ გართულებებს იწვევს. ადექვატური ხელატოთერაპია ერთადერთი საშუალებაა ორგანიზმში ჭარბი რკინის ჩალაგებით პირობადებული სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოების დაზიანების თავიდან ასაცილებლად. „დეფერაზიროქსი“-ს (Exjade) გამოყენება რეალურად აუმჯობესებს ქრონკული ჰემატოლოგიური პაციენტების მართვას, ზრდის მათ სიცოცხლის ხანგრძლივობას და ხელს უწყობს ამ პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
The problem of iron overload in the organism is one of the most important issues in treatment of those chronic patients who systematically undergo blood transfusions. Iron overload – hemosiderosis causes complications incompatible with life. Adequate chelation therapy is the only means to avoid injury of vital organs conditioned iron overload. Use of Deferasirox (Exjade) actually improves management of chronic hematologic patients, increases their life time and contributes to improve life status of these patients.


საკვანძო სიტყვები: ჰემო­სიდეროზი, ხელატოთერაპია, ჰემოტრანსფუზია, ჭარბი რკინის ჩალაგება
Key words: hemosiderosis, chelation therapy, blood transfusion, iron overload condition

2008 წ 7-9 ნოემბერს ქ. ათენში ფარმაკოლოგიური კომპანიის „NOVARTIS“-ის ეგიდით ჩატარდა საერთაშორისო სამიტი სახელწოდებით „Global Iron Summit“, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროპის, აზიისა და ამერიკის წამყვანი ჰემატოლოგიური კლინიკების წარმომადგენლები. სამიტი მიეძღვნა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს – ორგანიზმის რკინით გადატვირთვის პრობლემას, მისი დიაგნოსტიკისა და მართვის თანამედროვე პრინციპებს.

ჰემოსიდეროზი რკინის სიჭარბე ორგანიზმში
ორგანიზმში რკინის სიჭარბის, ჰემოსიდეროზის მიზეზი შეიძლება იყოს, როგორც რკინის შეწოვის გაძლიერება, ასევე ხშირი, განმეორებითი ჰემოტრანსფუზიები. არსებობს რკინის პირველადი სიჭარბე – თანდაყოლილი ჰემოქრომატოზი, რომელიც უკავშირდება გენეტიკურ ფაქტორს და მეორადად განვითარებული ჭარბი რკინის ჩალაგება, ე. წ. ტრანსფუზიული ჰემოსიდეროზი, რომელიც ვითარდება იმ ქრონიკული დაავადებების დროს, რომელთა მკურნალობა მოითხოვს ხშირ ჰემოტრანსფუზიებს.
რკინის შემცველობის სიჭარბით მიმდინარე ქრონიკულ ჰემატოლოგიურ დაავადებებს განეკუთვნება:
• თალასემია;
• ნამგლისებრ უჯრედოვანი ანემია;
• მიელოდისპლაზიური სინდრომი;
• აპლასტიური ანემია;
• სხვა ანემიები რომლებიც საჭიროებენ სისტემატურ ჰემოტრანსფუზიებს.

რკინის სიჭარბით გამოწვეული ორგანული დაზიანებები
დროთა განმავლობაში რკინის შემცველობის მომატება ორგანიზმში იწვევს გართულებებს. რკინის სიჭარბით ყოველდღიური ოქსიდაციური სტრესი ორგანოებისა და ენდოკრინული სისტემის მაშტაბური, შორსწასული დაზიანებების მიზეზი ხდება.
რკინის ტოქსიურობის ხარისხი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის ასაკზე, რომლის დროსაც დაიწყო ჭარბი რკინის დაგროვება ორგანიზმში და რკინით გადატვირთვის სიხშირეზე, აგრეთვე იმაზე, თუ როგორ ხდება ზედმეტი რკინის გადანაწილება ორგანიზმში. როგორც წესი, ყველაზე ხშირად რკინა ლაგდება ღვიძლში, რაც იწვევს მის ციროზულ გადაგვარებას და ჰეპატოცელურალურ კარცინომას. ასევე, ჭარბი რკინა შეიძლება ჩალაგდეს ექსტრაჰეპატურად ენდოკრინულ ქსოვილებში და მიოკარდიუმში. სწორედ მიოკარდიუმში ჭარბი რკინის ჩალაგება იწვევს პაციენტების ადრეულ სიკვდილს.
ჰემოტრანსფუზია-დამოკიდებული დაავადებების მკურნალობისას ჭარბი რკინა ლაგდება მთელს სხეულში და მისი განაწილება ორგანიზმში ავლენს გარკვეულ თავისებურებებს ანემიის სახიდან გამომდინარე.
კერძოდ, თალასემიით დაავადებული პაციენტების ჰემოტრანსფუზიული მკურნალობის შედეგად განვითარებული ჭარბი რკინის ჩალაგება ზრდის კარდიოვასკულარული დაავადებებისა და ადრეული სიკვდილიანობის რისკს.
ნამგლისებრ უჯრედოვანი ანემიების მკურნალობაში ჰემოტრანსფუზიების ხშირი გამოყენება ზრდის ჭარბი რკინის ჩალაგების სინდრომის განვითარების რისკს, რაც უპირატესად თირკმლის ფუნქციური დარღვევებით გამოვლინდება. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნამგლისებრ უჯრედოვანი ანემიის მქონე პაციენტების სიკვდილიანობა რკინის სიჭარბის შემთხვევაში, შეადგენს 64%-ს, მაშინ როდესაც რკინის სიჭარბის გარეშე ეს მაჩვენებელი არ აღმატება 5%-ს.
მიელოდისპლაზიური სინდრომის დროს ჰემოტრანსფუზიას ერთ-ერთი წამყვანი როლი ენიჭება პაციენტების მკურნალობაში. მკურნალობის სწორი მენეჯმენტის შემუშავება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ამ პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობას. გადარჩენის ანალიზმა მიელოდისპლაზიური სინდრომის მქონე პაციენტებში აჩვენა, რომ სისხლის შრატში ფერიტინის ყოველი 500 µg/L-ით მომატება (ზღვრული დონიდან 1,000 ng/mL), ზრდის სიკვდილის რისკს 30% -ით.

ორგანიზმში რკინის სიჭარბის ტოქსიურობის მაჩვენებელი
დადგენილია, რომ ტრანსფუზია დამოკიდებულ პაციენტებისთვის, შრატში ფერიტინის მომატებული შემცველობა წარმოადგენს დამოუკიდებელ რისკ ფაქტორს. ეს მნიშვნელოვანი ინდიკატორია რეფრაქტორული ანემიების დროს, ვინაიდან ხანგრძლივი გადარჩენის მაჩვენებელის შემთხვევაში (სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 108 თვე) რკინის ჩალაგებასთან ასოცირებული ტოქსიურობა სახეზეა.
მიელოდისპლაზიური სინდრომის მკურნალობის სხვადასხვა გაიდლაინების არსებობის მიუხედავად, რეკომენდაცია საერთოა – ჰემოტრანსფუზია დამოკიდებულ, პაციენტების შრატში ფერიტინის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 1,000µg/L.
შრატის ფერიტინის მატება 4,000µg/L-მდე იწვევს მაკროფაგებში რკინის დაგროვებას, ხოლო ამაზე უფრო მაღალი მაჩვენებელი, კი იწვევს ჰეპატოციტებში რკინის დალექვას.
რკინის სიჭარბე ორგანიზმში ტრადიციულად ფასდება 2 მაჩვენებლის – შრატის ფერიტინის დონის ან ღვიძლში რკინის კოცენტრაციის შეფასებით (LIC – liver Iron Concentration).
არსებობს LIC-ის განსაზღვრის არაინვაზიური მეთოდი – კერძოდ MMRI სპეციალური სტანდარტიზირებული პროგრამების გამოყენებით. ამავე გზით შესაძლებელია მიოკარდში რკინის დეპოზიტის შესწავლაც. აღნიშნული მეთოდი უახლესია მედიცინაში და ჯერ-ჯერობით საქართველოში არ არის დანერგილი.

რა მდგომარეობაა საქართველოში?
სადღეისოდ საქართველოში ქრონიკული ჰემატოლოგიური დაავადებების სიხშირის შესახებ რეალური მონაცემები არ არსებობს. სწორედ ამიტომაც ქრონიკული ჰემატოლოგიური პაციენტების მკურნალობა და მართვა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც ბავშვთა ასევე მოზრდილთა ასაკში.
თანდაყოლილი ქრონიკული ჰემატოლოგიური დაავადებები, როგორიცაა თალასემია და ნამგლისებურ უჯრედოვანი ანემია გარკვეული გეოგრაფიული რეგიონებისთვის წარმოადგენს ნაციონალურ პრობლემას. მრავალწლიანი დაკვირვებებისა და სკრინინგ გამოკვლევების საფუძველზე თალასემია მიჩნეულია საქართველოს სამხარეო პათოლოგიად და უპირატესად საქართველოს აზერბაიჯანულ და ბერძნულ მოსახლეოებაში გვხვდება.
მიელოდისპლაზიური სინდრომის სიხშირე, საქართველოში სავარაუდოდ საერთაშორისო სტატისტიკის ფარგლებში მერყეობს და შეესაბამება ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებს.
ისმის კითხვა გადარჩენის რა შანსი აქვთ საქართველოში ქრონიკული ჰემატოლოგიური დაავადებებით დაავადებულ პაციენტებს, მაშინ როცა განვითარებულ ქვეყნებში ქრონიკული ჰემატოლოგიური პაციენტების განკურნებისთვის სულ უფრო ფართოდ მიმართავენ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას. სამწუხაროდ საქართველოში პაციენტებს ამ გზით განკურნების შანსი არ გააჩნიათ და ჰემოტრანსფუზიული თერაპია რჩება ამ პაციენტებისთვის სიცოცხლის გახანგრძლივების ერთადერთ საშუალებად.
ცნობილია, რომ ორგანიზმში არ არსებობს ჰემოტრანსფუზიის შედეგად წამოქმნილი ჭარბი რკინის ელიმინაციის ფიზიოლოგიური მექანიზმი. აქედან გამომდინარე ორგანიზმიდან ჭარბი რკინის გამოძევება, ე.წ. ხელატოთერაპია ერთადერთი საშუალებაა ორგანიზმში ჭარბი რკინის ჩალაგებით პირობადებული სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოების დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
აღსანიშნავია, რომ ჰემოტრანსფუზია დამოკიდებულ პაციენტებს სადღეისოდ საქართველოში ადექკვატური, სრულყოფილი ხელატოთერაპია არ უტარდებათ. მიზეზი შემდეგია:
•ძირითადი მედიკამენტი დესფერალი, რომელიც გამოიყენება ხელატოთერაპიისთვის, საქართველოში არ არის რეგისტრირებული;
•აღნიშნული მედიკამენტი საინექციოა და მისი გამოყენება ტექნიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული:
•• ხშირი და ხანგრძლივი ინექციები;
•• ტოქსიურობა;
•• ძვირად ღირებულია;
•• საჭიროებს სპეციალურ ინდივიდუალურ აპარატს.
სადღეისოდ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში სამედიცინო მომსახურება ორიენტირებულია პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ქრონიკული ჰემატოლოგიური პაციენტების ადეკვატური მკურნალობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა პრიორიტეტულ საკითხად გვესახება.

„დეფერაზიროქსი“ - ახალი სიტყვა ხელატოთერაპიაში
მედიკამენტი „დეფერაზიროქსი“ (Exjade), არის ერთადერთი პერორალური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ჭარბი რკინის შესაბოჭად.

სურათი 1. Deferasirox–iron(III) complex-ის მოლეკულური სტრუქტურა

დადგენილია:
•ექსჯადის ეფექტურობა ჰემოტრანსფუზიებით პირობადებული ჭარბი რკინის ჩალაგების მკურნალობაში;
•ექსჯადის გამოყენებით ჩალაგებული რკინის შემცირება და რკინის ბალანსის ნორმალიზაცია;
•ექსჯადის პროლონგირებული მოქმედებით სხვადასხვა ორგანოებში თავისუფალი რკინის დამანგრეველი მოქმედების შეფერხება;
•ექსჯადით ჩატარებული ხელატოთერაპია უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას;
•ექსჯადს ყველა ასაკის პაციენტები (ბავშვებიც კი 2 წელს ზევით) კარგად იტანენ.
სწორედ ამიტომ, თანამედროვე ჰემატოლოგიაში უპირატესობა ენიჭება ექსჯადით მკურნალობას. ექსჯადი უზრუნველყოფს ეფექტურ პროლონგირებულ მოქმედებას 24 საათის განმავლობაში, ერთჯერადი პერორალური მიღებით.
მიუხედავად იმისა, რომ ექსჯადი უზრუნველყოფს ჰემოტრანსფუზიულ თერაპიაზე მყოფი პაციენტების ხანგრძლივ დაცვას და პაციენტები უპირატესობას ანიჭებენ ექსჯადით მკურნალობას, მკურნალობის ჩატარებამდე დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი სრული ინფორმაცია პაციენტის შესახებ. მედიკამენტის მიღების წესი და დოზა განისაზღვროს პროფესიონალის მიერ. გათვალიწინებული უნდა იქნეს უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები. მკურნალობა უნდა ჩატარდეს რეკომენდებული მონიტორინგის შესაბამისად.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოში პრეპარატის „დეფერაზიროქსი“ (Exjade) გამოყენება რეალურად გააუმჯობესებს ქრონკული ჰემატოლოგიური პაციენტების მართვას, გაზრდის მათ სიცოცხლის ხანგრძლივობას და ხელს შეუწყობს ამ პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

ლიტერატურა

ნანახია: 8904 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268403


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.