საოფისე სკამი ხერხემლის შესაბამისი სიმრუდეების მქონე საზურგით
ავტორი: www.medgadget.com
Herman Miller-ის სკამი და მისი თერაპიული მახასიათებლები მნახველებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს
ბრუნვადი მექნიზმების განლაგება საზურგესა და საჯდომ მიდამოში, ამ ორი სეგმენტის ერთმანეთისადმი ფიქსაციას უზრუნველყოფს, რაც თავის მხრივ სხეულის საუკეთესო პოზიციაში განთავსებას განაპირობებს.
წინ გადაიხრებით თუ საზურგეს მიაწვებით, თქვენი წელის საყრდენი უცვლელი რჩება. ნებისმიერი ზომის და წონის მომხმარებელი ადვილად მოერგება სკამს და რჩება მიყრდნობილ პოზიციაში.
ეს ნოვატორული სკამი განსაკუთრებით სასარგებლოა კომპიუტერთან მომუშავე პერსონალისთვის. საყრდენი ამცირებს ხერხემლის კომპრესიას და ანელებს დისკებიდან სითხის კარგვის პროცესს. გარდა ამისა, თავი კომპიუტერის ეკრანის გასწვრივაა განთავსებული. ხელები ამ დროს თავისუფალია და შეუზღუდავად მოძრაობს.
სკამის საზურგე, მიუხედავად ხერხემლის სიმრუდისა, მჭიდროდ იჭერს წელს და სხეულს ნეიტრალურ, ბალანსირებულ პოზიციაში ათავსებს.
სკამს მძიმე და რიგიდული კომპონენტები არ გააჩნია, აქვს ელასტიური კიდეები და ამგვარად კიდურებზე ზეწოლა გამორიცხულია.
ნანახია: 5912 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
ავტორი: Admin
თარიღი: 2011-06-05 | 9:02
მზია,
ეს იყო სიახლეები იმ დროისათვის მედიცინაში. სტატიას მითითებული აქვს წყარო (www.medgadget.com) საიდანაც ითარგმნა.
მეტი ინფორმაციისათვის იხ.:
http://www.medgadget.com/archives/2008/10/embody_office_chair_adjusts_to_natural_back_curves.html
და
http://www.hermanmiller.com/Products/SAYL-Chairs