ჭრილობის შეხორცების მიკროსფეროებზე დაფუძნებული ტექნოლოგია POLYHEAL-ისგან
ავტორი: www.medgadget.com
ისრაელის ბიზნეს გაზეთი იუწყება, რომ სამედიცინო აპარატურის მწარმოებელმა კომპანია Polyheal Ltd-მ თავის პირველ კლინიკურ კვლევაში დამაკმაყოფილებელ შედეგებს მიაღწია. კომპანიამ, მის მიერ შემოთავაზებული, სტერილური სუსპენზია 20 პაციენტზე გამოსცადა. საუბარია ისეთი ქრონიკული ჭრილობების შეხორცებაზე, რომლებიც ინტაქტურია სხვა პროდუქტების მიმართ. ამჟამად კომპანია დღეს არსებული ჭრილობების მკურნალობის სხვა მეთოდების მიმართ შესადარებელ კვლევას ატარებს, რათა ხაზი გაუსვას თავისი პროდუქტის უპირატესობებს.
კომპანიის მიერ შემოთავაზებული ჭრილობის სამკურნალო პროდუქტი Polyheal 1® ჭრილობის შეხორცების სტიმულატორადაა მიჩნეული. თუ როგორ ხდება ეს ზუსტად არავინ იცის. დღეს არსებული თეორიის თანახმად, მიკროსფეროები უჯრედთა შეკავშირებისთვის დამატებით ზედაპირს ქმნიან, რაც „უჯრედული მოვლენების კასკადში, მათ შორის უჯრედის მემბრანის, ციტოჩონჩხის, ციტოკინებისა და გენთა რეგულაციის ცვლილებებში ვლინდება“ აცხადებენ რაბინის სამედიცინო ცენტრის მკვლევარები.
აი, რას ამბობს კომპანია თავისი პროდუქტის შესახებ:
ჭრილობის შეხორცების ჩვენს მიერ შემოთავაზებული ტექნოლოგია დაფუძნებულია ქრონიკულ ჭრილობათა დაზიანებული ქსოვილების პაციენტის საკუთარი უჯრედების სტიმულირებით აღდგენის პრინციპზე. მიკროსფეროთა სპეციფიური ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები თერაპიული პროცესის ოპტიმიზაციისთვისაა მოწოდებული. საკუთრივ ქსოვილთა აღდგენის პროცესი, არაბიოდაშლად, ქიმიურად ინერტულ, სინთეზურ, დამუხტულ, განაწილების ვიწრო ზომის მქონე მიკროსფეროთა გამოყენებაზეა დაფუძნებული. კომპანიის პირველი პროდუქტი, მიკროსფეროების შემცველი წყალზე დამზადებული სუსპენზიაა, რომელიც მწვავე ან ქრონიკულ ჭრილობებზე წასასმელად ან მისასხურებლად გამოიყენება. კვლევის შედეგად მოწოდებული დამუხტული მიკროსფეროები ჭრილობაზე თერაპიულ ეფექტს ამ უბანში სხვადასხვა ტიპის უჯრედთა (ანთებითი უჯრედები, ფიბრობლასტები და კერატინოციტები) აქტივაციით ახდენენ. პროდუქტი, წარმატებით იქნა ტესტირებული მრავალ კლინიკურ კვლევაში. კანის ზედაპირზე მისი გამოყენება გრანულაციური ქსოვილის ზრდის სტიმულაციას და კანის რემოდელირებას ახდენს.
ნანახია: 4038 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით