სისტემატური კვლევები ყოველთვის არ იძლევა ყველა შეკითხვაზე ადექვატურ პასუხს?!
ავტორი: Ann Intern Med 2008;148:186-96; 197-213
www.annals.org
სისტემატური კვლევა და მეტა-ანალიზი მაშინ არის შედეგიანი და ღირებული, თუ ის გარკვეულ პასუხს იძლევა კლინიკურად განსაზღვრულ ყველა შეკითხვაზე. მაგალითად, მისაღებია თუ არა მკურნალობის ესა თუ ის მეთოდი, უკეთესი და უსაფრთხოა თუ არა სხვა მეთოდთან შედარებით. თითოეულ კვლევაში უამრავი ექიმის, პაციენტის და მკვლევარის ჩართვის მიუხედავად, საბოლოო ჯამში ბევრი ნაშრომი სუსტი გამოდის და ხარვეზებსაც შეიცავს.
ერთერთ წამყვან ჟურნალში ახლახან დაიბეჭდა სამი სისტემატური კვლევა, რომელიც შეეხებოდა მკურნალობის უფრო შესაფერისი მეთოდის დადგენას პროსტატის კიბოს ადრეული ფორმის, ოსტეოპოროზის და მწვავე კორონარული სინდრომის სამკურნალოდ. სამივე შემთხვევაში ავტორებმა საკმაოდ ყურადღებით მიმოიხილეს კვლევები, განსაზღვრეს მათი ხარისხი, სცადეს გაეკეთებინათ მტკიცებულებების სინთეზი. განიხილეს 600-ზე მეტი კვლევა და ათასობით პაციენტი, თუმცა აღნიშნული სამი კვლევიდან არცერთი არ იძლეოდა კარგ მონაცემებს იმისათვის, რომ ექიმებმა დაზუსტებულად განსაზღვრონ, მისაღებია თუ არა მკურნალობის ესა თუ ის მეთოდი. პროსტატის კიბოს ადრეული ფორმის მკურნალობაზე საუბრისას, მისი შედარება მკურნალობის სხვა მეთოდებთან არ განხორციელებულა. ხოლო მწვავე კორონარული სინდრომის დროს შედარებული იყო რუტინული პერკუტანული კორონარული სტენტირება. ასე რომ, შესაძლოა ყველაზე უფრო სერიოზული და მასშტაბური კვლევებიც კი არ იძლეოდნენ ამომწურავ პასუხებს კითხვებზე და არ შეესაბამებოდნენ თანამედროვე სტანდარტებს.
ნანახია: 3544 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით