მედიცინის ისტორია

NOTA BENE

MEDICAL IT

არქივი

მიმოხილვა

პრაქტიკოსის გვერდი

თარგმანი

კვლევა

იშვიათი სინდრომი

ადამიანი და გარემო

სამედიცინო ბიულეტენი

CASE REPORT


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ნანოტექნოლოგიები და ნანომედიცინა [5.00]

ტაკოცუბოს კარდიომიოპათია [5.00]

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ინფექციური გამწვავების მკურნალობის ასპექტები [5.00]

ფარისებრი ჯირკვლის კვანძები: კლინიკური მნიშვნელობა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა [5.00]

თირკმლის მწვავე ინფარქტი, როგორც წელის ტკივილის ერთ-ერთი მიზეზი [0.00]


ფარისებრი ჯირკვლის კვანძები: კლინიკური მნიშვნელობა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა [43187]

მედეადან მითრიდატემდე [8483]

ენდემიური ჩიყვი საქართველოში*) [8298]

ნანოტექნოლოგიები და ნანომედიცინა [7202]

ტაკოცუბოს კარდიომიოპათია [6582]


თემების რაოდენობა: 13
კომენტარები: 3

ენდემიური ჩიყვი საქართველოში*)

ავტორი: ი. ასლანიშვილი, (თბილისის უნივერსიტეტის ფაკულტეტის ქირურგიულ კლინიკიდან. გამგე პროფ. ალ. მაჭავარიანი

>>  შინაგან სეკრეციის ჯირკვალთ შორის, რომელიც დოსტაქრების მხრივ დიდ ყურადღებას იწვევს და მისი დასნეულება დღემდის კიდევ ერთგვარ ბურუსითაა მოცული, არის სხეულისათვის ის მნიშვნელოვანი ჯირკვალი – წოდებული ფარისებრ ჯირკვლად, რომელიც „მდებარეობს კისრის მიდამოს ქვეითა ნაწილში, კისრის ორგანოებთა წინ და გვერდებზედ მკერდის საუღლე ნაჭდევის 2-3 სანტიმეტრით ზევით და სრულიად დამალულია რბილ ნაწილებს ქვეშ, რომელთაც ეკუთვნის უმთავრესად მკერდ-ლავიწ-დვრილისებრ კუნთის მედიალური ფეხი, კისრის ფასცია და უხვად განვითარებული ამ მიდამოში ცხიმოვანი შემაერთებელი ქსოვილი“). ფარისებრი ჯირკვალი და მისი სნეულებანი იმდენად ყურადსაღებია, რამდენადაც დრეს დრეობით სავსებით არ არის გამორკვეული ამ ჯირკვლის ის ხშირი სნეულება, ქრონიკული შესიება-გადიდება, რომელსაც ყიყვს ანუ ჩიყვს (Struma) უწოდებენ. ფარისებრ ჯირკვლის სნეულებამ, სახელდობრ ჩიყვმა, ყურადღება მიიქცია მთელი მსოფლიოს ისეთი გამოჩენილი მეცნიერების, როგორიც არიან: Billroth’ი და Lucke’ი, Bergmann’ი, Bruns’ი, Mikulicz’ი, Ewald’ი, და Nothnagel’ი, Kocher’ი, Eiselsberg’ი, Wolfler’ი, Virchow’ი, Roux, reverdin’ი, de Quervain’ი და სხვა მრავალი ევროპელი ავტორები, რუსებიდან Разумовский, Субботин’ი, Бобров’ი, Волкович’ი, Турнер’ი, Цегер-ф-Мантейфел’ი, Пантюхов’ი და სხვა მრავალი. ცნობილი აკადემიკოსი Вельяминов’ი თავის სკოლით ხომ სავსებით გატაცებული ჩიყვის შესწავლით. დროთა სვლაში ჩიყვის მრავალი შრომები დაწერილა, მრავალ მხრივ ყოფილა იგი აწერილი, მაგრამ დღემდისაც ჩიყვის შესახებ წერას მუდმივ ეტანება მეცნიერთა მთელი რიგი.


1924 წელს ტფილისის უნივერსიტეტის უმცროს მასწავლებელთა კოლეგიუმმა დაიწყო ყოველთვიური სამკურნალო სამეცნიერო ჟურნალ „თანამედროვე მედიცინის“ გამოცემა. ჟურნალის სულისჩამდგმელები იყვნენ: ზ.მაისურაძე, მ.მგალობლიშვილი, შ.მიქელაძე, პ.ქავთარაძე, ნ.ყიფშიძე. ჟურნალმა იარსება 10 წელი. იგი იმ დროისათვის მომავლის მედიცინაში ნახტომს წააგავდა. ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიათა უმრავლესობა დღესაც ძალზედ საინტერესო, თემები კი მეტად აქტუალურია. ჩვენ გადავწყვიტეთ მკითხველს წარმოვუდგინოთ ერთ-ერთი ნაშრომის ფრაგმენტები, რათა პარალელი გავავლოთ მოცემული საკითხის, კერძოდ, ფარისებრი ჯირკვლის კვანძების მაშინდელ და ახლანდელ ხედვას შორის.

სურათი 1. „თანამედროვე მედიცინის“ 1924 წლის გამოცემა

 ამ სნეულების გამოწვევის მიზეზები იმდენად გამოურკვეველია, რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა მკვლევარ-მეცნიერი მის გამომწვევ მიზეზად ხან ჰაერს, ხან ნიადაგს და ხან წყალს სთვლიდნენ. მაგრამ მაინც ამ მხრივ დიდ მნიშვნელობას აწერენ წყალს, ვინაიდან მრავალი დაკვირვებანი იძლევიან ამის საბუთს და ყოფილა შემთხვევები, რომ იმ ადგილებში, სადაც ძლიერ მძვინვარებდა ჩიყვი და მისი თანამგზავრი კრეტინიზმი, ეს სნეულებანი შესუსტებულა და შესუსტებულა შესამჩნევად, როდესაც იმ ადგილას წყალი სრულიად სხვა მიდამოებიდან გამოუყვანიათ. ჩიყვი ცნობილია უძველეს დროიდან და ბერძენთ მკურნალნი ჩიყვს კარგად არჩევდნენ ლიმфურ ჯირკვლების სიმსივნეთაგან და უკვე იმ ხანებში ცნობილი მკურნალნი, როგორც არიან ჰიპოკრატი, ჰალენი სწორედ სასმელ წყალს დიდ მნიშვნელობას აწერდნენ და ჩიყვის გამომწვევ მიზეზად, ჩიყვის წარმომშობად სასმელ წყალს სთვლიდნენ. ამ რიგად „ჩიყვის გამომწვევ მატარებლად, როგორს ეს ჰიპოკრატის დროიდანაა ცნობილი, არის სასმელი წყალი. „ჩიყვის წყაროები“ ცნობილი იყო ჯერ კიდევ პლინის დროიდან და ეს განსაკუთრებით ხელახლა დამტკიცებული იყო Kocher’ის მიერ“) (de Quervain). ზოგიერთი მეცნიერნი ფიქრობენ, რომ ჩიყვის გამომწვევი მიკროორგანიზმი ნიადაგიდან წყალში გადადის და ამგვარად ხვდება ადამიანის ორგანიზმში და იწვევს ჩიყვის წარმოშობას.
წყაროების სასმელ წყალში, რომელსაც ამრიგად კავშირი აქვს ნიადაგთან, ცხადია იმალება ჩიყვის გამომწვევი მიზეზები. Virchow’ი, თავის გამოკვლევის დროს, რომელსაც იგი აწარმოებდა ქვემო фრანკონიაში კრეტინიზმის შესასწავლად, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ჩიყვის გამომწვევი მიზეზი უნდა იყოს სასმელი წყლის თვისებები, რომელსაც უეჭველი კავშირი და დამოკიდებულება აქვს ნიადაგის გეოლოგიურ აგებულებასთან, საიდანაც ის გამომდინარეობს. მრავალი მეცნიერი ჩიყვის გამომწვევ მიზეზებს ეძებს ყინვარებიდან და თოვლყინულა ველებიდან გამომდინარე ჟანგბად მდიდარ წყალში. ამასვე ადასტურებს პროფესორი ა. მაჭავარიანი, რომელიც თავის გამოკვლევათა მიხედვით სვანეთში არსებულ ჩიყვის ემდემიას უმთავრესად ზემო სვანეთში აწერს კავკასიონის ქედის ყინვარებიდან გამომდინარე მდინარე ენგურს, რომელსაც სასმელად ხმარობენ მის მიდამოებში მდებარე სოფლების მცხოვრებლები. მისი აზრით სწორედ ამ წყლის თვისებები უნდა იყოს ჩიყვის გამომწვევი მიზეზი. მაგალითად გადასახლებულნი მდინარის მიდამოებიდან მის მოშორებით, სადაც წყაროებია, განთავისუფლებულან ჩიყვით დაავადებისაგან.

ცხრილი 1. ჩიყვების დაგანწილება F. de Quervain’ით და В.И. Разумовский’ით

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

ცხრილი 1. ჩიყვების დაგანწილება აკადემიკოს Н.А. Вельяминов’ით


გადავიდეთ ახლა თვით საქართველოზე.
საქართველოს მომხიბლავი ბუნება, მისი მთების სიდიადე – სიმტკიცე, მისი მრავალფეროვანი მდებარეობა, ჩიყვის მხრივაც დიდ მასალას გვაძლევს, მაგრამ ამ მხრივ საქართველო ჯერ კიდევ სრულიად შეუსწავლელია. ჩიყვის შესწავლას საქართველოში, განსაკუთრებით სვანეთში მეცნიერებმა უკვე მიყვეს ხელი. გვაქვს უკვე რამოდენიმე შრომა, რომელნიც გვიშლიან ჩიყვის გავრცელების სურათს სვანეთის მიდამოებში.
–––––––––––––––––––
მაგრამ სვანეთის გარდა ჩიყვის ენდემია სუფევს აგრეთვე საქართველოს სხვა კუთხეებშიც. ამ შემთხვევაში სვანეთის შემდეგ დგას რაჭა. შემდეგ კი მთიულეთი. ზოგიერთი ცნობები რომელიც ჩვენ ხელთა გვაქვს სავსებით გვიდასტურებს ჩვენს მოსაზრებას. არსებითად საქართველოს ამ ორ კუთხეზე იქ მძინვარე ჩიყვის შესახებ ჩვენ არავითარი მწერლობა მოგვეპოვება არც მშობლიურ ენაზე, არც უცხოზე.
–––––––––––––––––––
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ამის შესახებ იმ მცირე მასალის და პირად შთაბეჭდილებების მიხედვით უეჭველად ყურადღების ღირსია მთიულეთი, რომელიც მდებარეობს არაგვის ხეობით დაწყებული ანანურის ზემოდ მთიულთკარიდან საქართველოს სამხედრო გზით თვით ჯვართა ყელამდე.
–––––––––––––––––––
რათა სავსებით გაგვემტკიცებინა ჩვენი მოსაზრებანი ჩიყვის არსებობის შესახებ რაჭა-მთიულეთში და სრულიად არ დავყრდნობოდით მხოლოდ პროფ. ა. მაჭავარიანის ფაკულტეტის ქირურგიულ კლინიკის მასალას, ჩვენ მივმართეთ ტფილისის უნივერსიტეტის დანარჩენ ქირურგიულ კლინიკებსაც. პროფ. გ. მუხაძის ჰოსპიტალურ ქირურგიულ კლინიკის ძველნარის გარჩევას ჩვენ მივყეთ ხელი ასისტენტ ალ. წულუკიძის დასტურით, მხოლოდ მასალის შერჩევაში დიდი დახმარება გამიწია ამხ. ვლ. ხაზარაძემ, რისთვისაც ორივე ამხანაგს ჩემი გულწრფელი მადლობა. მადლობას უძღვნი აგრეთვე პროფ. ნ. კახიანის პროპედევტიულ ქირურგიულ კლინიკის ასისტენტს ამხ. ეფ. ზაქარაიას, რომლის დახმარებითაც შევარჩიე ზემოაღნიშნულ კლინიკის მასალა.
უნივერსიტეტის ჯერ კიდევ ნორჩ კლინიკების მასალამ, შემდეგი სურათი გადაგვიშალა.
პროფესორ გრ. მუხაძის ჰისპიტალურ ქირურგიულ კლინიკაში 1919 წლიდან 1924 წლამდე სულ 17 ჩიყვიანი ავადმყოფი გატარებულა. ამათში 7 ავადმყოფი (6 ქალი და 1 კაცი) რაჭის სხვადასხვა სოფლებიდან ყოფილან, 3 ქალი მთიულეთიდან, დანარჩენი 7 კი ჩამოსული საქართველოს სხვა კუთხეებიდან. ყველა შემთხვევებში გაკეთებული ყოფილა ოპერაცია ადგილობრივ ტკივილდადუმებით ნოვოკაინის ხსნარის საშუალებით. მათ შორის მხოლოდ ორი საერთო ნარკოზით წმ. ქლოროфორმის ქვეშ. ყველა შემთხვევაში ჩიყვთამოკვეთა – Strumectomia.
აღნიშნულ ათივე შემთხვევაში ყოფილა ე.წ. განსაზღვრული ჩიყვი კოლოიდალურ კისტოზურ ხასიათისა ერთის გარდა, რომელიც parenchimatosa’ს სახს კუთნებია.
რაც შეეხება პროფ. ნ. კახიანის პროპედევტიულ ქირურგიულ კლინიკის მასალას, იქ ჩვენ მხოლოდ წლინახევრის მასალიდან (1923-1924 წწ.) ოთხი შემთ- ხვევა შევარჩიეთ, რომელთაგანაც ორი შემთხვევა ორივე ქალი რაჭიდან იყო; დანარჩენი ორი კი სხვა, უცხოელი. შემთხვევები ანალოგიური ზემოთ მოყვანილ შემთხვევებთან.
ასე რომ შეკრებილი მასალა ადასტურებს ჩვენს მოსაზრებას ჩიყვის ენდემიის შესახებ რაჭა-მთულეთში.
–––––––––––––––––––
ამას გარდა თუ მივმართეთ აგრეთვე სხვა მეცნიერთა ჩიყვების დაგანწილებას (F. de Quetrvain და В.И. Разумовский), მხედველობაში მისაღებია კეთილთვისებიანი ჩიყვები და განსაკუთრებით განსაზღვრულ ჩიყვის (Struma nodosa) უმთავრესად ე.წ. კოლოიდალური კისტოზურ ჩიყვის სახი (Struma Cystica, Colloides Cystica), რაც არამც თუ საქართველოში, საერთოდ უფრო ხშირი და გავრცელებული მოვლენაა. ამგვარ სახის ჩიყვები ნაირ-ნაირ სიდიდისაა და თხილის ოდენობიდან მოზრდილა საზამთროს ოდენობამდე აღწევს. ნაირ-ნაირია აგრეთვე მათი კედელთა სისქე და ხშირად ეს კედლები ისეა შემოფარგლული ირგვლივ მდებარე ნაწილებისაგან, რომ ამგვარ ჩიყვის ამოკვეთა-ამოგდება ადვილი საქმეა. მისი შეცულობა თვისი ქიმიურ შემადგენლობით და ფიზიურ თვისებებითაც ნაირ ნაირია.
სწორედ ამდაგვარ სახს ეკუთვნიან ჩვენი სამივე კლინიკური შემთხვევები, რომელნიც ზემოაღნიშნულ მოსაზრებას გვიდასტურებს. სამივე შემთხვევაში გაკეთებული იყო ოპერაცია Strumectomia ანუ ჩიყვკვეთა. ორი შემთხვევა ადგილობრივ ტკივილდადუმებით 1% ნოვოკაინის ხსნარის – S. Novocaini 1% – საშვალებით და ერთ შემთხვევაში ავადმყოფის მოუსვენრობისა და მოუთმენლობის გამო ჯერ კიდევ ადგილობრივ ტკივილდადუმების მსვლელობისას მიცემული იქნა საერთო ნარკოზი წმინდა ქლოროфორმით. სამივე შემთ- ხვევაში შეხორცება პირველადი (per primam intentionem), ავადმყოფთა მერვე–მეათე დღეზე გაწერით.
ასეთია ჩვენ შემთხვევათა ნაოპერაციები შედეგი.
რასაკვირველია ყოველივე ზემო მოყვანილი ცნობების მიხედვით ჩიყვის შესწავლის შესახებ არ განისაზღვრება ჩვენი მოსაზრებანი, არამედ ეს უნდა იყოს მხოლოდ იმ მომავალ მუშაობის დასაწყისში, რომელსაც ტფილისის უნივერსიტეტის ქირურგიული კლინიკების დოსტაქართა ყრილობებმა უეჭველად დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს.
და ამრიგად ჯერჯერობით მხოლოდ სვანეთში ჩიყვის შესასწავლად დაწყებული მეცნიერული მუშაობა Пантюхов’ის, Орбели’ს და პროფ. მაჭავარიანის მიერ აუცილებლად გაგრძელებული უნდა იქნეს ახლო მომავალში უფრო ფართო ფარგლებში და ფართო გეგმით მთელ საქართველოში. ამ შემთხვევაში ჩვენს კლინიკის მიერ დასახული გეგმა ენდემიურ ჩიყვის შესასწავლად საქართველოში უნდა შესრულებული იქნეს შეძლებისდაგვარად ნაწილობრივად მაინც პირველ ხანებში, მით უმეტეს რომ სამეცნიერო ექსპედიაში, რომელიც განზრახულია მოეწყოს მომავალში სვანეთის მიდამოებში საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოების მიერ, ადგილი ექნება დათმობილი ორი ან სამი დოსტაქრის შემადგენლობით ჩიყვის შესწავლის განყოფილებასაც, რომლის ხელმძღვანელობაზეც სურვილი განაცხადა პროფესორ ა. მაჭავარიანმა.
ამრიგად, ჩვენი დასკვნა-დებულებანი შემდეგში გამოიხატება:
1. ჩიყვი ისე როგორც მრავალ ქვეყანათა მთა ადგილებში, გავრცელებულია აგრეთვე საქართველოშიც.
2. სვანეთში ჩიყვი გავრცელებულია ორი მიმართულებით: ზემო სვანეთში მდინარე ენგურის მიმართულებით, მხოლოდ ქვემო სვანეთში მდინარე ცხენის- წყლის მიმართულებით.
3. ჩიყვი ზემო სვანეთში უფრო ნაკლებადაა გავრცელებული, ვიდრე ქვემო სვანეთში – უფრო დაბალ ადგილებში.
4. ჩიყვთან შეფარდებით სვანეთში გავრცელებულია აგრეთვე კრეტინიზმი და უფრო მეტად ზემო სვანეთში, ვიდრე ქვემო სვანეთში.
5. ჩვენი ცნობების და მასალის მიხედვით დასტურდება რომ ჩიყვი ენდემიურად გავრცელებულია აგრეთვე სვანეთის მახლობლად მდინარე რიონის მიდამოებში რაჭაშიც, სადაც ჩიყვის თანაბრად კრეტინიზმიც აღინიშნება.
6. სამივე მდინარე: ენგური, ცხენის წყალი და რიონი კავკასიონის ქედის ყინვარებიდან ფასის მთის მიდამოებიდან იღებენ სათავეს.
7. დასავლეთ საქართველოს გარდა ჩიყვის ენდემია ჩვენი ცობების და მასალის მიხედვით არსებობს აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოშიც, სახელდობრ მთიულეთში – არაგვის ხეობით. აქ იგი უფრო ნაკლებ არის გავრცელებული, ვიდრე დასავლეთ საქართველოში.
8. მთიულეთში კრეტინიზმის შესახებ არავითარი ცნობები არ მოგვეპოვება.
9.საერთოდ აღსანიშნავია რომ ჩიყვი გავრცელებულია ჩრდილოეთ საქართველოში და მას უეჭველად კავშირი უნდა ჰქონდეს კავკასიონის ქედთან, რომლის მიდამოებიდანაც გამომდინარეობენ ზემოხსენებული მდინარეები.
10. ზემოხსენებულ ოთხივე მდინარის მიდამოები ვიწროა, შემოფარგლულია კლდოვან და ყინულიან მთებით და მასთანვე ხშირ ნისლოვანი.
11. აშკარაა აგრეთვე რომ საქართველოში ჩიყვის მძინვარება მიეწერება წყალს როგორც მდინარეებისას, ისე წყაროებისას.

დასასრულ გულწრფელ მადლობას ვუძღვნი დიდად პატივცემულ მასწავლებელს პროფესორ ალექსანდრე მაჭავარიანს, რომელმაც მომანდო ზემო აღნიშნულ საკითხის დამუშავება და ამ დამუშავებაში პირადად მიხელმძღვანელა.

*) წაკითხული იქნა უნივერსიტეტის ქირურგიულ კლინიკების დოსტაქართა კონфერენციაზე
1924 წლის 16 მარტს

ნანახია: 8297 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით

ავტორი: Admin

თარიღი: 2012-29-11 | 9:47

ძალიან აქტუალური თემაა საქართველოში



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 7

თქვენ ხართ სტუმარი No: 1270733


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.