პალიატიური მედიცინა

სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

NOTA BENE

კვლევა

გაიდლაინი

პრეს–რელიზი

სიახლეები

ახალი მეთოდები

მიმოხილვა

CASE REPORT

კლინიკური კვლევა

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



მორფინი [5.00]

საზარდულის თიაქრების ღია პროთეზირებადი პლასტიკის ალტერნატივა – დესარდას მეთოდი [5.00]

მემკვიდრული თრომბოფილიის მოლეკულურ-გენეტიკური ასპექტები და მისი როლი თრომბოზის პათოგენეზში [5.00]

E ვიტამინის შემცველი კონტაქტური ლინზები გლაუკომის სამკურნალო [5.00]

მილდრონატი®-ს ეფექტურობა სტენოკარდიის მკურნალობის დროს სტანდარტულ თერაპიასთან კომბინაციაში [5.00]


მოზრდილთა წელის ტკივილი [14228]

პრაქტიკული რჩევები პალიატიური მედიცინით დაკავებულ ექიმებს [13456]

პერინატალური ინფექციები [12737]

ეთიკა ონკოლოგიაში [10739]

მემკვიდრული თრომბოფილიის მოლეკულურ-გენეტიკური ასპექტები და მისი როლი თრომბოზის პათოგენეზში [9673]


თემების რაოდენობა: 24
კომენტარები: 1

პრეპარატ ბიფლორაკის გამოყენების ეფექტურობა გასტროინტესტინური დაავადებების დროს ბავშვთა ასაკში

ავტორი: მ. ხერხეულიძე,1 ნ. ყავლაშვილი,1 ე. კანდელაკი,1 დ. აბელაშვილი,2 თ. ტაბატაძე,2 შ. ქართველიშვილი 2
1 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, პედიატრიის დეპარტამენტი; 2 იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
M. Kherkheulidze,1 N. Kavlashvili,1 E. Kandelaki,1 D. Abelashvili,2 T. Tabatadze,2 SH. Kartvelishvili,2
1 Tbilisi State Medical University, dept. pediatrics; 2 Iashvili children hospital
The efficacy of Biflorac in children with gastrointestinal diseases

>>  The aim of our study was to assess the effectiveness and safety of using the symbiotic biflorac in patients with gastrointestinal problems. Biflorac is symbiotic containing following strains Bifidobacterium bifidum I, Bifidobacterium longum, Lactobacillus fermenti, Lactobacillus plantarum, Lactobacillus acidofilus, E-Coli M17 and prebiotic fructooligosacharides. Observational study was conducted using gastrointestinal symptom checklist. 75 patients aged 0-15 years were studied, divided into the 4 groups based on diagnosis (acute diarrhea, antibiotic induced diarrhea, prevention of diarrhea in patients with prolonged antibiotic therapy and constipation), The study revealed that in 72,6% of cases using biflorac was effective, in cases of diarrhea it showed significant effectivnece in improving symptoms and decreasing the disease duration. In cases of using biflorac with prolonged antibiotic therapy was not revealed any case of diarrhea. So, we conlude that using biflorac is sefective and safe in children with gastrointestinal problems.


გასული საუკუნის დასაწყისის ცნობილი რუსი იმუნოლოგის ილია მეჩნიკოვის აზრით კეფირის შემადგენლობაში შემავალი რძემჟავას წარმომქმენელი მიკროორგანიზმები აფერხებენ პათოლოგიური მიკრობების გამრავლებას, ამცირებენ დაავადებების განვითარების ალბათობას და ხელს უწყობენ სიცოცხლის მაღალ ხანგრძლივობას.1

შესავალი
დღეისათვის დადგენილია, რომ ადამიანის ნორმალური მიკროფლორა წარმოადგენს მნიშვნელოვან დამცველობით ბარიერს.2 ნაწლავის ნორმალური მიკროფლორა ახდენს პათოგენური მიკრობების ინჰიბიციას, ეპითელური უჯრედების მიერ დამცველობითი ფაქტორების გამომუშავების სტიმულაციას, მონაწილეობს მეტაბოლიზმის და მონელების პროცესებში.3 ნორმალური მიკროფლორის დარღვევა მრავალი ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული, მათ შორის ინფექციებით, ანტიბაქტერიული მედიკამენტების გამოყენებით, სტრე­სით და სხვ.4 პრო- და პრებიოტიკების გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს პათოგენური ბაქტერიებით ნაწლავის კოლონიზაციას.5 უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში არა ერთი მნიშვნელოვანი კვლევა მიმდინარეობს სხვადასხვა დაავადებების და მათ შორის გასტროინტენსტინური ტრაქტის დაავადებების მკურნალობის პროცესში პრო- და პრებიოტიკების გამოყენების მაღალი ეფექტურობის შესახებ. არსებობს მონაცემები მწვავე დიარეის შემთხვევაში Lactobacillus Strain (Lactobacillus Casei sp strain GG) და Saccharomyces Boulardii–ს შტამების გამოყენება რეჰიდრატაციულ თერაპიასთან ერთად მნიშვნელოვნად ამცირებს მწვავე დიარეის ხანგრძლივობას და შედარებით სწრაფად იწვევს სიმპტომთა გაუმჯობესებას.6-8 პრო- და პრებიოტიკების გამოყენება იწვევს რადიაციითა და ანტიბიოტიკოთერაპიით განპირობებული დიარეის პრევენციას.9-10

კვლევის მიზანი
კვლევის მიზანი იყო სამამულო წარმოების სიმბიოტიკის – ბიფლორაკის კლინიკური ეფექტურობის შეფასება დისბიოზის სხვადასხვა გამოვლინების (დიარეა, ყაბზობა, ანტიბიოტიკებით განპირობებული დიარეა) მკურნალობის პროცესში. პრეპარატი ბიფლორაკი წარმოადგენს პრე- და პრობიოტიკურ კომპლექსს, რომლის შემადგენლობაშია შემდეგი ანტბიოტიკორეზისტენტული შტამები: Bifidobacterium bifidum I, Bifidobacterium longum, Lactobacillus fermenti, Lactobacillus plantarum, Lactobacillus acidofilus, E-Coli  M17. პრეპარატი, აგრეთვე, შეიცავს პრებიოტიკურ კომპონენტს ფრუქტოოლიგოსაქარიდს. ობსერვაციული ხასიათის კვლევა ტარდებოდა მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე. პაციენტის ყოველი ვიზიტის დროს ფასდებოდა კლინიკური ნიშნები (დეფეკაციის სიხშირე, განავლის კონსისტენცია, პათოლოგიური მინარევების არსებობა, მეტეორიზმი, ჭირვეულობა და სხვ.) სპეციალურად ამ მიზნით შემუშავებული დაკვირვების ფორმის მიხედვით. მკურნალობამდე და მის შემდეგ ტარდებოდა განავლის მიკრობული პეიზაჟის შესწავლა.

მასალა და მეთოდები
კვლევაში ჩართვის კრიტერიუმები:
• მშობლის ინფორმირებული თანხმობა;
• მწვავე და პერსისტული დიარეა;
• ანტიბიოტიკებით გამოწვეული დიარეა;
• ყაბზობა;
• ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპია (დიარეის პრევენცია).
კვლევიდან გამორიცხვის კრიტერიუმები:
• მალაბსორბციის სინდრომი;
• დადასტურებული ბაქტერიული გენეზის ან სისხლიანი დიარეა;
• სხვა პრობიოტიკებით დაწყებული მკურნალობა;
• მძიმე დეჰიდრატაცია, რომელიც მოითხოვდა ინტრავენურ ინფუზიურ თერაპიას და ჰოსპიტალიზაციას;
• მშობლის უარი კვლევაში მონაწილეობაზე;
მასალის სტატისტიკური დამუშავება ჩატარდა SPSS -11 სისტემის მეშვეობით.
კვლევამ მოიცვა 0-დან 15 წლამდე ასაკის 73 პაციენტი. პაციენტთა უმრავლესობასთან მკურნალობა ტარდებოდა ამბულატორიულად, შემთხვევათა ნაწილში კი სტაციონარის პირობებში. პაციენტთა განაწილება სქესის, ასაკის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით წარმოდგენილია შესაბამის დიაგრამებზე (დიაგრამა 1, 2).
სტაციონარის პირობებში საკვლევ კონტიგენტს უპირატესად წარმოადგენდნენ ახალშობილები, რომელთაც პრეპარატი ენიშნებოდათ ანტიბიოტიკებით განპირობებული დიარეის დროს და ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის შემთხვევაში დიარეის პრევენციის მიზნით. პაციენტების განაწილება პრობლემის/დიაგნოზის მიხედვით მოცემულია დიაგრამაზე 3.

შედეგები და განსჯა
პრეპარატის კურსის მიღების შემდეგ მისი ეფექტურობა ფასდებოდა კლინიკური ნიშნების გაუმჯობესებითა და პრობლემის კუპირების მიხედვით. მთლიანობაში ყველა პრობლემის შემთხვევაში დადასტურდა მკურნალობის ეფექტურობა, რაც წარმოდგენილია მე-4 დიაგრამაზე. როგორც დიაგრამიდან ჩანს, შემთხვევათა 72,6%-ში მკურნალობა ეფექტურია, ანუ მკურნალობის შედეგად მოხდა პრობლემის სრული კუპირება. 17,7% შემთხვევაში მკურნალობის პროცესში ვერ მოხდა სრული გამოჯანმრთელება, თუმცა აღინიშნა გარკვეული სიმპტომების (განავლის კონსისტენცია, მეტეორიზმი და სხვ.) გაუმჯობესება.
შემთხვევათა 9%-ში მკურნალობის ეფექტურობა დაკავშირებული იყო მედიკამენტის დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდასთან. უნდა აღინიშნოს, პრეპარატის ეფეტურობა სტატისტიკურად სარწმუნოა (p<0,001).
მკურნალობის პროცესში ზოგიერთი სიმპტომის ცვლილებები მოცემულია დიაგრამებზე 5, 6.
მკურნალობამდე დიარეის დროს დეფეკაციის სიხშირე იყო 3-5 ან 6-8–ჯერ დღეში, ხოლო ყაბზობის შემთხვევაში 2-3 დღეში ერთხელ ან ნაწლავთა მოქმედება აღინიშნებოდა მხოლოდ დახმარების შემთხვევაში. ამავე პაციენტებში შეცვლილი იყო განავლის კონსისტენცია. დეფეკაციის ნორმალური სიხშირე დაფიქსირდა შემთხვევათა მხოლოდ 10%-ში იმ პაციენტებში, რომელთაც პრეპარატი დაენიშნათ ანტიბიოტიკების პარალელურად დიარეის პრევენციის მიზნით. მკურნალობის შემდეგ 85%-ში დეფეკაციის სიხშირე გახდა ნორმალური და ამასთანავე გამოსწორდა განავლის კონსისტენციაც, შემთხვევათა მხოლოდ 9%-ში არ მოხდა გაუმჯობესება. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული სიმპტომების ცვლილება მკურნალობის პროცესში სტატისტიკურად სარწმუნოა (დეფეკაციის სიხშირე მკურნალობამდე და მის შემდეგ p< 0,001). ასევე სარწმუნოა მეტეორიზმის შემცირება (p< 0,001). გაუმჯობესება დაფიქსირდა ჭირვეულობის და ძილის მხრივ, თუმცა მოცემულ მაჩვენებლებს შორის განსხვავება არ არის სარწმუნო. დიარეის შემთხვევაში ბიფლორაკი ამცირებს დიარეის ხანგრძლივობას (p< 0,001).
ახალშობილებში ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების და მათი კომბინაციის ფონზე დიარეის პრევენციის მიზნით პრეპარატის გამოყენებისას არც ერთ შემთხვევაში არ გამოვლინდა დიარეის ეპიზოდი.
საკვლევ კონტიგენტთან ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ მკურნალობის შემდეგ გაიზარდა (2,3%-დან 47,7%-მდე) ნორმალური მიკროფლორის მქონე პაციენტთა რაოდენობა.

კვლევების უმრავლესობა ადასტურებს,11-12 რომ პრე- და პრობიოტიკების გამოყენებას არ ახლავს გვერდითი მოვლენები, რაც დასტურდება ჩვენი მონაცემებითაც. მიუხედავად იმისა, რომ მოცემული პრეპარატი კარგად გამოცდილ პრობიოტიკებთან ერთად შეიცავს ნაწლავის ჩხირის შტამებს, მკურნალობის არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირდა პრეპარატის გვერდითი ეფექტი.

დასკვნა
ჩვენი კვლევის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ პრეპარატი ბიფლორაკი ეფექტურია დისბიოზის სხვადასხვა კლინიკური გამოვლინების სამკურნალოდ და უსაფრთხოა ბავშვთა ასაკში. მისი გამოყენება იწვევს გასტროინტესტინური ტრაქტის სხვადასხვა სიმპტომის სწრაფ გაუმჯობესებას. პრეპარატის დანიშვნა მიზანშეწონილია როგორც მწვავე დიარეის, ანტიბიოტიკებით განპირობებული დიარეის შემთხვევაში, ისე ყაბზობის დროს. პრეპარატის გამოყენება ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე იცავს პაციენტებს დიარეის განვითარებისაგან.

ლიტერატურა

ნანახია: 8818 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [3.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 526

ამჟამად საიტზეა: 13

თქვენ ხართ სტუმარი No: 1246799


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.