პრინსტონის და „Caltech“-ის მკვლევარებმა შეიმუშავეს სილიკონის ელასტიკური ფირფიტები, მათში მოთავსებული ნანობოჭკოებით, რომლებსაც უნარი შესწევთ მათი მოხრა-გაშლის შემთხვევაში საოცრად მაღალი ელექტრომუხტი გამოიმუშაონ. ახალი ტექნოლოგიის მიზანია იმპლანტირებული მოწყობილობების (კარდიოსტიმულატორები და სხვ.) ელექტროენერგიით უზრუნველყოფა. ამ ფირფიტებში საჭირო ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად გულ-მკერდის სუნთქვითი მოძრაობაც კი საკმარისია.
პრინსტონის მკვლევარები პირველები არიან, ვინც შეძლო წარმატებით შეეთავსებინა ელასტიკური სილიკონი და ცირკონირებული ტიტანატის (PZT) ნანობოჭკოები, პიეზოელექტრონული კერამიკული მასალა, რომელიც მათზე მექანიკურ ზემოქმედებას ელექტროენერგიად გარდაქმნის. PZT ყველაზე ეფექტური პიეზოელექტრონული მასალაა, რომელიც მექანიკური ენერგიის 80%-ს გარდაქმნის ელექტროენერგიად.
PZT-ს 100 ნანობოჭკოს სიგანე სულ 1 მმ-ია. მკვლევარებმა ეს ნანობოჭკოები გამჭირვალე სილიკონის ფირფიტის სისქეში მოათავსეს და შექმნეს ე.წ. „პიეზოელექტრონული ელასტიკური ჩიპი“. მკვლევარები აცხადებენ, რომ სილიკონი დიდი ხანია, რაც მედიცინაში გამოიყენება, ბიოინერტულია და მისი იმპლანტირება სრულიად უსაფრთხოა.
გარდა იმისა, რომ მოღუნვისას ჩიპი ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, გარე ელექტროენერგიის ზემოქმედებით ჩიპი თავად იღუნება, რაც პერსპექტივებს ქმნის ახალი ტიპის მიკროქირურგიული იარაღების შესაქმნელად – განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა მაკელპეინმა.
ნანახია: 4136 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით