სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

ნობელის პრემია

NOTA BENE

MEDICAL IT

ყოფნა არყოფნის ზღვარზე

თარგმანი

პრევენცია

პრაქტიკოსის გვერდი

კლინიკური კვლევა

სამედიცინო ბიულეტენი

სიახლეები

ადამიანი და გარემო

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები [5.00]

ერთ კვირიანი სამმაგი თერაპია საკმარისია Helicobacter Pilori გამოწვეული კუჭის წყლულის სამკურნალოდ [5.00]

ევთანაზია [5.00]

შიდსის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვაქცინა უახლოეს მომავალში ნაპოვნი იქნება [5.00]

ქრონიკული ხველა და ექსტრაეზოფაგური რეფლუქსი [5.00]


მწვავე გარდამავალი პორფირია [8998]

ქრონიკული ხველა და ექსტრაეზოფაგური რეფლუქსი [7792]

რეპროდუქციული ტრაქტის ინფექციები და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები [7273]

ევთანაზია [6755]

ვაქცინაცია სიმსივნის წინააღმდეგ [6179]


თემების რაოდენობა: 22
კომენტარები: 7

ტელემედიცინა

ავტორი: ე. კლდიაშვილი, საქართველოს ტელემედიცინის კავშირი


საბაზისო პრინციპები:
•ეკონომიკური ეფექტურობა;
•მრავალპროფილურობა
•მსოფლიოს მედიცინის სივრცეებსა და სისტემებში ინტეგრაცია

მიმართულებები:
•დიაგნოსიტიკა;
•მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა;
•დიაგნოზის დაზუსტება (second opinion);
•ქირ. ოპერაციების მეთოდიკა;
•ექიმის ტაქტიკა არაორდინალურ და კრიტიკულ სიტუაციებში;
•პაციენტთა დისტანციური მონიტორინგი;
•კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა სასწრაფო-გადაუდებელი კონსულტაცია;
•კონსილიუმების ორგანიზება.

რა არის ტელემედიცინა?
ტელემედიცინა თანამედროვე მედიცინის მიმართულებაა, რომელიც ეფუძნება თანამედროვე კომპიუტერული და კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენებას სპეციალისტთა შორის სამედიცინო ინფორმაციის მიმოცვლისთვის კონკრეტული პაციენტის დისგნოსტიკის და მკურნალობის ხარისხის ამაღლების და მისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის. ტერმინი “ტელემედიცინა” შემოღებული იყო 1974 წელს რ. მარკის მიერ (სხვა მონაცემებით იგი ეკუთვნის თ. ბირდს1970 წ.).
არსებობს მოსაზრება, რომ ტელემედიცინა ტელეფონის შექმნასთან ერთად ჩამოყალიბდა. ცნობილია, რომ ტელეფონის გამომგონებელმა ალექსანდრე ბელმა თავისი გამოგონება პირველად ექიმის გამოძახებისთვის გამოიყენა. ისეთმა ტექნოლოგიურმა სიახლემ, როგორიცაა ტელეგრაფი, ასევე შეიტანა გარკვეული წვლილი ტელემედიცინის განვითარებაში – 1900 წლიდან მას სამედიცინო მონაცემების გადაცემისთვის იყენებდნენ.
1905 წელს, კლინიკური კარდიოგრაფის შეძენის პირველ დოკუმენტირებულ შემთხვევემდე სამი წლით ადრე, ვ. ეინთჰოვენის მიერ პირველად განხორციელდა ელექტროკარდიოგრამის გადაცემა ტელეფონით. XX საუკუნის 20-იან წლებში ქვეყნების მთელი რიგი (კერძოდ, შვეცია) რადიოს და მორზეს ანბანის გამოყენებით ახორციელებდა სავაჭრო საზღვაო ფლოტის გემების დისტანციურ სამედიცინო უზრუნველყოფას. ყოველივე ზემოთქმული ტელემედიცინის განვითარების “ტექნოლოგიური წინაპირობების” მაგალითებად შეიძლება მივიჩნიოთ.
დისტანციური დიაგნოსტიკა
ტელემედიცინის ძირითად და პირველხარისხოვან ამოცანას დისტანციური დიაგნოსტიკა წარმოადგენს. სამედიცინო დიაგნოსტიკა, ამ ტერმინის თანამედროვე გაგებით, ყოველთვის საჭიროებს ვიზუალურ ინფორმაციას. ტელემედიცინის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი იყო თანამედროვე საინფორმაციო შესაძლებლობები, რომლებიც აძლევს ექიმს პაციენტის “დანახვის” შესაძლებლობას. მიჩნეულია, რომ ექიმმა ალბერტ იუტრასმა კანადური ჰოსპიტლიდან “Hotel Dieu” პირველად გადასცა გამოსახულება საკუთარ საყოფაცხოვრებო სატელევიზიო მიმღებზე 1959 წელს.
1959 წელს აშშ-ში სატელევიზიო კავშირი გამოყენებული იყო ფსიქიატრის კონსულტაციის ჩატარებისთვის. ამავე წელს აშშ-დან მონრეალში (კანადა) კოაქსიალური კაბელით გადაცემული იყო ფილტვების ფლუოროგრამის გამოსახულება. 1965 წელს ამერიკელმა კარდიოქირურგმა მ. დე ბეიკმა თანამგზავრული კავშირის არხის გამოყენებით ჩაატარა ჟენევაში (შვეიცარია) კარდიოქირურგიული ოპერაციის კონსულტირება. XX საუკუნის 70-80-იან წლებში NASA ახორციელებდა კლინიკური მონაცემების გადაცემას ტელევიზიის საშუალებით არიზონაში, ბოსტონში, კანადაში.
კლინიკური ტელესამედიცინო პროგრამები დღეისათვის აშშ-ს სულ მცირედ 40 შტატში არსებობს, შექმნილია 70-ზე მეტი მსხვილი ელექტრონული ქსელი. მსხვილ სამკურნალო დაწესებულებებს საკუთარი ტელესამედიცინო პროგრამები გააჩნია.
ტელემედიცინის, როგორც “დისტანციური დიაგნოსტიკის”, პირველ ნაბიჯებად შეიძლება ჩაითვალოს პირველი კოსმონავტების ფიზიოლოგიური მაჩვენებლების ტელემეტრიული ჩანაწერი, და ასევე პირველი კოსმონავტებისთვის კოსმოსში ყოფნისას მიცემული სამედიცინო რჩევები.
ტელემედიცინის, მისი თანამედროვე ვარიანტებით, პრაქტიკული გამოყენების საკმაოდ დემონსტრატიული საერთაშორისო გამოცდილება მიღებული იყო სასომხეთში მიწისძვრის დროს (1988) და უფასთან ბუნებრივი აირის აფეთქებისას (1989). მაშინ ჩატარდა ტელეხიდები (აუდიო, ვიდეო და ფაქსიმილური კავშირი) უბედურების ზონებსა და აშშ-ს წამყვან სამედიცინო ცენტრებს შორის კოსმოსური ბიოლოგიის და მედიცინის საბჭოთა-ამერიკული კომისიის ეგიდით. სულ განხილული იყო 209 კლინიკური შემთხვევა 20 სამედიცინო სპეციალობაში. შეტანილი იყო მნიშველოვანი ცვლილებები დიაგნოსტიკურ და სამკურნალო პროცესში, დაინერგა ახალი სამკურნალო მეთოდიკა, გადაცემული იყო სამედიცინო ინფორმაციის მნიშვნელოვანი მოცულობა. დიაგნოზი შეიცვალა შემთხვევების 33%-ში, 46%-ში რეკომენდებული იყო დამატებითი დიაგნოსტიკური ზომები, 21%-ში შეიცვალა სამკურნალო ტაქტიკა და შემთხვევების 10%-ში დაინერგა მკურნალობის ახალი მეთოდიკები.
ტელემედიცინის წარმატება განისაზღვრება კავშირგაბმულობის სისტემების და გამოთვლითი ტექნიკის განვითარების დონით. დღეს ისინი იძლევა შესაძლებლობას ნებისმიერი გამოსახულება დარეგისტრირდეს კომპიუტერში, მომზადდეს ის გადაგზავნისთვის, გადაცემული იყოს ნებისმიერ მანძილზე, ეს ინფორმაცია მიღებული და გაშიფრული იყოს პრაქტიკულად ხარისხის შეუცვლელად და წარმოდგენილი იყოს ერთობლივი განხილვისთვის. ბოლო დროინდელი მნიშვნელოვანი მიღწევები ტელემედიცინაში განპირობებულია იმით, რომ ანალოგური ტელევიზია შეიცვალა ინფორმაციის გადაცემის ციფრული არხებით, ფართო გავრცელება მიიღო გლობალურმა ქსელურმა კომუნიკაციებმა.
დისტანციური დიაგნოსტიკა თუ უფრო მეტი?1
სპეციალისტების წარმოდგენით ტელემედიცინა პირველ რიგში რჩება დისტანციური დიაგნოსტიკის შესაძლებლობად, მაგრამ მისი პოტენციური შესაძლებლობები გაცილებით უფრო ფართოა. ქსელური ტექნოლოგიები იძლევა სამედიცინო ისტორიის დოკუმენტური გადაცემის შესაძლებლობას პაციენტების გადაყვანისას კლინიკიდან კლინიკაში, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ახალ შესაძლებლობებს, ახალი სამედიცინო ტექნოლოგიების და მეთოდების ფართო დანერგვას, დისტანციური სამედიცინო კონსულტაციების, კონსილიუმების, ტელეკონფერენციების და ტელემანიპულაციების (აპარატურის დისტანციური მართვა და დისტანციური ქირურგიული ჩარევები) შესაძლებლობებს.
დღეისათვის მრავალ ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშავდება მრავალრიცხოვანი ტელესამედიცინო პროექტები. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ვითარდება მედიცინაში გლობალური ტელესაკომუნიკაციო ქსელის შექმნის იდეა. იგულისხმება სამეცნიერო დოკუმენტების და ინფორმაციის ელექტრონული მიმოცვლა, მისი დაჩქარებული ძიება, ვიდეოკონფერენციების ჩატარება. ასევე ვითარდება სხვადასხვა ამოცანებისთვის გამიზნული სამედიცინო კომუნიკაციური საერთაშორისო ქსელები: სისტემა “Satelife” – განვითარებად ქვეყნებში სამედიცინო ცოდნის გავრცელებისთვის და კადრების მოსამზადებლად, “Planet Heres” – ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული გლობალური სამეცნიერო კომუნიკაციების, სამეცნიერო საერთაშორისო ექსპერტიზის და სამეცნიერო პროგრამების კოორდინაციის სისტემა, სხვა სისტემები და ქსელები. მიმდინარეობს სხვადასხვა საექიმო და დიაგნოსტიკური სპეციალობების (ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენოლოგია, ბიოქიმია) ავტომატიზებური სამუშაო ადგილების შექმნა.
ერთი შეხედვით გამიჯნული პროექტები სინამდვილეში კარგად კოორდინირებულია, არსებობს პროექტები, რომლებიც ახორციელებს კონკრეტული ტელესამედიცინო მეთოდების ინტეგრაციას (მაგ.: ITACA) და ასევე პროექტები, რომლებიც ახორციელებს ცალკეული გადაწყვეტილებების ეფექტურობის შეფასებას და საუკეთესოს პრაქტიკულ დანერგვას (STAR). დღეისათვის მსოფლიოში 250-ზე მეტი ტელესამედიცინო პროექტი განხორციელდა, რომლებიც თავისი ხასიათის მიხედვით იყოფა კლინიკურად (უმრავლესობა), საგანმანათლებლო, საინფორმაციო და ანალიზურად. გეოგრაფიული გავრცელების მიხედვით ტელესამედიცინო პროექტებში განასხვავებენ: ადგილობრივს (ლოკალური ქსელები ერთი დაწესებულების ფარგლებში – 27%), რეგიონულს (40%), ეროვნულს (16%) და საერთაშორისოს (17%).

ნანახია: 2896 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 2

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269104


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.