ADA-ს სამეცნიერო სესიაზე (Moscone center in San Francisco), Medtronic Diabetes-მა ახალი M-POWERED ავტომობილი წარმოადგინა. ლინკოლნ-სედანი, აღჭურვილი სისტემით, რომელიც უსადენოდ ახორციელებს პაციენტის სისხლში გლუკოზის დონის უწყვეტ მონიტორინგს და მონაცემს ავტომობილის მართვის სხვა მაჩვენებლებთან ერთად აფიქსირებს, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანების უსაფრთხოებას მოემსახურება.
კომპანიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებიდან: Medtronic Diabetes-მა ამერიკის დიაბეტის ასოციაციის (American Diabetes Association - ADA) ყოველწლიურ სესიაზე (San Francisco, 6-10 ივნისი) წარმოადგინა თავისი ახალი M-POWERED ავტომობილი, რომელიც სისხლში გლუკოზის უწყვეტ მონიტორინგს ახდენს და მიღებულ მონაცემებს როგორც ვიზუალური, ასევე აუდიო სახით მძღოლს აჩვენებს.
ნანახია: 4594 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით