მედიცინის ისტორია

თარგმანი

მოლეკულური მედიცინა

MEDICAL IT

სიახლეები

გაიდლაინი

კვლევა

დისკუსია

ადამიანი და გარემო

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



„იმელდა“ ციკლიდან „წერილები ახალგაზრდა ექიმს“ [5.00]

ჰოსპიტალური ინფექციის ანტიბიოტიკოპროფილაქტიკისა და ანტიბიოტიკოთერაპიის სტანდარტი [2.00]

„მეთერთმეტე თითის“ ატიპური ლოკალიზაციის შემთხვევა [0.00]

მობილური ტელეფონის ელექტრომაგნიტური ველის გავლენა ნეირონის პლასტიურობაზე [0.00]

კიდევ ერთხელ სისტემებზე და სისტემურ მიდგომაზე მედიცინაში, ანუ სჭირდება თუ არა ექიმს ტვინი [0.00]


მედიცინა და ქართული სამეფო კარის ტრადიციები [11523]

ძუძუთი კვება [9206]

აორტის დეგენერაციული სტენოზი [7978]

α თალასემია საქართველოში [6965]

„მეთერთმეტე თითის“ ატიპური ლოკალიზაციის შემთხვევა [6620]


თემების რაოდენობა: 18
კომენტარები: 0

76 წლის მამაკაცი მუცლის ტკივილის მწვავე შეტევით

ავტორი: გაუტამ დეჰადრაი, Gautam Dehadrai, MD, www.medscape.com
Acute Onset of Abdominal Pain in a 76-Year-Old Man


შემთხვევის აღწერა
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში მოხვდა 76 წლის მამაკაცი; ჩივილი: უეცრად გაჩენილი ტკივილი მუცლის ღრუში.
ტკივილი დაიწყო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში მიყვანამდე 4 საათით ადრე და პერსისტირებდა. ტკივილი ლოკალიზებული იყო მუცლის ზედა ნაწილში, უპირატესად ეპიგასტრიუმში. პაციენტის გადმოცემით ტკივილი იყო ძალიან ღრმა და მწველი. გამოხატული არ იყო გულისრევა და პირღებინება; ტკივილი იყო ლოკალური. ტემპერატურა უცვლელი. წონის სწრაფი კლება არ აღინიშნებოდა, ტრავმას ადგილი არ ჰქონია. პაციენტი ასევე აღნიშნავდა, რომ უახლოეს წარსულში ჰქონდა „მოუნელებლობის“ შეგრძნება, რომელიც იწვევდა მოცემულ მომენტში არსებული ტკივილის მსგავს ტკივილს, თუმცა შედარებით ნაკლები ინტენსივობის.
საყურადღებოა მისი ავადმყოფობის ანამნეზი – კორონარული არტერიების დაზიანებისა და არტერიული ჰიპერტენზიის ფონზე იღებდა ორ მედიკამენტს – ორივე ანტიჰიპერტენზიული პრეპარატია. ალკოჰოლს ჭარბად არ იღებს და თამბაქოს არ ეწევა.
ფიზიკალური შემოწმებით: პაციენტი ფერმკრთალი, განიცდის აშკარა, მწვავე დისკომფორტს. P’ – 122, არტერიული წნევა – 110/65 მმ.ვწყ.სვ., სუნთქვა – ზედაპირული და ხშირი, წუთში აღემატება 30 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას. ტემპერატურა ნორმალური – 99.2°F (37.3°C), ოთახის ჰაერის ოქსიმეტრიისას სატურაციამ მიაღწია 100%-ს. გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მხრივ ცვლილებები არ შეინიშნება. რიგიდული მუცლის ფონზე ეპიგასტრიუმის მიდამო რბილია. პალპაციისას სირბილე მცირდება ქვედა კვადრანტში. ზედა კვადრანტების სათანადო შეფასება ვერ ხერხდება ეპიგასტრული მიდამოს სირბილის გამო. აუსკულტაციით ისმინება ჰიპერაქტიური ნაწლავის ხმები. განავალი ყავისფერია.
ელექტროკარდიოგრაფიულად სინუსური ტაქიკარდიის გარდა არ აღინიშნება არავითარი სხვა ცვლილება. სისხლის საერთო ანალიზით დგინდება მსუბუქი ხარისხის ანემია, ჰემოგლობინის კონცენტრაცია – 127 გ/ლ (12.7 გ/დლ), მსუბუქად გამოხატულია აზოტემია, აზოტის ხარისხი – 17.1 მმოლ/ლ (48 მგ/დლ), კრეატინინი - 106 µმოლ/L (1.2 მგ/დლ). ლაბორატორიული კვლევებით სხვა ცვლილებები არ აღინიშნება.
წარმოდგენილია რენტგენის სურათები. (იხ. 1ა და 1ბ)

სურათი 1ა, 1ბ

რა არის დიაგნოზი?
მინიშნება: ნაწლავის შიდა და გარე კედლები ხილულია.
• მუცლის აორტის ანევრიზმის გასკდომა,
• პანკრეატიტი,
• თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაციის ფონზე განვითარებული პნევმოპერიტონეუმი,
• მწვავე კორონარული სინდრომი.

განხილვა

სურათი 2ა, 2ბ


2ა სურათზე ნათლად ჩანს, რომ მუცლის ღრუში, მარჯვენა სუბდიაფრაგმულ არეში ისახება თავისუფალი აირი, ხოლო 2ბ სურათზე – პნევმოპერიტონეუმი. პნევმოპერიტონეუმის დიფერენციალური დიაგნოზი მოიცავს იატროგენულ მიზეზებს (მაგ., პერიტონეალური დიალიზი, მუცლის ღრუს ქირურგია, ლაპაროსკოპული და ლაპაროტომული ჩარევები, რომელთა შემდგომაც პნევმოპერიტონეუმი 28 დღემდე აღინიშნება), ბლაგვი ან შემავალი ჭრილობა, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაცია, მსხვილი ან წვრილი ნაწლავის პნევმატოზი, შუასაყარში ჰაერის არსებობა (ბაროტრავმისას).
აღსანიშნავია, რომ წყლულის პერფორაციისას ავადმყოფები განიცდიან მუცლის მწვავე ტკივილს პერიტონიტის კლასიკური ნიშნების არსებობის მსგავსად. უფრო ასაკოვანი პაციენტები იმუნოსუპრესირებულები არიან ან მენტალური სტატუსი აქვთ შეცვლილი, ამიტომაც ასეთ შემთხვევებში დაავადების ნიშნები და სიმპტომები მინიმალურად გამოვლინდება.
კვლევებით დადგენილია, რომ პერფორირებული წყლულის მქონე სამოც წელზე მეტი ასაკის პაციენტების შესწავლისას მხოლოდ 70%-ს ჰქონდა მუცლის ტკივილი. დანარჩენი პაციენტები უჩიოდნენ დისპეპსიურ მოვლენებს, ანორექსიას, გულისრევას და პირღებინებას. მუცლის მხრივ მწვავე ტკივილის მოვლენები აღენიშნებოდა პაციენტთა მხოლოდ 16%-ს, წყლულის პერფორაციის მქონე პაციენტების 6%-ს საერთოდ არ ჰქონდა არანაირი ჩივილი მუცლის მხრივ. ზოგ შემთხვევაში კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პერფორაციის შედეგად გამოყოფილი შიგთავსი (ნაღველი, საკვების მოუნელებელი ნაწილაკები, ბაქტერიები) პერიტონეუმის ღრუში გადადის, ზრდის პერიტონიტის და აბსცესის ფორმირების რისკს. არსებობს აგრეთვე სეფსისის განვითარების რისკი. პერიტონიტმა კი შესაძლებელია ჰიპოტენზია და შოკი გამოიწვიოს.
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მახასიათებელი პათოფიზიოლოგიური ნიშანია ლორწოვანი დემარკაციული დეფექტის არსებობა თორმეტგოჯა ნაწლავში. წყლულის 95%-ში დეფექტს ნახულობენ თორმეტგოჯას დისტალურ ნაწილში და უმეტესწილად 1 სმ დიამეტრზე მცირეა. სწორ და დროულ დიაგნოზს, მკურნალობასთან ერთად, შეუძლია თავიდან აგვაცილოს ისეთი სერიოზული გართულებები, როგორიცაა პერფორაცია (რომელიც აღნიშნულ შემთხვევაში ფიქსირდება).
პნევმოპერიტონეუმის სადიაგნოსტიკოდ უამრავი ნიშანია აღწერილი. მათ შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ (ინფორმატულად) – რიგლერის ნიშანია მიჩნეული, რომელიც „ორმაგი კედლის“ სიმპტომის სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნაწლავის მარყუჟის გარეთა კედლის ვიზუალიზაცია პერიტონეუმის ღრუში ჰაერის არსებობასთან ერთად. ასევე გუმბათის ნიშანი, რომელიც აღინიშნება რადიოგრაფიისას.
ასევე, დამახასიათებელი ნიშნებია: აირების დაგროვება მარჯვენა ზედა კვადრანტში ღვიძლის მახლობლად, რომელიც, როგორც წესი, უმეტესად ღვიძლქვეშა სივრცესა და ჰეპატორენულ ფოსოში ვიზუალიზდება.
„ფეხბურთის ბურთის“ ნიშანი, რომელიც ვიზუალიზდება პერიტონეუმის მთელ ღრუში, როგორც აირების ოვალური ჩრდილი, რომელსაც ამერიკული ფეხბურთის ბურთის ფორმა აქვს. ნიშანი უფრო მეტად დამახასიათებელია პედიატრიული პაციენტებისათვის და, როგორც წესი, არ გვხვდება მოზრდილებში.

Copyright © 2008 Medscape

ნანახია: 4159 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 6

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269108


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.